სამსუნი – ტრაბზონი – სარფი: ახალი სარკინიგზო ხაზი თურქეთში

თურქეთი შავიზღვისპირეთში მასშტაბური სარკინიგზო პროექტის განხორციელებას გეგმავს. სამსუნიდან სარფამდე აშენდება მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. „სამსუნი-ტრაბზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის რკინიგზის პროექტი ტრაბზონსა და სამსუნს შორის მგზავრობის დროს 2 საათამდე შეამცირებს. ჩვენ დავაკავშირებთ ჩვენს ყველა ქალაქს სამსუნს; მათ შორის ორდუს, გირესუნს, ტრაბზონს, რიზეს და ართვინს,“ – თქვა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ …

სარფში გზაზე კლდე ჩამოიშალა

დღეს, 17 სექტემბერს, სარფში კლდე ჩამოიშალა და ლოდების ჩამოწოლის შედეგად გზა ჩაიკეტა. შს სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის [15:50] სარფში გზა უკვე გახსნილია. _______________________ ფოტო: ტელეკომპანია „მთავარი“

სარფის საბაჟოზე დააკავეს პირები, რომლებიც მანქანით მალულად შემოსვლას ცდილობდნენ

შს სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სატვირთო ავტომანქანით, თურქეთის 2 მოქალაქის გადმოყვანას სარფის საბაჟოს გვერდის ავლით ცდილობდა. პოლიციამ სამივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა. ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის …

ფეხსაცმელებით ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა სარფის საზღვარზე

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული საშუალებების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. „კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, ბარგის დათვალიერების შედეგად, სპორტულ ფეხსაცმელებში, მალულად განთავსებული [ფეხსაცმელების ლანჩის ქვეშ], პოლიეთილენის შეფუთვებში დაფასოებული 238 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება [კრისტალური ფხვნილის სახით მეტადონის მარილი] აღმოაჩინეს. ასევე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აღიკვეთა  დიდი ოდენობით (საერთო წონა 500 გრამი) …

საქანელა 97 ათას ლარად სარფში – ხელვაჩაურის მერიის სავიზიტო პროექტი

ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სოფელ სარფში „სავიზიტო ბარათი [საქანელა] კონსტრუქციის მოწყობაზე“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 97 ათას 794 ლარია. საქანელა პროექტის მიხედვით, სარფში, მთაზე, ანდრია პირველწოდებულის ქანდაკებასთან მდებარე ჩანჩქერის ზემოთ მოეწყობა. კონსტრუქციის მოწყობა სოფლის გზის მიმდებარედაა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, ეს იქნება ადგილი – გადასახედით ზღვაზე, სადაც საქანელას გარდა პროექტით დაგეგმილია სკამების, …

სარფის პლაჟზე ახალი კიბეებისა და პანდუსის მოსაწყობად 137 ათასი ლარია გამოყოფილი

ხელვაჩაურის მერია სარფის სანაპირო ზოლში პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების, პანდუსისა და ხის ბილიკების მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 ათას 294 ლარია გამოყოფილი. ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი „სარფის სანაპირო ზოლში პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობაზე“ გამოაცხადა, თუმცა, როგორც სამმართველოში გვითხრეს, ამ ტენდერით მხოლოდ კიბეების, ბილიკისა და პანდუსის მოეწყობა იგეგმება. …

კლდის ჩამოშლის გამო სარფში მაგისტრალი ჩაიკეტა

დღეს, 20 თებერვალს, ბათუმი- სარფის საერთაშორისო ავტომაგისტრალთან ლოდები  ჩამოიშალა, რის გამოც სარფში შესასვლელი გზა გადაკეტილია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა უკვე გაწმინდეს და ავტოტრანსპორტის მოძრაობა მალე აღდგება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლოდების ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. „N16 მარშრუტზე მოძრავი საქალაქო ავტობუსები ამ დროისთვის [11:30 სთ] სარფში ჩანჩქერამდე მიდიან და იქ ბრუნდებიან“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

ემუქრება თუ არა საფრთხე სარფის პლაჟს – ავტობანის პროექტი

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გზების დეპარტამენტი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს, სარფში გამართულ შეხვედრაზე დაიწუნეს. ამ შეხვედრაზე დეპარტამენტის მიერ მომზადებული სკოპინგის ანგარიში განიხილეს, რომელიც ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტს ეხება. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებით დაიკარგება სარფის პლაჟი, რაც „უარყოფითად იმოქმედებს სარფის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ზოგადად მის პერსპექტივაზე“. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის …

რისი ატანა უწევთ ქალებს, რომლებიც ყოველდღე თურქეთში გადადიან სამუშაოდ

57 წლის ციცინო ქადაგიძე 11 წელია ყოველ დილით საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს. ციცინო ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში ცხოვრობს. ამიტომ სამსახურში მისასვლელად სამი სამარშრუტო ტაქსი უნდა გამოიცვალოს – ორი სარფში ჩასასვლელად, მესამე კი სარფიდან ქემალფაშამდე. ტანსაცმლის მაღაზია, სადაც ის გამყიდველად მუშაობს, ქემალფაშაში მდებარეობს. ციცინო ერთ-ერთია იმ ასობით ქალს შორის, ყოველდღიურად რომ კვეთს საქართველო-თურქეთის საზღვარს სამსახურში წასასვლელად. საზღვარზე უმეტესწილად …

სად გაივლის ბათუმი-სარფის ავტობანი 7.6 კილომეტრი სიგრძის გვირაბით

საერთაშორისო გზის ბათუმი-სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთი დაიწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის შემოვლითი გზის კვანძიდან და დამთავრდება სარფში. ახალი გზის სიგრძე 11.4 კილომეტრი იქნება. პროექტის მიხედვით, ჭოროხიდან სარფამდე მოეწყობა 10.2 კილომეტრი სიგრძის ახალი ინფრასტრუქტურა. საპროექტო გზის ბოლო 1.2 კილომეტრი კი სარფში, არსებულ გზას დაემთხვევა. დაახლოებით 1.5 კილომეტრი სიგრძის ხიდით [რომელიც მდინარე ჭოროხზე, ბათუმის სამრეწველო ზონასთან …

კაცის სხეულზე მოწყობილ სამალავში „კოკაინი“ აღმოაჩინეს – სარფის საბაჟო

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ჰ.გ.ჯ.-ს, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 45.31 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მოწყობილ …

სარფის პლაჟზე საშხაპეების მოწყობა და ადაპტირებაა დაგეგმილი

სარფის სანაპირო ზოლში კიბეების, ბილიკის, საშხაპეების, გასახდელებისა და ასევე, პლაჟზე ჩასასვლელი პანდუსის მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოების შესყიდვაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 140 264 ლარია. პირობის მიხედვით, „სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში და დასრულდეს 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში“. ტენდერში წინადადებების …

1კვ. მეტრი 2400 ლარიდან – ხელვაჩაურის მერიამ სარფში საიჯარო ფასი გაზარდა

სარფში, საბაჟო პუნქტთან ახლოს მდებარე კომერციული ობიექტების საიჯარო ფასი ხელვაჩაურის მერიამ წელს კოლოსალურად გაზარდა. აქ ერთი კვ. მეტრის საწყისი ფასი 2400 ლარი იქნება. შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში უკვე გადააგზავნეს. საკრებულომ ეს საკითხი 28 ივლისს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ობიექტები, რომელთა განკარგვასაც მერია აუქციონით გეგმავს, ამ დროისთვის ფუნქციურია, აქ მოიჯარეები აქამდე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობენ, რომელთა …

ახალი ხიდი ჭოროხზე და 7,6 კმ სიგრძის გვირაბი სარფამდე – ავტობანის პროექტი

მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ახალი გზის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ხიდის აშენება ჭოროხზე, ასევე, გვირაბის მშენებლობა, რომლის სავარაუდო სიგრძე  7,6 კილომეტრი იქნება. მდინარე ჭოროხიდან [„გონიოს ხიდიდან“] თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე [სარფის გამშვებ პუნქტამდე] პირდაპირი მანძილი დაახლოებით 9,2 კილომეტრია. გამოდის, რომ ახალი გზა – მდინარე ჭოროხიდან სარფის გამსვლელ პუნქტამდე მონაკვეთში ძირითადად გვირაბში გაივლის. „დასრულდა E-70 ავტომაგისტრალის ბათუმის …

სარფთან კლდე ჩამოიშალა და მაგისტრალი ჩაიკეტა

სოფელ სარფთან, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე, კლდე ჩამოიშალა. ამ დროისთვის [17:40 სთ] უზარმაზარი ლოდები ისევ მაგისტრალზეა. შესაბამისად, მოძრაობაც ჩაკეტილია. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ „ბათუმელებს“ აცნობა, გზაზე მეწყერიც ჩამოწვა და კლდე ჩამოიშალა: „სარფში გვინდოდა ჩასვლა და იძულებული გავხდით უკან მოვბრუნებულიყავით. როგორც გვითხრეს, გზის გასაწმენდად შესაბამისი სამსახურები გამოძახებულია“. ხელვაჩაურის მერის სარფის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მაგისტრალიდან ლოდების …

სარფის პლაჟზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს შეისყიდიან

ხელვაჩაურის მერია სოფელ სარფის სანაპირო ზოლში კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეების და გასახდელების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 20 ათასი ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული შშმ პირებისათვის ადაპტირებული კიბეების, ბილიკის, პანდუსის საშხაპეების და გასახდელების მოწყობას. ამასთან, „გამარჯვებული კომპანიის მიერ პროექტის დაგეგმარების დროს …

სარფში პლაჟზე ლითონის ბოძები ჩააბეტონეს [ფოტო]

სარფის პლაჟზე, ე.წ. ქვაომხასთან ახლოს ლითონის ბოძებია ჩებეტონებული. ტერიტორია ხელვაჩაურის მერიას ეკუთვნის. მერიაში განმარტეს, რომ პლაჟის ამ მონაკვეთზე რაიმე კონსტრუქციის მოწყობის ნებართვა გაცემული არ არის და ლითონის ბოძები უკანონოდ ჩააბეტონეს: „მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობა შეაჩერებინა და დააჯარიმა“ – გვითხრეს პრესსამსახურში, თუმცა, ვერ დაგვიზუსტეს როდის დააჯარიმეს მშენებელი და რას ითვალისწინებდა ჯარიმა. ამავე თემაზე: ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე …

სარფის საბაჟოზე ტრაილერების 25 კილომეტრიანი რიგი დგას – თურქული მედია

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან თურქეთის მხრიდან სატვირთო ავტომობილების 25 კილომეტრიანი რიგი დგას, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, რომ სატვირთოების რიგი სარფიდან ქალაქ არჰავამდე აღწევს, რომელიც საზღვრიდან 40 წუთის სავალზეა. თურქული მედია საზღვართან გაჭიმულ უზარმაზარ რიგს, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს. თურქეთიდან რუსეთსა და წინა აზიაში – ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი მიმავალი სატრანზიტო …

რა ობიექტი შენდება სარფში, რომელიც ქვების ცვენამ დააზიანა

როცა სარფიდან ბათუმისკენ მოდიხარ, პირველი შენობა, რაც კვარიათში მისვლამდე გხვდება, საზოგადოებრივი ობიექტია – ერთსართულიანი რკინის და მინისკედლებიანი კონსტრუქცია. ამ შენობაზე შუშები უკვე რამდენიმე დღეა ჩამსხვრეულია. ობიექტის მფლობელმა, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებში არ იციან როდის აღდგება, ვინ აღადგენს ან რა ტიპის საზოგადოებრივი ობიექტი იქნება აქ. საზოგადოებრივი ობიექტი, რომელსაც ჯერ არც კი უმუშავია, სარფის გზაზე ჩამოცვენილმა ლოდებმა რამდენიმე …

სარფში 1 პირი დააკავეს საქონლის არასრულად დეკლარირების ბრალდებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქონლის ტრანზიტული გადაზიდვისას, არასრულად დაადეკლარირა საქონელი. კერძოდ, ჩატარებული საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ …

სარფი პანდემიის დროს |ფოტორეპორტაჟი

“კოვიდი დაემართა მაღაზიას. პატრონი გადარჩა კოვიდს, მაგრამ მაღაზია ვერ გადავარჩინეთ, დავირუსდა,” – ასე აღწერს თურქეთ-საქართველოს საზღვართან, სარფში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის   მფლობელი ლუდა გოროჟენკო თავის მდგომარეობას პანდემიაში. მისი მაღაზია ზუსტად საზღვართანაა. საქართველოში შემომსვლელმა ნებისმიერმა მგზავრმა ლუდას მაღაზიას უნდა ჩაუაროს წინ. “თვეების განმავლობაში უდაბნოს ჰგავდა აქაურობა, უდაბნოს. ახლა ათი დღეა ტაქსები გამოჩნდნენ და ცოტა ამოძრავდა თითქოს ხალხი,” …

სარფის გავლით 76 000 ლარის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანაზე 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 701.67 გრამი ოქროსა და 26.54 …

ფერმები ზღვაში – გონიოში, კვარიათში, ჩაქვსა და ქობულეთში აკვაკულტურისთვის ზონები გამოიყოფა

საქართველოში 2021 წლის 1-ლი მარტიდან სრულად ამოქმედდება კანონი აკვაკულტურის შესახებ. პარალელურად, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონები; ასეთი ზონის მართვის გეგმა, ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები და სხვა დოკუმენტები. საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისთვის უკვე შერჩეულია 5 საზღვაო ზონა. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია [განმუხური]. ამ ზონებში აკვაკულტურის ლიცენზია/ნებართვა გაიცემა 20 წლამდე …

სარფში მედიკამენტების უკანონოდ შემოტანისთვის უცხოელები 14 ათასი ლარით დააჯარიმეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ა.მ.-ს და ა.ი.-ს მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს. მედიკამენტების საერთო წონამ 18 კილოგრამი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14 620 ლარი …

E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს

ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის კვლევის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურებულია ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელთა არსებობა წყალში დაუშვებელია. სასმელ წყალში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტომ წყლის ნიმუშები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აიღო, შედეგები კი ოქტომბერში გამოაქვეყნა. ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო სხვადასხვა ბაქტერიით. …

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა 4453-მა ადამიანმა მიიღო

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა 4453-მა ადამიანმა მიიღო, საქართველო-თურქეთის საზღვარი კი, 2963-მა ადამიანმა გადაკვეთა. აჭარის დასაქმების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, დოკუმენტაციის დაზუსტება 856 ადამიანს მოსთხოვეს. სულ ამ დრომდე თურქეთში სამუშაოდ გადასასვლელად რეგისტრაცია 5309 ადამიანმა გაიარა. თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი რეგისტრირდება სპეციალურ სისტემაში. დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე . საქართველოს მთავრობამ თურქეთში სამუშაოდ წასვლის წესები 3 აგვისტოს დაამტკიცა. საქართველო თურქეთის …

სარფის საბაჟო დროებით, მაგრამ გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა [ფოტო]

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამი სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ერთ-ერთზე – სარფის გამტარ პუნქტზე, ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად იზღუდება. შეზღუდვის მიზეზი კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებია. ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, ქვეითებისთვის მოძრაობის შეზღუდვა საზღვარზე, 2020 წლის 15 მარტიდან, თურქეთის დროით 17.00, საქართველოს დროით 18.00 საათზე შევა ძალაში. შეზღუდვა …

ბათუმის აეროპორტთან და სარფში საველე კარვები დადგეს – კორონავირუსის პრევენცია

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის სასაზღვრო პუნქტსა და ბათუმის აეროპორტში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და ორ აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დაამონტაჟეს, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან. ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები …

სასჯელი თურქეთიდან ტყის გავლით შემოპარვისთვის

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2 ათასი ლარით დააჯარიმა გ.ხ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. გ.ხ. საქართველოს მოქალაქეა და იგი თურქეთიდან საქართველოში შემოდიოდა. განაჩენის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში გ.ხ.-მ „თურქეთის რესპუბლიკიდან მთების და ტყის გავლით ფეხით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე 447-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, სადაც სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს შეჩერებულ იქნა …

ბიზნესმენმა სარფში სახელმწიფო მიწა დაიკავა და სასტუმროს უკანონოდ აშენებს

ექიმი და სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი, სარფში 3008 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, სასტუმრო-კომპლექსს უკანონოდ აშენებს. სწორედ ეს მიწის ნაკვეთი გამოიტანა სახელმწიფომ ახლახანს აუქციონზე გასაყიდად. სავარაუდოდ მიწის ნაკვეთს სწორედ დიმიტრი ტვილდიანი იყიდის. მშენებლობაზე, როგორც ხელვაჩაურის, ასევე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია, თუმცა უკანონო მშენებლობისთვის მშენებელი არც დაუჯარიმებია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე …

სარფში მამათა მონასტრის სათავსო დაიწვა

სარფში მამათა მონასტრის ეზოში გუშინ ღამით ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად მონასტრის დამხმარე ნაგებობა – სათავსო დაიწვა. სახანძრო სამსახურში გვითხრეს, რომ ხანძრის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, ხანძარი მონასტერთან ახლოს ღამის საათებში, იმ დროს გაჩნდა, როცა იქ არავინ იყო. ხანძარი მოსახლეობამ შენიშნა და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ქალები საქართველოდან სამუშაოდ თურქეთში

ათეულობით ქალი ყოველ დილით სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს და სამუშაოდ ქემალფაშაში გადადის. საღამოს იგივე გზის გავლა უკან – საქართველოსკენ უწევთ. ეს ქალები ცდილობენ საზღვართან ახლოს იცხოვრონ. ზოგს ბინა აქვს ნაქირავები, ზოგიც საკუთარ სახლში ცხოვრობს. მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქის მაღაზიებში დასაქმებული ქართველების პოვნა ნამდვილად არ არის რთული საქმე, მაგრამ ინტერვიუზე თითქმის ყველა უარს ამბობს. მიზეზი – …

თურქეთში დაჯარიმებული მძღოლი ჯარიმის გადახდის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებს – სიახლე

პირველი მაისიდან თურქეთის ტერიტორიაზე ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სახის ავტომანქანას აეკრძალა და არ მიეცემა საშუალება, ჯარიმის გადაუხდელად დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, პირველი მაისიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომანქანებზე გამოწერილი ჯარიმები ავტომატურად ფიქსირდება ერთიან ელექტრონულ ბაზაში. შესაბამისად, მძღოლი, რომელიც დაჯარიმდა, თუ ჯარიმას არ გადაიხდის, ისე თურქეთის სახელმწიფო საზღვარს ვერ გადაკვეთს. …

სად გაივლის გონიო-კვარიათი-სარფში ახალი გზა – დეპარტამენტის პასუხი

სად გაივლის კონკრეტულად ჭოროხი-სარფის ახალი საავტომობილო გზა? – ამ კითხვას პასუხს ამ დრომდე არ სცემს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ზოგიერთი მესაკუთრის თქმით კი, ბოლო რამდენიმე წელია, მათ ბათუმის მერიაში მშენებლობის ნებართვაზე უარს სწორედ დაგეგმილი გზის მშენებლობის გამო ეუბნებიან. ამ ადამიანების ნაკვეთები ბათუმში, ძირითადად, ივანე მესხის ქუჩაზე და მის მიმდებარედ [ბათუმის შემოვლითი გზის დაბოლოება მდინარე ჭოროხთან], …

ორი მოქალაქე სარფში საზღვრის გვერდის ავლის დროს დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის ორი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით სარფში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.    

ლაზები ორ ქვეყანაში და ენა, რომელიც ქრება 

ავტორები: მანანა ქველიაშვილი; აიდან იუსუბოვა „ლაზების გეოგრაფიულ განსახლებას თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ სულ მთაგორიან ადგილებში სახლობენ, ზღვასთან ახლოს. სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი და საკმარისი მიწა არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ლაზებისთვის ზღვა არის ქვე-ყანა. ანუ ყანაც არის და ქვეყანაც. თუ მეგრელ კაცს მიწაზე მოჰყავს თავისი სარჩო, ლაზებს ღმერთმა ზღვა მოგვცა. ლაზი ზღვაში გადის და თევზს იჭერს,“ – …

Exit mobile version