Batumelebi | მექსიკის გასტრონომიული ფესტივალი ქობულეთში მექსიკის გასტრონომიული ფესტივალი ქობულეთში – Batumelebi
RU | GE  

მექსიკის გასტრონომიული ფესტივალი ქობულეთში

 

24 აგვისტოდან ქობულეთში – სასტუმრო „ჯორჯია პალასში“,  საქართველოში მექსიკის საპატიო კონსულისა და სასტუმროს მფლობელის, თემურ ჭყონიას, საქართველოში მექსიკის სრულუფლებიანი  ელჩის, მარტა ბარსენა კოკეს და რუმინეთში მექსიკის სრულუფლებიანი ელჩის, გუტერიაზ კანეტის ორგანიზებით  მექსიკის გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სასტუმროს მენეჯმენტი ავრცელებს.

 

ფესტივალის შეფმზარეული
ფესტივალის შეფმზარეული

ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება 24 აგვისტოს, საღამოს 19:00 საათზე და 5 დღეს გაგრძელდება. ფესტივალი სასტუმროში არსებულ რესტორან „აჭარაში“ გაიხსნება, ხოლო ვახშამზე წარმოდგენილი იქნება მექსიკელი მზარეულების მიერ მომზადებული პიკანტური კერძები.

 

როგორც „ჯორჯია პალასის“ გენერალური მენეჯერის ასისტენტი, ლელა წულუკიძე განმარტავს, „ფესტივალს, რომლის მიზანიც საქართველოსა და მექსიკას შორის სავაჭრო და ეკონომიური ურთიერთობების განვითარებაში წვლილის შეტანაა, დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული  დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა ოფიციალური სტუმრები.

 

ფესტივალი გახსნის დღეს მხოლოდ მიპატიჟებულ სტუმრებს მიიღებს, ხოლო სხვა დღეებში დასწრება თავისუფალია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები