„გეოპოლიტიკურად ვართ განწირული ვიყოთ კავკასიის შუაგული, ან დავკარგავთ ყველაფერს“ – ინტერვიუ

„საქართველო თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხისთვის. ასე გამოვა, რომ სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ვექტორი კიდევ უფრო სამხრეთით – აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის დონეზე გადაინაცვლებს, საქართველოს მიღმა. ისტორიულ-ცივილიზაციური თვალსაზრისით, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ერისთვის. ეს, ფაქტობრივად, გადახაზავს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას რეალური და არა ფორმალური სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ისევე როგორც ჩვენს მომავალს“, – ამბობს …

„რუსეთი არ ეგუება სამხრეთ კავკასიის დაკარგვას, შეიძლება სომხეთს გაზი გაუთიშოს ზამთარში“ – ინტერვიუ

„სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია ნელ-ნელა კიდევ უფრო მოშორდება რუსულ გავლენებს. მთავარ გამოწვევად რჩება საქართველო, რადგანაც სომხეთის რეალური ევროინტეგრაციისთვის საქართველო განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, საქართველო რჩება რუსეთის გავლენის მთავარ წყაროდ სამხრეთ კავკასიაში,“ – მიიჩნევს გიორგი ტუმასიანი, მას სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე ვესაუბრეთ. ფაშინიანის სომხეთში ხელისუფლებაში დარჩენით რა ეტაპზე გადადის სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ორბიტიდან თავის დაღწევის ბრძოლა? რა …

ალიევმა რუსეთს ბოდიშიც კი მოახდევინა, ხოლო თბილისმა უსაფრთხოების მოტივით ევროპასთან გაწყვიტა კავშირი – ინტერვიუ

„ჩვენ გვაქვს ორი თვალნათლივი მაგალითი: ერთ შემთხვევაში, „ოცნების“ ხელისუფლების თუ რეჟიმის სახით, რეჟიმი ებღაუჭება ძალაუფლებას და სახელმწიფოს ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაწყვეტას ხსნის უსაფრთხოების, ხან რაღაც სხვა, აბსურდული მოტივებით. არსებობს მეორე მოდელი, როდესაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო -აზერბაიჯანი სუვერენულ, თავმოყვარე პოლიტიკას აწარმოებს, აქვს სუვერენული საგარეო პოლიტიკა, აგერ, რუსეთს ბოდიშიც მოახდევინეს, იძულებული გახადეს, რომ კომპენსაციაზე დათანხმებულიყო ავიაკატასტროფის მსხვერპლთათვის,“ …

„დიპლომატიური გამბედაობა“, ანუ როგორ ესაუბრა ფაშინიანი პუტინს – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

აზერბაიჯანმა აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიაში სრულიად ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბებას, მათ შორის, სომხეთისთვის. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ კონფლიქტის დამთავრებამ გაუხსნა გზა სომხეთს ევროპისკენ. ამით ძალიან კარგად სარგებლობს ფაშინიანი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ამ პოლიტიკური ლიდერის მიმართ. „ასე პუტინი ამყარებს სომხეთის გადაწყვეტილებას გეზი აიღოს ევროპისკენ“ – ინტერვიუ „რეალურად, …

„ის კარტი, რომლითაც „ოცნება“ თამაშობდა, აღარ აქვს – ალტერნატივა გაჩნდა“ – ინტერვიუ 

„ფაშინიანმა კი ისაუბრა ურთიერთობების გაყინვაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ არ დაუსახელებია ვისი მიზეზით გაიყინა ეს ურთიერთობები. იგი ამ დეტალებში აღარ შესულა, თუმცა ეს გამგებისთვის სავსებით ნათელია… სომხეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა საქართველოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე,“ – ამბობს დიპლომატი დავით ბაზერაშვილი. მას სომხეთის პრემიერის, ფაშინიანის გზავნილებზე ვესაუბრეთ ევროპარლამენტიდან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი …

„რუსეთმა დაკარგა სამხრეთ კავკასია, საქართველო რჩება რუსეთის ჰოლდინგში“ – ინტერვიუ

„თუ კიდევ წინ წაიწია სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობის მოლაპარაკება, რუსეთი რეალურად კარგავს სამხრეთ კავკასიას. გამოდის, რომ საქართველო რჩება მხოლოდ რუსეთის, ასე ვთქვათ, ჰოლდინგში. ეს რამდენიმე წლის წინ უტოპიურად ჩანდა, დღეს ძალიან საწყენია, მაგრამ ასეა. ამ შეხვედრებს განსაკუთრებული პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა აქვს. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაშია,“ – …

„ივანიშვილს არ უნდა მიიქციოს ტრამპის ყურადღება“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან 

„ოცნება“ ფიქრობს არ დააგდოს ტემპი, რომ მიაღწიონ ავტოკრატიზაციის საბოლოო, ფინალურ ფაზას, თუმცა სიტუაცია არც ისე საიმედოა, როგორც ჩანს, საზოგადოება არ იღებს ამას. ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნებისთვის“ სწორედ ეს არის: ვერაფრით ვერ მოახერხეს გადატეხონ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მას პირველ რიგში უნივერსიტეტების ერთი ხელის მოსმით გაერთიანების შესახებ ვკითხეთ და საზოგადოების რეაქციაზე, რაც ამ …

„ივანიშვილმა ქართული სახელმწიფოს ნაცვლად მიიღო პატარა სოფელი“ – აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა

„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი რადიკალურად ცვლის ვითარებას არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულებით. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციას რეგიონშიც… ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი პროექტი წარმატებით განახორციელა – ქართული სახელმწიფოს ნაცვლად მიიღო პატარა სოფელი, რომლის მამასახლისობასაც თავს არ ანებებს,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას სამხრეთ …

ტრამპმა მშვიდობის საბჭოში სომხეთი და აზერბაიჯანი მიიწვია, საქართველო – არა. რატომ? – ინტერვიუ

„მე უფრო გამიკვირდებოდა, საქართველოსთვისაც რომ გამოეგზავნა მოწვევა ტრამპს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. მას „მშვიდობის საბჭოზე“ ვესაუბრეთ, სადაც ტრამპმა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან საქართველოს მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანიც მიიწვია. „ჩვენი ქვეყნის თვითიზოლაცია საერთაშორისო პროცესებისგან არაფერ კარგს არ უქადის საქართველოს. სერიოზულ შესაძლებლობებს ვკარგავთ ყველა მიმართულებით… ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ იმაზე, რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით …

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთის საგარეოს მინისტრს ხვდება, სად არის საქართველო – ინტერვიუ

„შეერთებული შტატები არანაირ იზოლაციონიზმს არ აპირებს, ის ჩართულია მსოფლიოს და განსაკუთრებით კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ამჟამად „ოცნება“ აღრმავებს ევროიზოლაციას და საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. გიორგი მელაშვილს ვესაუბრეთ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ …

„თუ ოცნება განაგრძობს ევროიზოლაციის პოლიტიკას, სომხეთი ჩაანაცვლებს საქართველოს“ – ინტერვიუ

„ცოტა სპეკულაციურია იმის თქმა, ვის ინტერესებში შედიოდა საზღვრებზე ურთიერთობის ამ დონეზე გაფუჭება, თუმცა ფაქტია, რომ საზღვრებზე არსებული მდგომარეობით არც საქართველო სარგებლობს, არც აზერბაიჯანი. ერთადერთი ძალა, რომელიც დაინტერესებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობით, არის რუსეთი,“ – ამბოს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. მას სამხრეთ კავკასიის ამბებზე ვესაუბრეთ, პირველ რიგში კი, აზერბაიჯანზე, სადაც პროსახელისუფლებო მედია ბოლო რამდენიმე …

„პუტინის ჩანაცვლება რეჟიმის შიგნითვე რეალისტურია“ – ინტერვიუ დიპლომატთან

„არა მგონია, პუტინს რაიმე, თუნდაც თეორიულად კარგი პერსპექტივა ჰქონდეს. მისი ჩანაცვლება რეჟიმის შიგნითვე საკმაოდ რეალისტურია და ეს საკმაოდ მალე შეიძლება მოხდეს. პუტინის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთის პერსპექტივები ძალიან სახიფათოა. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია სამხედრო რელსებზე გადასული ეკონომიკის ჩამოშლასთან,“ – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას რუსეთზე ვესაუბრეთ: რამდენად ჩნდება რუსეთში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით …

ვაშინგტონიდან პეკინში – როგორ მუშაობს აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალი საგარეო პოლიტიკა

„შემიძლია შევაქო ორივე ქვეყნის [სომხეთი, აზერბაიჯანი] ლიდერი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ახერხებენ იმ დონის დიალოგს: ტრამპის პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას და ამავდროულად გამოხატავენ პატივისცემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აღლუმში, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მიეღო მონაწილეობა,“ – მიიჩნევს ჩინეთმცოდნე შალვა ჩიხლაძე. მას ფაშინიანის და ალიევის მორიგ სვლაზე ვესაუბრეთ: რასთან გვაქვს საქმე, …

„ევროპა ცდილობს უკრაინის დაზღვევას“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროპა ცდილობს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რაც მთავარია, დააზღვიოს ის, რომ შეიძლება გარიგება შედგეს უკრაინის ხარჯზე, ანუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ინტერესების ხარჯზე – ამისგანაც დაზღვევას ცდილობს ევროპა. ევროპის ასეთი მასშტაბური ყოფნა ამ შეხვედრაზე ძალიან მეტყველია ამ თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი შოთა კაკაბაძე. მას ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებაზე ვესაუბრეთ: რა გზავნილია აშშ-ს …

რას შეცვლის ზანზეგურის დერეფანი საქართველოსთვის

9 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „ტრამპის გზა საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ“ – The Trump Route for International Peace and Prosperity – TRIPP. სომხური მხარე ტრამპის გზა/მარშრუტს სიუნიქის გზად მოიხსენიებს, აზერბაიჯანული მხარე კი ზანგეზურის დერეფანს უწოდებს. სამმხრივი ხელშეკრულებით აშშ-მ მიიღო …

ამას ვაფასებ, როგორც გეოპოლიტიკურ კატასტროფას საქართველოსთვის – თინა ბოკუჩავა

„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაც ყველაზე თვალსაჩინო დასტურია იმის, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა, კეთილდღეობა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სამუშაო ადგილები, ინვესტიცია, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკას, დასავლეთს შეუძლია, რომელსაც ებრძვის ივანიშვილი“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა. როგორ მუშაობს ოპოზიცია ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და რას გეგმავს ამ საფრთხის დასაძლევად. „ბათუმელებმა“ თინა ბოკუჩავასთან ინტერვიუ ჩაწერა. ქალბატონო თინათინ, როგორც ვიცით, …

დუგინი ალიევსა და ფაშინიანზე: „თვალსაჩინოდ უნდა დაისაჯონ, ყველაფერი დავკარგეთ“

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, კრემლის წამყვანი პროპაგანდისტების მსგავსად აღშფოთებულია ტრამპის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების გამო. პროპაგანდისტული მედია „ცარგრადი“, რუბრიკაში „დუგინის დირექტივა“ ციტირებს პროპაგანდისტს: „ამ შეთანხმების ვაშინგტონში დადება ჩვენი უმნიშვნელობის მაჩვენებელია, რომ ჩვენ არაფერს ვაკონტროლებთ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი“. „ჩვენ არ გვინდა სისხლი, ჩვენ არ გვინდა ძალადობა, მაგრამ გვინდა სამართლიანობა. როცა ვხედავთ, რომ …

„საქართველოს ხიფათი ელის წულუკიანის კომისიის დასკვნის შემდეგ“ – ინტერვიუ

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ წულუკიანის დასკვნა იქნება ტოლფასი ორჯონიკიძის ცნობილი დეპეშისა, რომ „თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა დროშა“, – ამბობს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“. მას ვთხოვეთ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღეს, 11 აგვისტოს გაკეთებული განცხადების შეფასება, სადაც მან არაერთხელ გაიმეორა, რომ „სააკაშვილი იყო მოღალატე“, „უცხოური აგენტი“ და რომ სწორედ მან დაიწყო 2008 წლის ომი. რატომ …

სალავიოვი სამხრეთ კავკასიაზე: შეიძლება უკრაინა არ აღმოჩნდეს ჩვენი თაობის ბოლო სამხედრო ოპერაცია

კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმერ სალავიოვმა თავის საავტორო გადაცემაში თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები იმდენად „სახიფათოა“, რომ შესაძლოა, უკრაინის ომი არ აღმოჩნდეს ამ თაობის უკანასკნელი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – სწორედ ასე უწოდებს კრემლი უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმას.  „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც აქ, სამხრეთ კავკასიაში ხდება, ძალიან დიდი პრობლემაა. შესაძლოა მალე კასპიის ზღვა აღმოჩნდეს ისეთ …

შეიძლება სომხეთმა საქართველო ჩაანაცვლოს? – ინტერვიუ

„ეს მართლა ისტორიული შანსია, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოს სამხრეთ კავკასიამ,“ – გვითხრა სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე პროფესორმა გიორგი მჭედლიშვილმა, რომელსაც სომხეთის პერსპექტივაზე ვესაუბრეთ. პროფესორი აკვირდება თვალსა და ხელს შუა როგორ იცვლება განწყობები სომხეთში და როგორ ეცლება რუსეთს ხელიდან ბერკეტები… „რუსეთის მიზანია, არ შედგეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი – სრულფასოვან რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი მით უმეტეს ევროკავშირის …

რა იქნება თურქეთის როლი, თუ კავკასია რუსეთს ზურგს აქცევს და რა ელის საქართველოს – ინტერვიუ

„რუსეთისთვის აზერბაიჯანი პატარა ლუკმა სულაც არ არის. არსებობს თურქეთის ფაქტორი,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამხედრო პროვოკაციებისთვის მოიცლის, მას უკვე აქ გააქტიურებული თურქეთი დახვდება. სამხრეთ კავკასიაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს. როგორ იზრდება ამ დროს თურქეთის რეგიონული როლი და რა იცვლება საქართველოსთვის, თუ ის რუსეთის ორბიტაზე დარჩება? …

რა როლს იძენს აზერბაიჯანი კავკასიაში და სად იქნება საქართველო – ინტერვიუ

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა აღარ იქნება კარგი და გულწრფელი… არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი ნდობით ჩვენ არ მოგვეკიდებიან, მით უმეტეს, როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმაც ძალიან კარგად იციან, რა სურს რუსეთს. რუსეთის მუდმივი ინტერესია კონფლიქტის გაღვივება და მისი შენარჩუნება,“ – მიიჩნევს კავკასიოლოგი გიორგი მამულია. მას სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებულ პროცესებზე საუბრის დროს ვკითხეთ: რა როლს იძენს …

როგორ ჩაანაცვლებს სომხეთი საქართველოს სამხრეთ კავკასიაში? – ინტერვიუ

„თუ კონსოლიდაცია ვერ მოახერხა ქართველმა ერმა, მაშინ დასავლეთი ამას ვერ შეაჩერებს და, ბუნებრივია, დაიწყებს ალტერნატიული გზების მოძებნას: სომხეთი მართლაც არის საქართველოს შესაძლო ალტერნატივა ამ კონტექსტში,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებული პროცესების შემდეგ ვკითხეთ: რამდენად შეიძლება დასავლეთმა პარტნიორობა სომხეთთან არჩიოს? „საქართველოს მყისიერად სომხეთით ჩანაცვლება ძნელი იქნება, თუმცა დასავლეთში ამ საკითხზე უკვე ფიქრობენ …

რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში და საითკენ? – „ასე ჩვენი ცნობილი სატრანზიტო დერეფანიც დაკარგავს ფუნქციას“

აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურიძე არ გამორიცხავს, სომხეთი და აზერბაიჯანი მართლაც გამოვიდნენ რუსეთის ჩრდილიდან, განვითარების გზას დაადგნენ, საქართველო კი, პრორუსული და არალეგიტიმური მთავრობის წყალობით, რუსეთის სატელიტად იქცეს. „ჩვენთან კი უყვართ იმის თქმა, რომ შავი ზღვის პორტები მნიშვნელოვანია ბაქოსთვის და ასე შემდეგ, მაგრამ თუ დაიძაბა სიტუაცია საქართველოში, მაშინ სომხეთის და თურქეთის გავლით, ხმელთაშუა ზღვის პორტებით განხორციელდება ეს ყველაფერი, …

სომხეთის, აზერბაიჯანის ინტერესია, თურქეთისაც, საქართველო არ ჩაიყლაპოს რუსულ სივრცეში – ინტერვიუ

„საქართველოს ფუნქციური ამოვარდნა სამხრეთ კავკასიური სივრციდან ფიზიკურად შეუძლებელია: სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესი და თურქეთისაც აუცილებლად იქნება ის, რომ საქართველო არ ჩაიყლაპოს რუსულ სივრცეში,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ბექა კობახიძე. მას საქართველოს პერსპექტივაზე ვესაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც ახლა სხვა ქვეყნები რუსულ ორბიტას სწრაფი ტემპით შორდებიან. „თუ, ვთქვათ, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა არტიკულირებული იქნება, როგორც ანტირუსული …

„ყველაზე სუსტი რგოლი საქართველო გამოდის სამხრეთ კავკასიაში“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან რუსეთში

„ახლა ზუსტად ის დროა, რომ უნდა გაძლიერდეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სამხრეთ კავკასიაში,“ – მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი. მას სამხრეთ კავკასიის ახალ რეალობაზე ვესაუბრეთ: როცა სომხეთი და აზერბაიჯანი აშკარად რუსეთის ორბიტიდან დაშორებას ცდილობენ, საით მიდის საქართველო? „რუსეთის გავლენები მცირდება ასე ვთქვათ გლობალურად და რეგიონულადაც. სამხრეთ კავკასიაში ეს გამოიხატება განსაკუთრებით იმაში, რომ სერიოზული კრიზისია …

ვხედავთ ვითარებას სომხეთში, დასავლეთს შეუძლია ალტერნატივა იპოვოს – უსაფრთხოების ექსპერტი

„პირდაპირ ნატოს თემაზე მომუშავე ადამიანები გაათავისუფლეს, პირდაპირ უქმდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სხვა რა უნდა ვიფიქროთ ინსტიტუციური მეხსიერების მოშლის გარდა?“ – ამბობს მეგი ბენია, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატში მუშაობდა. მან სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა რამდენიმე დღის წინ, რადგან მას, როგორც კრიტიკულად განწყობილ თანამშრომელს, ასევე პეტიციაზე …

საქართველომ აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ომის დაწყება და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა – ოსი პოლიტიკოსი

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“ უშუალოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არაერთი ჯგუფი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტია „ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარემ, აცამაზ ბიბილოვმა განაცხადა, რომ „ეს კარგი სიტყვებია“. ამ ოსი პოლიტიკოსის განცხადებით, „საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ასევე აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი …

საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი – რას ცვლის უკრაინის ომი სამხრეთ კავკასიაში

რა შეიცვლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის უკრაინის ომის დასრულების შემდეგ? რის მიღწევას ცდილობენ ეს ქვეყნები? რამდენად ემუქრება სომხეთს ახალი ომის საფრთხე? რატომ შეიძლება დაკარგოს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი? რა გეგმები აქვს აზერბაიჯანს და რამდენად რეალურია რუსეთის იმდენად დასუსტება, რომ თუნდაც უახლესი ერთი წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შიდა საკითხებში ჩარევის უნარი აღარ ჰქონდეს? ამ კითხვებზე პასუხებისთვის …

ახალი შემთხვევებით საქართველო სომხეთს მიუახლოვდა – COVID19 სამხრეთ კავკასიაში

პანდემიის საწყის ეტაპზე სომხეთში კორონავირუსის ბევრად მეტი შემთხვევა იყო დარეგისტრირებული, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთად. COVID19-ის დადასტურებული შემთხვევებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთი კვლავ პირველ ადგილზეა [68 530], შემდეგ მოდის აზერბაიჯანი [46 593], შემდეგ კი საქართველო [21 208]; თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო სომხეთის სტატისტიკას მიუახლოვდა. 20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში 1 351 ახალი …

ქალების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში – კონფერენცია ბათუმში [ანონსი]

20 თებერვალს ბათუმში,  სასტუმრო „რადისონში“, გაიმართება რეგიონული კონფერენცია „ქალების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. რეგიონული კონფერენცია აერთიანებს კულტურის და შემოქმედებით ინდუსტრიებში მოღვაწე ქალ ხელოვანებს, მეწარმეებს და კულტურის მენეჯერებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან და ფინელ პროფესიონალებთან ერთად, წარმოადგენს გამოცდილების გაზიარების, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის პლატფორმას. კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სპიკერები გამართავენ …

Exit mobile version