პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, „ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერები და მისი გამოყენების მუქარით, დაზარალებულს აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას და სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორცილებას,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 19 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 7 წლამდე …
Tag Archives: მუქარა
ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარაზე გამოძიება არ დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარის ფაქტზე. შსს-ს პრესცენტრის წარმომადგენლმა ,,ბათუმელებს” უთხრა, რომ აღნიშნულ ამბავზე სამართლებრივი რეაგირების დაწყების შემთხვევაში ინფორმაციას მოგვაწვდის. საუბარია შემდეგ ფაქტზე – „ბათუმელებმა“ 29 ივნისს გამოაქვეყნა მოქალაქე ნინო კაჭკაჭიშვილის მიერ გადაღებული ვიდეო – ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის, …
Continue reading “ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარაზე გამოძიება არ დაიწყო”
„გაილახები, გეუბნები“ – ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ ვაჟა დარჩიას ემუქრება
დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, მინდია გოგუაძე, ამავე საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“ – ვაჟა დარჩიას დაემუქრა. „უზრდელი ხარ… გაილახები ეხლა, გაილახები, გეუბნები უკვე, შენი საქციელების გამო…“ – ასე მიმართა მან საკრებულოს სხდომაზე ვაჟა დარჩიას, რომელიც დიდთოვლობის გამო ქალაქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა. მინდია გოგუაძე ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეცაა. „უზრდელი ვინც …
„6 თვის ბავშვით მემუქრებიან“ – ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი „ოცნების“ მაღალჩინოსნებზე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. რექტორობის კანდიდატი ამბობს, რომ მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები ემუქრებიან და სთხოვენ, რომ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრება. „ცოტა შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ რექტორობის კანდიდატობა მათთვის ამხელა პრობლემა იქნებოდა. განაცხადის …
დაიწყოს გამოძიება მუქარის ფაქტებზე – აჭარაში მოქმედი არასამთავრობოები პროკურატურას მიმართავენ
აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პროკურატურას დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც ბათუმში ანტირუსულ აქციებში ჩართულ მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს ემუქრებიან. „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბათუმში, 2024 წლის 31 მაისიდან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველების და მათი ოჯახის წევრებს ყოველდღიურად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას …
გამოძიება არ დაიწყო – „აქტივისტებზე სატელეფონო მუქარის და შეურაცხმყოფელი წარწერების საქმე“
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ და დევნიან, ასევე ტელეფონზე ეუმუქრებიან, შსს-ს მიმართეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. გამოძიება ამ შემთხვევაზე არ დაწყებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 2 ივნისს ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება სავარაუდო მუქარის და დევნის შემთხვევებზე. საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე ამბობს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანო მათ აუცილებლად …
მობილურზე გინების სერია განახლდა – პროკურატურას მუქარის ზარებზე არავინ დაუსჯია
ვიდრე პროკურატურა „მუქარების ზარების საქმეზე“ არავის სჯის, საპროტესტო აქციების „არა რუსულ კანონს“ მონაწილეებს ისევ ურეკავენ და ემუქრებიან. ერთ-ერთი, ვისაც ბათუმში წუხელ დაურეკეს, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი მათე ცენტერაძეა: „დამირეკეს გინებით, ასეთი ჩმორები როგორ ხართ, ახალგაზრდებს როგორ ემუქრებით, სახლიდან თავს არ გამოგაყოფინებთო. ჩვენ არ უნდა გამოვყოთ თავი და თქვენ გაქვთ გამოსაყოფი? ვის ეშინია? მცემთ? მომკლავთ? რას მიზამთ …
Continue reading “მობილურზე გინების სერია განახლდა – პროკურატურას მუქარის ზარებზე არავინ დაუსჯია”
„აქციაზე არ დაგინახოთ… შენ დას გადაეცი, აქტივისტობას თავი დაანებოს“ – მუქარის ზარი ოჯახის წევრთან
9 მაისს მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა რუსული კანონის აქციების მონაწილე ერთ-ერთი აქტივისტის ოჯახის წევრის ტელეფონზე. ვიდეოჩანაწერში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, უცნობი პირი აქტივისტის ოჯახს ემუქრება, თუკი მისი ოჯახის წვერი არ შეწყვეტს აქტივიზმს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას. „…მომისმინე კარგად, რასაც გეტყვი, შენ დას გადაეცი, აქტივისტობას თავი დაანებოს, გაიგე?! და ვისი მხარდამჭერიც ხართ მთელი ოჯახი, მაგას …
აქტივისტ სამირა ბაირამოვას კარზე რუსეთის დროშა და შავი ჯვარი მიუხატეს
სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას სახლის კარზე სტიკერი – „შინ ევროპისკენ“ გადაღებეს და კარზე შავი საღებავით – ჯვარი, კართან კი რუსეთის დროშა მიახატეს. შემთხვევა დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში მოხდა. სამირა ბაირამოვა ამ ფაქტს მასზე ზეწოლად აფასებს. „ბათუმელებთან“ სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ჯერჯერობით პოლიციისთვის არ მიუმართავს. ეს მეორე შემთხვევაა, როცა უცნობი პირები სამირას საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ. „პირველი …
Continue reading “აქტივისტ სამირა ბაირამოვას კარზე რუსეთის დროშა და შავი ჯვარი მიუხატეს”
ბათუმში ავტობუსის მძღოლს იარაღით დაემუქრნენ – დაიწყო გამოძიება
დღეს, 21 აგვისტოს, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის ინცინდენტი მოხდა. ფაქტს ადასტურებს შს სამინისტროც. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მგზავრი ნასვამი იყო და მძღოლს ემუქრებოდა. მას თან ჰქონდა სასიგნალო პისტოლეტი. შსს-ს ინფორმაციით, მგზავრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 151-ე, მუქარის მუხლით. ____________ ფოტოზე: კადრი ლია მგელაძის ვოდეოდან
ვინც მემუქრება, პოლიციას არ გამოუკითხია – სამირას ალტ ინფოს პარტიამ „2 დღე მისცა“
„არ ვიცი, რა გააკეთეს ჩემი უსაფრთხოებისთვის… 10 ადამიანზე მივაწოდე ინფორმაცია, ვინც მემუქრება და არავინ გამოუკითხავთ. მე რეალურ საფრთხეს ვხედავ“, – ამბობს სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი მარნეულიდან. მან 14 მარტს მარნეულში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფანჯრებზე პროტესტის ნიშნად უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა. სამირა ბაირამოვამ ფეისბუქის მესინჯერში შეურაცხმყოფელი და მუქარის შინაარსის შემცველი …
Continue reading “ვინც მემუქრება, პოლიციას არ გამოუკითხია – სამირას ალტ ინფოს პარტიამ „2 დღე მისცა“”
„თავი გაგეჭეჭყება“ – პარლამენტის წევრის სავარაუდო მუქარა ოპოზიციური ერთობის კანდიდატს
„დამირეკა და მითხრა თავი გაგეჭეჭყებაო,“ – ამბობს ხულოში, სოფელ დიოკნისსა და რიყეთში ოპოზიციური ერთობის მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ შავაძე ანზორ ბოლქვაძის შესახებ. ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, მას ანზორ ბოლქვაძე გუშინ, 13 სექტემბერს, ესაუბრა ტელეფონზე და დღეს, 14 სექტემბერს, ხულოში დაიბარა „სალაპარაკოდ“. „ტელეფონზე ვისაუბრეთ, შემდეგ თვითონ გადმომირეკა და …
„ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე“ აღსაზრდელის ბიძია დააკავეს
„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე“ პროკურატურამ ერთ-ერთი აღსაზრდელის ბიძიას ბრალი წარუდგინა და დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით წარუდიგინეს, რაც მუქარას გულისხმობს. „გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს [მოზარდის] ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს – გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა – ჩ.გ. ემუქრებოდა სიცოცხლის …
Continue reading “„ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე“ აღსაზრდელის ბიძია დააკავეს”
რატომ გამოუშვეს კაცი, რომელიც ბათუმის ეპარქიის რეზიდენციაში დანით შეიჭრა
კაცი, რომელიც გუშინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში დანით შეიჭრა, თავისუფალია. ეპარქიის პრესსამსახურის უფროსის, იოანე გორელიშვილის თქმით, მიტროპოლიტ დიმიტრის თხოვნით გამოუშვეს ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. „გუშინ ღამე დაუბრუნეს ოჯახს, ეპარქია არ უჩივის,“ – გვითხრა იოანე გორელიშვილმა. იოანე გორელიშვილის თქმით, კაცმა, რომელიც ეპარქიაში შეიჭრა, „ვერ განსაზღვრა, სად შემოვიდა და რა უნდოდა“. „მან შემდეგ ბოდიში მოგვიხადა მომხდარის …
Continue reading “რატომ გამოუშვეს კაცი, რომელიც ბათუმის ეპარქიის რეზიდენციაში დანით შეიჭრა”
სასჯელი ცოლზე მუქარისა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის
გორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილზე ძალადობდა და ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბ.ბ.-მ „არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რასაც მისი მეორე არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა. ასევე, 2020 წლის 13 იანვარს, ბ.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა …
Continue reading “სასჯელი ცოლზე მუქარისა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის”
კაცი ცოლს მოსამართლის თვალწინ მოკვლით დაემუქრა – განაჩენი
სასამართლო სხდომის დარბაზში და მოსამართლის თვალწინ ცოლზე მუქარისთვის ფოთში მცხოვრებ გ.წ.-ს ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. განაჩენის მიხედვით, ბრალდებული ცოლს არსებითი განხილვის სხდომაზე დაემუქრა მოკვლით. ბრალდებული მიიჩნევდა, რომ ქალმა არასწორი ჩვენება მისცა სასამართლოს. მანამდე პოლიციელებს გ.წ.-ს შემაკავებელი ორდერი ჰქონდათ გამოცემული. „სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა გ. …
Continue reading “კაცი ცოლს მოსამართლის თვალწინ მოკვლით დაემუქრა – განაჩენი”
რა მიუსაჯეს პირს, რომელიც ზურაბიშვილის შვილებს ემუქრებოდა
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პრეზიდენტობის კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის შვილებზე მუქარის განხორციელების ბრალდებით ერთი პირი გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მუქარას მაშინ ფქონდა ადგილი, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. სასამართლოს ჩვენება მისცეს სალომე ზურაბიშვილის შვილებმა: თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებმა. თეიმურაზ გორჯესტანის თქმით, ის ლონდონში იმყოფებოდა, როცა 2018 …
Continue reading “რა მიუსაჯეს პირს, რომელიც ზურაბიშვილის შვილებს ემუქრებოდა”
ექიმი: გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შემომივარდა რეანიმაციაში
„გუშინ, დღის ორი საათი იყო, რეანიმაციულ განყოფილებაში შემოვარდა მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილია“ – ამბობს ბათუმის „მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი, ექიმი ზვიად ბახტაძე. ექიმის თქმით, შეიარაღებული ადამიანი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს. „რეანიმაციაში ვუთხარი, რომ უნდა დამლოდებოდა გარეთ და გავიდა,“ – განაგრძობს ზვიად ბახტაძე, – „აღმოჩნდა, რომ თურმე შემოპარული ყოფილა საშვის გარეშე და ამასობაში ამოვიდნენ …
Continue reading “ექიმი: გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შემომივარდა რეანიმაციაში”
კაცი ცოლს დაემუქრა – მოსამართლემ ქმარი 800 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 1000 ლარით დააჯარიმა ე.ბ. ცოლზე მუქარისთვის. ბრალდებულმა ბრალი აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა. შესაბამისად, სასამართლოს რომელიმე მოწმის ან დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენება არ მოუსმენია. საქმეში დევს დაზარალებულად ცნობილი ქალის ანუ ბრალდებულის ცოლის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან მეუღლის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინა უცნობი ქალის სასიყვარულო მესიჯები. მეუღლე …
Continue reading “კაცი ცოლს დაემუქრა – მოსამართლემ ქმარი 800 ლარით დააჯარიმა”
„ქალისთვის თმის დაგლეჯა“ – რატომ გაათავისუფლეს ბრალდებული პატიმრობიდან
„სწვდა თმებში, ათრია დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში და დააგლიჯა თმები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია… გადაუგრიხა მარცხენა ხელის ცერა თითი, რამაც დაზარალებულში გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,“ – ამ ჩანაწერს განაჩენში ნახავთ, საიდანაც ირკვევა, რომ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულ როინ ჯ.-ს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით. ცოლზე …
Continue reading “„ქალისთვის თმის დაგლეჯა“ – რატომ გაათავისუფლეს ბრალდებული პატიმრობიდან”
დეპუტატის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შს სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით გამოძიება დაიწყო. გუშინ, 25 ოქტომბერს, მოქალაქე მერაბ ღოღობერიძემ განაცხადა, რომ მას პარალამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ დაურეკა და აგინა. მან მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო, სადაც მართლაც ისმის უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის …
Continue reading “დეპუტატის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო”
„გასაროზგი ტიპი ხარ“ – ღურტას ბაღის ყოფილი გამგის სავარაუდო მუქარა TV25-ის ჟურნალისტებს
„მაგარი გასაროზგი ტიპი ხარ!!! შეგხვდები ვიწრო გზაზე!“ „შენ ყველაფრის მკადრებელი ყოფილხარ და ახლოდან რომ სადმე შემხვდები აი, მაშინ დაგფერთხავ, როგორც უნდა“, „მარტო ჩემთან არ შეგშლია შენ, ბევრთან შეგეშალა და ბოლოს ვიღაცა თან გაგაუპატიურებს და თან ცხვირ-პირს გაგიერთიანებს!“ – TV25-ის ჟურნალისტი, ეკა ბარამიძე ამბობს, რომ ამ და სხვა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მედეა მამულაძისგან იღებს. მედეა …
მოკვლით მუქარა თანასწორობაზე გაკეთებული განცხადების გამო – პოლიციამ გამოძიება დაიწყო
ივა ყურშუბაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის იმ მუხლით მიმდინარეობას, რაც მუქარას გულისხმობს. ივა ყურშუბაძემ პროკურატურას გუშინ მიმართა. ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ – ამბობს ივა ყურშუბაძე. მისივე თქმით, სოფელ ჩაისუბანში ოჯახის ახლობლებისგან და ნათესავებისგან მუქარა მას შემდეგ დაიწყო, როცა ივამ 17 მაისს გადაცემა „ჰეშთეგში“ მონაწილეობა მიიღო, სადაც …
„მოიყვანეთ დაზარალებული და მომეცით 15 წუთი“ – ცოლზე მუქარაში ბრალდებული
“მე შეგნებულად დაგაჭერიეთ თავი… აქაც სპეციალურად მოვედი, სალაპარაკო მაქვს,” – თქვა ბრალდებულმა, როგორც კი მოსამართლე დაინახა და შემდეგ ბრალდებულის გისოსებს აღარ მოშორდა – მთელი პროცესის განმავლობაში ცოლზე ფიზიკური განადგურების არაერთგზის მუქარაში ბრალდებული მიხეილ ბ. ფეხზე იდგა და საუბრობდა. შიგადაშიგ მოსამართლე ლევან გელოვანი მის შეჩერებას, განმარტებების გაკეთებას და პროკურორის ჩართვას ახერხებდა. “10 წელი ცოლ-ქმარი ვართ და …
Continue reading “„მოიყვანეთ დაზარალებული და მომეცით 15 წუთი“ – ცოლზე მუქარაში ბრალდებული “
„ორი კვირით შემირიგდი და მერე გამშორდი“ – ქმარი ცოლს მოკვლით ემუქრება
ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალს ქმარი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. გუშინ, 25 თებერვალს, ჩაქვის პოლიციის განყოფილებამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ქმრის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. „ცოლ-ქმარი განქორწინებული არ არის, თუმცა ერთად აღარ ცხოვრობენ. ქმარი სასჯელს იხდიდა და ციხიდან ახლახან გამოვიდა, რის შემდეგაც მეუღლეს ემუქრება მოკვლით, თუ არ შეურიგდებოდა. ძირითადად sms-ებს უგზავნიდა, სადაც წერდა, რომ ორი კვირით …
Continue reading “„ორი კვირით შემირიგდი და მერე გამშორდი“ – ქმარი ცოლს მოკვლით ემუქრება”
„მოკვლით და დამარხვით დამემუქრნენ“ – მოქალაქე პროკურატურას მიმართავს
ბათუმელი მირზა დოლიძე აცხადებს, რომ ხუთი დღის წინ მასთან ორი პირი – იმედა ხინკილაძე და ბექა გვიანიძე მივიდა და 7 ათასი დოლარი მოსთხოვეს. უარის შემთხვევაში ისინი მას „მოკვლით და დამარხვით“ დაემუქრნენ. ფულის გადახდაზე უარის შემდეგ, როგორც დოლიძე ამბობს, იმავე პირებმა მოურღვიეს ეზოს ღობე და ბულდოზერებით დაიწყეს სახლის საძირკვლის გამოთხრა. ახლა მართლაც მორღვეულია მათ საკუთრებაში არსებული ღობე, …
Continue reading “„მოკვლით და დამარხვით დამემუქრნენ“ – მოქალაქე პროკურატურას მიმართავს “
ჩაქვის სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში მაღალჩინოსნის მხრიდან მუქარაზე საუბრობს
ჩაქვის #1 სკოლის დირექტორი, ტარიელ ქათამაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ერთ-ერთი “მაღალჩინოსანი” სკოლის დირექტორობიდან განთავისუფლებით დაემუქრა, ამის მიზეზად კი არჩევნებში მისთვის მხარის არ დაჭერას ასახელებს: “გუშინ მაცნობეს, რომ ე.წ. “მაღალჩინოსანი” გადაუმოწმებელი ინფორმაციების საფუძველზე ჩემთან მტრობას აპირებს…. (მიზეზი? – თურმე მისი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ არჩევნებში). ამ “მაღალჩინოსანს” არ ესმის, რომ სკოლა დეპოლიტიზირებულია… საჯაროდ ვაფრთხილებ ყველას, …
Continue reading “ჩაქვის სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში მაღალჩინოსნის მხრიდან მუქარაზე საუბრობს”