„ოცნების“ რომელი დეპუტატები და შემწირველები ფლობენ ავტოსადგომებს საბაჟო პუნქტებთან

„ქართული ოცნების“ ორი დეპუტატი, გიორგი ჭყონია და ვიქტორ ჯაფარიძე საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი ლიცენზირებულ  TIR PARK-ებს ფლობენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, დეპუტატი გიორგი ჭყონია სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის #2-ში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ფიგოილის“ 50% წილის მფლობელია. გიორგი ჭყონია „ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. შპს „ფიგოილთან“ დაკავშირებულმა პირებმა, „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, …

მდინარაძისთვის შექმნილი თანამდებობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – „გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ მამუკა მდინარაძისთვის შექმნილი ახალი თანამდებობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და  კანონიერების პრინციპს. ანალიზის მიხედვით, რომელიც „გამჭვირვალობამ“ დღეს, 8 მაისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ცვლილებები აჩენს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალ რისკს და კითხვებს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ინიციირებული და პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონი „საქართველოს …

როგორ ეხმარებიან ხალხს NGO-ები დევნის პირობებში

ბათუმში, მემედ აბაშიძის #48-ში, სადაც ბოლო 3 წელია საიას ოფისი ფუნქციონირებს, ყოველდღე არაერთი ადამიანი მიდის საბუთებით ხელში იმისათვის, რომ სიას იურისტებისგან მიიღოს არამხოლოდ კვალიფიციური კონსულტაცია, არამედ შესაბამისი დახმარებაც, სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში [საია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია]. ზოგს „ბიუროკრატიის ლაბირინთებიდან“ გამოსვლა უნდა, ზოგს განცხადება აქვს დასაწერი უწყებაში წარსადგენად, ზოგი კი დავის დასაწყებად ემზადება. როგორც თავად …

„იმედისა“ და „პოსტვის“ დამფინანსებელ კომპანიებს მეორადი სანქციები ემუქრებათ – TI-ს მონიტორინგი

2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები – „იმედი“ და „პოსტვი“ დაასანქცირა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის. „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარეებად გამოაცხადა და მიზნად  ფინანსური შეზღუდვების გზით ამგვარი საქმიანობის შეჩერება დაისახა. …

BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამო ეკა გიგაური სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა

სუსმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური გამოკითხვაზე დაიბარა. BBC-ის საგამოძიებო ფილმი – „როდესაც წყალი წვავს“ 2025 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა. ფილმში მოყვანილი ფაქტების და მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite]. ამ ფილმში ნახავთ ეკა გიგაურის …

„ატკატები“, საჩუქრები და სხვა – „გამჭვირვალობა“ წერს, რა სქემებით იპარავს ხალხის ფულს „ოცნება“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ მხოლოდ ბოლო 5 წელში ორგანიზაციამ აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი. „წლების განმავლობაში როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საგამოძიებო მედია ელიტური კორუფციის პრობლემაზე განგაშის ზარს სცემდა, „ქართული ოცნება“ …

24 მლნ ლარის შესყიდვები ახალციხის საკრებულოს წევრებს და მათ ნათესავებს – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24 811 129 ლარის შესყიდვები მიიღეს. „გამჭვირვალობა – საქართველო“ აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას და ორგანიზაციის …

„ოცნების“ შემწირველები აჭარაში სახელმწიფო ქონებას უკონკურენტოდ ყიდულობენ – გამჭვირვალობა

„ოცნების“ შემწირველები აჭარაში უკონკურენტოდ იგებენ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონებს”,  – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მიხედვით, 2022-2024 წლებში, აჭარის ქონების პრივატიზაციის მიზნით 40 აუქციონი გაიმართა, რომელთაგან 28 აუქციონი უკონკურენტოდ შედგა და მათში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები და დირექტორები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა …

სულხან თამაზაშვილმა მიწა მიითვისა და სახლი უკანონოდ აიშენა – „გამჭვირვალობის“კვლევა და თამაზაშვილის პრესსამსახურის პასუხი

„აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2 887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს, 4 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში. სულხან თამაზაშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა. ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის …

84 წლის კაცის 13-წლიანი დავა მთავრობის წინააღმდეგ გონიოს მიწებზე – რა თქვა უზენაესმა სასამართლომ

ბათუმელმა ლადო მჟავანაძემ 13-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ სასამართლო დავა მთავრობას უზენაეს სასამართლოში მოუგო. 84 წლის ლადო მჟავანაძის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება გონიოს დასახლებაში კიდევ 83 ოჯახზე აისახება. საუბარია ბათუმში, გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც 84 ოჯახს 1986 წელს გადასცეს, მათ შორის, ლადო მჟავანაძეს. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, …

„მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა“ – გამჭვირვალობა კიდევ ერთ რეპრესიულ კანონზე

„ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ შეფასებაში მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებაზე. 2025 წლის 24 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა. ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ხელისუფლება თავად …

საჯარო მოხელის კრიტიკისთვის, რომელსაც შეურაცხყოფად მიიჩნევენ, შესაძლოა დაგაპატიმრონ – TI

„წარმოდგენილი რეპრესიული წესები არის არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობა, ფაქტობრივად გააუქმოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაწესებით, პროტესტების ადგილებისა და ფორმების შეზღუდვით, თანამდებობის პირების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებითა და დემონსტრაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის გაზრდით, რეჟიმი ცდილობს შექმნას მისთვის კომფორტული შიშის ატმოსფერო და გაამკაცროს რეპრესიები საზოგადოების აქტიური წევრების მიმართ,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს, …

რეჟიმის პოლიცია და პროკურატურა ცდილობს მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განცხადება გაავრცელა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავების შესახებ. „რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობლის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა …

ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნას გამოეხმაურა. „გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ 2024 წლის 14 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გააყალბა და ხელისუფლება მიითვისა, დღეს კი ერთპარტიულად  საქართველოს „პრეზიდენტად“ მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა. როგორც ადრეც განვაცხადეთ, გაყალბებული არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ თვითნებურად და ცალმხრივად …

„პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია“ – განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია. „იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს. კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის …

ძმებმა ზურაბ და ზებურ დუმბაძეებმა და მათმა პარტნიორებმა „ოცნებას“ 1 მლნ შესწირეს – კვლევა

ბათუმში სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით, 2020-2024 წლებში, 965 000 ათასი ლარი მიიღო, ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრ მშენებლობას ითვალისწინებს – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. „გამჭვირვალობის“ ცნობით, ზურაბ და ზებურ …

ეგვიპტეში საქართველოს დესპანის ოჯახი აჭარაში ხრეშის მოპოვების ბიზნესს მალავს – „გამჭვირვალობა“

„სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცეს კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის მეუღლე, ნარგიზა ჭავჭანიძე. მიხეილ თიგიშვილი და მისი მეუღლე, ასევე, ჩართულნი არიან 20 კომპანიის საქმიანობაში, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ საქმიანობას, მაგრამ არც ერთი მათგანის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში 2024 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში …

„ოცნების“ შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ 253 000 ლარის შემწირველი კომპანია ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს. კერძოდ, „გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ ბათუმის მერიამ შპს „ახალ ბულვარს” 2021 წლის 1-ელ სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი. „კომპანიამ ამ ტერიტორიაზე მოაწყო კარტინგის კლუბი და …

მოსამართლის შვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა „ოცნებას“ 486 000 ლარი შესწირეს – გამჭვირვალობა

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართობის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას“ – ჯამში მათი შეწირულებები 486 000 ლარია. ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. „გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე 2020 …

მთავრობა მერიებს 20 მილიონს აძლევს – „ივანიშვილი ჩვენ გვაფინანსებინებს თავის ავტორიტარიზმს“

„ეს არის ფული პარტიული აქტივისთვის. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილს აღარ უნდა საკუთარი ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. გადაწყვიტა, ჩვენ თვითონვე დაგვაფინანსებინოს თავისი ავტორიტარიზმი,“ – მიიჩნევს ანა დოლიძე, პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი საქართველოს მთავრობის ახალ განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტებს 20 მილიონ ლარს აძლევენ „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშესაწყობად“. პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, სამოქალაქო ორგანიზაციებიც, რომლებიც საარჩევნო გარემოს …

აჭარაში მაღალჩინოსან ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერით 5.3 მილიონი მიიღო – TI

აჭარაში, მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია „ესია ჯგუფის“ შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან, 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, 5 მილიონ 344 077 ლარი მიიღო. „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ამ კომპანიის შესახებ კვლევა 2023 წლის ივნისში გამოაქვეყნა, როცა კომპანიას 1 900 000-მდე ლარის შემოსავალი ჰქონდა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. ბოლო 8 თვეში კი, …

ქაოსური სხდომები – რა გამოიკვეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგით

„ჩემნაირ ხალხს მოსამართლე ყურადღებას არ აქცევს,“ – ეს ხელვაჩაურში, მაჭახლისპირში მცხოვრები ზურაბ ბერიძის განცდაა სასამართლოზე – მეხუთე წელია სასამართლო ზურაბ ბერიძის სარჩელს „გადატვირთულობის მოტივით“ არ განიხილავს. ზურაბ ბერიძე სახლიდან 4.5 მეტრის დაშორებით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გაიყვანეს. მოქალაქე მოსამართლესთან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით მივიდა, სადაც წერია: „ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობისას დარღვეულია ელექტრორადარების მოწყობის წესები… საჰაერო ელექტროხაზების დაზიანების, …

მზარდი კორუფციის ფაქტები აჭარაში – რას წერს „გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მოკვლევით, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ლარი მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ დღეს, 9 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში – „კორუფციის რუკა: რეგიონებში მზარდი კორუფციული ფაქტები და მათზე რეაგირების პრობლემა“. „გამჭვირვალობა“ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული 4 კომპანიის: შპს „გიგა-2015“-ის, შპს „აისის“, შპს „ქედეს“ …

რესან კონცელიძის ინიციატივით მიღებული კანონი ინტერესთა კონფლიქტს შეიცავს – „გამჭვირვალობა“

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, რესან კონცელიძის ინიციატივით მიღებული სამშენებლო ამნისტიის კანონი ეჭვს ბადებს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, ვინაიდან მისი ძმისშვილები, ვახტანგ და გოჩა კონცელიძეები უშუალოდ არიან ჩართულნი სამშენებლო ბიზნესში, ხოლო კიდევ ერთი ძმისშვილი, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, არჩილ კონცელიძე ზედამხედველობს მშენებლობებს – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი რესან კონცელიძე …

გია ჭყონიამ 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო ტენდერებიდან – მან მთავრობას ჩარტერი დაუფინანსა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალი კვლევის მიხედვით, ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. გია ჭყონია მათ შორის არის, ვინც გასულ წელს აჭარის მთავრობას კუნძულ მალიორკაზე ვიზიტი დაუფინანსა. გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. ის ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. …

პენსიონერმა სოცსააგენტოს დავა მოუგო – კომპენსაცია 10 ათასი ლარი

ბათუმის მუსიკალური ცენტრის თანამშრომელმა, ქეთევან მღებრიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც მას სახელმწიფო პენსია შეუწყვიტა მუსიკალურ ცენტრში მუშაობის გამო, სასამართლო დავა მოუგო. ქეთევან მღებრიშვილის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იცავდა, რომელმაც სამივე ინსტანციის სასამართლოში იდავა, შედეგად ქეთევან მღებრიშვილს პენსია აღუდგა. სააგენტოს დაევალა, ქეთევან მღებრიშვილს პენსიის სახით დაახლოებით 10 800 ლარი აუნაზღაუროს. ამ საქმის ადვოკატები ანა ბერძენიშვილი და თეონა …

ხულოში შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას ითხოვენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხულოში შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამის დანერგვას ითხოვს. მათ 270 ადამიანის ხელმოწერაც შეაგროვეს პეტიციის მეშვეობით და ითხოვენ, რომ ხულოს მერიამ 2024 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამა დააფინანსოს. ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეები დაბა ხულოსა და სოფლებში პირველი ორი წელი უფასოდ ისარგებლებენ. აღნიშნული აქტივობა ხორციელდება სამოქალაქო საბჭოებისა და „სოლიდარობის თემის“ თანამშრომლობით. „მოვუწოდებთ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, …

კომპანია „ნეოსტარმა” 53 მილიონზე მეტი ლარის შესყიდვები მიიღო – „გამჭვირვალობის“ კვლევა

შპს „გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს ახალ კვლევას კიდევ ერთ კომპანიაზე, რომელიც სახელმწიფო უწყებებში პრივილეგიით სარგებლობს და მაღაბიუჯეტიან დაკვეთებს იღებს. კვლევის მიხედვით, „ნეოსტარი“ სახელმწიფოსგან პრივილეგირებული კომპანიაა. ის და მისი შვილობილი კომპანიები უკონკურენტო პირობებში სახელმწიფო კონტრაქტებს იღებენ. „ლეგისთან“ და „ჯორჯიან სტოუნთან“ ერთად, ქობულეთის მუნიციპალურ შესყიდვებში „ნეოსტართან” დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია, შპს „ლეგიონი“ გამოჩნდა. „ნეოსტარს“ შვილობილ კომპანიებთან ერთად 2011 წლიდან დღემდე 161 369 კვადრატული …

აჭარაში აგროსერვისცენტრებზე გაწეული ხარჯების კანონიერება ანტიკორუფციულმა უნდა შეისწავლოს – TI

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ აჭარაში ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და მასზე გაწეული ხარჯების კანონიერება. ორგანიზაციის ინფორმაციით: „რეგიონის ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირების, შეფუთვის, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ერთიან სივრცეში თავმოყრის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს დაასრულა ქობულეთის, ხელვაჩაურის [ბათუმის], …

რა ტენდერებს იგებს ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია – TI-ის კვლევა კორუფციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1 869 747 ლარი აქვს მიღებული. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. აკაკი ბერიძის ერთი ძმა, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია. მათი კიდევ ერთი ძმა …

რუსი ბიზნესმენების კომპანიამ აჭარაში 5 მლნ-მდე ლარი მიიღო ბიუჯეტიდან – „გამჭვირვალობა“

„რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული კომპანია „სევერი“ მიუსაფარ  ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს აჭარის მუნიციპალიტეტებში. ჯამში, 2013 წლიდან დღემდე „სევერმა“ 4,979,714 ლარი მიიღო, საიდანაც 99%-ზე მეტი თანხა, გამარტივებული შესყიდვების, უკონკურენტო ტენდერების ან სხვა პრეტენდენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე დაერიცხა“ – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. „გამჭვირვალობამ“ დღეს, 9 ივნისს გამოაქვეყნა ინფორმაცია სახელწოდებით – …

„ოცნებას“ სულ 8 შემწირველი ჰყავს, მათგან 6 ბათუმელი ბიზნესმენია – „გამჭვირვალობა“

2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იმდენივე შემოწირულება მიიღო, რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ჯამურად, თუმცა ეს დონორების სიმრავლის ხარჯზე არ მომხდარა – აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. „მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ მსხვილი თანხა გაიღეს. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი …

86 წლის კაცმა გონიოში მიწის რეგისტრაციაზე ათწლიანი სასამართლო დავა მოიგო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა ლადო მჟავანაძის სარჩელი. ლადო მჟავანაძე 86 წლისაა და გონიოში ცხოვრობს. ის უკვე 10 წელზე მეტია მიწის რეგისტრაციას ითხოვს. მას ამისთვის ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდა. იმავე მოსამართლემ ლადო მჟავანაძის სარჩელი 2020 წელს არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, შემდეგ კი უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა – 86 წლის კაცი სასამართლოში …

აჭარაში მუნიციპალური ორგანიზაციების უფროსების დამალული ქონება – TI კვლევა

აჭარის მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ქონებრივი დეკლარაციები არასრულად შეავსეს. არიან ისეთებიც, რომლებმაც ეს ვალდებულება საერთოდ დაივიწყეს. რეგიონში მოქმედი 75 მუნიციპალური ორგანიზაციიდან 35 ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ვალდებული, შეევსო დეკლარაცია, თუმცა მხოლოდ 27-მა შეავსო. მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების დეკლარაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა. ორგანიზაციის განმარტებით, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ორგანიზაციამ …

რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან უბანს სავარაუდოდ კორუფციული გზით აშენებენ – „გამჭვირვალობა“

„რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16,000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას გეგმავენ. პროექტთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეების გავლით შესწირეს თანხა მმართველ პარტიას, რის შემდეგაც მალევე მიიღეს საჭირო ნებართვა“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს ინფორმაციაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. …

შუახევის მერიამ და ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა სასამართლო წააგეს ყოფილ თანამშრომლებთან

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა და შუახევის მერიამ წააგეს სასამართლო დავა გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ. დავა შუახევის მერიის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში ვახტანგ ბერიძის სასარგებლოდ დასრულდა, მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს კი, სასამართლო ბეგლარ ცინცაძემ მოუგო. ბეგლარ ცინცაძე 2021 წლის 18 თებერვლიდან მუშაობდა „ხელვაჩაურის კულტურის და ხელოვნების ცენტრში“ ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2022 წლის 10 …

Exit mobile version