„მსუბუქი მანქანა – პოლიციელი“ ხულოს საბავშვო ბაღებში

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება“ სხვადასხვა სათამაშოს შეიძენს [მათ შორის „მსუბუქი მანქანა (პოლიციელი), სატვირთო მანქანა (პატარა მანქანები); შინაური და გარეული ცხოველები, ბურთები, თოჯინები, სულ 24 დასახელების]. ბაღების გაერთიანება სათამაშოებში 7 ათასამდე ლარს გადაიხდის.

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს ქედაში

 

 ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უფასო მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომოდ  5 კვერცხი და ორი პასკა გადასცა. 

156 ლარი ოჯახს ძველ ფიცრულში საარსებოდ

 

ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სოფლის განაპირას, საუკუნის წინ აშენებულ ხის ერთსართულიან ფიცრულში სამნიძეების სამსულიანი ოჯახი ცხოვრობს. სახლი, სადაც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ორი ადამიანი მცირეწლოვან შვილს ზრდის, ცუდ მდგომარეობაშია, –  ქვები, რომელზეც წლების წინ ხის საძირკველი იყო დაშენებული, ჩამოშლილია. მორყეული და ალაგ-ალაგ ამოტეხილია იატაკი, დაზიანებულია კედლები, სახურავი, სახლის ფანჯრებს მინის ნაცვლად პოლიეთილენის პარკები აქვს აკრული. დიასახლისი თინა სამნიძე ამბობს, პარკს მზე წვავს და მალე იხევა, ოჯახს კი პარკის განახლების საშუალება არ აქვს. 

სოფელ ქობულეთში ბაგა-ბაღი აშენდება

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. სოფელ ქობულეთში ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი დღეს, 10 აპრილს 418 360 ლარზე გამოცხადდა. 

 

ქობულეთის გამგებელი სამსახურების გაერთიანებას აპირებს

 

ქობულეთის გამგეობამ  შესაძლოა  ერთი სამსახური და ერთი აიპი გააუქმოს. საუბარია გამწავნების სამსახურისა და აიპი „ქობულეთის პარკების გაერთიანებაზე“.  მუნიციპალიტეტის გამგებელის სულხან ევგენიძის თქმით, საკითხი განხილვის ეპატზეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გამგებელი ამბობს, რომ სამსახურების გაერთიანება მისი მობილობის გაზრდას ემსახურება. „ნაციონალური მოძრაობს“ წევრის რეზო ხარაზის თქმით, გამგებელი ახალი აიპის ხელმძღვანელად მეგობრის დანიშვნას აპირებს.  

სოფელი, რომელსაც ლოდები ემუქრება

 

სოფელი აგარა ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე მდებარეობს. სოფლის გზაზე დროდადრო უზარმაზარი ლოდები ცვივა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მთაზე შეფენილ სოფელში წლების წინ 140-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ 60-მდე შემორჩა. მიგრაციის გამომწვევ მიზეზთა შორის ადგილობრივები სხვა პრობლემებთან ერთად  გეოლოგიურ პროცესებს ასახელებენ.

სოფელ სარფის მოსახლეობა სოფლის გზების მოწესრიგებას ითხოვს

 

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ სარფში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე მოსახლეობას შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებში ცხრა პროექტის განხორციელებას გეგმავს

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ წარმომადგენლებმა, პროგრამის „თემების მდგრადობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გულო სურმანიძემ, საჯარო მოხელეებთან შეხვედრაზე ორგანიზაციის მიერ ქედაში წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

ნაპირსამაგრ სამუშაოებს მთავრობა დააფინანსებს

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 10 000 ლარი სამი პროექტის შესაძენად. ესენია: ჩაქვის და მდინარე დეხვას ნაპირსამაგრი სამუშაოები და ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის გასწვრივ სანაპირო ზოლში დანგრეული ჯებირების აღსადგენად. 

მუნიციპალიტეტი ნაპირგამაგრებითი სამუშაოებისთვის თანხას მთავრობას სთხოვს

 

ქობულეთის მუნციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მუნიციპალიტეტმა რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა და ნაპირგამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ითხოვა.

50 მილიონი ლარი სოფლების მხარდასაჭერად

 

საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის 2015 წლის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარით დაფინანსდება. ასევე შესაძლებელია, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება საერთაშორისო,  დონორი ორგანიზაციების ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

ხმაურიანი საკრებულოს სხდომა გჰდგჰდ

 

დღეს, ქედის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან მხოლოდ 17 წევრი ესწრებოდა და კამათის ფონზე წარიმართა. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებს ორ ძირითად საკითხზე – ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცებასა და  სპორტული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამაში (2014 წლის 28 იანვარს მიღებულ განკარგულება) ცვლილების შეტანაზე უნდა ემსჯელათ.

ქობულეთის ბიუჯეტის პრიორიტეტები

 

ბათუმის შემდეგ ყველაზე დიდი ბიუჯეტი აჭარაში ქობულეთის მუნციპალიტეტს აქვს. საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მომავალ წელს მუნციპალიტეტის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია.  საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 33 დეპუტატიდან 2015 წლის ბიუჯეტს 24 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ხულოს მუნიციპალიტეტს შუქი არ მიეწოდება

 

 

 ხულოს მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.  მობილური კავშირი კი რამდენიმე წუთის წინ აღდგა. 

ეკომგრანტების სახლი ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტში ყოფილი პოლიკლინიკის შენობა ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლად გადაკეთდება. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით ბინას აქ სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახი მიიღებს.

ხმაურიანი საკრებულოს სხდომა

 

დღეს, ქედის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან მხოლოდ 17 წევრი ესწრებოდა და კამათის ფონზე წარიმართა. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებს ორ ძირითად საკითხზე – ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცებასა და  სპორტული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამაში (2014 წლის 28 იანვარს მიღებულ განკარგულება) ცვლილების შეტანაზე უნდა ემსჯელათ.

ქობულეთი ზაფხულის ფესტივალი

 

Kobuleti Summer Fest – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსის, კიდევ ერთი გამარჯვებულია.

მუზეუმების საერთაშორისო დღე მაჭახლის მუზეუმში

 

 ,,ერთი დღე მუზეუმში” – ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მაჭახლის ისტორულ – ეთნოგრაფიულ  მუზეუმში. მუზეუმში მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებია დაცული. იგი ყოფილი მეჩეთის შენობაში არის განთავსებული. 


 

აჭარაში სახნავი მიწების 60 პროცენტი ეროზირებულია

 

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახნავი მიწების 60% სხვადასხვა ხარისხითაა ეროზირებული. სწორედ ამ რეგიონში შეინიშნება ე.წ. „ნიადაგური მიგრაცია”, რასაც თან სდევს მოსახლეობის მიერ ძირძველი საცხოვრებელი ადგილების მიტოვება“ – აღნიშნულია „ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2 მაისის ბრძანებაში.

შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და  ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ორგანიზებით ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ომის  ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა.

 

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და  ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ორგანიზებით ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ომის  ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა.

გამგებელი ქობულეთის უმწეოთა სასადილოში

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი რომანაძემ ქობულეთის უმწეოთა სასადილო მოინახულა და სასადილოს მესვეურებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. 

400-ათასიანი აუქციონი საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობის პირობით

 

ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას, რომელსაც იქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახი სარგებლობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურებიცაა განთავსებული. საუბარია 4785 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, რომლის საწყისი ღირებულება 400 ათასი ლარია. 

“მოყვარე” დაფინანსების გარეშე

 

მერისის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „მოყვარე” რამდენიმე წელია დაფინანსების გარეშეა. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლს სახელმწიფო სერტიფიკატიც აქვს და სპეციალისტები მისი რეპერტუარითაც ინტერესდებიან, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ანსამბლის წევრებისთვის ხელფასი ბიუჯეტში არ გაითვალისწინა.

ხულოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება

 

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ თავართქილაძის ბრძანებით მიმდინარე წლის 14 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. სხდომაზე ძირითადი საკითხები ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ეხება.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ანონსი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 9 აპრილს დაგეგმილ ოფიციალურ ღონისძიებათა ანონსს აქვეყნებს

„ნიუ კონსტრაქშენი“ და კეთილმოწყობა ქობულეთში

 

ქობულეთში, კომახიძის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტი წყალსადენის ქსელისა და საკანილიზაციო სისტემის რებილიტაციას ითვალისწინებს.პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 313 400 ლარი დაიხარჯება.

ივანიშვილის საჩუქარი თუ სახელმწიფოს ქონება?

 

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქედაში, სოფელ ზესოფლის მცხოვრებთ დაჰპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში სოფლისთვის ტრაქტორს იყიდდნენ. 6 დეკემბერს მინისტრმა დავით ნარმანიამ ზესოფლის მოსახლეობას ტრაქტორი მართლაც აჩუქა და თქვა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესრულება იყო. ნარმანიას ქედიდან წასვლის შემდეგ კი ქედის გამგეობამ ტრაქტორი შპს-ს გადასცა.

რაში დაიხარჯება ყველაზე მეტი თანხა ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის ბიუჯეტისგან 4 მილიონი ლარით გაზრდილია – დამტკიცებული ბიუჯეტი ამ ეტაპზე 9 331 800 ლარია, აქედან 4 559 000 ლარი ქედაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. 

50 მილიონი და სოფლის პრიორიტეტები

 

დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სულხან ოქროპირიძე და საქართველოს მთავრობის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე ხულოს მუნიციპალიტეტში გამგეობის წევრებსა და თემების რწმუნებულებს შეხვდებიან.

 

სამგზავრო ავტობუსი მაჭახლის თემისთვის

 

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მაჭახლის თემს სამგზავრო ავტობუსი ექნება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.  მაჭახლის თემის სოფლებისთვის სამგზავრო ავტობუსის შეძენის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა.

ქობულეთში სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

 

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მერაბ ჯინჭარაძემ თამარ მეფის სანაპიროზე შტორმის შემდეგ დაბინძურებული ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს. 

სოფელ ვაშლოვანში კორპუსის აშენებაზე ტენდერი გამოცხადდა

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხულოში, სოფელ ვაშლოვანში სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის აშენებაზე 4 მილიონამდე ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

ადამიანები გააქტიურებული მეწყრის ზონიდან


<!** Image 1 align="left" width="300" height="576" >

გეოლოგებმა ქედის მუნიციპალიტეტში დამეწყრილი კერების შესწავლა დაიწყეს. სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი აცხადებს, რომ სტიქია სოფელს ხშირად უტევს და ხელისუფლებას სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ თემის ადმინისტრაციულ ცენტრში საერთო საცხოვრებლის აშენებას სთხოვენ.

ერთჯერადი დახმარების გაუქმებული პროგრამა


ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას  ვეღარ იღებენ. ერთჯერადი დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას ფინანსურად ეხმარებოდა, წელს სოციალური პროგრამების სიაში აღარ არის.

რესურსცენტრის უფროსის პოზიციაზე ვაკანსია

 

<!** Image 2 align="left" width="300" height="4464" >

კონკურსი შუახევის რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, 14 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა. 

Exit mobile version