ქობულეთის შემოვლით გზაზე თოვლის გამო პერიოდულად საცობები იქმნება. გზაზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვებია დაწესებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“ აჭარის სანაპირო ზოლში დღეს, 20 იანვარს, დილიდან ინტენსიურად თოვს: როგორი ამინდი იქნება ბათუმში დღეს და ხვალ
Tag Archives: ქობულეთის შემოვლითი გზა
2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი და 6 დაშავდა – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე
დღეს, 29 დეკემბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ბავშვია. ავარიის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 მოზარდია. ავარიის შედეგად ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებული მოზარდები ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 2 ზრდასრული – ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში. ექიმებს ადგილზე ორი …
ქობულეთის შემოვლით გზას ცხოველებისგან დასაცავად ლითონის ბადით ღობავენ
ქობულეთის შემოვლითი გზის ზოგიერთ მონაკვეთზე, სავალი ნაწილის ცხოველებისაგან დასაცავად, ლითონის ღობეს აწყობენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები მარტის ბოლომდე გაგრძელდება. სამუშაოების გამო გზის სავალი ნაწილი პერიოდულად დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს. ამ თემაზე: ქობულეთის შემოვლითი გზა ზოგიერთ მონაკვეთში დროებით შევიწროვდება იმერეთისა და აჭარის რეგიონებში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი …
Continue reading “ქობულეთის შემოვლით გზას ცხოველებისგან დასაცავად ლითონის ბადით ღობავენ”
ერთი გარდაცვლილი და 2 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევები ქობულეთში
ქობულეთში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი, კლინიკაშია გადაყვანილი. ქვეითს ავტომანქანა, 24 მარტს, ქალაქ ქობულეთში დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს ქვეითი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ის 60 წლის კაცი იყო. მეორე ავარიაც 24 მარტს საღამოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვთან მოხდა. ავარიის შედეგად თავის ტრავმის დაზიანებებით ორი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში. შინაგან საქმეთა …
Continue reading “ერთი გარდაცვლილი და 2 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევები ქობულეთში”
ქობულეთის შემოვლითი გზა ზოგიერთ მონაკვეთში დროებით შევიწროვდება
ქობულეთის შემოვლითი გზის ზოგიერთ მონაკვეთზე [კმ10-კმ13 და კმ31], ცხოველების დამცავ ლითონის ღობეს აწყობენ, რის გამოც სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს. შეზღუდვები მარტის თვის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „დეპარტამენტსა და შპს „როუდ ქონსთრაქშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 28 თებერვალი. თუმცა ტექნიკური მიზეზების …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზა ზოგიერთ მონაკვეთში დროებით შევიწროვდება”
ქობულეთის შემოვლით გზაზე გვირაბში მოძრაობა 29 იანვარს 2 საათით ნაწილობრივ შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2021 წლის 29 იანვარს, 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინი“ შეასრულებს.
ქობულეთის შემოვლით გზაზე საცობია
ქობულეთის შემოვლით გზაზე ამ დროისთვისაც [16:20] საცობია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მაგისტრალზე ტრაილერი მოცურდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ტრანსპორტის გადაადგილება. შემოვლით გზაზე ინტენსიური მოძრაობაა, რასაც ნალექიც დაერთო თოვლის სახით. გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. აჭარაში დღეს დილიდან თოვს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ღამით 3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. იწმინდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა თოვლისგან და ხომ არ დგას …
ქობულეთის შემოვლითი გზის განათება დასრულდა – დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე, 18 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა – დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სანათები. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2018 წლის ივნისში გაიხსნა. „განათების სამუშაოები, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პერიოდში მიღებული ეკონომიიდან დაფინანსდა. სამუშაოები კომპანია „Sinohydro Corporation limited“-ის ქვეკონტრაქტორმა შპს „ჯავამ“ შეასრულა და სამუშაოების ღირებულებამ …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზის განათება დასრულდა – დეპარტამენტი”
შსს-ს პოზიცია ქობულეთის შემოვლით გზაზე ადამიანების დაღუპვის შემდეგ
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე სულ 28 ნომრის ამომცნობი კამერა არის განთავსებული. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე 16 სიჩქარის კონტროლის სექცია ფუნქციონირებს, ნებადართული საშუალო სიჩქარე 90 კმ-ია საათში,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ უწყებას მას შემდეგ მივმართეთ, რაც 9 ოქტომბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემოვლით გზაზე …
Continue reading “შსს-ს პოზიცია ქობულეთის შემოვლით გზაზე ადამიანების დაღუპვის შემდეგ”
მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ
გუშინ, 9 ოქტომბერს, დღის 4 საათზე, ქობულეთის შემოვლით გზაზე 15 წლის ლიკა სარჯველაძე დაიღუპა. ის მამასთან და 2 წლის ძმასთან ერთად გურიის ერთ-ერთ სოფელში მიდიოდა. ქობულეთის შემოვლით გზაზე მორიგი ავარია მოხდა და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ლიკა ექიმებს შემთხვევის ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. კლინიკაში ლიკას 2 წლის ძმა და მამა გადაიყვანეს. ბავშვს სახეზე ნაკაწრები …
Continue reading “მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ”
ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათება 15 დეკემბრამდე მოეწყობა – გზების დეპარტამენტი
ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები 2019 წლის 15 დეკემბრამდე ჩატარდება. „დროის აღნიშნულ პერიოდში საჭიროა საავტომობილო გზის მონაკვეთებზე სავალი ნაწილის დროებით შევიწროება ერთ მხარეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 …
არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – 15 კილომეტრი გარეგანათების გარეშე
ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 13 ივლისს, მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კი კრიტიკულია. გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კმ/სთ-ია, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. გზის სიგრძე 31,7 კილომეტრია და ის სრულად 2018 წლის 25 ივნისს გაიხსნა. ამ გზის ქობულეთიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი კი, დღემდე გაუნათებელია. გარეგანათება აქ …
Continue reading “არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – 15 კილომეტრი გარეგანათების გარეშე”
1 გარდაცვლილი და 10-მდე დაშავებული – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი მძიმედ დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა როგორც ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახურში გვეუბნებიან, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დასადგენია, „რადგან სასწრაფო დახმარების ჯგუფები ჯერ არ დაბრუნებულან, დაახლოებით ათამდე ადამიანი გადმოჰყავთ კლინიკაში“. შსს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. გამოძიება …
Continue reading “1 გარდაცვლილი და 10-მდე დაშავებული – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე”
ქობულეთის შემოვლითი გზის შეკვეთილი-გვარას მონაკვეთის განათება დასრულდა – დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი ლოტის 13.7 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამ მონაკვეთის [შეკვეთილიდან სოფელ გვარას მიმდებარე ტერიტორიამდე] განათებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 373 235 ლარი იყო გამოყოფილი. რაც შეეხება ამავე გზის სოფელ გვარადან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთს, მისი განათება, დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის მშენებლობის დროს მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება. ქობულეთის შემოვლითი გზა დაახლოებით …
ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის 24-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, გადაუდებელი ელექტრო-მექანიკური სამუშაოების გამო, 2018 წლის პირველ ნოემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე [ქობულეთი–ბათუმის მიმართულება] შეიზღუდება. „აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე თემაზე: ქობულეთის შემოვლითი …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება”
ქობულეთის შემოვლითი გზის 13 კმ მონაკვეთის განათებაზე 3 373 235 ლარი დაიხარჯება – უსაფრთხოება
ქობულეთის შემოვლითი გზის შეკვეთილი-გვარას მონაკვეთის განათებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 373 235 ლარი დაიხარჯება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვა შეარჩია კომპანია, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს. რაც შეეხება ამავე გზის გვარადან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთს, მისი განათება, დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის მშენებლობის დროს მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება; შიდა სატენდერო პროცედურები დაწყებულია და კომპანია, რომელიც გზის განათებაზე იმუშავებს, მალე შეირჩევა. ამ მონაკვეთის …
შსს: ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 23 აგვისტოდან, ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული. მოქმედი კანონის თანახმად, ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ნებადართულია არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. „აჭარის რეგიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სულ …
Continue reading “შსს: ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები ამოქმედდა”
ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიან“ ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ
ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟი მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ამოქმედდება, ამასთან მოეწყობა სიჩქარისმზომი სექციებიც. ამ თემაზე: ახალი, ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, ბათუმის მასშტაბით 125 …
Continue reading “ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიან“ ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ”
ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები აგვისტოს ბოლომდე ამოქმედდება – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და მოეწყობა სიჩქარის მზომი სექციები. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიხსნა. ამავე თემაზე: ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 7 აგვისტოდან, ქალაქ ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური …
ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება
არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო, რომელიც 25 ივნისს გაიხსნა – საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ახალი გზა სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა. ექსპერტები კონკრეტულ ტექნიკურ მოთხოვნებზე საუბრობენ, რომლის შესრულებაც გზაზე მოძრაობას შედარებით უსაფრთხოს ხდის. ეს მოთხოვნები ამ ეტაპზე ქობულეთის შემოვლით გზაზე შესრულებული არ არის. ქობულეთის შემოვლითი გზა ჯამში 31.7 კმ-ია. გზა ორზოლიანია. გელა კვაშილავა, „პარტნიორობა საგზაო …
პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის შემოვლითი გზა გახსნა
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18-კილომეტრიანი მონაკვეთი, დღეს, 25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკევთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები კი ჯამში 31,7 კილომეტრია. ეს გზა ბათუმსა და თბილის შორის მგზავრობის დროს დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად …
Continue reading “პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის შემოვლითი გზა გახსნა”
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი აჭარაში – ხვალ ის ქობულეთის შემოვლით გზას გახსნის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ხვალ, 25 ივნისს ბათუმში ჩამოდის. პრემიერი ხვალ რამდენიმე ღონისძიებას დაესწრება. დილის 11:30 საათზე, ის ბათუმის ნავსადგურში მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება, დღის 2 საათისთვის კი მამუკა ბახტაძე ქობულეთის შემოვლით გზას გახსნის. ქობულეთის შემოვლითი გზის [მეორე ლოტი] ოფიციალურ გახსნას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან, დაგეგმილია ამავე გზის მე-13 …
ქობულეთის შემოვლითი გზა 25 ივნისს გაიხსნება
ხვალ, 25 ივნისს, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ოფიციალური ცერემონიაა დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით გზის გახსნა დღის 2 საათზე იგეგმება, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საქართველოსა და აჭარის მთავრობების, ასევე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან. ბათუმში ხვალ, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეც აღინიშნება, ამიტომ სხვადასვა ღონისძიებების გრაფიკი ამ დრომდე თანხმდება. ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზა 25 ივნისს გაიხსნება”
უკავშირდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზის დროებითი გახსნა ხის გატანას – დეპარტამენტის განმარტება
დღეს, 18 ივნისს, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნულ გზაზე, 16 ივნისის ღამით და 17-ში დილით, მთლიანად იყო გადართული მოძრაობა – ბათუმსა და ქობულეთს შორის ტრანსპორტი ციხისძირის უღელტეხილის გვერდის ავლით, ახალ გზაზე მოძრაობდა. ზოგიერთი მძღოლის თქმით, ახალ გზაზე მოძრაობის გადართვის მიზეზი იმ ხის გადატანა …
ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა ისევ გადაიდო
ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთის გახსნა ისევ გადაიდო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა ორშაბათს, 2018 წლის 18 ივნისს, უნდა გახსნილიყო. „რა მიზეზით გადაიდო გზის გახსნა, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ 18 ივნისს ნამდვილად აღარ გაიხსნება. გზის გახსნა ძალიან დიდი ხნით არ გადადებულა, მაგრამ როდის გაიხსნება, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით. გზის მშენებლობა დასრულებულია, …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა ისევ გადაიდო”
ქობულეთის შემოვლითი გზა იხსნება – ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობა 30 წუთით მცირდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზა [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთი] 2018 წლის 18 ივნისს გაიხსნება. „გზის ოფიციალური გახსნა ორშაბათს, 18 ივნისსა დაგეგმილი, თუ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება“ – გვითხრეს დეპარტამენტში. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] კი ახლა გაიხსნება. …
ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება
ქობულეთის შემოვლითი გზა, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს. „სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით ამ დღეებში დროულად დასრულდება და გზის გახსნის ღონისძიებაც დაიგეგმება. ვვარაუდობთ, რომ გზა 15 ივნისისთვის გაიხსნება,“ – გვითხრეს დეპარტამენტში, თუმცა სამუშაოების დასრულებისა და გზის გახსნის ვადა რამდენჯერმე გადაიწია. ქობულეთის …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება”
ქობულეთის შემოვლითი გზა ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულებულია და ის მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გაიხსნება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აშენების მთავარი მიზანი ქობულეთის სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთვაა. ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში. აჭარის გარეთ, ოთხზოლიან ავტობანზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე კი – 110 კმ/სთ-ია. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის …
როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა და როდის დაიწყება ბათუმის გზის მშენებლობა
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება; რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე მონაკვეთი], მისი გახსნა ივნისის თვეშია დაგეგმილი – ეს ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა. „ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის თვეში უნდა გაიხსნას, თუმცა გახსნის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებისთვის კი მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და მშენებლობა …
Continue reading “როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა და როდის დაიწყება ბათუმის გზის მშენებლობა”
ავტობანი: გვირაბთან სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ორთავე მხარეს გზებზე და გზის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება. ჩაქვის მხარეს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ ქობულეთის შემოვლითი ახალი გზის არსებულ მაგისტრალთან დაერთებას ახორციელებს, მახინჯაურის მხარეს კი მოეწყობა ავტომობილების მოსაბრუნებელი კვანძი. ამასთან, ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაც. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში აცხადებენ, რომ უშუალოდ გვირაბში მიმდინარე …
Continue reading “ავტობანი: გვირაბთან სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება”
ავტობანი: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი [ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი]-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა. „გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს,“ – …
Continue reading “ავტობანი: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება”
ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. პროექტის მიხედვით, დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება …
ავტობანი – როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა
ქობულეთის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობა ორ ეტაპად [ლოტად] მიმდინარეობს. პირველ ეტაპი, 13,7 კმ გზის მშენებლობა, 2014 წელს დასრულდა და მასზე ავტომანქანები მოძრაობს [ქაქუთი-შეკვეთილის მონაკვეთი], ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები [ქაქუთიდან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთზე] ახლაც მიმდინარეობს. ამ მონაკვეთის სიგრძე 18,9 კმ-ია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის გზების დირექციის ინფორმაციით, ამჯერად სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოსთან [სადაც …
Continue reading “ავტობანი – როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა”
მოქალაქე ავტობანზე – მიწის გორები დამიტოვეს და წავიდნენ
ჩაქვში, აღმაშენებლის 80-ში მცხოვრები ნუგზარ გამრეკელიძე ამბობს, რომ ავტობანის გაყვანის შემდეგ ის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ვეღარ იყენებს. ქობულეთის შემოვლითი გზის გაყვანის პროცესში მიწა მშენებელ კომპანიას ნუგზარ გამრეკელიძის ფართობში დაუყრია. „2014 წელს მიდიოდა ეს სამუშაოები. ჩინური კომპანიიდან იყვნენ და მთხოვეს, იქნებ მიწის დაყრის უფლება მოგვცე, იჯარის ხელშეკრულებას გაგიფორმებთო“, – გვიყვება ნუგზარ გამრეკელიძე. – „შევთანხმდით, …
Continue reading “მოქალაქე ავტობანზე – მიწის გორები დამიტოვეს და წავიდნენ”
ავტობანი – მიწის საკომპენსაციოდ შეცდომით გადარიცხული 258 ათასი ლარის საქმე
სოფელ ციხისძირში მცხოვრები 6 ოჯახი საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის. მათ მიწებზე ქობულეთის შემოვლითი გზის გაყვანა უკვე დასრულებულია, თუმცა კომპენსაცია, რაც მიწების დათმობის სანაცვლოდ იყო გათვალისწინებული, სხვა პირმა მიიღო და მიიმალა. ვიდრე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ამ ადმინისტრაციული დავის განხილვას შეუდგება, რამდენიმე დღეში ამავე საქმეზე განაჩენს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი გამოიტანს. ამ შემთხვევაში პროკურატურისგან …
Continue reading “ავტობანი – მიწის საკომპენსაციოდ შეცდომით გადარიცხული 258 ათასი ლარის საქმე”