7 ჰექტარი მიწა ფიჭვნარში – საქართველოს განვითარების ფონდი საინვესტიციო ქონებას აფასებს

„საქართველოს განვითარების ფონდი“ [ყოფილი საპარტნიორო ფონდი] მის საკუთრებაში არსებული მთლიანი საინვესტიციო ქონების, მათ შორის ქობულეთში მდებარე მიწის ნაკვეთის შეფასებას გეგმავს. ქობულეთში ფონდის საკუთრებაშია ფიჭვნარის პლაჟსა და საავტომობილო გზას შორის მდებარე 70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ამ 7 ჰექტარ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ფონდი 2019 წლიდან ეძებდა. ფონდმა საინვესტიციო ნაკვეთი მაშინაც შეაფასა. ვრცლად ამ …

აჭარის მთავრობამ ქობულეთში მიწა მიყიდა კომპანიას, რომელიც აუქციონამდე 7 თვით ადრეა დაფუძნებული

ქობულეთში, ფიჭვნარის პლაჟთან მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა სამინისტრო მეოთხე წელია ყიდის, აუქციონზე 4 მილიონ 460 ათას ლარად გაიყიდა. 11 235 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 4 მილიონ 360 ათასი ლარი, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 100 ათასი ლარი იყო. მიწის ნაკვეთი ერთი ბიჯით იყიდა შპს „ნესს სიტიმ“, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეებმა აუქციონის გამოცხადებამდე …

ქობულეთის ფიჭვნარში მიწას მთავრობა ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი პირობებით

ქობულეთში, ზღვის პირას მდებარე 11 235 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გასაყიდად აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მეათედ გამოაცხადა, ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით. მთავარი პირობა მყიდველის მიერ ხუთ წელში არანაკლებ 20 მილონი ლარის ინვესტიციის ჩადება და 100-ნომრიანი სასტუმროს ამოქმედებაა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 4 მილიონ 360 ათასი ლარია. ვაჭრობის ბიჯი: 100 ათასი ლარი, …

ნაკვეთი პლაჟთან და სათბურები ქობულეთში – აჭარის მთავრობა ქონებას ფასდაკლებით ყიდის

ქობულეთში, ფიჭვნარის სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი და ალამბარში – სასათბურე მეურნეობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად აუქციონზე ხელახლა გაიტანა. ქონება ამჯერად, როგორც აუქციონშია აღნიშნული, 20-პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება. პირობები ორივე შემთხვევაში იგივეა და განსხვავება მხოლოდ ვადებშია. რაც შეეხება გასაყიდ ფასს: ფიჭვნარის მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი არ შეცვლილა და წინა, არშემდგარი აუქციონის მსგავსად 4 360 …

მიწა 20%-იანი ფასდაკლებით ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას 

აჭარის მთავრობა გასაყიდი მიწებიდან ჯერარმიღებული ფულით ბიუჯეტს ზრდის და სხვადასხვა პროგრამის დასაფინანსებლად ანაწილებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კი, ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას, მიწის ნაკვეთს მესამე წელია ვერ ყიდის. 11 235 კვ.მ ფართობის მიწა გასაყიდად სამინისტრომ აუქციონზე უკვე მერვედ გამოიტანა. ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით მეორედ, ვინაიდან იმავე ფასად წინა აუქციონზე ეს ნაკვეთი არ გაიყიდა – მონაწილეობა არავინ …

„ბათომის“ მიმართვა პრემიერს: ქობულეთ-ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლი შეიძლება განადგურდეს 

საზოგადოება „ბათომი“ ქობულეთის ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლის შესაძლო განადგურებაზე მიმართავს ქვეყნის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს. მიმართვის ადრესატები ასევე არიან კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი [მ.შ.] პაატა გაფრინდაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. ფიჭვნარში 10 ჰექტარ მიწას, რომელიც კერძო საკუთრებაა, ძეგლის სტატუსი მოუხსნეს. სწორედ ამ გარემოებას უწოდებს ძეგლისთვის საფრთხეს „ბათომი“, რომლის მიმართვის ტექსტსაც …

რატომ მალავს სააგენტო იმ პირებს, რომლებიც ანტიკური ძეგლისთვის სტატუსის მოხსნას დაეთანხმნენ 

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ასაიდუმლოებს ინფორმაციას, ვინ გასცა დადებითი რეკომენდაცია ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიის ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე. შესაბამისი საბჭოს სხდომის ოქმში, რომელიც „ბათუმელებმა“ გამოითხოვა, საბჭოს წევრების სახელები და გვარები მითითებულია, თუმცა არ ირკვევა ვინ რა პოზიცია დააფიქსირა. სწორედ ამ საბჭოს დაეყრდნო სააგენტოს დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას. კომისიის სხდომას, სადაც ფიჭვნარის ტერიტორიის ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხი …

ფიჭვნარის მიწები 1 ლარად – ვინ ააშენებს სასტუმროებს ანტიკურ ნაქალაქარზე

ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში პირობებით გასაცემი 30 ნაკვეთიდან 27 თავისუფალია. ეს ნაკვეთები ინვესტორებს უსასყიდლოდ [სიმბოლურ 1 ლარად], სასტუმროების მშენებლობის პირობით გადაეცემათ. არქეოლოგების თქმით კი, თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია მოქცეულია ფიჭვნარის იმ არეალში, რომელიც არქეოლოგების მიერ დეტალურად შესწავლილი არ არის. პროექტი, რომელიც თავისუფალ ზონაში სასტუმროების მშენებლობას ითვალისწინებდა, 2010 წელს დაიწყო და დღემდე აქ მხოლოდ 1 სასტუმრო …

ფიჭვნარში ანტიკური ხანის ძეგლის ტერიტორია 10 ჰექტარით შეამცირეს – მიწა კერძო კომპანიისაა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში შეამცირა იმ ტერიტორიის ფართობი, რომელსაც, თითქმის ერთი წლის წინ, ძეგლის სტატუსი თავადვე მიანიჭა – როგორც ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს. ქობულეთ-ფიჭვნარისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭებას კი არქეოლოგები 2012 წლიდან ითხოვენ. ამ თემაზე: ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარს, მათ შორის „გრინ რეზორტის“ ნაკვეთს, ძეგლის სტატუსი მიენიჭა ტერიტორიის ნაწილი [20 ჰექტარიდან დაახლოებით 14 ჰექტარამდე ფართობი], …

ქობულეთში ზღვისპირა ნაკვეთი სამინისტრომ აუქციონზე მეშვიდედ გამოიტანა – ამჯერად 1 მილიონით ნაკლებად

ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი გასაყიდად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეშვიდედ გამოიტანა. ამჯერად მიწის გასაყიდი ფასი, წინა აუქციონთან შედარებით, 1 მილიონი ლარით ნაკლებია. ფიჭვნარში მდებარე ამ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 360 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 100 000 ლარი. აუქციონი დაწყებულია და ის 21 აპრილს დასრულდება. აუქციონის …

ქობულეთში 1 მილიონად გაყიდულ მიწას სამინისტრო ხელახლა 5 მილიონად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, 5.4 მილიონად ყიდის პლაჟის გასწვრივ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ჯერ 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე კი, 75%-იანი ფასდაკლებით, 1 146 250 ლარად გაყიდა. მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვე-ნახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. ამ კომპანიის მეწილე რუსული კომპანიაა. სამინისტროში ბათუმელებს უთხრეს, რომ „ჯორჯიან …

ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარს, მათ შორის „გრინ რეზორტის“ ნაკვეთს, ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთში, ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს [ფიჭვნარი I, II, VII], კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2020 წლის 6 მარტიდან შევიდა ძალაში. ფიჭვნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლი ძვ.წ. XIV- II საუკუნეებით თარიღდება. ფიჭვნარის არქეოლოგიურ ზონას ფიჭვნარ-ჩოლოქის დასახლებაში გაცილებით დიდი ფართობი უკავია, თუმცა ძეგლის [არქეოლოგიური] სტატუსი დაახლოებით 20 ჰექტარამდე …

ფიჭვნარში ფიჭვები გაჩეხეს – „ალიანსი“ 29-სართულიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს

„ეს სივრცე ნამდვილად ლამაზი და მიმზიდველი იქნება,“ – ამბობს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ქობულეთის ფიჭვნარში ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით. ზღვისპირას, სადაც ახლა ხეებს ჩეხავენ, „ალიანსი ჯგუფი“ 29-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. „ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრება და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებულია ხელშეკრულება. იმისთვის, რომ განახორციელოს კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, უნდა მომზადდეს ტერიტორია… ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 20 ან …

რა გავლენას მოახდენს 500-მილიონიანი პროექტი ფიჭვნარის ნაქალაქარსა და ქობულეთის ნაკრძალზე

ქობულეთში 180 ჰექტარი ტერიტორია აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. კომპანიში მიიჩნევენ, რომ მათთვის გადაცემული ტერიტორია „სახეშეცვლილი, დეგრადირებული გარემოა, რომელსაც ამჟამად არანაირი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ფუნქცია არ გააჩნია“. თუმცა ეს ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს, ნაწილობრივ ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს. „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ …

მიწა 75%-იანი ფასდაკლებით იყიდა ახალშექმნილმა შპს-მ, რომლის მეწილე რუსული კომპანიაა

ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე 75%-იანი ფასდაკლებით – 1 146 250 ლარად იყიდებოდა. ქონება პირობებიან აუქციონზე 30 ივლისს გაიყიდა. ნაკვეთი ერთი ბიჯით – 1 176 250 ლარად იყიდა შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანიმ“, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვენახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. …

ფიჭვნარში მიწის ნაკვეთს სამინისტრო ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით ყიდის

ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 146 250 ლარად ყიდის. ფიჭვნარში მდებარე ეს ნაკვეთი სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეხუთედ გამოიტანა, ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით. აუქციონის მთავარი პირობაა ამ ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის აშენება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო …

საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს

საქართველოს საპარტნიორო ფონდი ამ ეტაპზე ეძებს ინვესტორს, ვისაც ქობულეთის ზღვისპირას, ფიჭვნარში მდებარე მიწის ნაკვეთს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის შესთავაზებს. ინფორმაცია საპარტნიორო ფონდში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს. 70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთის შემოსასვლელში, მდინარე ჩოლოქთან ახლოს, პლაჟსა და საავტომობილო მაგისტრალს შორის მდებარეობს. აღნიშნული ნაკვეთი ბოლო წლებში ყაზახური კომპანია „კაზმუნაიგაზ-სერვისის“ საკუთრებაში იყო. საპარტნიორო ფონდის განცხადებით, „ფონდმა 2018 წლის ივნისში …

60%-იანი ფასდაკლება: მიწა ფიჭვნარის პლაჟთან 4.5 მილიონის ნაცვლად 1.8 მილიონ ლარად 

ქობულეთის ფიჭვნარში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად 60%-იანი ფასდაკლებით ყიდის. 11 235 კვ.მ ტერიტორია პირობებიან აუქციონზე სამინისტრომ მეოთხედ გამოიტანა [20-40 და უკვე 60%-იანი ფასდაკლებით]. პირველი აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს უშედეგოდ დასრულდა. ბოლო აუქციონი კი, 7 ივნისს დასრულდება. ნაკვეთს, რომელსაც სამინისტრო აპრილში 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 …

სამინისტრო ფიჭვნარში მიწას განმეორებით აუქციონზე 917 ათასი ლარით ნაკლებად ყიდის

ქობულეთში, პლაჟის მიმდებარედ, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმეორებით აუქციონზე 20%-იანი ფასდაკლებით ყიდის. თავდაპირველად გამოცხადებულ აუქციონზე მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ამჯერად კი, საწყისი გასაყიდი ფასი 3 668 000 ლარია. პირობებიანი აუქციონი 2019 წლის 2 მაისს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 90 ათასი ლარია. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: …

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

ქობულეთში  მიწის იმ ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას, პირდაპირი წესით და პირობებით 6 040 265 ლარად მიჰყიდა, 32 333 544 ლარია. ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი 21 მარტს გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „გრინ რეზორტთან“ გააფორმა. გაყიდული ნაკვეთების საერთო ფართობი, …

ფიჭვნარში მიწა, რომელიც მთავრობას აუქციონზე 4,5 მილიონად ჰქონდა გატანილი, არ გაიყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდდა. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი არ შედგა. eauction.ge-ს მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. ქონების გაყიდვაზე განაცხადს კი 500-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. ნაკვეთი …

ქობულეთის სანაპიროზე სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს დასრულდება. ნაკვეთი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის პირობით იყიდება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: [checklist] საბოლოო საპრივატიზებო …

„სამშენებლო პოლიგონი“ ქობულეთის ფიჭვნარის მწვანე ზოლში [ფოტო]

ქობულეთის სანაპიროზე ჯებირების აღსადგენად სამშენებლო მასალებს პირდაპირ ფიჭვნარის მწვანე ზოლში ამზადებენ. ქობულეთში მცხოვრებმა პირმა ამ სამუშაოების ამსახველი ფოტოები გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ ფიჭვნარში არა მხოლოდ მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, არამედ, პრაქტიკულად, „სამშენებლო პოლიგონია“ მოწყობილი ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ რეკრეაციულ  ადგილზე. „სამშენებლო პოლიგონია“ კი, რადგან არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილება მიზანშეუწონელია… ეს შესაძლებელია, მაგრამ მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, …

გადათხრილი პლაჟი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთის სანაპიროზე

ამ წუთებში ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ფიჭვნართან ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თვენახევარში ტურისტული სეზონი დაიწყება, ზღვასთან კი ორკილომეტრიანი ზოლი არის გადათხრილი და მოუწესრიგებელი. „ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ორ თვეში უნდა დაასრულოს აქ სამუშაოები, მაგრამ ჯერ ნახევარი სამუშაოც არ არის შესრულებული. ექვსი თვეა მუშაობენ და მხოლოდ 150 მეტრი ჯებირი …

240 ჰექტარი ზღვასთან გოლფის მოედნისთვის – აჭარის მთავრობა ინვესტორს ეძებს

ქობულეთში გოლფის საკურორტო კომპლექსის ასაშენებლად ინვესტორებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 240 ჰექტარი ტერიტორიის გადაცემას ჰპირდება. ეს ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ის ზღვიდან 700 მეტრში, ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონასა და ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალთან მდებარეობს. „კომპლექსისთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრეთა ნაკვეთები არ არის. დაინტერესება არის, პერიოდულად შემოდის წინადადებები, არის რამდენიმე კონკრეტული საინვესტიციო წინადადება და მათი განხილვის …

ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

ქობულეთის შემოსასვლელიდან [ჩოლოქის ხიდიდან] დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილზე პრესტიჟულ პლაჟად მიიჩნევა. აქ ზღვაში საბანაოდ თუ ფიჭვნარში დასასვენებლად/საპიკნიკოდ, ძირითადად, მანქანებით და კარვებით მოდიან – როგორც ქართველები, ასევე უცხოელი ტურისტები. აქ ზღვის სეზონზე ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა ტერიტორიაე არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არის და არც სამაშველო პუნქტები. ამის გამო ამ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამაშველო პუნქტების …

ფიჭვნარისა და პეტრას ციხის არქეოლოგიური გათხრები განახლდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარსა და პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარე წელსაც ჩატარდება. შესაბამისი ტენდერები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 6 ივლისს დასრულდება. ფიჭვნარში გათხრები 90 დღის განმავლობაში ჩატარდება, რისთვისაც 22 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო პეტრას ციხეზე გათხრები 45 დღეში უნდა დასრულდეს, რისთვისაც 22 ათას 500 ლარია გამოყოფილი. არქეოლოგიური გათხრები …

Exit mobile version