მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა აღარ განხორციელდება

2017  წელს მცირემიწიან ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამა აღარ განხორციელდება. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე, სოფლის მეურნეობის საკითხებში, მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ პროგრამის ვადებიდან გამომდინარე თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს პროგრამა 2017 წელს აღარ გაგრძელდებოდა. „პროგრამა სამწლიანი იყო, თუმცა შემდეგ ერთი წელი დაამატეს და სულ ოთხ წელიწადს გაგრძელდა. წელს პროგრამა აღარ განხორციელდება, შესაბამისად, მოსახლეობას აგრო და ხვნის …

გამგეობები: სოფლის მხარდაჭერა იქნება, პროგრამა – არა

მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2017 წელს აღარ განხორციელდება. აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობებში განმარტავენ, რომ პროგრამის არარსებობა სოფლის მოსახლეობას არ დააზარალებს, რადგან შესაბამისი პროექტების განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტით, თავად გამგეობები გეგმავენ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზაზა აბულაძის თქმით, „მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,5 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი, რაც გასულ წელს მთავრობის …

ხულოს, შუახევისა და ქედის თითო სკოლის ლაბორატორიებისთვის 60 ათასი ლარი დაიხარჯება

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებით აღჭურვაზე აჭარის განათლების სამინისტრო 60 ათასამდე ლარს დახარჯავს. [red_box]ლაბორატორიები მოეწყობა:[/red_box] ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლაში; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში. საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურის, კერძოდ, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამა – …

თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვის

თიბისი ბანკი აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ გაიღრმავონ ცოდნა აგრომენეჯმენტის მიმართულებით. ტრენინგები უკვე ერთ წელზე მეტია, აქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდება და მას მოწვეული ექსპერტები უძღვებიან, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ თანამედროვე მეურნეობების მართვაში. რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკმა სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების დატრენინგება და  კონკრეტულად, რა მიმართულებით შეუძლიათ ფერმერებს ცოდნის გაღრმავება – …

უამინდობა ქობულეთსა და ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის გამგეობის ინფორმაციით, საავტომობილო გზების თოვლისგან გაწმენდა ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის 20 სოფელში მიმდინარეობს: „ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. ამჟამად ცენტრებიდან სოფლებში შესასვლელი გზები იწმინდება“. „უამინდობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში  მობილიზებულია სპეციალური ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ხელვაჩაურში მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს …

მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველ ეტაპზე,  288 125 ლარს დახარჯავს, აქედან 224 355 ლარი დაბა მახუნცეთის კეთილმოწყობას მოხმარდება. აჭარის ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და იქვე არსებულ თამარის ხიდს ჰყავს. ტურისტების სიმრავლიდან გამომდინარე ქედის გამგეობა დაბა მახუნცეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 224 355 ლარს დახარჯავს, ამ თანხით …

ბათუმის საკრებულოს წევრის ინიციატივა – ერთი კითხვა, ერთი პასუხი

2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში თვითმმართველ ორგანოებს, მერებსა და გამგებლებს აირჩევენ. მოქმედი საკრებულოს წევრების უმეტესობა არ უარყოფს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოშიც უნდათ მოხვედრა. სანამ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მიიღებს გადაწყვეტილებას აირჩიოს თუ არა ისინი, „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვინ რა ინიციატივა წარადგინა საკრებულოში, რისგანაც ამომრჩეველმა სარგებელი მიიღო. დაასახელეთ თქვენი ერთი ინიციატივა საკრებულოში, რომელმაც ამომრჩეველს სარგებელი მოუტანა – ამ კითხვით ბათუმის …

ქედის გამგეობამ პირველადი ჯანდაცვისთვის 140 100 ლარი გამოყო

პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას ქედაში, წელს პირველად ჯანდაცვის სამინისტროს ნაცვლად ადგილობრივი გამგეობა, სოციალური პროგრამის – „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება“ ფარგლებში განახორციელებს. პროგრამის დასაფინანსებლად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 100 ლარი გამოყო. მედდების შრომის ანაზღაურებასთან ერთად ამ თანხით ქედის გამგეობა მედპუნქტებს საჭირო სამედიცინო ინვენტარსა და მედიკამენტებს შეუძენს – მთლიანობაში 24 დასახელების მედიკამენტსა და ორი სახის სპეციალურ სამედიცინო …

აჭარის მთა ისევ ინტერნეტის გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „დელტა კომი“ აჭარის მთის სოფლების ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარვას 2015 წლისთვის აანონსებდა, ამ ტიპის ინტერნეტი სოფლებისთვის დღემდე ხელმიუწვდომელია. კომპანია „დელტა კომმა“ ბოჭკოვანი ინტერნეტის მაგისტრალის გაყვანა ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით 2013 წელს დაიწყო. აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ მოდემის ინტერნეტით სარგებლობს. მომხმარებლების თქმით, ეს ინტერნეტსერვისი არის ძალიან ძვირი, ლიმიტირებული და დაბალსიხშირიანია. ამასთან, …

პრემიების პოლიტიკა მაღალმთიანეთში

წელს პრემია აჭარის სამივე მთიან მუნიციპალიტეტებში გაიცა, სახელფასო დანამატი კი – მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში.  როგორ გადანაწილდა საპრემიო ფონდი აჭარის მთაში და ვინ რა ოდენობის პრემია-დანამატი აიღო 2016 წელს? ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული თანამშრომლებიდან სახელფასო დანამატი წელს ყველაზე ბევრჯერ [რვაჯერ, თვეში 250 ლარის ოდენობით] გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის მძღოლმა მერაბ ცეცხლაძემ მიიღო. მერაბ ცეცხლაძემ დანამატი აპრილში, მაისში, ივნისში, …

მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა – რა ვითარებაა სოფლებში

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, გამოიდარა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით არც ერთ სოფელში სწავლის პროცესი არ შეჩერებულა, ასევე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. „ძირითადი პრობლემა გვაქვს გზებზე,  ყველა სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ერთ დღეში ვერ მოვასწრებდით. დღესაც და ხვალაც გაიწმინდება გზები, ძირითადად დარჩენილია  სხალთა-ფუშრუკაულის მიმართულებით არსებული …

„ვითხოვ 108 ლარს, მდიდრისთვის ეს შეიძლება სიგარეტის ფული იყოს, ჩვენთვის კი მილიონია“

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში მცხოვრებ თებიძეების ოჯახს რთული მდგომარეობის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ მოუხსნა როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსი, ისე 108-ლარიანი საარსებო შემწეობა.  ამ თანხით ოჯახი, ძირითადად, მედიკამენტებს ყიდულობდა. სოფელ ჭინკაძეებში კრამიტით დახურული ხის ორსართულიან სახლში 85 წლის აიშე თებიძე შვილთან, თენგიზ თებიძესთან ერთად ცხოვრობს. აიშეს რამდენიმე დაავადება აწუხებს. მისი ერთადერთი მომვლელი კი თენგიზია. „დედაჩემი წლებია …

სახლი სტიქიის პირისპირ – „დამეწყრილ სახლში 40 დღის ბარბარესთან ერთად დავბურუნდით“

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში მცხოვრები ქათამაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. სიცოცხლისთვის სახიფათოა მათი სახლი, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდება – სახლის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია და დამცავი კედლის მოწყობას საჭიროებს. ქათამაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება სახიფათო რომ არის, ამას ის გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს, რომელიც სპეციალისტებმა სტიქიის განვითარებიდან რამდენიმე კვირაში დაწერეს. ოჯახს სახლთან ჩამოსული მიწის მასის გატანა და დამცავი კედლის …

რას ითხოვს მოსახლეობა პეტიციით

აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას პეტიციით ითხოვს. მოქალაქეებმა პეტიციები დაწერეს სამივე მუნიციპალიტეტში, მათი მოთხოვნები თითქმის იდენტურია: მოსახლეობა, ძირითადად, სასოფლო გზების მოწესრიგებას, დაბებსა და სოფლებში აბრებისა და ნიშნულების  განთავსებას, საბავშვო ბაღების ეზოებისა და სოფლის ხიდების მოწყობას ითხოვს. პეტიცია, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის 1% აწერს ხელს, საინიციატივო ჯგუფის სამმა წარმომადგენელმა – ჰამლეტ გობაძემ, თეონა კოჩალიძემ …

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები მორცხვობას დასძლევენ“

25 წლის ზაკ ჰაუერსი ინგლისური ენის ერთადერთი სერტიფიცირებული მოხალისე მასწავლებელია, რომელიც „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სკოლებში ექვს თვეს იმუშავებს. რა გამოწვევებს ხედავს ამერიკელი მოხალისე საქართველოს მთის სკოლებში და რაზე აპირებს მუშაობას? – „ბათუმელები“ ზაკ ჰაუერს გასულ კვირას ესაუბრა. ამერიკის სამთავრობო პროგრამა „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით იმყოფებით საქართველოში. როგორ მოხვდით ამ პროგრამაში და რატომ …

ოთხი შვილით ერთი ძროხის ამარა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ხუთსულიან ოჯახს, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს და ოჯახის უმცროსი წევრი სტუდენტია, საარსებო შემწეობა წელს, იანვარში მოუხსნეს. გულვარდი ოთხ შვილთან ერთად სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში ქვის ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. მას ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ცხრა წლის წინ დაეღუპა. სახლში კარ-ფანჯარა მხოლოდ რამდენიმე …

ვინ ჩაიბარებს ყურძენს

აჭარის მთაში მოსახლეობის ნაწილმა ყურძენი დაკრიფა და გაყიდა კიდეც, მოსავლის ნაწილი კი დასაკრეფია. აქ ყურძის მიმღები პუნქტები არ არის, მაგრამ არის ღვინის საწარმო, რომელსაც წლის განმავლობაში 500-მდე ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. თუმცა, ქედის საწარმო წელს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს არ ჩაიბარებს და შესაძლოა არც ცოლიკაური მიიღოს. აჭარის მთის სოფლებში, ძირითადად, გავრცელებულია ვაზის ჯიშები – ჩხავერი და …

ისევ ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტი აჭარის მაღალმთიანეთში

ახალი სასწავლო წელი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა აჭარის მთიანეთის ბევრ სკოლაში ზოგიერთ საგანში გაკვეთილი ჯერაც არ ჩატარებულა. გასული წლის მსგავსად აქ, ძირითადად, ინგლისური ენის პედაგოგები არ ჰყავთ. აჭარის მთიანეთში, ხულოსა და შუახევის სკოლები მასწავლებლების გარეშეა დარჩენილი. 29 სექტემბრის მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში 24 ვაკანსიაა. ერთსა და იმავე სკოლაში ზოგჯერ რამდენიმე საგნის პედაგოგი არ …

დაბა შუახევში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება

საქართველოს მთავრობამ ის დასახლებები განსაზღვრა, სადაც საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება. 12 ასეთ დასახლებას შორის, დაბა შუახევიც მოხვდა. ეს დასახლებებია:  კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი). ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).  არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).  არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).  სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი).  მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).  ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი).  ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი).  ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი).   საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი).  მზისგული …

ლოდებით დატვირთული მანქანები ეზოსთან – „ბავშვებს სახლში ხომ ვერ დავამწყვდევ?!“

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, მიქელაძეების ოჯახის ეზოსთან, მძიმე ტექნიკას ყოველ დღე ლოდები გადააქვს. მანქანიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა მიქელაძეების ავტომობილი ორჯერ დააზიანა. ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლესაც შეექმნას საფრთხე. სოფელ ჭინკაძეებში მთას რესულ მიქელაძის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში აფეთქებენ. კლდიდან აფეთქების შედეგად ჩამოშლილი ინერტული მასალა მომპოვებელ კომპანიას სოფლიდან შიდა საუბნო გზის მეშვეობით გააქვს, საუბნო გზა კი რესულ …

ათი ოჯახი სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში – ხულოს გამგეობა ინვესტორს ეძებს

დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთსართულიან სახლში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. სახლი, სადაც ათი ოჯახი ცხოვრობს, სიცოცხლისთვის საშიშია. სახლი რუსთაველის ქუჩაზე იმდენად ძველია, რომ ერთი შეხედვით რთულია დაიჯერო, აქ ვინმე ცხოვრობს. სახლი სიცოცხლისთვის სახიფათო რომაა, აქ მცხოვრებმა სევიე თავდგირიძემ დიდი ხანია იცის. სევიე ფიცრული სახლის ბოლოს, რამდენიმე კვადრატზე მოწყობილ ორ ოთახში 15 წელია …

საბავშვო ბაღების ალტერნატივა აჭარის მაღალმთიან სოფლებში

არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgia“ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების შორეულ სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მსგავს ცენტრებს – „ალტერნატიულ ჯგუფებს” ხსნის. ასეთი ცენტრი ქედის ორ, ხოლო შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ოთხ-ოთხ სოფელში მოეწყობა. „ალტერნატიული ჯგუფი“ – ასე ეწოდება სკოლამდელი განათლების ცენტრებს, რომლებიც სამი მუნიციპალიტეტის ათ სოფელში სექტემბრის თვიდან გაიხსნება. „ალტერნატიულ ჯგუფებს“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgia“ პოლონეთის …

ერთი მაჟორიტარი აჭარის მაღალმთიანეთიდან, სავარაუდოდ – ხულოდან

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე პარტიები აქტიურად მუშაობენ. ვის კანდიდატურებს წარუდგენენ მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს მაღალმთიან აჭარაში – ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია მოსახლეობისთვისაც. წელს პირველად აჭარის მთის სამ მუნიციპალიტეტს – ხულოს, შუახევსა და ქედას ერთი მაჟორიტარი ეყოლება. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანი მოსახლეობის ინტერესებს …

ენმ: „ქობულეთში ველობილიკებისა და ავტობუსების შესყიდვის პროექტები არ განხორციელდა“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რეზო ხარაძის განცხადებით, 2013 წლიდან ქობულეთში ველოტერმინალების მოწყობა და მუნიციპალური ავტობუსების შესყიდვა იყო დაგეგმილი, რაც დღემდე არ განხორციელდა. მისი თქმით, ქობულეთისთვის შესყიდული 12 ველოტერმინალი დღემდე „ბათუმიველოს“ ტერიტორიაზეა  დასაწყობებული. „აჭარის მთავრობასთან იყო შეთანხმება, რომ  ქობულეთისთვის უნდა შესყიდულიყო 15 მუნიციპალური ავტობუსი და 12 ველოტერმინალი. ამისთვის ადგილები გამოყოფილია და ტერმინალების შესყიდვაც მოხდა, თუმცა პროექტი არ …

ოჯახი, რომელსაც 50 ტონა კარტოფილი მოჰყავს

ისინი სოფელ ტაბახმელაში, ერთ სახლში ცხოვრობენ – ორი ძმა მეუღლეებთან ერთად, დედა, რომელიც 81 წლის არის და 16 წლის ომარი. 6-სულიან ოჯახს ერთი წლის განმავლობაში 50 ტონა კარტოფილი მაინც მოჰყავს და ყოველდღიურად 50 ლიტრა რძეს ამუშავებს. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ოჯახს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთაში გამოკიდებულ სოფელში ცხოვრობს, სრულიად უზრუნველყოფილია. ამ ოჯახის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – …

საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ძმები ხულოდან

თურქეთში, ქალაქ იზმირში მიმდინარე ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე  ჭიდაობაში, ქართველმა ძმებმა, ლერი და ოთარ აბულაძეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან პირველი ადგილის მფლობელი ლერი აბულაძე გახდა, ოთარ აბულაძემ კი ამავე წონაში (58) ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა. სპორტსმენი ძმები ხულოს მუნიციპალიტეტიდან არიან.

ხულოს და შუახევის სამედიცინო პუნქტებს პირველადი სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 23 მაისს,  სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების თემის სამედიცინო პუნქტებს პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებს, გლუკომეტრის აპარატებს, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს და წნევის საზომ აპარატებს გადასცემს. სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში მედიკამენტებსა და სადიაგნოსტიკო საშუალებებს 46 თემის სამედიცინო პუნქტი, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში 39 თემის სამედიცინო პუნქტი მიიღებს. „მიმდინარე …

საპროტესტო აქცია საკუთრების დასაცავად

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მცხოვრები ვაჟა ხაბაძე და მისი ნათესავები საპროტესტო აქციას გეგმავენ. ხაბაძის განცხადებით, მიწა რომელსაც მემკვიდრეობით ფლობს სახელმწიფომ გაუყიდა. ვაჟა ხაბაძე მიწის დაბრუნებას ითხოვს. „ათასი მეტრი მიწა წამართვეს და გამიყიდეს. მიწა საჯარო რეესტრში არ მქონდა გატარებული, რადგან სოფელში არავის აქვს საკუთრება დარეგისტრირებული. ის რომ მიწა ჩემი საკუთრებაა, ამის ძველი საკომლო ჩანაწერებიც ადასტურებს. გარდა …

სიმშვიდე პოლიტიკის კეთების ნაცვლად – მუნიციპალიტეტებში ცვლილებებს არ იმჩნევენ

„ყველაფერი არის ძველებურად და არ ველოდებით ცვლილებებს, უმრავლესობაში კაი ბიჭები არიან, ქედელები არიან და იქნება ერთი გუნდი ყოველთვის. მეტ კომენტარს არ ვაკეთებ“, – ასე უპასუხა ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას: როგორ აისახა ეროვნულ დონეზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესი მათ საკრებულოზე. ქედა გამონაკლისი არ არის. ხულოში, შუახევში, ხელვაჩაურსა თუ ქობულეთში საკრებულოს წევრები განსხვავებული პოლიტიკური ხედვების …

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია გამგეობებისთვის აჭარის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N-25 განკარგულებით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ გაცნობა. პირველი შეხვედრა …

„ენერგო-პრო ჯორჯია“: აჭარის სოფლებში გეგმიური გათიშვები ხვალაც გაგრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურია და უამინდობას არ უკავშირდება. კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოები ხვალ, 16 მარტსაც გაგრძელდება და დილის 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაბა ქედას, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზვარეს, ზესოფელს, ვაიოს, ზენდიდსა და კვაშტას. დღეს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში …

43 დაჯარიმებული კომპანია ხულოში

2015 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 43 კომპანია დააჯარიმეს. საჯარიმო სანქცია გამგეობამ ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის გაატარა. გარდა ჯარიმისა, ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წელს ხულოს გამგეობამ ორ კომპანიასთან შეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი ორივე კომპანია შავ სიაში გადაიყვანა. კომპანიების ჯარიმის საერთო რაოდენობამ გასულ წელს ხულოში 85 866 ლარი შეადგინა. ინდმეწარმე „ბაჩი ბოლქვაძე“ შესყიდვების ეროვნული …

წაბლანა-ყინჩაურის გზის მონაკვეთი გადაკეტილია – საპროტესტო აქცია ხულოში

დღეს, 12 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში წაბლანა-ყინჩაურის გზის მონაკვეთი გადაკეტილია. სოფლის მოსახლეობა, მათივე თქმით, ჰესების მშენებლობის შედეგად მათი კერძო საკუთრების დაზიანებას აპროტესტებს. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, გვირაბის მშენებლობის შედეგად დაზიანდა მათი კერძო სავარგულები და საყანე ადგილები. მოსახლეობა როგორც ხელისუფლებას, ასევე ნორვეგიულ კომპანიას სთხოვს, რომ დაიცვან მათი უფლება და ზიანი არ მიაყენონ მათ საკუთრებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ …

უფუნქციო ჩოგბურთის კორტები ქედაში – საქმეს პროკურატურა იძიებს

ქედის სასპორტო სკოლის ეზოში 2011 წელს მოწყობილი ჩოგბურთის კორტები დღემდე უფუნქციოდაა. სპორტული ობიექტი, რომლის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 667 ლარი დახარჯა, მწყობრიდან გამოსულია, ამოყრილია მოედნის საფარი და წვრთნები სპორტსმენებს 2013 წლის თებერვლის შემდეგ არ ჩატარებიათ. რამდენად მიზნობრივად დახარჯა ქედის გამგეობამ 2011 წელს თანხა ბიუჯეტიდან? – ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს. ჩოგბურთის კორტისა და …

აგრობარათების დარიგება დაიწყო

აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე შეტანილია აგრობარათები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. პროგრამის ფარგლებში გლეხები და ფერმერები აგრობარათებს წელსაც მიწის დასამუშავებლად – სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და შხამ-ქიმიკატების შესაძენად მიიღებენ. „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის~ ფარგლებში აჭარის მაღალმთიანეთში სასოფლო-სამეურნეო, იგივე ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო. გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ფერმერები ორი სახის – ხვნისა და აგრობარათს …

ვინ მიიღებს ნერგებს აჭარაში

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მრავალწლოვანი კულტურის ბაღების გასაშენებლად წელს მილიონ 613 085 ლარს დახარჯავს. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან 80% თანადაფინანსებით თხილის, კაკლის, მანდარინისა და ლურჯი მოცვის ნერგებს მხოლოდ იმ ფერმერებს დაურიგებენ, რომლებსაც მიწის საკუთრების დამადასტურებელი ცნობა მოეპოვებათ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მრავალწლოვანი კულტურების ფერმერთა და მეწარმეთა უზრუნველყოფის~ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბაღების გასაშენებლად ფერმერებს წელს თხილის, …

Exit mobile version