„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობაზე ბიუჯეტიდან 736 637 ლარი დაიხარჯა. ე.წ. კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს 2012 წლის ბოლოდან ჩაეყარა საფუძველი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში. როგორც მონაწილეები ამბობენ, ამ ფორმატში საუბარი სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიმდინარეობს.
Tag Archives: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ები სამით შემცირდა, თანამშრომელთა რაოდენობა კი 393-ით გაიზარდა
ბათუმის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რაოდენობა 2018-2019 წლებში, 2014-2015 წლებთან შედარებით, 3-ით შემცირდა, თანამშრომელთა რაოდენობამ კი 393-ით მოიმატა, რამაც ა(ა)იპ-ების შრომითი სარგოს 612 000 ლარით გაზრდა განაპირობა – ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ბათუმს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე წელიწადში 33 242 996 ლარი იხარჯება, რაც ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის 21.5%-ია. ყველაზე მეტი …
ხელვაჩაური, ხულო და შუახევი – 16 ფრაქცია საკრებულოებში და 0 ინიციატივა
აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების ინიციატივების რაოდენობა შემცირდა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2017-2018 წლებში უშუალოდ ფრაქციების და ფრაქციათა ინიციატივების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო 2014-2016 წლების საკვლევ პერიოდთან შედარებით. 2014-2016 წლებში 35 ფრაქცია ფუნქციონირებდა, ხოლო 2017-2018 წლებში – 29, შემცირდა ინიციატივების რაოდენობაც – …
Continue reading “ხელვაჩაური, ხულო და შუახევი – 16 ფრაქცია საკრებულოებში და 0 ინიციატივა”
დეპუტატებისა და მინისტრის მოადგილეების არასრულად შევსებული დეკლარაციები აჭარაში
აჭარის მთავრობის თანამდებობის პირთა და უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული – ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს. ორგანიზაციამ თანამდებობის პირთა 30-ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლა და დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 3 შემთხვევა გამოავლინა. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის …
Continue reading “დეპუტატებისა და მინისტრის მოადგილეების არასრულად შევსებული დეკლარაციები აჭარაში”
რა რისკებს შეიცავს „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენება – შეფასება
აჭარის მთავრობამ დღეს, 6 თებერვალს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის კორპუსების აშენება დააანონსა. ამ გადაწყვეტილებით მთავრობა ცდილობს, გადაჭრას ამ ტერიტორიაზე უკანონოდ გაშენებულ დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემა. ადამიანები აქ 2012 წლის არჩევნების შემდეგ უკანონოდ ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ ისინი ეკომიგრანტები ან აჭარის მაღალმთიანეთში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები არიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქში“ კორპუსების …
Continue reading “რა რისკებს შეიცავს „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენება – შეფასება”
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებს არცერთ უბანზე საჩივარი არ დაუწერიათ. „გვქონდა შენიშვნები. მაგალითად, ბათუმის 25-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი არ მუშაობდა და ამასთან დაკავშირებით დავწერეთ შენიშვნა, ამავე უბანზე იყო ჩხუბი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებს შორის და ამაზეც ჩავუწერეთ შენიშვნა. ბათუმის რამდენიმე უბანზე იყო პრობლემა, რომ ორ-ორი წარმომადგენლები ჰყავდათ ზოგიერთებს …
Continue reading “„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე”
არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 13 გონიოელს მიწა დაუბრუნეს
ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 13 გონიოელს მიწის საკუთრება აღუდგინა. გადაწყვეტილება კომისიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე დავით კოპინაძემ თქვა, რომ კომისიის წევრებმა თითოეული შემთხვევა დეტალურად შეისწავლეს. „დადგინდა, რომ მიწის საკუთრების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობები არ გააჩნიათ,”- დასძინა კომისიის თავმჯდომარემ. “ტაში უნდა დაგიკრათ ალბათ. დიდი მიღწევაა, თუკი ამდენი წლის და 36 …
Continue reading “არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 13 გონიოელს მიწა დაუბრუნეს”
21 მილიონი კანონების „ტექნიკური ცვლილებებისთვის“ – უმაღლესი საბჭოს ოთხწლიანი მუშაობის შედეგი
„ცვლილებების ძირითადი ნაწილი იყო რედაქციული, ტექნიკური ხასიათის… არსებითად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება უმაღლეს საბჭოს არ მიუღია“, – ასე შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობა. ოთხწლიანი მუშაობის კვლევის შედეგები ორგანიზაციამ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 26 ივლისს წარმოადგინა. აქვე შედგა დისკუსიაც. კვლევის მიხედვით, 2012-2016 წლების უმაღლესმა საბჭომ 34 კანონში შეიტანა ცვლილება, ხოლო რეგლამენტი …
პრობლემები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებზე გველის
გამოწვევები, რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გველოდება – არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას რისკის ქვეშ ისევ აყენებს. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, სადაც დღეს, 11 ივლისს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაცენტრი გაიხსნა. „მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. ისევ არ არსებობს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ოლქები უბნის კომისიის წევრებად …
Continue reading “პრობლემები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებზე გველის”
ნახევარი მილიონი ლარი ოთხი ახალი მოსამართლის ბინის ქირისთვის
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბინებს ბათუმში აღარ ჩუქნიან. პლენუმის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოსამართლეს თვეში ბინის ქირისთვის 1000 ლარს უხდიან. მოსამართლეებს 10 წლით ირჩევენ და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი მოსამართლის ბინით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან ჯამში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ოთხისთვის – 480 ათასი, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი …
Continue reading “ნახევარი მილიონი ლარი ოთხი ახალი მოსამართლის ბინის ქირისთვის”
შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს მიმართა
შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ვახტანგ ბერიძემ, ხელვაჩაურის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი მიიჩნევს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 4 მაისს. ვახტანგ ბერიძის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ნინო სიორიძე დაიცავს. მისი თქმით, ვახტანგ ბერიძე ითხოვს გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. „გათავისუფლების ბრძანებაში სამი საფუძველი იყო მითითებული: …
Continue reading “შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს მიმართა”
ნეპოტიზმის ნიშნები შუახევში
შუახევის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლო დავას ვახტანგ ბერიძე იწყებს. ის 4 მაისამდე ააიპ „შუახევის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი იყო. მის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. შუახევის კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი მაკა მაკარაძე გახდა. ის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რუსუდან შავაძის რძლის დაა. რუსუდან შავაძე უშუალოდ კულტურის მიმართულებას კურირებს. ამავდროულად, კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი – მაკა მაკარაძე …
პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა აჭარის მთავრობის აპარატში გაიცა, ყველაზე ნაკლები – ტურიზმის დეპარტამენტში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, 11 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში 2016 წელს თანამშრომლებზე დარიცხული შრომის ანაზღაურების სტატისტიკა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციის მიერ დამუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინა. „გამჭვირვალობამ“ აჭარის მთავრობის აპარატში, ოთხ სამინისტროში (ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სპორტის, ჯანდაცვის სამინისტროებში) და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში (საარქივო სამმართველო, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი, …
აჭარის მთავრობის კიდევ ერთი წაგებული პროცესი უკანონოდ გათავისუფლებული ქალის წინააღმდეგ
აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოს დაცვის სამმართველომ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს უკანონოდ გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც სამმართველო სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნებას ითხოვდა. საუბარია 2014 წელს მომხდარ ინციდენტზე, როცა გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ფეხმძიმე …
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ
12 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა:„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (GYLA), „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI Georgia), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და „ადამიანის უფლებათა ცენტრი სამოქალაქო განვითარების სააგენტომ“ (CIDA) ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: “ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს, რა საფუძვლითაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული …
Continue reading “არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ”
გონიოელთა სასამართლო დავა მიწებზე
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ოთხი გონიოელის სარჩელს განიხილავს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სექტემბერში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც გონიოელების ნაწილს საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრეს. საუბარია გონიოში 2008 წელს 271 ოჯახისთვის მიწების მასობრივად ჯერ გადაცემასა და რამდენიმე თვეში ჩამორთმევაზე. ბათუმის საკრებულოს მიწის კომისიამ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ბათილად მიიჩნია გასული წლის …
რა ბიზნესინტერესები აქვთ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს – „გამჭვირვალობის” კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას მიმართავს, უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: ზაზა ოქუაშვილისა და დავით თედორაძის ინტერესთა შეუთავსელობის ფაქტების შესახებ; მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს: გიორგი ცინცქილაძეს, გიორგი მანველიძეს, გია აბულაძეს, ილია ვერძაძეს უმოკლეს დროში შეიტანონ ცვლილებები წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციებსა და დოკუმენტში ასახონ გასულ წელს მიღებული შემოსავალი; საჯარო …
საერთაშორისო გამჭვირვალობის დისკუსია ბათუმში, მოსმენების კანონპროექტზე
სამშაბათს, 21 თებერვალს, 17:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამართავს დისკუსიას ფარული მოსმენების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით. 2017 წლის 6 თებერვალს უმრავლესობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენების განხორციელებას ახლებურად არეგულირებს. კანონპროექტის თანახმად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას განახორციელებს. სააგენტოს ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელებასთან ერთად აქვს …
Continue reading “საერთაშორისო გამჭვირვალობის დისკუსია ბათუმში, მოსმენების კანონპროექტზე”
ქარტია და TI აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევის წესს აკრიტიკებენ
16 სექტემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ, დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის [არჩევის] წესი დაამტკიცა და თანამდებობაზე ღია კონკურსიც გამოაცხადა – განცხადების მიღება 19 სექტემბრიდან იწარმოებს. თუმცა, მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ „საერთაშორისო გამჭვირავალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“. როგორც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნატა იმედაიშვილმა უთხრა “ბათუმელებს”, დოკუმენტის …
Continue reading “ქარტია და TI აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევის წესს აკრიტიკებენ”
აგვისტოს ომის ვეტერანი შსს-სგან ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს
რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ვეფხვია აბაშიძე ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ვეფხვია აბაშიძემ სამუშაო ადგილი კერძო დაცვის სამსახურში იპოვა, სადაც ცნობა ნასამართლეობის შესახებ ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა რომ დასაქმდეს. თუმცა ის ცნობას შესაბამისი უწყებიდან ვერ იღებს. “სამხედრო სამსახურში კონტრაქტი 2010 წელს შემიწყვიტეს. მას შემდეგ უმუშევარ ვარ,” – გვიყვება ვეფხვია აბაშიძე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა …
Continue reading “აგვისტოს ომის ვეტერანი შსს-სგან ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს”
ლევან კინწურაშვილი: ველოდი, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ
ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე გონიოელების მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას გამოეხმაურა. „ამას ველოდი. ჩვენი გადაწყვეტილება არის ახალი გარემოება გონიოელებისთვის, რომ მათ სასამართლოში დავა განეახლებინათ“ – ამბობს ლევან კინწურაშვილი. 60-მა გონიოელმა სასამართლოში სარჩელი ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ დღეს შეიატანა. გონიოელების ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისი გამჭვირვალობა საქართველო” დაიცავს. სარჩელის მოთხოვნა საკრებულოს საკუთრების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად …
Continue reading “ლევან კინწურაშვილი: ველოდი, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ”
გონიოელებს ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ გონიოში მცხოვრები 60 მოქალაქე სასამართლოში სარჩელს დღეს, 25 ივლისს, 5 საათზე შეიტანს. ისინი საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმი. 2010 წელს ამ ოქმით გონიოში 271 ოჯახს ის მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, რომელიც მანამდე რამდენიმე თვით ადრე, წინასაარჩევნოდ დაურეგისტრირეს. გონიოელების …
Continue reading “გონიოელებს ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ”
“გამჭვირვალობა”: ლევან ვარშალომიძის საარჩევნო კამპანია ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ლევან ვარშალომიძე ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ხელშეკრულების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, რომ ბათუმში მრავალბინიან სახლებს ააშენებს და უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. ამის განხორციელებას „ნაციონალური …
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბათუმში აქციის დაშლას გამოეხმაურა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 22 ივნისს, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, „დაუყოვლებლივ დაიწყოს შიდაუწყებრივი მოკვლევა სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღდეგო ქმედებასთან დაკავშირებით და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, აჭარაში პოლიციამ მიწის მესაკუთრეებს საპროტესტო აქციის გამართვის საშუალება არ მისცა. გონიოელები წლებია მიწების დაბრუნებას ითხოვენ. სადავო მიწები გონიოში …
Continue reading “„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბათუმში აქციის დაშლას გამოეხმაურა”
გამჭვირვალობა: ბუნებრივი აირის შეწყვეტა ბიზნესს და მოსახლეობას დააზარალებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო [TI] აჭარაში, ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით დაანონსებული ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აჭარაში ტურისტულ სეზონზე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა ბიზნესს და მოსახლეობას დააზარალებს. „28 მაისს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. ერთის მხრივ, დადებითია ის ფაქტი, რომ კომპანია მომხმარებელს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე 10 დღით ადრე აფრთხილებს, თუმცა …
Continue reading “გამჭვირვალობა: ბუნებრივი აირის შეწყვეტა ბიზნესს და მოსახლეობას დააზარალებს”
უმაღლესი საბჭო საარჩევნო კანონში ცვლილებებს განიხილავს
უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავს. პირველი უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორები ფრაქცია „თავისუფლალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე არიან. მეორე ცვლილება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევის წესის შეცვლას გულისხმობს და მისი ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ აბაშიძეა. …
Continue reading “უმაღლესი საბჭო საარჩევნო კანონში ცვლილებებს განიხილავს”
მიწის საკუთრება, მთავრობის კანონპროექტი და საფრთხეები – 31 მარტს ბათუმში დისკუსია გაიმართება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 31 მარტს, 12 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართავს დისკუსიას საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ თემაზე: „მთავრობის კანონპროექტი კერძო საკუთრების ხელყოფის საფრთხეებს შეიცავს“. დისკუსიაზე მიწვეულები არიან მიწის მესაკუთრეები, მოქალაქეები, რომელთაც მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის …
საერთაშორისო გამჭვირვალობა უმაღლეს საბჭოს: უსკოს შესახებ კანონის ამ ფორმით შეცვლას არ ვეთანხმებით
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ისე როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს აჭარის უმაღლეს საბჭოს, ნუ შეიტანს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს იმ ფორმით, რასაც ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოში შესული კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც დეპუტატ ირაკლი (მაილო) ჯაშს ეკუთვნის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მოსაზრებებს ამ საკუთხზე გთავაზობთ იმ ფორმით, რა ფორმითაც ორგანიზაციამ გაავრცელა: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს …
აჭარის მუნიციპალურ ა[ა]იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ა[ა]იპ-ებში 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 4007-დან 4415 საშტატო ერთეულამდე [408 საშტატო ერთეულით] გაიზარდა,“ – ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციამ ააიპ-ებში განხორციელებულ ცვლილებებზე ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ა[ა]იპ-ებში საშტატო ერთეულების გაზრდის გამო ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი წლიურად 2,4 მილიონით გაიზარდა. ყველაზე მეტად, 122 შტატით, დასაქმებულთა რაოდენობა …
Continue reading “აჭარის მუნიციპალურ ა[ა]იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა”
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ტელეარხ 25-ში მიმდინარე ცვლილებებზე
„ტელეარხ 25“-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” განცხადება გამოაქვეყნა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიციით, არხის მენეჯმენტმა ნათლად უნდა განუმარტოს საზოგადოებას საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ასევე პოლიტიკური ტოკ-შოუს წამყვანის და სხვა ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები – არხის თანამშრომლის ოჯახის წევრთან დაკავშირებული თემის გაშუქება საინფორმაციო სამსახურის მუშაობის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს და შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ …
Continue reading ““საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ტელეარხ 25-ში მიმდინარე ცვლილებებზე”