მთავარი,სიახლეები

როგორ დასაჯეს კაცი, რომელიც ბებიას ფანჯრიდან აგდებდა

14.04.2021
როგორ დასაჯეს კაცი, რომელიც ბებიას ფანჯრიდან აგდებდა

„…საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას ნი…ძემ ხელში აიყვანა ოჯახის წევრი – ბებია, მიიყვანა ღია ფანჯარასთან და ფანჯრიდან გადაგდების ფორმით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ბებიამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – წერია განაჩენში, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო.

განაჩენის მიხედვით, ფანჯრის ეპიზოდამდე ბრალდებულმა ბებიას ძლიერად მოუჭირა ხელები, რამაც ქალში ძლიერი ტკივილი გამოიწვია. საქმის მასალების მიხედვით, ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა – ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი მანამდეც იყო გამოცემული.

ბებიას და არც რომელიმე სხვა მოწმეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, რადგან ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა ის მტკიცებულება, რაც პროკურორმა ამ საქმეზე შეაგროვა.

„ამჟამად ერთად ცხოვრობენ და კონფლიქტი მათ შორის არ გრძელდება,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულს 185 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებული 6 დღე წინასწარ პატიმრობაში იყო, მას სასჯელი 35 საათით შეუმცირეს.

ბრალდებული 2 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: