აქტივისტი ქალები, რომლებმაც ძალადობის მსხვერპლი ქალი დაიცვეს, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ

ხულოში აქტივისტი ქალები, რომლებმაც ძალადობაზე საუბარი დაიწყეს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარდაჭერა აღმოუჩინეს, ძალადობაში დადანაშაულებული პირების ნათესავების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ფატიმა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელია. ფატიმა ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალს, მზიური მელაძეს მხარი დაუჭირა. ძალადობის მსხვერპლ ქალთან, მზიური მელაძესთან ინტერვიუ გადაცემა „ჰეშთეგმა“ ჩაწერა. ქალი …

რითი სჯიან კაცებს, რომლებიც ცოლებს სცემენ

„…სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ე. ბ. სისტემატურად ამცირებდა, აშანტაჟებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა თავის მეუღლეს, რის გამოც დაზარალებული მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას…“ – ვკითხულობთ განაჩენში, რომელიც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 2021 …

„საჭმელი არაფერი გვაქვს“ – 6 წლის ბიჭი და დედა შიმშილზე აღდგომის დღეს

„დაგვეხმარეთ, საჭმელი არაფერი არ გვაქვს“, – ეს სიტყვები ეკუთვნის 6 წლის ბიჭს. ასე მთავრდება ვიდეო, რომელშიც ის დედასთან ერთად საუბრობს საკვების გარეშე ცხოვრებაზე. „არ მიხარია აღდგომის მოსვლა, რადგან ჩემს შვილებს შიათ, ჩემს შვილებს არაფერი აქვთ სააღდგომო,“ – ამბობს ხატია ბაღათურია, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, ყოფილ ქმარს ახლაც გაურბის და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისში, …

კაცმა ცოლს სახლის დაულაგებლობის გამო სცემა, მას ყოფილმა ცოლმაც უჩივლა

კაცმა ცოლს სახლის დაულაგებლობისთვის სცემა. ოჯახში ძალადობის ამ შემთხვევის შემდეგ ლევანს [სახელები შეცვლილია] ყოფილმა ცოლმაც უჩივლა. ეს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განიხილა. განაჩენის მიხედვით, ლევანმა ცოლს სახლის დაულაგებლობისთვის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. „…არასრულწლოვანი შვილის – საბას თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ კი, სახის არეში დაარტყა ხელი ორჯერ, ერთხელ დაარტყა ხელი მარცხენა წინამხრის …

ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა პოსტი დატოვა – მას ცოლზე ძალადობას ედავებიან

ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, მირზა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მას პროკურატურა ოჯახში ძალადობას ედავება და ბრალი 11 მარტს წარუდგინეს, თუმცა ამ დრომდე მირზა ბახტაძე თანამდებობის პირი იყო. „მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ეს თანამდებობა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში. მირზა ბახტაძისთვის სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მირზა ბახტაძეს ოჯახში …

როგორ დასაჯეს კაცი, რომელიც ბებიას ფანჯრიდან აგდებდა

„…საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას ნი…ძემ ხელში აიყვანა ოჯახის წევრი – ბებია, მიიყვანა ღია ფანჯარასთან და ფანჯრიდან გადაგდების ფორმით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ბებიამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – წერია განაჩენში, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. განაჩენის მიხედვით, ფანჯრის ეპიზოდამდე ბრალდებულმა ბებიას ძლიერად მოუჭირა ხელები, რამაც ქალში ძლიერი ტკივილი …

რა მიუსაჯეს კაცს ლიფტში ცოლის ცემისთვის

იმის გამო, რომ ბრალდებულმა დათო ბ.-მ აღიარა დანაშაული და ნაცემი ცოლიც შეურიგდა, სასამართლომ მას მხოლოდ პირობითი მსჯავრი შეუფარდა. დათო ბ.-მ ცოლს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, შემდეგ კი, საძინებელში სცემა. „ოჯახის წევრები იმყოფებიან მის [ბრალდებულის] კმაყოფაზე,“ – ვკითხულობთ განაჩენის იმ ნაწილში, სადაც მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე გადაწყვეტილებას სამართლებრივად ასაბუთებს. განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ბათუმში ღამის ორის ნახევარზე მოხდა, …

4 ქალის ამბავი, რომლებსაც ორსულობისას ქმრებმა სცემეს – „ვირჩევ დუმილის უფლებას“

„ვირჩევ დუმილის უფლებას“ – უთხრეს მოსამართლეს ქალებმა, რომლებმაც მანამდე, პოლიციელებთან ჩვენების მიცემის დროს, ქმრები ორსულობის დროს ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულეს. სამართლებრივად ძალა კი, მხოლოდ სასამართლოში ნათქვამს აქვს. პირველი ორსული ქალის ისტორია: „ძლიერად მომიჭირა ხელები და ფეხი მუცელში ჩამარტყა“  „…ძლიერად მომიჭირა ხელები ორივე ხელზე, რის შემდგომაც ფეხი ჩამარტყა მუცელში… მტკიოდა,“ – ეს ინგამ [სტატიაში სახელები შეცვლილია] უთხრა …

კაცს კერძი არ მოეწონა და ცოლს სცემა – რა თქვა სასამართლომ

120 დღით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმში მცხოვრებ კაცს მიუსაჯა. კაცმა იმის გამო სცემა ცოლს, რომ კერძი არ მოეწონა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გენდერული მოტივი დაადგინა, ანუ როცა ადამიანზე იმის გამო ძალადობენ, რომ ის ქალია. განაჩენის მიხედვით, საკვები ორ სხვადასხვა დღეს გახდა კონფლიქტის მიზეზი. პირველ შემთხვევაში კაცმა ცოლს კერძის გემო დაუწუნა და …

კაცი ყოფილ ცოლს Facebook-ის გაუქმებას აიძულებდა და მას ქუჩაში სცემა – განაჩენი

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 400 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა კაცს, რომელიც ყოფილ ცოლს facebook-ის გაუქმებას აიძულებდა და ამის გამო მას ქუჩაში სცემა. განაჩენის მიხედვით, ოჯახში ძალადობისთვის მანამდე ნასამართლევმა კაცმა „სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ ქალი არ უნდა სარგებლობდეს სოციალური ქსელით, ასევე ქალის დაუმორჩილებლობით გაღიზიანებულმა, რომ ამ უკანასკნელმა არ გააუქმა სოციალურ ქსელ ,,Facebook’’-ში რეგისტრირებული თავისი პირადი პროფილი, …

ოჯახში ქალზე ძალადობის დროს მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა – დაკავებულია 1 პირი

შს სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე კახეთში ერთი პირი დააკავეს. „დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი, 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით …

დააკავეს კაცი, რომელმაც 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა

შს სამინისტროს ცნობით, კახეთში ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 31 წლის კაცი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კაცი არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 …

მამამ შვილს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა – შსს

ცაგერის მუნიციპალიტეტში შვილზე მოძალადე მამა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2020 წლის 22 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს – 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ახალგაზრდა კაცს ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დაკავებულ ზ.გ.-ს, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ცაგერის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარის ოდენობით გირაო …

ქალი ინტერნეტით გავიცანი, ახლა საკუთარ სახლში აღარ მიშვებს – 61 წლის კაცი

„ჩემს საკუთარ სახლში აღარ მიშვებს ქალი, ვისთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვიყავი 3 წელი,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. ის 61 წლისაა და სიმსივნის დიაგნოზი აქვს, რაც ექიმის დიაგნოზით დასტურდება. ალექსანდრეს თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა ხიდის ქვეშ ან ავტობუსის გაჩერებაზე უწევს ღამის გათევა. მას საკუთარი სახლი შემაკავებელი ორდერის საფუძველზე დაატოვებინეს. ალექსანდრე მიიჩნევს, რომ ახლა თვითონაა ეკონომიკური …

დააკავეს კაცი, რომელიც სისტემატურად ძალადობდა ცოლზე, დედასა და მამაზე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნინოწმინდაში ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის 1975 წელს დაბადებული პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მეუღლის – 1975 წელს დაბადებული ა.ი.-ის, მამის – 1948 წელს დაბადებული შ.ი.-ისა და დედის – 1950 წელს დაბადებული ნ.ი.-ის მიმართ. ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს, ა.ი. ოჯახის …

ელექტრონულ სამაჯურს მოძალადეებსა და მსხვერპლებს პირველი სექტემბრიდან გაუკეთებენ

პირველი სექტემბრიდან მოძალადეების წინააღმდეგ ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას დაიწყებენ. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ბრძანებას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უკვე მოაწერა ხელი. ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ელექტრონულ სამაჯურს მოძალადეს იმ შემთხვევაში გაუკეთებენ, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური …

14 წლის მოზარდის ბიძა და ბაბუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს, 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. შს სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის …

შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: სისტემის შიგნითაც ვებრძოდით ოჯახში ძალადობას

„საზოგადოების მხრიდან ძალადობრივი ქცევა, ვფიქრობ, არ შეცვლილა,“ „ჩვენ ვებრძოდით ოჯახში ძალადობას სისტემის შიგნითაც,“ – ამას გოგა ხატიაშვილი ამბობს, მან 20 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასვლის შესახებ განაცხადა. ბოლო სამი წლის განმავლობაში გოგა ხატიაშვილი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო. „…ეს არ იყო ჩემთვის უბრალო სამსახური. იგი არ ჰგავდა ყოველდღიურ რუტინას. არასოდეს არ მტოვებდა იმის …

ქობულეთში მაღალჩინოსანი პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობაზე

საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქობულეთის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ირაკლი შაქარიშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევას. ირაკლი შაქარიშვილს  ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ცოლი ადანაშაულებს. პოლიციელის ცოლთან ინტერვიუ „მთავარმა“ გაავრცელა, სადაც ქალი ამბობდა, რომ ძალადობის გამო ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა და მას პოლიციელი ქმარი ნათესავების სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება ირაკლი …

კაცმა გაასაჩივრა ქალზე ძალადობისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი

მოსამართლე კობა გოცირიძემ უარი უთხრა კაცს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემას უკანონოდ მიიჩნევდა. ლევან ვ.-ს ორდერი პოლიციელებმა აპრილის ბოლოს გამოუწერეს, როცა ოჯახის მეზობელმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ „სახლიდან ქალის და მამაკაცის ყვირილი არ წყდება, ხოლო ქალი პოლიციის შველას ითხოვს“. „ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უკანონოა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. …

ქალი: „პოლიციელმა განყოფილებაში მითხრა, ჩემი ცოლი რომ იყო, ყოველდღე გცემდიო“ 

ქალი, რომელიც ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია, „ბათუმელებთან“ პოლიციელს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვიოლეტამ [სტატიაში სახელები შეცვლილია] 5 ივნისს დაურეკა 112-ს და დახმარება სთხოვა. ვიოლეტა გვიყვება, რომ პოლიციისთვის მიმართვამდე კონფლიქტი ყოფილი ქმრის ოჯახში ჰქონდა ყოფილ ქმართან, მის ახალ მეუღლესთან და ყოფილ დედამთილთან. „კიბიდან დამაგორეს, ჩემი ქმრის ახალი ცოლი მახრჩობდა… მე იქ ჩემი შვილის წამოსაყვანად მივედი, რადგან ბავშვს …

88 წლის ლოგინად ჩავარდნილ ბებიაზე ძალადობისთვის პირი 18 თვით დააპატიმრეს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბებიის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, თბილისში, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს-მ, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლოგინად ჩავარდნილ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ 88 წლის ბებიას და მას სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. ნ.ს-ს ბრალდება 2019 წლის …

პოლიციამ 70 წლის დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში დედას, 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის …

მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული რ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ბათუმში მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ე.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ რ.დ. მომხდარიდან მალევე დააკავა.“ – აცხადებს …

აჭარაში ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლატვიის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული დ. გ. დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 1980 წელს დაბადებულ ო.ბ.-ს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით …

ოჯახში ძალადობაზე მომართვიანობა გაორმაგებულია – საფარი

შსს სამინისტრო ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ გაზრდილა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, კარანტინის პერიოდში ოჯახში ძალადობის თემაზე მიმართვიანობა გაორმაგდა. „როცა მოძალადე და მსხვერპლი 24 საათი ერთ სივრცეში არიან, ფსიქოლოგიური, ემოციური ფონი უფრო მეტად დამძიმებულია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბაია პატარაია, „საფარის“ დამფუძნებელი. მისი თქმით, კარანტინის დღეებში ძალადობის მსხვერპლი ქალების ნაწილი თავს …

ჯანმო მთავრობებს: გააქტიურეთ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები

ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც ოჯახში ძალადობის სხვერპლნი არიან, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა COVID19-ის პანდემიის პრევენციისთვის მიღებული ზომების გამო მათ სახლში, მოძალადეებთან დარჩენა უწევთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მთავრობებს მოუწოდა ჩართონ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები COVID19-თან ბრძოლის ბოლომდე, მის აუცილებელ ნაწილად, რადგან, მისივე თქმით, სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის …

სასჯელი ცოლზე მუქარისა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის

გორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილზე ძალადობდა და ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბ.ბ.-მ „არასრულწლოვანი შვილის მიმართ  ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რასაც მისი მეორე  არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა. ასევე, 2020 წლის 13 იანვარს,  ბ.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა …

კაცი ცოლს მოსამართლის თვალწინ მოკვლით დაემუქრა – განაჩენი

სასამართლო სხდომის დარბაზში და მოსამართლის თვალწინ ცოლზე მუქარისთვის ფოთში მცხოვრებ გ.წ.-ს ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. განაჩენის მიხედვით, ბრალდებული ცოლს არსებითი განხილვის სხდომაზე დაემუქრა მოკვლით. ბრალდებული მიიჩნევდა, რომ ქალმა არასწორი ჩვენება მისცა სასამართლოს. მანამდე პოლიციელებს გ.წ.-ს შემაკავებელი ორდერი ჰქონდათ გამოცემული. „სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა გ. …

დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს შვილის თანდასწრებით ნაჯახით ემუქრებოდა

შს სამინისტროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთში 1976 წელს დაბადებული ჯ.გ. ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს. ​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილს – 2009 წელს დაბადებულ ს.გ.-სა და მეუღლეს – 1987 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯ.გ., არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი …

„ძირს ეგდო დანა და დამტვრეული ხატი“ – სასჯელი ორსული ცოლის ცემისთვის

„…ხისჩარჩოიანი სარკის წინ, იატაკზე ყრია ორი ცალი სამზარეულოს დანა, ერთი მოშავო ფერის ტარითა და პირით, მეორე – მუქი ფერის, მოვერცხლისფერო პირით. ასევე იატაკზე ყრია დამსხვრეული ხატის ჩარჩოს ნამსხვრევები, დახეული ათლარიანი კუპიურა…“ –  ეს გამომძიებლის ჩანაწერია დათვალიერების ოქმში თბილისში მომხდარი მორიგი ოჯახში ძალადობის შემდეგ. შემთხვევის ადგილზე შუაღამისას მისულ სამართალდამცველებს მეზობლის ოჯახში მყოფმა ქალმა უთხრა, რომ ფეხმძიმედაა …

შემაკავებელი ორდერის მიუხედავად კაცი ყოფილ ცოლთან სილამაზის სალონში მივიდა – განაჩენი

შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან ორ დღეში მ.ბ. ყოფილ ცოლთან სილამაზის სალონში მივიდა. ღამის საათებში ბრალდებული ყოფილ ცოლს ტელეფონზე ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა. მ.ბ.-ს ამის უფლება შემაკავებელი ორდერის მიხედვით არ ჰქონდა. განაჩენის მიხედვით, პოლიციელებმა მ.ბ.-ს წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი მაშინ გამოსცეს, როცა ის ცოლთან უკვე განქორწინებული იყო. ამ ორდერის მიხედვით, ბრალდებულს არ ჰქონდა ყოფილ ცოლთან ფიზიკურად …

ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1985 წელს დაბადებულ მ.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“ – აცხადებს შსს. …

ქობულეთში ქმარი ცოლს სასაფლაოზე ახრჩობდა – განაჩენი

„…ქობულეთის მუნიციპალიტეტში ს.-ის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.ბ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ. კერძოდ: არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ.ბ.-ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა თავის არეში, რის შემდეგაც ხელები მოუჭირა ყელზე… დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია განაჩენში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობისთვის ქობულეთში მცხოვრებ კაცს 120 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდეს. ბრალდებულმა …

კაცმა ცოლს 7-ჯერ დაარტყა დანა და 112-ში სხვისი სახელით დარეკა – განაჩენი

სხვადასხვაგვარად აღწერეს ის დღე ბრალდებულმა და დაზარალებულმა, როცა ქალს დანა შვიდჯერ დაარტყეს. ქალს დანა თავისმა ქმარმა დაარტყა, შემდეგ კი სახლიდან გავიდა, ხუთ წუთში 112-ში სხვისი სახელით დარეკა და თქვა: „ქალი მოკლეს, მისამართი…“ ქალი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გადარჩა. პროკურატურამ ქმარს ბრალი წარუდგინა „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში …

„იმის გამო, რომ ქალია, დედას ფეხი ჩაარტყა“ – განაჩენი ოჯახში ძალადობაზე

„მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ.ჯ.-მ დედას ლ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ არის ქალი და არ გააჩნია უფლებები, ერთხელ დაარტყა ფეხი ქვედა ტანის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია…“ – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ასე მომხდარი პროკურატურამ აღწერა. მოსამართლე შოთა სირაძეს ამ საქმეზე მოწმეების და არც ნაცემი ქალის ჩვენება არ მოუსმენია – …

Exit mobile version