ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს საქართველოში გააუპატიურეს, 4 წლის იყო. 2019 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, სულ საქართველოში წელს 10 ბავშვი გააუპატიურეს: 4 ბიჭი და 6 გოგო. ოფიციალური სტატისტიკა „ბათუმელებს“ გენერალური პროკურატურიდან მოაწოდეს. ჩვენ სექსუალური ხასიათის დანაშაულების შესახებ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სადაც დაზარალებულები არასრულწლოვნები არიან. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პედოფილიის ჩადენის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. მაგალითად, გაუპატიურების …
Tag Archives: პროკურატურა
დიდ ბრიტანეთში დასაქმების დაპირება 36 906 ლარის სანაცვლოდ – რა გადაწყვიტა სასამართლომ
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობაში ბრალდებული ორი პირი – თ.ა. და კ.ტ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, 2018 წლის ივლისში, თ.ა.-მ და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კ.ტ.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი ექვსი მოქალაქე დაარწმუნეს, რომ თითქოსდა შეეძლოთ სამუშაო ვიზების მიღების უზრუნველყოფით, …
მოქალაქემ სასამართლოშიც ვერ გაიგო, რატომ არ აძლევს პოლიცია საზღვრის კვეთის უფლებას
„სასამართლომ სამართლებრივ ვაკუუმში მოაქცია ეს ადამიანები, ისინი ამ გადაწყვეტილებას ვერსად გაასაჩივრებენ“, – ასე აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან მოქალაქე გიგა ბ.-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. გიგა ბ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც საზღვრის დატოვების უფლებას არ აძლევენ. მას არც ერთი ოფიციალური უწყება არ ეუბნება, რატომ შეუზღუდეს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლება. …
PHR: აუტიზმის მქონე 9 წლის პეტრე სასამართლომ და პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, აუტიზმის მქონე 9 წლის ნაცემი პეტრე პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია. „ბავშვი პერიოდულად სახლიდან გარბის. იგი ვერ ლაპარაკობს. მოწმეები მიუთითებენ, რომ მამა ღიზიანდებოდა პეტრეს დიაგნოზით გამოწვეულ ქცევებზე და ქამრით სცემდა. მამა კრძალავდა პეტრეს ჩართვას თერაპიულ კურსებში და ბავშვის დიაგნოზის გამო დედას ადანაშაულებდა. იგი ბავშვს აუტიზმის დიაგნოზის გამო სასტიკად …
Continue reading “PHR: აუტიზმის მქონე 9 წლის პეტრე სასამართლომ და პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო”
სასაფლაოს სასაფლაო – რაში დახარჯა ბათუმის მერიამ 3,5 მილიონი ლარი [ფოტო]
ბათუმის ახალი სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონამდე ლარი უკვე დაიხარჯა, 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. სასაფლაო დღემდე არ არის გახსნილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის მერიამ პროკურატურას 2019 წლის თებერვალში მიმართა. პროკურატურაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ზემოქმედების შედეგად მოხდა ტერიტორიის ეროზირება, რამაც საფლავებისთვის მომზადებული ადგილების დახრამვა …
Continue reading “სასაფლაოს სასაფლაო – რაში დახარჯა ბათუმის მერიამ 3,5 მილიონი ლარი [ფოტო]”
ბათუმის მერიამ 3,5-მლნ დახარჯა სასაფლაოსთვის, რომელიც საფლავებისთვის არ გამოდგება
ბათუმის ახალი სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა და რომელიც 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ არის გახსნილი. სასაფლაოს დაბა ჩაქვში აწყობდნენ, გარკვეული სამუშაოები შესრულდა, თუმცა, უშედეგოდ – მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოები“ გარდაცვლილთა დაკრძალვისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფას, შესაბამისი ფართობის არარსებობის გამო, ვერ ახერხებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის …
Continue reading “ბათუმის მერიამ 3,5-მლნ დახარჯა სასაფლაოსთვის, რომელიც საფლავებისთვის არ გამოდგება”
სასამართლოში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დაკითხეს
ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს, 16 აგვისტოს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძე დაკითხეს. ბათუმის მერიის ყოფილ 7 მაღალჩინოსანს, მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს თანხის მითვისებას და ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე ეხება ე.წ. იაფი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის და ავანსად ჩარიცხული 1 მილიონი ლარის დაკარგვას, ისე რომ სამუშაოების ნაწილიც …
Continue reading “სასამართლოში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დაკითხეს”
რატომ არ დასაჯეს სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც ღამის კლუბში კაცი დაჭრა
სუს-ის თანამშრომელი, ლაშა გაბრიჭიძე, რომელმაც გასული წლის ზაფხულში ბათუმში, ღამის კლუბ „სექტორი 26“-ში დაცვის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, არ დაუკავებიათ და ისევ სუს-ში მუშაობს. პროკურატურამ მის მიმართ მხოლოდ განრიდება გამოიყენა და სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. შემთხვევა 2018 წლის 2 აგვისტოს მოხდა – თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბ „სექტორი 26“-ში პოლიციელი დაჭრეს, თუმცა „ბათუმელებმა“ მაშინ …
Continue reading “რატომ არ დასაჯეს სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც ღამის კლუბში კაცი დაჭრა”
მოწმეები, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ
„სარფის საბაჟოზე მითხრეს, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მაქვს. ვერ მითხრეს, რატომ,“ – ამბობს გიორგი ბ. მას სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეში მოწმის სტატუსი აქვს, თუმცა არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც გიორგის საზღვრის კვეთის უფლება არ აქვს. იგივე პრობლემა აქვს გელა ც.-საც. ორივე მათგანი თურქეთში სეზონურ სამუშაოზე აპირებდა გადასვლას. ისინი მბობენ, რომ პროკურატურის ამ ზეპირი გადაწყვეტილებით …
Continue reading “მოწმეები, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ”
პრეზიდენტმა პოლიტპატიმრების საქმის პროკურორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
ბათუმელი პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე ღირსების ორდენით საქართველოს პრეზიდენტმა 30 მაისს, პროკურორების დღეს დააჯილდოვა. პრეზიდენტს დასაჯილდოებელი პროკურორების კანდიდატების სია მთავარმა პროკურატურამ გადასცა. არც პროკურორს და არც პრეზიდენტს დაჯილდოების ცერემონიაზე არ უთქვამთ, კონკრეტულად რა საქმეების გამო დააჯილდოეს იმ დღეს 4 პროკურორი: ნინო აღლემაშვილი, რევაზ ბაღაშვილი, გიორგი გოგაძე და ფრიდონ ქარცივაძე. პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ ღირსების ორდენს აძლევს …
Continue reading “პრეზიდენტმა პოლიტპატიმრების საქმის პროკურორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა “
მაჩალიკაშვილი პროკურორისთვის ჩივილის უფლებას ითხოვს – საკონსტიტუციო
მალხაზ მაჩალიკაშვილი სამსონ თამარიანთან და მერაბ მიქელაძესთან ერთად პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. დავის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 7 ივნისს დაიწყო. მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც თუკი პროკურორი ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულზე გამოძიებას, ან სისხლისსამართლებრივი დევნას შეწყვეტს, ამას სასამართლოში ვერ გაასაჩივრებ. პროკურორს ასევე ვერ უჩივლებთ, თუკი ის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე …
Continue reading “მაჩალიკაშვილი პროკურორისთვის ჩივილის უფლებას ითხოვს – საკონსტიტუციო”
პროკურატურამ ქობულეთის „სანდასუფთავების“ ყოფილი უფროსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ქობულეთის მერიაში არსებულ სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. საუბარია ქობულეთის მერიის შპს „ქობულეთის სანდასუფთავებაზე“, რომლის ხელმძღვანელმა, სულიკო ბლადაძემ, TV 25-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა ორგანიზაციაში არსებული ნეპოტიზმი. მან განაცხადა, რომ სამსახურში ძმა და ცოლისძმა ჰყავდა დასაქმებული. TV 25-ის სიუჟეტის თანახმად, …
ბათუმში დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება
დღეს, 30 მაისს, პროკურატურამ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსანი ერთდროულად დააკავა. აჭარის მთავარმა პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა ბრიფინგი მოაწყო და თქვა, რომ მაღალჩინოსნების დაკავება 2015 წელს ჩატარებულ იმ ტენდერს უკავშირდება, რომლითაც ბათუმში „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. დაკავებულებს ჯერ არ შეხვედრიან ადვოკატები. უცნობია, აღიარებენ თუ არა ისინი წარდგენილ ბრალს. დაკავებული მაღალჩინოსნები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების …
Continue reading “ბათუმში დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება”
ვინ არის თორნიკე ონიანი – 16 წლის ბიჭის წამების საქმე პოლიციის უფროსის წინააღმდეგ
თორნიკე ონიანი ბოლნისის პოლიციის უფროსი აღარ არის. ამის შესახებ „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს. თორნიკე ონიანი ბოლნისში პოლიციას ხელმძღვანელობდა, სადაც 16 წლის ბიჭი აწამეს, სცემეს, ხელი მოტეხეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ამ საქმეზე ამ დრომდე დასჯილი არავინაა. მსხვერპლი ბიჭი ამბობს, რომ მას უშუალოდ პოლიციის უფროსმა სცემა. „ასეთი ამბავი უახლოეს ისტორიას არ ახსოვს, რაც „ქართული ოცნება“ …
Continue reading “ვინ არის თორნიკე ონიანი – 16 წლის ბიჭის წამების საქმე პოლიციის უფროსის წინააღმდეგ”
სად წაიღო პოლიციამ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ძვირადღირებული ავტომანქანები
„ინტერპოლის მოთხოვნით, მესაკუთრეებს ართმევენ მანქანებს ისე, რომ კანონს არღვევენ“, – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე. კანონის დარღვევად იურისტი სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ მოქალაქეებს ავტომანქანებს ართმევენ და შემდეგ თვეობით ან წლობით პოლიციის განყოფილებების ეზოებში აჩერებენ. საუბარია მსუბუქ ავტომანქანებზე, რომლებიც ძირითადად ევროპის ქვეყნებში მოიპარეს ან თაღლითური გზით მიითვისეს, შემდეგ საქართველოში ჩამოიტანეს და გაყიდეს. ადვოკატის მტკიცებით, …
Continue reading “სად წაიღო პოლიციამ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ძვირადღირებული ავტომანქანები”
ადვოკატი: ლავასოღლისთვის თურქულ ციხეში ყოფნა გაუსაძლისია, ის ექსტრადაციის მოთხოვნით შიმშილობს
„ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით საქართველოს თურქეთისთვის არ მიუმართავს, დოკუმენტაცია გაგზავნილი არ არის,“ – აცხადებს „კანონიერ ქურდობაში“ მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის ადვოკატი ლექსო კობაიძე. მისივე თქმით, ლავასოღლი ამ დროისთვის ისევ შიმშილობს თურქეთის სადეპორტო დაწესებულებაში. „ორი საათის წინ ვესაუბრე ტელეფონით. მითხრა, რომ ისევ შიმშილობს. მისი მოთხოვნა უცვლელია. ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ექსტრადაცია მოითხოვოს, ან თავი დაანებონ, იქ ყოფნა …
8 წლით პატიმრობა ვალუტის ჯიხურის დაყაჩაღებისთვის
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გ.-მ.-ს. ის „პისტოლეტის მსგავსი საგნით“ ჯიხურიდან 10 693 ლარის ოდენობის სხვადასხვა ვალუტის წაღებას ცდილობდა, როცა დააკავეს. საუბარია 2018 წლის 4 მაისს მომხდარ შემთხვევაზე – „ხოფის ბაზრობის“ შესასვლელთან სავალუტო ჯიხური „თაიმის“ დაყაჩაღება სცადეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებული ჯიხურთან, „ცხელ კვალზე“ დააკავეს. თვითმხილველების თქმით კი, ბრალდებული …
Continue reading “8 წლით პატიმრობა ვალუტის ჯიხურის დაყაჩაღებისთვის”
უვადო პატიმრობის განაჩენი სააპელაციომ 20-წლიანით შეცვალა – ტრეფიკინგის საქმე
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ტრეფიკინგში მსჯავრდებულ ქალს ნ.რ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 15 მარტს, გამოაცხადა. საუბარია აჭარაში, ბეშუმის ტყეში, 2013 წელს მოკლული უზბეკი გოგოს საქმეზე, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წელს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებულ ქალს, ასევე, უზბეკეთის მოქალაქეს, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განსასჯელს „ინტერპოლის“ წითელი ცირკულარით ეძებდნენ. რამდენიმე თვის …
Continue reading “უვადო პატიმრობის განაჩენი სააპელაციომ 20-წლიანით შეცვალა – ტრეფიკინგის საქმე”
აჭარის პროკურორი ოჯახში ძალადობის გაზრდილ მაჩვენებელზე
„პრობლემა არ მოგვარდება მხოლოდ იმით, თუ რამდენ საქმეზე დაიწყება გამოძიება, ან რამდენ შემთხვევაზე დაიწყებს დევნას პროკურატურა. ეს არ არის ამ პრობლემის მოგვარების აბსოლუტური ხერხი, თუ არ იქნება ჩართული საზოგადოების ფართო სპექტრი, თუ არ იქნება სამოქალაქო მართლშეგნება, თუ ამ სერვისებს არ ექნება მხარდაჭერა. მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ამაში ჩართული. ეს ციფრები ხან მოიმატებს, ხან – დაიკლებს…“ …
Continue reading “აჭარის პროკურორი ოჯახში ძალადობის გაზრდილ მაჩვენებელზე”
უნდა იძიებდეს თუ არა შსს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს – დავა საკონსტიტუციოში
“შსს, ან პროკურატურა არ უნდა იძიებდეს, მაგალითად, პოლიციელის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს,” – მიიჩნევს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე. ის პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. გიორგი ცერცვაძემ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა, რომელიც მას ადმინისტრაციული დაკავების დროს ჩაუტარეს. დასკვნის მიხედვით, გიორგი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში ჯანმრთელი შევიდა, იქედან გამოსულს კი, კონკრეტული დაზიანებები ჰქონდა სხეულზე. “მას სახეზე ჰქონდა დაზიანება, ჩალურჯებული იყო …
Continue reading “უნდა იძიებდეს თუ არა შსს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს – დავა საკონსტიტუციოში”
თქვენ შეგიძლიათ უჩივლოთ პროკურორს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება
თუკი პროკურორი თქვენს დაზარალებულად ცნობაზე უარს იტყვის, შეგიძლიათ მას სასამართლოში უჩივლოთ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს, 14 დეკემბერს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოში პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ აქამდე მხოლოდ მაშინ საჩივრდებოდა, თუკი იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეეხებოდა. მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის საქმეებზე ადამიანებს პროკურორის გადაწყვეტილებას ვერ ასაჩივრებდნენ. თუკი …
Continue reading “თქვენ შეგიძლიათ უჩივლოთ პროკურორს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება”
„კომპანიამ გაგვაცურა, პროკურატურა არ რეაგირებს“ – მოქალაქეები თანხის დაბრუნებას ითხოვენ
აჭარაში ათეულობით მოქალაქე პროკურატურისგან თაღლითობის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. დღეს, 8 ნოემბერს, ისინი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ აპირებენ შეხვედრას ორგანიზაციის – „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელთან, თამაზ ბაკურიძესთან. მოქალაქეები კონკრეტული კომპანიისგან თანხის დაბრუნებას ითხოვენ და შეხვედრაზე უნდა დაგეგმონ, რა გზით დაიწყონ სამართლებრივი დავა. „წლის დასაწყისში ჩავრიცხე კომპანია HD Forex-ის ანგარიშზე 5 ათასი დოლარი, ზოგმა მეტი, ზოგმა – ნაკლები ჩარიცხა… …
უნდა მივიდეს თუ არა პროკურორი ადვოკატთან – მოსამართლის განმარტება
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 3 ოქტომბერს, არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომლითაც იგი სასამართლოში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვდა „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე.“ ადვოკატი ზაზა პაპიძე პროკურატურაში არ მივიდა ამ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ჩასაბარებლად. ზაზა პაპიძემ პროკურორს ბათუმში, საადვოკატო ბიუროში შესთავაზა მტკიცებულებების ჩაბარება. პროკურორმა ბათუმში მყოფ ადვოკატთან მისვლის ნაცვლად, ქუთაისში, ციხეში, პატიმართან არჩია ჩასვლა. …
Continue reading “უნდა მივიდეს თუ არა პროკურორი ადვოკატთან – მოსამართლის განმარტება”
ადვოკატი კონკრეტულ გამომძიებლებზე, რომლებიც მას საქმიანობაში ხელს უშლიან
ადვოკატი ზაზა პაპიძე პროფესიული საქმიანობის შეზღუდვაზე, ასევე პროკურორების და გამომძიებლების მხრიდან სახელმწიფო რესურსის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. პროკურორმა მას მტკიცებულებები ბათუმში არ ჩააბარა, სამაგიეროდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პატიმარს ჩაუტანა – ქუთაისში. გუშინ, 12 სექტემბერს „ქურდული სამყაროს წევრობის საქმის“განხილვის დროს, მოსამართლეს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ უთხრა, რომ მტკიცებულებები პროკურატურამ უშუალოდ პატიმარს ჩააბარა, რადგან ადვოკატი პროკურატურაში არ გამოცხადდა. „მე …
Continue reading “ადვოკატი კონკრეტულ გამომძიებლებზე, რომლებიც მას საქმიანობაში ხელს უშლიან”
პროკურატურა ანგისის სტადიონის მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლას აპირებს
პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგს გამოეხმაურა. ამ პარტიის წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 12 სექტემბერს, განაცხადა, რომ პროკურატურას ბოლო პერიოდში სხვადასხვა საქმეზე მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა და არც ინფორმაცია მიუწოდებიათ პარტიისთვის. „დასახელებული საქმეებიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში შემოსულია ერთადერთი განაცხადი სტადიონის სარემონტო სამუშაოების დროს შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით,“ – განუმარტეს „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში. განმარტება პროკურატურამ წერილობით …
Continue reading “პროკურატურა ანგისის სტადიონის მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლას აპირებს”
პროკურორის განმარტება „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“
„ამ საქმეში 4 დაზარალებულია, 4 ადამიანს აქვს დაზარალებულის სტატუსი,“ – უპასუხა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ბათუმში „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ დაკავებულების საქმე განიხილა. „რას გვედავებით, როცა დაზარალებული საქმეში არ არსებობს“, – მიმართა პროკურორებს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ივანე გიგიაძემ. პროკურორის თქმით, დაზარალებულად ცნობილი პირები სასამართლოსაც მისცემენ ჩვენებას. …
Continue reading “პროკურორის განმარტება „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“”
ზაზა სარალიძე პრემიერს: ვიცი, რომ განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე
ახლახან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზაზა სარალიძე გამოეხმაურა. პრემიერმა წუხელ, პირველ ივნისს თქვა, რომ ნებისმიერ მომენტში დატოვებს თანამდებობას, თუ დარწმუნდება, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას წაადგება ან სიტუაციას განმუხტავს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მომენტი ახლა არ არის. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის. ეხლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას. მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ. …
Continue reading “ზაზა სარალიძე პრემიერს: ვიცი, რომ განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე”
ბათუმში ტრეფიკინგში ბრალდებულმა მიმალვა შეძლო, მას პროკურატურა ეძებს
ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გ.ს.-მ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში მ.ხ. მსხვერპლმა იცოდა, რომ ის რესტორანში მიმტანად იმუშავებდა. „გ.ს.-მ საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, …
Continue reading “ბათუმში ტრეფიკინგში ბრალდებულმა მიმალვა შეძლო, მას პროკურატურა ეძებს”
„პროკურორს შეუძლია თაროზე შემოდოს საქმე“ – სარჩელი ზემდგომი პროკურორის წინააღმდეგ
კომპანია „ნიკანი“ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტიციო სასამართლოში აპირებს დავას. სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია. დავის საგანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსია, სადაც წერია, რომ „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება…“ 2017 წლის აგვისტოდან დღემდე ეს კომპანია კონკრეტული ფიზიკური პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა კომპანიას პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. …
Continue reading “„პროკურორს შეუძლია თაროზე შემოდოს საქმე“ – სარჩელი ზემდგომი პროკურორის წინააღმდეგ”
„მოკვლით და დამარხვით დამემუქრნენ“ – მოქალაქე პროკურატურას მიმართავს
ბათუმელი მირზა დოლიძე აცხადებს, რომ ხუთი დღის წინ მასთან ორი პირი – იმედა ხინკილაძე და ბექა გვიანიძე მივიდა და 7 ათასი დოლარი მოსთხოვეს. უარის შემთხვევაში ისინი მას „მოკვლით და დამარხვით“ დაემუქრნენ. ფულის გადახდაზე უარის შემდეგ, როგორც დოლიძე ამბობს, იმავე პირებმა მოურღვიეს ეზოს ღობე და ბულდოზერებით დაიწყეს სახლის საძირკვლის გამოთხრა. ახლა მართლაც მორღვეულია მათ საკუთრებაში არსებული ღობე, …
Continue reading “„მოკვლით და დამარხვით დამემუქრნენ“ – მოქალაქე პროკურატურას მიმართავს “
აჭარის პროკურატურას ქალი პირველად უხელმძღვანელებს
აჭარის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. იგი აქამდე საპროკურორო საბჭოს წევრი იყო და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი. აჭარის პროკურატურას აქამდე ლევან პაქსაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა კახეთის პროკურორად დანიშნეს. საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა, დასავლეთ საქართველოს პროკურორად – შოთა ტყეშელაშვილი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად – ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, სამცხე-ჯავახეთის პროკურორად …
Continue reading “აჭარის პროკურატურას ქალი პირველად უხელმძღვანელებს”
82 წლის ქალმა აჭარის პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
ალექსანდრა ტერუნი აჭარის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. მას სახლი საიათნოვას 4-ში [ჩაის სახლის შენობა] მეზობელმა აუჭედა. ალექსანდრას ბინა უკვე მეზობელს ეკუთვნის, თუმცა აღსრულების ეროვნულ სამსახურს გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაუწყია. ალექსანდრა ამბობს, რომ მას პირადი ნივთებიც არ გამოუტანია ბინიდან, ოთახში ასევე ჩაკეტილია მისი კატა. მოხუცი შიმშილობს, ვიდრე მთავარი პროკურორი მას არ შეხვდება და არ მიეცემა ბინაში …
Continue reading “82 წლის ქალმა აჭარის პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო”
რა შეიცვალა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მედიაგაშუქების შემდეგ
„არაფერი არ შეცვლილა, აღარ მინდა ლაპარაკი, დავიღალე,“ – ეს ხათუნა ბ.-მ გვითხრა. ის ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლია. მის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ნოემბერში წერდა. ხათუნა არაა ძალადობის ერთადერთი მსხვერპლი, ვისი ისტორიაც მედიამ გაშუქდა. ძალადობის მსხვერპლი ქალები, ვისაც ვესაუბრეთ, ისევ გრძნობენ საფრთხეს ყოფილი ქმრებისგან, მათი სოციალური მდგომარეობა დამძიმდა, ზოგს შვილებთან დაშორება მოუწია, ზოგს პირიქით – შვილების დამოუკიდებლად …
Continue reading “რა შეიცვალა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მედიაგაშუქების შემდეგ”
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, გამოძიების დაწყების მოთხოვნით
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ხელისუფლებას „სამართლიანობის აღდგენის“ დაპირება შეახსენეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ასლან აბაშიძის დროს უკანონოდ გასხვისდა მაღაზია „მაგნოლია“ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. მაღაზიის ყოფილმა მფლობელებმა სასამართლოს ყველა ინსტანცია წააგეს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ საქმე ხელახლა უნდა შეისწავლონ სამართალდამცველებმა. „ჩვენ ვდავობთ 1996 წლიდან, როცა მაღაზიიდან პირდაპირ გამოვყარეს და ქუჩაში დაგვტოვეს,“ …
Continue reading “აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, გამოძიების დაწყების მოთხოვნით”
ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ
გერმანიის მოქალაქე, დავით გაიე ამბობს, თაღლითობის მსხვერპლია. მან პროკურატურას დახმარებისთვის 2017 წლის თებერვალში მიმართა და საგამოძიებო პროცესი ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა პროკურატურა კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენაზე უარს ამბობს. დავით გაიე გვიყვება, რომ ბათუმში ბიზნესის დასაწყებად თავდაპირველად ფული გერმანელისგან ისესხა, შემდეგ მასთან იჩხუბა და კომუნიკაციას ვეღარ ახერხებდა. „დამიკავშირდა ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე – გიორგი ქ. რომელსაც …
Continue reading “ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ”
საქმეები, რომელთა გამოძიებას პროკურატურა არ ამთავრებს
„ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს“ და „საგამოძიებო ორგანოების მიმართ გარკვეულ უნდობლობას ნერგავს“, – ამ ფრაზებით აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე სისხლის სამართლის წესით დაწყებულ და დაუსაბუთებლად გაჭიანურებულ საქმეებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საშიშ ტენდენციას იმ საქმეებში ხედავს, სადაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიუღია პროკურატურას. ერთ-ერთი საქმე, …
Continue reading “საქმეები, რომელთა გამოძიებას პროკურატურა არ ამთავრებს”