მთავარი,სიახლეები

ქობულეთში მაღალჩინოსანი პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობაზე

01.07.2020 • 2569
ქობულეთში მაღალჩინოსანი პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობაზე

საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქობულეთის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ირაკლი შაქარიშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევას.

ირაკლი შაქარიშვილს  ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ცოლი ადანაშაულებს. პოლიციელის ცოლთან ინტერვიუ „მთავარმა“ გაავრცელა, სადაც ქალი ამბობდა, რომ ძალადობის გამო ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა და მას პოლიციელი ქმარი ნათესავების სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება ირაკლი შაქარიშვილის საქმეზე პროკურატურამ 25 ივნისს დაიწყო. უწყებაში გვითხრეს, რომ შაქარიშვილი უკვე გამოკითხეს და გამოძიება გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: