ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა ერთი ადამიანი

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, 29 სექტემბერს, ორი მსუბუქი ავტომაქნანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.

ქობულეთის შემოვლითი გზა სატვირთო ავტომანქანებისთვისაც გაიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა დღეს, 27 მაისს აღდგა. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა დათქმულ ვადაზე ადრე აღდგა“ – წერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ამავე დეპარტამენტის იმფორმაციით …

ქობულეთის შემოვლითი გზა მსუბუქი მანქანებისთვის 26 მაისს გაიხსნება

ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისის დღის 14:00 სთ-დან აღდგება, ხოლო სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა – 28 მაისიდან. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოების გამო ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ჩაიკეტა. 22 მაისს სახიდე გადასასვლელზე, სადაც სადეფორმაციო ნაკერები შეცვალეს, სამონტაჟო სამუშაოები …

როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზა, ქობულეთისა და ჩაქვის სატრანსპორტო კვანძებს შორის 14 მაისიდან ჩაკეტილია. გზაზე სახიდე გადასასვლელის დაზიანებულ სადეფორმაციო ნაკერებს ცვლიან. გზის ჩაკეტვის გამო საცობებია ციხისძირსა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებს შორის მონაკვეთში. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა 28 მაისს უნდა გაიხსნას. სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გზის გახსნა მოესწრება, თუმცა, ყველაფერი მაინც ამინდზეა დამოკიდებული. „სპეციალური …

ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 2 კვირით ჩაიკეტება

ქობულეთის შემოვლითი გზა ქობულეთისა და ჩაქვის სატრანსპორტო კვანძებს შორის 2 კვირით ჩაიკეტება. ჩაიკეტება ასევე ხუცუბნისა და კვირიკეს კვანძები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი ერთ-ერთი სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოებია. ეს ნაკერი რამდენიმე თვე დაზიანებულია. „2026 წლის 14 მაისის 02:00 სთ-დან 27 მაისის ჩათვლით საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე არსებული …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთებაზე გარემოს სააგენტო თანახმაა

ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა უკვე აქვს. პროექტის განხორციელების მიზნით შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ. ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიან გზად მოდერნიზების პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2024 წლის ნოემბერში წარუდგინეს. სააგენტოს უფროსის ბრძანების …

ქობულეთის შემოვლითი გზა 4-ზოლიანი გახდება: პროექტის დეტალები და უსაფრთხოების სტატისტიკა

ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტის განსახორციელებლად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, სააგენტომ პროექტის განხილვა 2026 წლის 20 თებერვალს შეაჩერა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გარკვეული დეტალების დაზუსტება მოსთხოვა. დეპარტამენტმა დაზუსტებული ინფორმაცია სააგენტოს 2026 წლის 17 მარტს წარუდგინა. ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ, სააგენტო, დიდი ალბათობით, პროექტის განხილვას …

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ავარია დღეს, 26 თებერვალს მოხდა. შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანა შეეჯახა ავტობუსს. დაღუპულები ახალგაზრდა კაცები არიან. ამ ეტაპზე შეზღუდულია შემოვლით გზაზე გადაადგილება. შსს-ს ინფორმაციით, შემოვლით გზაზე მოძრაობა სრულად მალე აღდგება. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ს მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთების პროექტის საჯარო განხილვის დრო ცნობილია

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ წარადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ვიდრე სააგენტო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე დაგეგმილია პროექტის საჯარო განხილვა. გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის [გზშ] საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს …

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის ასაშენებლად 480 მილიონია საჭირო

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობისთვის, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯამში 480 მილიონი ლარია საჭირო. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეს თანხა 4 წელზეა გადანაწილებული შემდეგი ოდენობით: 2026 წელი – 15 მილიონი ლარი 2027 წელი – 85 მილიონი ლარი 2028 წელი – 160 მილიონი ლარი 2029 წელი – 220 მილიონი ლარი „ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო …

ქობულეთის შემოვლით გზაზე დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერი ლითონით დაფარეს – როდის იწყება სამუშაოები

ქობულეთის შემოვლითი გზის ერთ მონაკვეთზე სადეფორმაციო ნაკერები ისეა დაზიანებული, რომ სქელი ლითონის ნაჭერითაა დაფარული. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ მონაკვეთის აღდგენა კერძო კომპანიას დაავალა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, როდის აღდგება დაზიანებული ნაწილი. „ქობულეთის შემოვლით გზაზე დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალა“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 20 ნოემბერს. თუმცა, როდის უნდა დასრულდეს …

ქობულეთის შემოვლით გზაზე მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/საათამდე შეამცირეს

ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდე შეამცირეს. რატომ შემცირდა სიჩქარის მაქსიმუმი ქობულეთის შემოვლით გზაზე? – ამ ერთადერთი კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ოფიციალურად, წერილობით უნდა მივმართოთ. დასაშვები სიჩქარის შემცირების მიზეზი, ჩვენი ვარაუდით, შეიძლება იყოს ამ გზაზე გახშირებული ავარია და/ან დაზიანებული ადგილები სავალ ნაწილზე. ქობულეთის …

ქობულეთის შემოვლითი გზის ესტაკადაზე სადეფორმაციო ნაკერია დაზიანებული

ქობულეთის შემოვლით გზაზე სპეციალური რკინის კონსტრუქცია [სადეფორმაციო ნაკერი], რომელიც ესტაკადაზეა, მინიმუმ ორი თვეა რაც დაზიანებულია. დაზიანებული კონსტრუქცია კი, ავტომობილების მოძრაობისთვის უსაფრთხო არ არის. სადეფორმაციო ნაკერი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაზიანებული კონსტრუქციის შესახებ ინფორმირებული არიან და …

რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთების პროექტი

ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის დაფინანსების, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადა და სხვა დეტალები ამ დრომდე კვლავ უცნობია. არ არსებობს [ან ოფიციალურად არ ასაჯაროებენ] ასევე ინფორმაცია საპროექტო არეალში მოქცეული კერძო უძრავი ქონებისა და საკომპენსაციო თანხის ოდენობის შესახებ. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან …

როდის სრულდება ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთების პროექტი – 27 დაღუპული და 212 დაშავებული

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ბოლო შვიდ წელში, ავარიის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 212 დაშავდა. ეს ორზოლიანი გზა ორ ნაწილად – 2014 და 2018 წლებში გახსნეს. 2023 წელს კი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაზე დაიწყეს მუშაობა. ქობულეთის შემოვლითი გზის სიგრძე [შეკვეთილიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებამდე] 31,7 კილომეტრია. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან – 2025 …

დაიღუპა 35 წლამდე კაცი, დაშავდა 3 ადამიანი – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 35 წლამდე კაცი დაიღუპა, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცნობით, დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და „მედცენტრში“ გადაიყვანეს. დაშავებულები სრულწლოვნები არიან. ერთ-ერთი დაშავებული თურქეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის გადაკეტილია ქობულეთის შემოვლითი გზა. მძღოლები ძველი გზით სარგებლობენ. შსს-ს პრესცენტრში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, როდის აღდგება მოძრაობა. …

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, 31 მაისს, დილით მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო [ავტომობილების გადამზიდავი] და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.    

კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

საავტომობილო გზების დეპარტამენტს უფლება აქვს ბათუმი-სარფის და ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობის პროექტების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების კომპენსაცია გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად გადაიხადოს. „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის განკარგულებით კომპენსაცია გაიცემა თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებსაც ეს ორი პროექტი შეეხება. „ნება დაერთოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მოახდინოს ბათუმის შემოვლითი …

ავარია ქობულეთის ავტობანზე – არიან დაშავებულები

დღეს, 5 იანვარს, საღამოს ავტოავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა 3 ავტომანქანა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა. ავარიის გამო ავტობანზე საცობია.

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – სად გაივლის ახალი მაგისტრალი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტს ამუშავებს. ამ ეტაპზე დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს პროექტის გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიშით მიმართა. სკოპინგის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] მომზადების წინა ეტაპია. ამ დასკვნით განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს საგზაო პროექტირების სტანდარტების თანახმად, მოდერნიზებული გზის საპროექტო …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა 1 პირი

დღეს, 14 სექტემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა ერთი პირი. შემთხვევა შემოვლით გზაზე, კვირიკეს გადასახვევთან მოხდა. ადგილზე უკვე იმყოფებიან პოლიცია და სასწრაფო. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – კლინიკაში გადაიყვანეს 5 პირი, მათ შორის 4 ბავშვია

დღეს, 23 აგვისტოს, ავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. ადგილზე მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 ჯგუფი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, დაფიქსირდა ავარიის 10 მონაწილე, 5 დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი, გადაყვანილია კლინიკაში, დანარჩენებმა კი უარი განაცხადეს ჰოსპიტალიზაციაზე. _____________ ფოტო: აზა გაბუნია

1 დაღუპული და 5 დაშავებული – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 23 მაისს, ქობულეთის შემოვლითი გზაზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტობანზე „ადგილზე დაფიქსირდა ერთი გარდაცვლილი, ხუთი დაშავებული კი გადაყვანილია კლინიკაში“. ამ დროისთვის [14:00 საათი] შემოვლითი გზა გადაკეტილია და ავტოტრანსპორტი ჩაქვის გავლით მოძრაობს.

შეიძლება ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება? – დეპარტამენტი კვლევას იწყებს

რამდენად აუცილებელია და შესაძლებელი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად გადაკეთება, ეს უნდა გამოიკვლიოს კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 5 249 997 ლარზე გააფორმა. ამ თანხაში შედის პროექტირებაც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის კვლევის საფუძველზე დეპარტამენტი საჭიროდ ჩათვლის გზის მოდერნიზებას – ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთებას. ხორვატული კომპანიის ფილიალთან ხელშეკრულება დეპარტამენტმა 2024 წლის იანვარში გააფორმა. …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – დეპარტამენტს ახალი ტენდერის გამოც უჩივიან

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე 10,5 მილიონი ლარით გამოცხადებული ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მის წინააღმდეგ დავების საბჭოში შეტანილი საჩივრების გამო შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დეპარტამენტმა შეამცირა და ახალი ტენდერი 6 მილიონ 790 ათასი ლარითა გამოაცხადა. ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა, თუმცა დეპარტამენტს ამ ტენდერის გამოც უჩივლეს. სატენდერო კომისიის …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაზე ტენდერი დეპარტამენტმა შეწყვიტა

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე 10,5 მილიონი ლარით გამოცხადებული ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა. ტენდერის შეწყვეტამდე დეპარტამენტის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რამდენჯერმე გაასაჩივრეს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში: დეპარტამენტს მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასად – 6 790 000 ლარად, გერმანული შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ სთავაზობდა. თუმცა კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა. კომპანიამ …

3 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიაში ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 2 სექტემბერს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები არიან [25-38 წლის მამაკაცები]. დაშავებულია ასევე თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე [ტრაილერის მძღოლი]. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის გამო ქობულეთის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი [ქობულეთი-ჩაქვი] ამ დროისთვის [14:00 სთ] გადაკეტილია. შინაგან საქმეთა …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება აუცილებელია – ვინ დაასაბუთებს? 

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტის საჩივარი დავების საბჭომ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, დავის გამო შეჩერებული სატენდერო პროცედურები განახლდა, თუმცა, დამატებითი დრო ამჯერად გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის აპარატმა ითხოვა. ოქმში აღნიშნულია, რომ მეორე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად კომისიის აპარატს დამატებით 5 სამუშაო დღე სჭირდება. …

დავა ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიანად გადაკეთების პროექტზე – ტენდერი 10,5 მილიონით 

საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტს ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში უჩივიან. ქობულეთის 2-ზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10,5 მილიონი ლარია. შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ დავების საბჭოში გაგზავნილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მან ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი …

ქობულეთის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანად გადააკეთონ – 10,5 მილიონი პროექტისთვის

ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზა, შესაძლოა 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადააკეთონ. მანამდე საჭიროა შესაბამისი კვლევა და პროექტი, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად განსახლებისა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემასაც უნდა ითვალისწინებდეს. არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და პროექტი კერძო საკუთრებას აუცილებლად შეეხება. ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ახალი გზის სავალი ნაწილი უნდა მოეწყოს არსებული გზის გასწვრივ და მოძრაობის ნაკადების შეუფერხებლად. …

20 ივლისს ქობულეთის შემოვლით გზაზე გვირაბი დაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საავტომობილო გვირაბი ჩაიკეტება. გვირაბი ჩაკეტილი იქნება 20 ივლისს 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ქობულეთის გავლით. ____________ ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქობულეთის შემოვლით გზაზე 3 ივნისს გვირაბი ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, ხანძრის შედეგად განათების და ელექტრომომარაგების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა, 2022 წლის 3 ივნისს 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.“ საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ქობულეთის გავლით. …

ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერების კოლონაა გაჩერებული

ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერების კოლონაა გაჩერებული. თვითმხილველის თქმით, ტრაილერები დაახლოებით 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე დგანან [ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით], თუმცა, გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში, მათი მხრიდან რაიმე შეზღუდვა გზებზე გადაადგილებაში დაწესებული არ არის: „შესაძლოა ტრაილერები საპატრულო პოლიციამ გააჩერა“. რატომაა კოლონა გაჩერებული შემოვლთ გზაზე – „ბათუმელები“ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან …

449 დაღუპული, 7 707 დაშავებული და არც ერთი „შავი წერტილი“ გზებზე – ავარიები

ავტოავარიების შესამცირებლად სახელმწიფომ გზებზე შავი წერტილები ანუ ის ადგილები უნდა გამოავლინოს, სადაც ყველაზე ხშირად ავტოავარიას მსხვერპლი მოსდევს. ეს წესი ქვეყანაში 2020 წელს დაამტკიცეს, მაგრამ ამის მიუხედავად ჯერ არც ერთი შავი წერტილი არ არის გამოვლენილი. რეალურად კი ქვეყანაში ავტოავარიით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. 2021 წელს საქართველოში 45 151 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან 39 288 შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ხოლო …

მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა

დღეს ყველა წუხს, მაგრამ ხვალ ალბათ მხოლოდ სტატისტიკაში ასახავს ქობულეთის შემოვლით გზაზე ახალგაზრდა თეა ვადაჭკორიას დაღუპვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც გადაუგზავნიან, სადაც ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, თეა ვადაჭკორია, აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო და გუშინ, 15 მარტს, დაიღუპა ქობულეთის შემოვლით გზაზე. ამავე ავარიის …

ავარია ავტობანზე – როგორია დაშავებულების მდგომარეობა

„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია,“ – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო კლინიკებში, სადაც ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 15 მარტს, მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი მოათავსეს. ავარიის დროს დაიღუპა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, თეა ვადაჭკორია. ავარიის შედეგად დაშავდა მაია ხაჯიშვილი, აჭარის განათლების მინისტრი. ის „მედცენტრშია“ მოთავსებული. კლინიკაში გვითხრეს, რომ მას საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება განათლების …

Exit mobile version