ხულოში მცხოვრები ქალები იმ საჭიროებებზე საუბრობენ, რომელთა დაკმაყოფილებაც, მათი აზრით, აუცილებელია სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ერთ-ერთი საჭიროება დღის ცენტრების არსებობაა, სადაც ქალები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგის მომსახურებასაც მიიღებენ. ქალები ასევე მოითხოვენ შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრს. ხულოში 2 200-მდე შშმ პირი ცხოვრობს, ამის მიუხედავად, მაღალმთიან აჭარაში ერთი სარეაბილიტაციო ცენტრიც კი არ არსებობს, ადამიანებს ქალაქში ჩამოსვლა უწევთ …
Tag Archives: ქალთა უფლებები
ნატალია კანემი მსოფლიოს: დავიცვათ ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობა და უფლებები – ახლა
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის მიმართვა მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოში მშვიდობის საწინდარი ჩვენს სახლებში მშვიდობაა, როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, როდესაც მსოფლიოს „ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა გენდერული ნიშნით ძალადობასთან დაკავშირებით – ამგვარი ძალადობა პანდემიაა COVID 19-ის პანდემიის ფარგლებში. ყოველი სამიდან ერთ ქალი, სიცოცხლის განმავლობაში, ერთჯერ მაინც ხდება ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. …
პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ადრეული ქორწინების რისკის ზრდა – UNFPA-ს 2020 წლის ანგარიში
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტომ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით გოგონა ხდება საზიანო და მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლი, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს და ეს ხდება მათივე ოჯახების, მეგობრებისა და საზოგადოების თანხმობით. სულ მცირე 19 საზიანო პრაქტიკა, დაწყებული მკერდის გაკვრით და …
მოლდოველი ჟურნალისტი ქალებზე საქართველოს სოფლიდან
წყარო: platzforma.md ქალი საქართველოს სოფლიდან თანასწორობასა და რეალობას შორის „ქალის როლი საქართველოში დიასახლისობა, მზარეულობა, ბავშვების მოვლა და სახლის საქმეების კეთებაა,“ – ასე მითხრა ყველა კაცმა და ქალმა, რომლებსაც სოფელ ზემო მაჩხაანში შევხვდი. სოფელი დედაქალაქ თბილისიდან 120 კილომეტრის დაშორებით, კახეთის რეგიონში, ქალაქ სიღნაღთან ახლოს, მთიან ზონაში მდებარეობს და მისი მოსახლეობა სამი ათასზე ოდნავ ნაკლებია. მთებში ორი …
Continue reading “მოლდოველი ჟურნალისტი ქალებზე საქართველოს სოფლიდან”
„შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები“ – კონკურსი
USAID-PROLoG–ი, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით, ატარებს კონკურსს „შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები“. „ქართულ ანდაზებში, ასევე ლიტერატურაში, ან ეპოსში გვხვდება ქალების შესახებ მჩაგვრელი – დამამცირებელი, დამაკნინებელი აფორიზმები და გამონათქვამები, რაც ხელს უწყობს მათ მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. კონკურსის მიზანია, მსგავსი გამონათქვამების და აფორიზმების გამოვლენა და მათი წარმოდგენა ახლებური, თანასწორობაზე დაფუძნებული და გენდერულად მიუკერძოებელი შინაარსით,“ …
Continue reading “„შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები“ – კონკურსი”
მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების შესამცირებლად 35 მილიარდი დოლარია საჭირო – UNFPA
ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ფონდი UNFPA ყველა ქვეყანას მოუწოდებს, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმონ არასრულწლოვანთა ქორწინების შემცირებას. ნაადრევი ქორწინება პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და როგორც კვლევები ცხადყოფს, არასრულწლოვანთა ქორწინების შემცირება, გოგოებისთვის სკოლის დამთავრებისა და, ზოგადად, განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა, ასევე დედობის გადავადება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას. UNFPA-ს კვლევების მიხედვით, თანამედროვე მსოფლიოში მცხოვრები 650 …
Continue reading “მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების შესამცირებლად 35 მილიარდი დოლარია საჭირო – UNFPA”
კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი – ქალები აჭარის მთიდან
„მეზობლები მეუბნებოდნენ, ტყუილად წვალობ და დადიხარ მაგ ცენტრებში, მაინც კაცების ხელში იქნება ყველაფერიო,“ – ამას ხულოში, სოფელ განახლებაში მცხოვრები თამილა შანთაძე ამბობს. იგი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, ვინც ასე გადაწყვიტა: „სახლში აღარ უნდა იჯდეს“. თამილა იმ პროექტში ჩაერთო, რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება და ეკონომიკური გაძლიერებაა. თამილა შანთაძე ახლა პროფესიული გადამზადების კურსს გადის და …
Continue reading “კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი – ქალები აჭარის მთიდან”
პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 19 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომელებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველთან – ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს – …
Continue reading “პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 19 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს”
ვის მისცემს სახელმწიფო ბინას „ოცნების ქალაქში“, თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა
36 წლის ნათია (ნათელა) დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნების ქალაქში“ წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქმართან და ორ შვილთან ერთად, თუმცა რამდენიმე თვეა, რაც ქმართან განქორწინდა და ნაქირავებ ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობს. ნათია სოციალურად დაუცველია. ის საუბრობს მეზობლების და სამთავრობო კომისიის წევრების მხრიდან მორალურ წნეხზე და ამბობს, რომ ცდილობენ ყოფილი ქმრის სასარგებლოდ ბინაზე უარი ათქმევინონ. „ნაცნობები, მეზობლები …
Continue reading “ვის მისცემს სახელმწიფო ბინას „ოცნების ქალაქში“, თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა”
რატომ მოსთხოვა რაფაელს რომის პაპმა ცნობილი ფრესკიდან ქალი წაეშალა
XVI საუკუნის დასაწყისში რომის პაპის, იულიუს II-ს ბრძანებით, რაფაელმა ვატიკანის სასახლის მოხატვა დაიწყო. ფრესკა – „ათენის სკოლა“ 1511 წლით თარიღდება. მასზე გამოსახულ ფილოსოფოსებს შორის არიან: პლატონი, არისტოტელე, სოკრატე, ჰერაკლიტე და სხვები. რაფაელს, როცა მან ფრესკაზე მუშაობა დაასრულა, პაპმა ჰკითხა, თუ ვინ იყო მოაზროვნეებს შორის გამოსახული მშვენიერი ქალი. რაფაელმა განმარტა, რომ ეს იყო ჰიპათია ალექსანდრიელი – ათენური …
Continue reading “რატომ მოსთხოვა რაფაელს რომის პაპმა ცნობილი ფრესკიდან ქალი წაეშალა “
ქვრივი ქალების სექსუალობის კონტროლი – ფემინისტის პირადი გამოცდილება
„განათლების მიღება არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. განათლება ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება დამოუკიდებლობის მოპოვებას. ერთნაირ ჩაგვრას არ განიცდიან ქალები, რომლებიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ და, მაგალითად, ისინი, ვისაც შვილის ექიმთან მიყვანის საშუალება არ აქვს,“ – მიიჩნევს ნაცო ბერიძე-გაბაიძე. ნაცო მოგვიყვა, რომ ფემინისტური ხედვები მასში მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამის – პოლიტიკური მეცნიერებების სასწავლად ჩავიდა. ნაცომ განათლების პოლიტიკაზე …
Continue reading “ქვრივი ქალების სექსუალობის კონტროლი – ფემინისტის პირადი გამოცდილება “
სად ირღვევა ყველაზე ხშირად ქალების უფლება? – რაზე ისაუბრეს ქალებმა ბათუმში
დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან, ასევე, გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განხილვის თემა იყო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, ბოლო პერიოდში, საკანონმდებლო სფეროში განხორციელებული ცვლილებები. ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია ამბობს, რომ ხშირად ქალებმა არ იციან, სად და რა ფორმით ირღვევა მათი უფლება. სწორედ ამისთვისაა საჭირო …
Continue reading “სად ირღვევა ყველაზე ხშირად ქალების უფლება? – რაზე ისაუბრეს ქალებმა ბათუმში”
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში ბათუმში
ქალთა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს, 16 ივნისს, ბათუმში საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში გაიმართა. გოგოებმა მარში ევროპის მოედნიდან დაიწყეს, მემედ აბაშიძის ქუჩა გაიარეს, შემდეგ პირველი ქართველი მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის ძეგლთან მივიდნენ, მსვლელობა კი ბათუმის დელფინარიუმთან დაასრულეს. ქალთა ეკონომიკური ფორუმის მთავარი გზავნილი იყო „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“ და ის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა. …
Continue reading “საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში ბათუმში”
ქალი, რომელიც ავეჯს ამზადებს: შეკვეთის მისაღებად მოტიციკლით მივდივარ
„ხშირად უკვირთ, როცა ავეჯის შეკვეთისთვის რეკავენ და რამდენიმე წუთში მათთან მოტოციკლით მიდის ქალი ხელსაწყოებით ხელში…“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ლია მგელაძე. იგი უკვე 12 წელია ავეჯს ამზადებს, შეკვეთებზე მოტიციკლით მიდის, მერე მეგობრის საწარმოში უკვე დაჭრილ მასალებს ამუშავებს და ადგილზე აწყობს მაგიდებს, კარადებს, სათავსოებს… ლია მგელაძე აჭარის საავტომობილო ფედერაციის ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიცაა, ასევე ჰყავს მოსწავლეები და მათ …
Continue reading “ქალი, რომელიც ავეჯს ამზადებს: შეკვეთის მისაღებად მოტიციკლით მივდივარ”
გაქცევას 6 წელი ვგეგმავდი – კანადაში ემიგრირებული არაბი გოგოს ამბავი
გოგონა საუდის არაბეთიდან, რაჰაფ კუნუნი ტაილანდის ერთ-ერთ სასტუმროში იმალებოდა, სამშობლოში რომ აღარ დაბრუნებულიყო. ამ ფაქტმა მსოფლიო მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყრო იმ შეზღუდვებისკენ, რასაც საუდის არაბეთში განიცდიან ქალები. 18 წლის რაჰაფ კუნუნმა უარი განაცხადა ქუვეითში გაფრენაზე, სადაც მას ნათესავები ელოდნენ. გოგონა აცხადებდა, რომ ისლამს განუდგა, რის გამოც, შინ დაბრუნების შემთხვევაში, ახლობლები მოკლავდნენ. 11 ნოემბერს მან …
Continue reading “გაქცევას 6 წელი ვგეგმავდი – კანადაში ემიგრირებული არაბი გოგოს ამბავი”
ომბუდსმენი რეკლამის დამკვეთებს ახსენებს, რომ პროდუქტებსა და ნივთებს სქესი არ აქვთ
მედიასივრცეში ქართულმა რეკლამამ დიდი ევოლუცია განიცადა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი წინსვლა რეკლამის ტექნიკურ ნაწილს შეეხო, შინაარსობრივად კი რეკლამებში კვლავ დიდი დოზითაა სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპი. ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები პროდუქტის რეკლამირებისთვის გენდერული სტერეოტიპების გარდა, პროდუქციას სქესის მიხედვით ასხვავებენ. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველის აპარატმა რეკლამაში სექსტისტური სტერეოტიპების თავიდან ასაცილებლად ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც კიდევ ერთხელ …
Continue reading “ომბუდსმენი რეკლამის დამკვეთებს ახსენებს, რომ პროდუქტებსა და ნივთებს სქესი არ აქვთ”
ტრანზიტულ დერეფანში მოკლული ქალები
24 ნოემბერს სამორინე „პრინცესაში“ უზბეკი ქალი მოკლეს, მეორე უზბეკი ქალი კი – დანით დაჭრეს. დაკავებულმა თურქეთის მოქალაქემ მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ეჭვიანობის გამო გააკეთა – არ მინდოდა ჩემი პარტნიორი ქალი სექსინდუსტრიაში დარჩენილიყოო. უზბეკი და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ქალები ხშირად ხდებიან ბათუმში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბოლო სტრატეგია, რაც ხელისუფლებამ სექსინდუსტრიის ქართულ კორიდორში …
ბრძოლა თბილისიდან – რეგიონები ქალთა უფლებების დამცველების გარეშე
საქართველოს რეგიონებში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები არ არიან ისე მრავალფეროვნად წარმოდგენილი, როგორც დედაქალაქში. აჭარაში ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვაზე იქნებოდა ორიენტირებული, ფაქტობრივად არ არსებობს, თუ არ გავითვალისწინებთ ცალკეულ პროექტებს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში ხორციელდება. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები დედაქალაქში აცხადებენ, რომ არსებობისთვის ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა. ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო“ წარმომადგენელი იდა ბახტურიძე, რეგიონებში …
Continue reading “ბრძოლა თბილისიდან – რეგიონები ქალთა უფლებების დამცველების გარეშე”
მსხვერპლი ქალებისთვის შესაძლოა კრიზისული მართვის ცენტრი მოეწყოს
„აუცილებელია მოეწყოს კრიზისული მართვის ცენტრი,“ – აღნიშნა ბექა მაჭუტაძემ, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. შეხვედრა დღეს, 4 დეკემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ამ დროისთვის ბათუმის თავშესაფარში, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლიც შესაძლოა მოათავსონ, ძალადობის მსხვერპლი 4 ქალი და 7 ბავშვია. თავშესაფარში მოსახვედრად რამდენიმე …
Continue reading “მსხვერპლი ქალებისთვის შესაძლოა კრიზისული მართვის ცენტრი მოეწყოს”
კაპიტნის თანაშემწე ქალი ბათუმიდან, რომელიც კაპიტნობას აპირებს
„მეზღვაურების დასაქმების კომპანიების უმრავლესობას ახლაც პირდაპირ აქვთ მითითებული აპლიკაციაში, რომ მამაკაცი სჭირდებათ. ქალ მეზღვაურს განაცხადის გაკეთების უფლებაც კი არ აქვს. მეც ძალიან გამიჭირდა დასაქმება, ქალი რომ ვარ იმიტომ,“ – ეს ბათუმელმა მეზღვაურმა ნათია ლაბაძემ აღნიშნა სასტუმრო „ჰილტონში“ დღეს გამართულ შეხვედრაზე. შრომით ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე ტრენინგი „ჰილტონში“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მოაწყო. სახალხო დამცველის წარმომადგენლები საზღვაო …
Continue reading “კაპიტნის თანაშემწე ქალი ბათუმიდან, რომელიც კაპიტნობას აპირებს”
გამოსავალი ისევ ქალებშია, ანუ მეტი ქალი ბიზნესში
„იმ კომპანიებში, რომლებშიც ქალთა ჩართულობა მაღალია, ბიზნესმომგებიანობა 24 %-ით მაღალია,“ – ეს მონაცემი „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა ბიზნესში ჩართულ ქალებთან შეხვედრის დროს გააჟღერა. რატომ არის საჭირო მეტი ქალი ბიზნესში – ამ თემაზე დღეს, 21 სექტემბერს, სასტუმრო „ჰილტონში“ ისაუბრეს. „სიდამ“ ბიზნესკომპანიები ქალთა გაძლიერების კუთხით პროგრამაში ჩასართავად მიიწვია. კომპანიებმა შეხვედრაზე დასასწრებად, ძირითადად, ქალი თანამშრომლები გამოუშვეს. არასამთავრობო …
Continue reading “გამოსავალი ისევ ქალებშია, ანუ მეტი ქალი ბიზნესში”
“ჩონჩხები კარადაში” ანუ გოგოებს შეცდომის უფლება გვაქვს
ავტორი: ირმა დიმიტრაძე რამდენიმე ხნის წინ, მეგობართან ერთად, ძველ ამბებს ვიხსენებდი და არ მახსოვს, რომელმა ჩვენგანმა თქვა პირველად, მაგრამ ვთქვით, რომ „ჩემს კარადაში ყველაზე დიდი ჩონჩხი“ ჩემი ყოფილი ქმარია. ცოტა ხნის წინ, თინეიჯერმა გოგონამ თავი მოიკლა და წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ არასწორ ადამიანს ენდო, შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომის და შერცხვენის ისე ეშინოდა, სიკვდილს …
Continue reading ““ჩონჩხები კარადაში” ანუ გოგოებს შეცდომის უფლება გვაქვს”
რას ირჩევენ გოგოები აჭარის მთაში
„მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალების მხსნელები შვილები არიან. შვილები, რომლებმაც განათლება მიიღეს, ახლა ვალდებულნი არიან, თავიანთ დედებს დაეხმარონ,” – ასე მიიჩნევენ ზემო აჭარაში მცხოვრები გოგოები. ახლა გოგოები გამოწვევის წინაშე დგანან – ისინი იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, ხარისხიანი, მათთვის სასურველი განათლებისათვის, დასაქმებისათვის. გოგოებს მიაჩნიათ, რომ განათლება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, რომ განათლების გარეშე ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ და ვერ განვითარდებიან. ნახეთ ხუთი …
აფხაზი გოგონების ცხოვრება და მომავალი ბათუმში
ოთახში მიყოლებით შემოდიან, მერხებთან სხდებიან და შესცქერიან თავიანთ მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც მათ აფხაზურ ენას ასწავლის. მწვანე დაფაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან ასოები და ისმის ბგერები, რომელიც აფხაზმა გოგონებმა დაბადებიდან 16-17 და კიდევ უფრო დიდი ხნის შემდეგ, პირველად წარმოთქვეს. თანამედროვე, ბათუმელი აფხაზებისთვის აფხაზური „ბაბუების ენაა“, რადგან ამ ენაზე საუბარი მხოლოდ მათგან ესმით ან …
Continue reading “აფხაზი გოგონების ცხოვრება და მომავალი ბათუმში”
ირანელი ქალები დაკავებული მოზარდის მხარდასაჭერად აცეკვდნენ
ირანელმა ქალები სოციალურ ქსელებში ვიდეოებს აქვეყნებენ, სადაც მათი ცეკვაა ასახული. ამით ისინი დაკავებული არასრულწლოვანი გოგონას, მაედე ჰოჯაბრის მიმართ გამოხატავენ სოლიდარობას. „ვის შეუძლია იცეკვოს ჩემთან ერთად?“ – ამ სახელწოდების ვიდეოს საშუალებით, რომელშიც გოგონა ცეკვავს, მაედე ჰოჯაბრიმ 600.000 მიმდევარი შეკრიბა ინსტაგრამზე. ირანის პოლიციამ გოგონა დააკავა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. چیو باید اعتراف کرد؟ بابت لرزوندن …
Continue reading ” ირანელი ქალები დაკავებული მოზარდის მხარდასაჭერად აცეკვდნენ”
მუსლიმი გოგონები თავსაფრით და უთავსაფროდ
„ვატარო თავსაფარი, ჩემი არჩევანია“- გვეუბნება 19 წლის მუსლიმი გოგო. საკუთარ არჩევანზე საუბრობს მეორე მუსლიმიც, რომელიც თავსაფარს არ ატარებს. „მე მჯერა რომ ღმერთს ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ“-მიაჩნია მას. 21-ე საუკუნეში საქართველოში მცხოვრები მუსლიმები გვიყვებიან რომ მათი თავისა თუ სხეულის დაფარვა ან არდაფარვა, მათი არჩევანია. ეს არჩევანი კი მათსავე რელიგიურ მრწამსს ემყარება. თავსაფრიანი გოგონების აზრით, ატარო თავსაფარი …
შეცვლილი როლები მეოცე საუკუნის სექსისტურ პოსტერებში
დიდი გარჯა არ დაგჭირდებათ, თუ სექსისტური რეკლამების ძებნას შეუდგებით სატელევიზიო ეთერსა და ბეჭდურ პრესაში. მე-20 საუკუნის შუა წლებში ასეთი რეკლამები ჩვეულებრივად აღიქმებოდა და ნორმალურ, მეტიც მიმზიდველ სარეკლამო პროდუქტად მიიჩნეოდა. ქვემოთ მოცემული, მეოცე საუკუნის შუაპერიოდისდროინდელი სარეკლამო პოსტერები არა მხოლოდ მოძველებული და გამაღიზიანებელი, არამედ ძალადობრივი ელემენტების შემცველიცაა. ბევრ პოსტერზე ქალთმოძულეობის აშკარა და პირდაპირ მინიშნებებსაც აღმოაჩენთ. გენდერული სტერეოტიპები …
Continue reading “შეცვლილი როლები მეოცე საუკუნის სექსისტურ პოსტერებში”
ახალი კანონი ისლანდიაში 2018 წლიდან მამაკაცებისა და ქალების შრომის თანაბარ ანაზღაურებაზე
ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აიძულა კომპანიები გამოეაშკარავებინათ როგორ ანაზღაურებდნენ სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების შრომას. ქვეყანაში ახალი წლიდან ახალი კანონი ამოქმედდა. კომპანიებს, რომლებსაც 25 და მეტი თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული, კანონი ავალდებულებს ჰქონდეს დამადასტურებელი სერტიფიკატი იმისა, რომ თანაბარ პოზიციებზე მომუშავე კადრებს თანაბრად უნაზღაურდებათ შრომა სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ ეთნიკური იდენტობის მიუხედავად. „ვფიქრობ, ადამიანები უკვე იწყებენ გაცნობიერებას, …
რისი ეშინოდათ კაცებს – პროპაგანდისტული პოსტერები ქალთა უფლებების წინააღმდეგ
1867 წლის 20 მაისს ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ეკონომისტმა და პარლამენტის წევრმა, ჯონ სტიუარტ მილმა, ქალებისთვის ხმის უფლების დაკანონება მოითხოვა, რასაც თემთა პალატის დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა ფემინისტების აქტიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და 1869 წელს ამერიკაში, ვაიომინგის შტატში, ქალებმა პირველად მსოფლიოში ხმის უფლება მოიპოვეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920 წელს კონსტიტუციის შესწორების შედეგად კი სამუდამოდ დაკანონდა ქალთა უფლებები. …
Continue reading “რისი ეშინოდათ კაცებს – პროპაგანდისტული პოსტერები ქალთა უფლებების წინააღმდეგ”
„ნეტავ ბიჭი ყოფილიყო“ – დისკრიმინაცია სქესის ნიშნით
ავტორი: მარიკა ფუტკარაძე, სტუდენტი ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში გავიზარდე, სადაც საღამოობით იშვიათად თუ დაინახავთ მოსეირნე წყვილებს ან გოგონებს. გასართობი ადგილი თითქმის არ გვაქვს, სამაგიეროდ რამდენიმე საფეხბურთო მოედანია, სადაც მხოლოდ ბიჭები თამაშობენ არა იმიტომ, რომ გოგონებს არ უნდათ თამაში, უბრალოდ ბიჭების აზრით, მოედანი მათ ეკუთვნით და ჩვენც არ ვიქმნით პრობლემებს. სკოლაც ამ უბანში დავამთავრე. სკოლიდან მხოლოდ ბულინგზე …
Continue reading “„ნეტავ ბიჭი ყოფილიყო“ – დისკრიმინაცია სქესის ნიშნით”
ფერიდე ნიჟარაძე – პირველი მუსლიმი ქალი აჭარაში უმაღლესი განათლებით
დღეს, პირველ მაისს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პირველი აჭარელი იურისტი ქალის, ფერიდე ნიჟარაძის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფალინას“ ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფერიდე ნიჟარაძის ოჯახის მეგობრები ესწრებოდნენ. ქალაქის მერის თქმით, ფერიდე ნიჟარაძე ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც სარწმუნოებრივი შეზღუდვების თუ იმ დროინდელ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მიუხედავად, აქტიურ საზოგადოებრივ …
Continue reading “ფერიდე ნიჟარაძე – პირველი მუსლიმი ქალი აჭარაში უმაღლესი განათლებით”
ქალებმა თერთმეტი ქვეყნიდან საკუთარ უფლებებზე ბათუმში ისაუბრეს
მეთერთმეტე მასპინძელი ქვეყანა, საქართველოა. შეხვედრა ბათუმის ანბანის კოშკში დღეს საღამოს შედგა. „ქალთა უფლებლებები საქართველოში“ – ამ თემაზე სასაუბროდ ორგანიზაცია „ერთმანეთისთვის“ თავმჯდომარემ სოფიო ბაკურიძემ საქართველოში აკრედიტებული ელჩების ცოლები და ბათუმში მოქმედ ორგანიზაციებში დასაქმებული, ასევე სამოქალაქო სექტორში მოღვაწე ქალები მიიწვია. სოფიო ბაკურიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლეა. როგორც თავად გვითხრა, ქალთა უფლებები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული …
Continue reading “ქალებმა თერთმეტი ქვეყნიდან საკუთარ უფლებებზე ბათუმში ისაუბრეს”
„კაცებს აქვთ წარმოდგენა ქალის შრომაზე, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამის შესამსუბუქებლად“
8 მარტს „დემოკრატიის ინსტიტუტში“ მშვიდობის კორპუსის მოხალისემ, პროფესიით პილოტმა მერი ჩენდლერმა ამერიკასა და საქართველოში ქალების კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე და გენდერული თანასწორობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. მერი ჩენდლერმა საკუთარ მოხსენებაში აღნიშნა, რომ World Economic Forum-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის) მონაცემებით, 144 ქვეყნას შორის გენდერული თანასწორობის განმსაზღვრელი სხვადასხვა ინდიკატორით აშშ მე-40, საქართველო კი 90-ე ადგილზეა. მერი, რა არის თქვენთვის ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა საქართველოსა და …
საკუთარი ოთახის გარეშე, ქალები „ოცნების ქალაქიდან“
„საკუთარი ოთახი რომ გვქონდეს“ – ეს ხელვაჩაურში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ქალების უნივერსალური პასუხია მათთვის დასმულ კითხვებზე – რა გჭირდებათ? რა გაკლიათ? რაზე ოცნებობთ? რისი შეცვლა გსურთ? ხუთი წლის წინ, ბათუმთან ახლოს, დაბა ხელვაჩაურში მუყაოს ქოხებისგან აგებულ „ოცნების ქალაქში“ დღეს ბევრმა მოახერხა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, კაპიტალური შენობები ააგეს. ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემაც ნაწილობრივ მოაგვარეს, თუმცა იქ …
Continue reading “საკუთარი ოთახის გარეშე, ქალები „ოცნების ქალაქიდან“”
ფილმის ჩვენება და დისკუსია „აპოლოში“
დღეს, 8 მარტს, 17:00 სთ-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ ფილმის – „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ გეგმავს. ჩვენების შემდეგ იქნება საჯარო დისკუსია, მაია ბარქაიას მონაწილეობით. მხატვრული ფილმი „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ მოგვითხრობს სამართლის დოქტორის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, ელიზაბეტ ზელბერტის მოღვაწეობის შესახებ. ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხ ქალს შორის, რომლებიც საპარლამენტო …
უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე არ სმენიათ
დაცულია თუ არა საქართველოში ქალის უფლებები და უნდა მიეღო თუ არა ფემიციდის შესახებ კანონი ქვეყანას, რომელიც ქალთა დღეს ოფიციალურად აღნიშნავს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმართა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ფემიციდის შესახებ კანონპროექტს არ იცნობს. დავით თედორაძე, „ქართული ოცნება“: „ღმერთმა ქალთა მკვლელობა არ გამაგონოს, ძალიან ცუდია ძალადობა, მით უმეტეს ქალებზე ძალადობა, მე …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე არ სმენიათ”