„საქართველოს ხიფათი ელის წულუკიანის კომისიის დასკვნის შემდეგ“ – ინტერვიუ

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ წულუკიანის დასკვნა იქნება ტოლფასი ორჯონიკიძის ცნობილი დეპეშისა, რომ „თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა დროშა“, – ამბობს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“. მას ვთხოვეთ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღეს, 11 აგვისტოს გაკეთებული განცხადების შეფასება, სადაც მან არაერთხელ გაიმეორა, რომ „სააკაშვილი იყო მოღალატე“, „უცხოური აგენტი“ და რომ სწორედ მან დაიწყო 2008 წლის ომი. რატომ …

ადმინისტრაციულ შენობებზე დროშებს 8 აგვისტოს დაუშვებენ – „ოცნების“ მთავრობის განკარგულება

2025 წლის აგვისტოში მე-17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. ომში დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად, საქართველოს მასშტაბით სამთავრობო უწყებებზე სახელმწიფო დროშები 8 აგვისტოს 00:00 საათიდან დაეშვება. „საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, 2025 წლის 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 2025 წლის 9 აგვისტოს …

„2008 წელს, სააკაშვილის დარბევის შემდეგ, ჩვენი ხალხი და ქვეყნის ინტერესები დავიცავით“ – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, აგვისტოს ომს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მათი ხალხისა და ქვეყნის „ინტერესები იმ მახინჯი სააკაშვილის [მიერ განხორციელებული] დარბევის შემდეგ“ დაიცვეს. მედვედევმა უკრაინაში მიმდინარე ომი 2008 წლის საქართველოს ომს შეადარა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსული პროპაგანდის უცვლელი მესიჯი – ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. მოსკოვის პოზიციით, …

პირველი კადიროვის ბატალიონი შემოვიდა – რას იხსენებს აგვისტოს ომზე უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

„საზოგადოებამ, რომელიც დღეს ელარჯს წელავს, რესტორნის კარები უნდა დაუკეტოს რუსებს. უნდა შეიგნოს, რომ რუსი მტერია და შეუქმნას მას დისკომფორტი“, – ამბობს უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე. მას „ბათუმელები“ აგვისტოს ომსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. ბატონო ვანო, როგორც ვიცით, თქვენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახელმწიფო დაზვერვაში მუშაობდით. რუსეთი ცდილობს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო …

„საქართველო და რუსეთი უნდა გაერთიანდეს წინაპირობის გარეშე“ – პრორუსების მიმართვა კობახიძეს და პუტინს

პროკრემლისტური პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ, 4 აგვისტოს, ქალაქ თელავიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა რუსულ ენაზე, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, გააერთიანონ რუსეთი და საქართველო დასავლეთთან ბრძოლაში, რომელსაც, მისი თქმით, „რუსული ცივილიზაციის განადგურება სურს“. ამ მიმართვაში ფიფია იმეორებს საქართველოს მთავრობის დეზინფორმაციასაც, რომ დასავლეთი „ცდილობს ომის უფსკრულში გადაჩეხოს საქართველო“. მამუკა ფიფია …

„რუსებს არ ვპასუხობ რუსულად“ – 22 წლის სტუდენტი ბათუმიდან, რომელიც ბულვარში მუშაობს

22 წლის სტუდენტი, გიორგი გორჯელაძე უკვე სამი თვეა ბათუმში, სამომხმარებლო სფეროში მუშაობს. მის სამსახურს ხშირად სტუმრობენ რუსეთის მოქალაქეები, გიორგი მათ მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად ელაპარაკება. ამბობს, რომ ეს პროტესტია. ამ სამი თვის განმავლობაში ერთი შემთხვევა ახსენდება, როცა რუსმა ტურისტმა გააპროტესტა ის, რომ თავის ენაზე არ დაელაპარაკნენ: „შემოვიდა გოგო, მესაუბრებოდა რუსულად, მე მას ინგლისურად ვპასუხობდი. მკითხა …

რუსული და უკრაინული ძალები მაგისტრალის კონტროლისთვის იბრძვიან – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 2 იანვრის ანგარიშში P66 მაგისტრალის კონტროლისთვის მიმდინარე ბრძოლაა განხილული. როგორც დაზვერვის მონაცემებიდან ვიგებთ, სავარაუდოდ, რუსული და უკრაინული ძალები აღნიშნულ მაგისტრალზე კონტროლის დასამყარებლად ბოლო 5 დღეა იბრძვიან. P66 მაგისტრალი მაგისტრალი რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიას ჩრდილოეთით მდებარეობს. იგი მთავარი მარშრუტია დონბასის ფრონტის ჩრდილოეთ სექციის რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან მომარაგებისათვის. როგორც ბრიტანული დაზვერვა …

მანქანების რიგები ლარსზე – ფოტო თანამგზავრიდან

„2022 წლის 25 სექტემბრის სატელიტური ფოტოებია აჩვენებს გრძელ საცობს მანქანებისას, რომლებიც უკრაინაში ომისთვის პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ტოვებენ რუსეთს და ლარსის გამშვებ პუნქტზე საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ“, – წერს Maxar Technologies ტვიტერში და სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს. მაქსარი კოსმოსური ტექნოლოგიებისა და დაზვერვის კომპანიაა, რომელიც სატელიტის საშუალებით იღებს თანამგზავრულ სურათებს. #SatelliteImagery from September 25, 2022 shows …

მზად ვართ, ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშის დასაცავად – ზელენსკი

დღეს, 23 აგვისტოს, უკრაინაში დროშის დღეს აღნიშნავენ. ომში მყოფ ქვეყანას ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა. „ორი ფერის კომბინაცია, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, ვუფრთხილდებით და არასდროს გავცვლით სხვაზე. არასდროს არ ვცნობთ სხვის ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე. ყოველთვის მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა,“ – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის დროშაზე ყვითელი ფერი ხორბლის ყანებს აღნიშნავს, …

პოდოლიაკი იმაზე, თუ რატომ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს და უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამერიკული წარმოების სარაკეტო სისტემების საჭიროებაზე საუბრობს, რომლის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია და აცხადებს, რომ პუტინი „მოძალადეა, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს“. „რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და უკრაინას, მაგრამ „ჩაყლაპა“ ფინეთის ნატოში გაწევრიანება. მოსკოვი ემუქრება მოლდოვას, მაგრამ თავს არიდებს კონფლიქტებს თურქეთთან. პუტინი თავს შეშლილად გვაჩვენებს, მაგრამ არ არის. ის არის …

ჩვენ გვჭირდება ომში წასვლა იმისთვის, რომ გადავრჩეთ – უკრაინელი ენის პროფესორი ომიდან

ვიქტორ მოისენკო ჟიტომირის ივან ფრანკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო უკრაინული ენის კათედრაზე. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე პროფესორმა სწავლის პროცესი მიატოვა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოსთან მოისენკო ამბობს, რომ არც დაფიქრებულა უნდა წასულიყო თუ არა საომრად, რადგან „სასწორზე უკრაინის არსებობის საკითხი დგას. 24-25 თებერვალს, როცა პირველი ბომბები დაუშინეს უკრაინას, ბევრი პროფესორი, …

ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს აფრთხილებენ, რომ სასტუმროები უნდა დატოვონ

ბათუმში, სასტუმრო „თანამგზავრსა“ და „ინტურისტში“ დაბინავებული უკრაინელი ლტოლვილების თქმით, მათ ურეკავენ და აფრთხილებენ, რომ შესაძლოა სასტუმროს დატოვება მოუწიოთ. „ბათუმელებმა“ ამის შესახებ 5 მაისსაც დაწერა. მაშინ ლტოლვილებს უთხრეს, რომ 6 მაისს უნდა დაეტოვებინათ სასტუმრო, მაგრამ შემდეგ ვადა გადაუწიეს. 12 მაისს ლტოლვილმა მარიუპოლიდან, რომელიც სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობს, გვითხრა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მას 13 მაისამდე მისცეს „ინტურისტში“ …

უკრაინა პირველ რუს ჯარისკაცს ასამართლებს უიარაღო კაცის მოკვლისთვის – მედია

დღეს, 13 მაისს, კიევის სასამართლო რუსი სამხედრო მოსამსახურის, ვადიმ შიშიმარინის საქმის განხილვას იწყებს. რუსეთის შემოჭრის შემდეგ ეს არის სამხედრო დანაშაულზე დაწყებული პირველი სისხლის სამართლის საქმე, რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო უკრაინა ინფო The Guardian-ზე დაყრდნობით იუწყება. ბრალდებული კანტემირის სატანკო დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის 21 წლის მეთაურია. მას ბრალად ედება სუმის რაიონში, სოფელ ჩუპახოვკაში უიარაღო მშვიდობიანი …

„მოვასწარი გადახტომა, მაგრამ ნამსხვრევი მომხვდა“ – ბათუმელი სტინგერის მსროლელი უკრაინაში

„რამდენიმე დღის წინ ერთ საფრენ აპარატს ვესროლე და განადგურდა, მეორეს ჩემმა მეგობარმა დაუმიზნა, მაგრამ ვერ მოახერხა ზუსტი დამიზნება. პირდაპირ შტურმი მოიტანეს ჩვენზე. კიდევ კარგი, გადახტომა მოვასწარი სანგარში, მაგრამ ნამსხვრევი მომხვდა…“ – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე, რომელიც უკვე 55 დღეა უკრაინაში იბრძვის. ავთანდილ სურმანიძე ბათუმიდანაა, ის სტინგერის მსროლელია. „ჯავშანჟილეტმა გადამარჩინა, დაზიანება პრაქტიკულად არ მქონდა,“ – ამბობს ქართველი …

ნამთვრალევი გენერლები მიხვდნენ, რომ ნაგავი არმია ჰყავთ – რუსი ბანკირი

რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი, ბანკ Тинькофф-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი ინსტაგრამზე უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმიანება და წერს, რომ რუსების უმრავლესობა ამ ომის წინააღმდეგია. „მე ვერ ვხედავ ამ გიჟური ომის ვერც ერთ ბენეფიციარს! იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები და ჯარისკაცები. სიმთვრალის შემდეგ გაღვიძებული გენერლები მიხვდნენ, რომ ნაგავი არმია ჰყავთ. და როგორ იქნება არმია კარგი, თუკი ქვეყანაში სხვა ყველაფერი ნაგავშია და …

ჩამოვიდნენ და ნახონ, რა მოჰყვება ფლირტს რუსეთთან – ზელენსკი მერკელსა და სარკოზიზე

დღეს, 4 აპრილს, დეოკუპირებულ ქალაქ ბუჩაში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს,  ვოლოდიმირ ზელენსკის, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მიიწვია გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინაში, რუსების მიერ გაჩანაგებული ქალაქების სანახავად. „ვფიქრობ, მან ჩემი სიგნალი შესანიშნავად გაიგო. მე მივმართე არა მხოლოდ მას, არამედ ევროპის ლიდერებს, ბატონ სარკოზის, რომლებიც, როგორც თქვენთვისაა ცნობილი, იღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ან, ასე ვთქვათ, იყვნენ რუსეთის ფედერაციის …

ბათუმში მეშვიდე დღეა იმართება უკრაინის სოლიდარობის აქცია

დღეს, 2 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს ბათუმში მცხოვრებმა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებმა. აქციაზე ისმოდა უკმაყოფილებაც მთავრობის განცხადებებზე რუსეთისთვის სანქციების არდაკისრებისა და მოხალისეების გამგზავრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რის გამოც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გუშინ კონსულტაციებისთვის საქართველოდან გაიწვია უკრაინის ელჩი. აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმში ჰუმანიტარული დახმარებისთვის აგროვებენ ნივთებსა …

ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია – რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით „რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის მეთაურის განკარგულების შესაბამისად, დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე“. საქართველოს სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები დაშვებულია ადმინისტრაციულ შენობებზე ბათუმშიც. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომში „რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს …

აგვისტოში სიზმრებიც ომითაა გაჟღენთილი – გორის მცხოვრები

ეკატერინე ქოთოლაშვილი 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში სოფელ ავნევში ისვენებდა. 7 აგვისტოს მან სოფელი დატოვა იმ იმედით, რომ პანიკა ჩაცხრებოდა და იმავე საღამოს დაბრუნდებოდა უკან. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ბოლოჯერ ხედავდა დიდ, ლამაზ, იისფერ სახლს, სადაც ყოველ შაბათ-კვირას იკრიბებოდნენ ბებიასთან მრავალრიცხოვანი ნათესავები.   ეკატერინე ქოთოლაშვილი მეზიზღება აგვისტო. ამ დროს სიზმრებიც ომითაა გაჟღენთილი. ყველაზე მეტად ბებიაჩემი მეცოდება, 19 …

10 წელი აგვისტოს ომიდან – დისკუსია და წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაცია ბსუ-ში

9 აგვისტოს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაცია გაიმართება. დისკუსია და წიგნის პრეზენტაცია რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორიები არიან ბსუ და გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”. წიგნის ავტორები მწერალი სალომე ბენიძე და ფოტოგრაფი დინა ოგანოვა წარადგენენ ფოტოწიგნს “(S)hero(es)”. ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნი გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში“ გამოსცა. წიგნის მთავარი გმირები ის …

ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის წევრობამდე მიიყვანს საქართველოს ევროპული გზა – მიხეილ ჯანელიძე

“საქართველო აღიარებულია ლიდერად ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში. ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, კულტურის, ენერგეტიკის, გარემოს, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და სხვა სფეროებში,  მრავალ მნიშვნელოვან მიმართულებაზე ევროკავშირის დახმარება – ეს ევროინტეგრაციით განპირობებული სიკეთეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემრულებელმა, …

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს 8 აგვისტოს, აჭარის უმაღლესი საჭოს, მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის წევრები, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ. ხელისუფლებისა წარმომადგენლებთან ერთად გმირთა სკვერში იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ადლიის მე-3 ქვეთი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, შინდისის ომში დაღუპული მეომრებისა და აჭარის რეგიონის მასშატაბით ომი დაღუპულთა ოჯახის წევრები. 8 აგვისტოს ომში აჭარიდან 16 ჯარისკაცი დაიღუპა. „რვა წელი …

„დახატე შენი გმირი“ – ბავშვების თვალით დანახული გმირები (ვიდეო)

დღეს 8 აგვისტოს,  ბათუმში „თანამედროვე ხელოვნების ცენტრში“,  აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „დახატე შენი გმირი“.  სხვადასხვა ასაკის ბავშვები თავიანთ საყვარელ გმირებს, ხელოვნების ცენტრის კედლებზე ხატავდნენ. კედლებზე გამოსახური ბავშვების საყვარელი გმირები ჯარისკაცებიც იყვნენ, რომლებიც ბავშვების თქმით, იმიტომ არიან გმირები, რომ თავიანთ  სამშობლოს იცავენ. კედლებზე ბავშვებმა მათი საყვარელი ნაწარმოების გმირებიც გამოსახეს.  აქცია – „დახატე შენი …

3 ათასი ლარი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს

აჭარიდან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს  3000 ლარი გადაეცა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თანხა 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში გამოიყო. ამავე ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს უფასო სამედიცინო მომსახურებაც გაეწიათ. „აქცია, 7 აგვისტოს აჭარის მთავრობის მხარდაჭერით  კლინიკა „მედცენტრში“ ჩატარდა“- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს …

Exit mobile version