თურქეთში, ქალაქ იზმირში მიმდინარე ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობაში, ქართველმა ძმებმა, ლერი და ოთარ აბულაძეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან პირველი ადგილის მფლობელი ლერი აბულაძე გახდა, ოთარ აბულაძემ კი ამავე წონაში (58) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სპორტსმენი ძმები ხულოს მუნიციპალიტეტიდან არიან.






