ბათუმში მონოპიესების ფესტივალი გრძელდება. დღეს, 13 ივლისს, 21.00 საათზე, სასტუმრო „კემპინსკის“ შენობაში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ პაატა ციკოლიას დადგმა პოეტ ლია ლიქოკელის მონოპიესის მიხედვით – „წყლის პირას, მურყნის ჭალაში“. სპექტაკლს წარმოადგენს მსახიობი ანი ცეცხლაძე.