შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 1000 აბონენტს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის სადისპეტჩეროს წარმომადგენლის, თემურ მიქელაძის თქმით, სოფლებში გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს: ,,შუახევის სოფლებში ავარიული გათიშვა არ არის, გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, შუქი ყველა სოფელში არის. დანარჩენი სხვასთან გაარკვიეთ,” – გვითხრა თემურ მიქელაძემ სატელეფონო საუბარში. მიუხედავად სადისპეტჩეროს განცხადებისა, რომ ქედაში ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემა …
Tag Archives: მუნიციპალიტეტი
უამინდობის გამო ზოგიერთ სკოლასა და ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა
აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ზოგ სოფელში 1 მეტრზე მეტია. უამინდობის, უშუქობისა და ასევე, ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ზოგ ბაღსა და საჯარო სკოლაში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი რიჟვაძის ინფორმაციით, უშუქობისა და ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის 20 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ 4 – მეკეიძეების, რიყეთის, საციხურისა და დაბის – ბაღში …
Continue reading “უამინდობის გამო ზოგიერთ სკოლასა და ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა”
პრობლემები დიდთოვლობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში
შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ცენტრალური ხაზის დაზიანების გამო შუახევის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება, რაც შეეხება საავტომობილო მიმოსვლას, მერის თქმით, დაბალი ზონის სოფლებში მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდება. „დაზიანდა როგორც ცენტრალური ელექტროხაზები, ასევე შიდა ქსელიც. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს, რაც შეეხება გადაადგილებას, დაბალი ზონის სოფლებში მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდებიან, …
Continue reading “პრობლემები დიდთოვლობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში”
ახალარჩეული მერების მოადგილეები აჭარაში
შუახევის მერმა, რამინ ფუტკარაძემ, პირველი მოადგილის პოზიციაზე ომარ ტაკიძე დანიშნა, მოადგილის თანამდებობაზე კი – ყოფილი გამგებლის, ტარიელ ებრალიძის მოადგილე რუსუდან შავაძე. ომარ ტაკიძე ბათუმის მერიაში მუშაობდა, ბოლო წლებში კი ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება შუახევის მერმა გუშინ, 16 ნოემბერს, დაწერა. ამ დროისთვის შუახევის გამგეობაში ვაკანტურია ერთი მოადგილის თანამდებობა. ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ, პირველ მოადგილედ …
რატომ დაანგრიეს სამჯერ გარემონტებული შენობა ზუნდაგაში
შენობა, რომლის რეაბილიტაციასა თუ კოსმეტიკურ რემონტზე 2009 წლიდან დღემდე 46 ათას 385 ლარი და 90 თეთრია დახარჯული, ახლა მისგან მხოლოდ თითქმის ფასადია დარჩენილი, სხვენი და სახურავი გადახადეს, იატაკი ამოყარეს, კედლების ნაწილი ჩამოშალეს. ყოფილი საბჭოს შენობას რეაბილიტაცია უტარდება. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში საბავშვო ბაღი, ყოფილი „საბჭოს“ შენობის პირველ სართულზე 2009 წელს გაიხსნა. ბაღის გასახსნელად შენობის რეაბილიტაცია …
Continue reading “რატომ დაანგრიეს სამჯერ გარემონტებული შენობა ზუნდაგაში”
ფერმერებისთვის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის დარიგება დაიწყო
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წამლობითი ღონისძიებების გასატარებლად ფერმერებისთვის პრეპარატების დარიგება დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, „დიფენტრინის“ სახეობის ქიმიური შემადგენლობის პრეპარატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა. აჭარის რეგიონისთვის სულ 13 000 ლიტრი პრეპარატია შეძენილი, აქედან ბათუმის მუნიციპალიტეტს 2 100 ლიტრი, ქობულეთს – 5 300, …
Continue reading “ფერმერებისთვის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის დარიგება დაიწყო”
რატომ არ ტარდება ქიმიური ღონისძიებები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აჭარის მაღალმთიანეთში
მიუხედავად იმისა, რომ მავნებელი მწერი – აზიური ფაროსანა აჭარის მაღალმთიან სოფლებშიც მომრავლდა და ბოსტნეულსა, თუ მრავალწლოვან ხეხილის ბაღებს ანადგურებს, აქ ქიმიური წამლობით ღონისძიებები არ ტარდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ აჭარის მთის სოფლებში, აზიური ფაროსანას გავრცელების დონე მავნეობის ეკონომიკურ ზღვარს არ აღემატება, მწერის გარემოში გავრცელების ინტენსივობა დაბალ ზონაში გამოიკვეთა და ქიმიური ღონისძიებებიც შესაბამისად, მხოლოდ …
სასწავლო პროცესი კერძო სახლებში
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში პირველი ზარი ბავშვებისთვის სკოლის ნაცვლად საცხოვრებელ სახლში დაირეკება. სასწავლო პროცესი აქ, ზაურ ხარაბაძის ხის ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე წელს მეორედ განახლდება. ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე გამარტავს, რომ საცხოვრებელი სახლი ნორმალურ მდგომარეობაშია და ვიდრე სკოლის მშენებლობა არ დასრულდება, გაკვეთილები ტუნაძეების დაწყებითი კლასების სკოლასა და კერძო სახლში ჩატარდება. „იქედან გამომდინარე, რომ სხვა …
როდის დაიწყება საბავშვო ბაღები აჭარის მთაში
ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედი 15 საბავშვო ბაღიდან, 11 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი 14 ბაღში განახლდება. ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სააღმზრედელო პროცესს რეაბილიტაციის გამო აჩერებს. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, მანამდე, ვიდრე ამ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, ბავშვები უახლოეს დოლოგნისა და მახუნცეთის ბაღებში გადანაწილდება. „მოქმედი ბაღებიდან, მიმდინარე წელს წონიარისის ბაღს ჩაუტარდა რემონტი, წლის დასაწყისში გავხსენით ახალი ბაღი სოფელ ოქტომბერში, …
Continue reading “როდის დაიწყება საბავშვო ბაღები აჭარის მთაში”
სოციალური მომსახურების სააგენტომ ქედაში სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. აღნიშნულ პოზიციაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ღია კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: hg.gov.ge-ზე 14 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. კონკურსანტს უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების [Word, Excel, PowerPoint ] ცოდნა და ოთხწლიანი მუშაობის გამოცდილება მოეთხოვება. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი განცხადების გადარჩევა, …
ქედის გამგებელი: სამკერვალო ფაბრიკა ვერ გაიხსნა, რადგან ქედაში მუშახელი არ გამოინახა
ქედის გამგებელი დავით დუმბაძე პოსტს ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებს. შეასრულა თუ არა მან მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები? ბატონო დავით, თქვენ, როგორც ქედის პირველმა არჩეულმა გამგებელმა, რამდენად შეძელით წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება: წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება, 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, სოფელ უჩხითში შიდა სასოფლო გზის მოასფალტება? იმ გვალვების ფონზე, რაც წელს იყო, როცა 75 …
შუახევის გამგეობისთვის 34 ათას ლარად მეორად ავტომანქანას შეისყიდიან
პიკაპის ტიპის ერთი ერთეული მეორადი ავტომანქანის შესაძენად შუახევის მუნიციპალიტეტს 34 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მაღალი გამავლობის მეორადი ავტომანქანა, რომელიც გამოშვებული უნდა იყოს არაუადრეს 2012 წლისა, შუახევის გამგეობას მოემსახურება. მუნიციპალიტეტი ავტომანქანას ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დაიწყება და 25 აგვისტოს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა ავტომანქანა მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა გადასცეს. ავტომანქანის ტექნიკურ …
Continue reading “შუახევის გამგეობისთვის 34 ათას ლარად მეორად ავტომანქანას შეისყიდიან”
ავტომანქანის ნომრის ამომცნობ 150 ვიდეოკამერას ბათუმის მერია ნახევარ მილიონ ლარად ყიდულობს
ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ვიდეოსამეთვალყურეო კამერებს ბათუმის მერია 539 250 ლარად შეისყიდის. ამჯერად კამერები უნდა იყოს ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი, ამასთან, აღნიშნულ თანხაში შედის კამერების თანმდევი მომსახურებაც. მერიამ შესაბამისი ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის გზით უკვე გააფორმა შპს „დელტა კონსალტინგთან“ 150 ვიდეოკამერაზე. თანხა ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ანალოგიურ სათვალთვალო კამერებს შეისყიდის აჭარის დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტიც: შეძენილი …
შუახევის გამგეობა გარკვეულ ოჯახებს ხის სახლებს შეუსყიდის
შუახევის გამგეობა, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია, ხის სახლებს შეუსყიდის. 11 სახლის შესაძენად გამგეობამ მიზნობრივი პროგრამა – „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამა“ შეიმუშავა და ბიუჯეტიდან 119 900 ლარი გამოყო. შუახევის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გამგეობა მხოლოდ ხის სახლებს შეისყიდის, …
Continue reading “შუახევის გამგეობა გარკვეულ ოჯახებს ხის სახლებს შეუსყიდის”
ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტს დადგამენ
ყადირ შერვაშიძის ბიუსტი დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ პარკში განთავსდება და ის ქედაში პირველი საზოგადო მოღვაწის ბიუსტი იქნება. ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა, თუმცა გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობა ვერ მიიღო. გამგეობის სურვილი იყო, ბიუსტი მიმდინარე წლის 30 ივლისს გაეხსნათ. წელს ყადირ შერვაშიძის დაბადებიდან 130 წელი სრულდება. ქედის გამგებლის მოადგილის, მამუკა ფარტენაძის ინფორმაციით, ყადირ შერვაშიძის …
„პაემანი პოეზიასთან“ და სუფრა პოეტებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 835 ლარს, კულტურული ღონისძიების – „პაემანი პოეზიასთან“ ჩასატარებლად დახარჯავს. როგორც ქედის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე განმარტავს, გამგეობა შემოქმედებით საღამოს ქედის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოღვაწე პოეტებისთვის გამართავს. ღონისძიების ხარჯთაღრიცხვით, მოსაწვევის, წამყვანის ანაზღაურების, ფერადი სანთლების, ატლასის, სასაჩუქრე ჩანთისა თუ ღონისძიების გასამართად საჭირო ინვენტარის ჩამონათვალში 35 კაცის კვებაცაა გაწერილი. სატენდერო პირობებში, …
Continue reading “„პაემანი პოეზიასთან“ და სუფრა პოეტებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე ქედაში”
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის შვიდ თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაატარებს. დაბა ქედის, დანდალოს, ზვარის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და მერისის თემის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 345 652 ლარი გამოიყო. მეწყრული პროცესების შესამცირებლად სოფლებში, ძირითადად, საცხოვრებელი სახლებისა, თუ სასოფლო გზების მიმდებარედ საყრდენი კედლები მოეწყობა. საყრდენ კედლებთან ერთად გზებზე სანიაღვრე არხების გაკეთებაა დაგეგმილი. გამგეობის მიერ დაგეგმილი …
შუახევის გამგეობა სტიქიით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს შეაკეთებს
შუახევის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული რვა საცხოვრებელი სახლისა და ერთი დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა – 22 685 ლარი, შუახევის გამგეობამ მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყო. საცხოვრებელი სახლების გასამაგრებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება შუახევის გამგეობაში მოქმედმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა შემსწავლელმა კომისიამ დღეს, 19 ივლისს, მიიღო. გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლებზე, რომელთა …
Continue reading “შუახევის გამგეობა სტიქიით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს შეაკეთებს”
ხულოში თემის რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით გაუზარდეს
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტში შემავალი თემების რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით გაუზარდა. რწმუნებულებისთვის სახელფასო სარგოს 10 ლარით მატებასთან დაკავშირებით გამგეობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საჯარო მოხელეების რანგირება შემოიღეს. კანონით კი, გამგებლის წარმომადგენლებს თემებში რანგი არ მიენიჭა. გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში ხელშეკრულებით არიან აყვანილნი, როგორც დროებითი მოვალეობის შემსრულებლები. რანგირების წესის შემოღების შემდეგ ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებად მიიჩნევიან გამგებლის …
Continue reading “ხულოში თემის რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით გაუზარდეს”
ყოფილი კომბინატის სოციალურ სახლად გადაკეთებაში ქედის გამგეობა ნახევარ მილიონს დახარჯავს
დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში სოციალური სახლი მოეწყობა. ყოფილი კომბინატის ორსართულიანი შენობის სოციალურ სახლად გადასაკეთებლად ქედის გამგეობამ 545 070 ლარი გამოყო. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, არსებული შენობის ფართობი შენარჩუნდება, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდება და სოციალურ სახლად ქცეულ ყოფილ კომბინატის შენობაში, საცხოვრებელ ფართობს უსახლკარო სტატუსის მქონე რვა ოჯახი მიიღებს. ბინას აქ ის ორი ოჯახიც მიიღებს, რომლებიც …
ხულოში, კურორტ „გოდერძიზე“ გზის მშენებლობის გამო 482 ხეს მოჭრიან
ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო-სათხილამურო კურორტის ქვედა დასახლებაში, ახალი, 1761-მეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა იგეგმება. გზის მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის 2 მილიონ 168 ათას 753 ლარია გამოყოფილი. მშენებლობის გამო კი აუცილებელი იქნება მოიჭრას 267 ძირი ფოთლოვანი, 215 წიწვოვანი ხე, ასევე 117 ბუჩქნარი. გზის მშენებლობის სამუშაოებს შპს „Goderdzi Resorts“-ი შეისყიდის, რომელმაც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო განაცხადის შესაბამისად, …
Continue reading “ხულოში, კურორტ „გოდერძიზე“ გზის მშენებლობის გამო 482 ხეს მოჭრიან”
ვინ მიიღებს სახურავს უფასოდ ქედაში
ქედის გამგეობა დაზიანებული სახურავების შესაცვლელად მოსახლეობას თუნუქის ფურცლებით დაეხმარება. სოციალური პროგრამის განსახორციელებლად გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოყო და სულ 1900 ცალი თუნუქის ფურცელი შეიძინა. ვინ მიიღებს სახურავს სახელმწიფოსგან უფასოდ ქედაში? – ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობის ცხრა წევრისგან შემდგარი კომისია მიიღებს. კომისიის თავმჯდომარე ქედის გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძეა, კომისიის შემადგენლობაში კი ადმინისტრაციული თემების …
კიტრი კოკოტაურიდან [ფოტო, ვიდეო]
აჭარაში ხარისხით განსაკუთრებით ქედაში მოყვანილი ბოსტნეული გამოირჩევა. მასზე მოთხოვნა ბათუმის ბაზარშიც მაღალია. წლების განმავლობაში კიტრს დიდი ოდენობით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში აწარმოებდნენ. ოჯახებს სეზონის განმავლობაში ტონობით კიტრი მოჰყავდათ, თუმცა ბოლო წლებში კიტრის წარმოება შემცირდა. ახლა სოფელ კოკოტაურში კიტრი სარეალიზაციოდ მხოლოდ რამდენიმე ფერმერს აქვს გაშენებული, მათ შორის ერთ-ერთი ლუთბიე არძენაძეა. კიტრის ჩითილები სათბურში გამოჰყავთ, შემდეგ ღია გრუნტში გადააქვთ და …
ქედის გამგეობამ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ოთხ პოზიციაზე – მახუნცეთისა და ცხმორისის ადმინისტრაციულ თემებში მთავარი სპეციალისტის პოზიციასა და გამგეობაში სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, სახაზინო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების …
Continue reading “ქედის გამგეობამ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა”
მაღალმთიან აჭარაში რეგიონის მთავრობის მიერ დაფინანსებული განათლების ხელშეწყობის პროექტები
აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხემლისაწვდომობის გაზრდა რეგიონში. სწორედ ამ მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის 55% განკუთვნილია განათლების სფეროსთვის. სამინისტროს ძირითადი პროგრამული ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე – საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ინვენტარით, ლაბორატორიებითა და მხატვრული ლიტერატურით უზრუნველყოფა, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. წლების განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებების …
საპირფარეშოების რეაბილიტაციასა და მოსაცდელების მოწყობაში ქობულეთში 63 ათასი ლარი დაიხარჯება
ქობულეთში გამგეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპირფარეშოების რეაბილიტაციას და ახალი მოსაცდელების მშენებლობას გეგმავს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ამბულატორიის შენობას სოფელ ბობოყვათში და რამდენიმე არსებულ მოსაცდელს. ამ მომსახურების შეძენაზე გამგეობას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, საერთო თანხით – 63 120 ლარი. ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოების და ამბულატორიის შენობის [სოფელ ბობოყვათში] რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე 23 400 ლარია გათვალისწინებული; შესრულებული და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული …
თხევადი აირი ვეტერანებისთვის ხულოში
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, წელს პირველად, ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, 10 კილოგრამ თხევად აირს ერთჯერადად უფასოდ მიაწვდის. ხულოს გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, რამაზ შავაძის ინფორმაციით, ბენეფიციარებს თხევადი აირის ტალონი გადაეცემა, რომლის გამოყენება ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ხულოში სულ 250 ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. „გამომდინარე იქედან რომ ამ ოჯახებს უჭირს, გადავწყვიტეთ პროგრამა შეგვემუშავებინა და მცირედით …
აუთვისებელი 11 940 ევრო – რატომ ვერ მოეწყო ერთიანი ქსელი ქედის სოფლებში
მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტი – „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ქედის მუნიციპალიტეტში“ გასულ წელს დაასრულა, თუმცა სოფლებში მუნიციპალური მომსახურების ხარისხი დღემდე არ გაუმჯობესებულა. თემებში ერთიანი ქსელის მოწყობისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად, თვითმმართველი ორგანოებისთვის ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ქედის საკრებულომ ორგანიზაცია „ინტელექტის“ თანაავტორობით დაწერილი პროექტი წარადგინა. …
Continue reading “აუთვისებელი 11 940 ევრო – რატომ ვერ მოეწყო ერთიანი ქსელი ქედის სოფლებში”
ამაგი – შუამავალი სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისცენტრმა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ამაგის [აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება] შესაქმნელად 73 980 ლარი დახარჯა. კითხვაზე, რა არის ამაგი და რისთვის დასჭირდა სამინისტროს სოფლებში ასეთი გაერთიანების ჩამოყალიბება? – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე პასუხობს: ამაგი ჩვენი ახალი ინიციატივაა, რომელიც წარმოადგენს სოფელში მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებსაც ენდობა მოსახლეობა და …
Continue reading “ამაგი – შუამავალი სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის”
აჭარაში შუქის გათიშვის გრაფიკით ენერგოომბუდსმენი დაინტერესდება
რამდენიმე დღეა, რაც აჭარის მაღალმთიან სოფლებში შუქი მოსახლეობას დღის საათებში არ მიეწოდება. შუქი არ მიეწოდება საჯარო სკოლებს, ასევე საბავშვო ბაღებს, სადაც ხორცსა და სხვა მალფუჭებად პროდუქტებს მაცივარში ინახავენ. ენერგოკომპანია „ენერგო პრო-ჯორჯია“ შუქის გათიშვასთან დაკავშირებით აბონენტებს სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის და შეტყობინებას შუქის გამორთვასთან დაკავშირებით მაშინ უგზავნის აბონენტებს, როდესაც შუქი უკვე რამდენიმე საათის გამორთულია. ამასთან, შუქი …
Continue reading “აჭარაში შუქის გათიშვის გრაფიკით ენერგოომბუდსმენი დაინტერესდება”
ქედის გამგებელი საკრებულოში – დაპირებები და კრიტიკა
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ 31 მარტს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. გამგებლის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქედის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 მილიონ 835 ათას 500 ლარი, ხოლო აჭარის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 462 ათას 572 ლარი, სპეციალური ტრანსფერის სახით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად კი – 589 ათას 517 ლარი მიიღო. ანგარიშის …
Continue reading “ქედის გამგებელი საკრებულოში – დაპირებები და კრიტიკა”
ფურტიოს, ყინჩაურს, კვატიასა და მიმდებარე სოფლებს დენის მიწოდება დროებით შეუწყდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკით, 27 მარტს, დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 3391 აბონენტს ზემო აჭარის სოფლებში: ფურტიოში, ყინჩაურში, კვატიასა და მიმდებარე სოფლებში. „ენერგო-პრო ჯორჯია“, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვებს წინასწარი გრაფიკით ახორციელებს, რასაც მიმდინარე სამუშაოებით ხსნიან. გრაფიკი კომპანიის ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ გრაფიკის გამოქვეყნებას მიმწოდებელს კანონი ავალდებულებს, თუმცა ხშირად არ არის …
Continue reading “ფურტიოს, ყინჩაურს, კვატიასა და მიმდებარე სოფლებს დენის მიწოდება დროებით შეუწყდება”
სამშენებლო ნარჩენები ხევებსა და მდინარეებში
საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმა არ აქვთ გაწერილი. კონტროლი მეტ-ნაკლებად მხოლოდ საყოფაცხორებო ნარჩენებზე ხორციელდება. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს, სოფლებში არავინ აკონტროლებს. ხშირ შემთხვევაში ამ ტიპის ნარჩენებს, როგორც ადგილობრივები, ასევე სამშენებლო კომპანიები ხევებში, მდინარეებსა თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან. ქედის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში, სამშენებლო ნარჩენებს დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე, …
Continue reading “სამშენებლო ნარჩენები ხევებსა და მდინარეებში”
ხულოს გამგეობა მრავალშვილიანი დედებისთვის დანებსა და მადუღარას ყიდულობს
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ხულოში მცხოვრებ 45 მრავალშვილიან დედას დანების შეკვრასა და წყლის ელექტრომადუღარას გადასცემს. ტენდერში გამარჯვებულმა 45 შეკვრა [ერთ შეკვრაში ხუთი დანა] დანა და ამავე ოდენობის წყლის მადუღარა უნდა შეიძინოს. დანების შეკვრასა და წყლის მადუღარასთან ერთად, ამავე ტენდერში ხულოს გამგეობამ სუფრის ორგანიზება [20 კაცზე] ჩადო მოთხოვნად, სუფრა კი მწვადით, ოჯახურით, ხაჭაპურით, სინორით, ქათმის შემწვარი ტაბაკით, …
Continue reading “ხულოს გამგეობა მრავალშვილიანი დედებისთვის დანებსა და მადუღარას ყიდულობს”
საფრთხეში მყოფი ოჯახებისთვის აგარაში შესაძლოა სოციალური სახლი აშენდეს
აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი, რომლებიც განსახლებას საჭიროებენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 25 000-ლარიან პროგრამით სარგებლობაზე უარს ამბობს, სანაცვლოდ კი, ამ თანხით ხელისუფლებას სოფელ აგარასთან მისასვლელ გზაზე სოციალური სახლის აშენებას სთხოვენ. „აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი …
Continue reading “საფრთხეში მყოფი ოჯახებისთვის აგარაში შესაძლოა სოციალური სახლი აშენდეს”
ქედის საკრებულოს ანგარიში დეპუტატების საქმიანობის გარეშე
ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ცინცაძის მიერ ქედის საკრებულოსთვის წარდგენილ 2016 წლის ანგარიშში საკრებულოს წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები ვერ მოხვდა. კითხვებზე, დეპუტატებმა ინდივიდუალურად თუ ფრაქციის სახელით საკრებულოში განსახილველად 2016 წელს რამდენი საკითხი შეიტანეს? აქტიურობით ვინ გამოირჩეოდა და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც, საკრებულომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაჭრა? – საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ამ საკითხებს ბიუროს …
Continue reading “ქედის საკრებულოს ანგარიში დეპუტატების საქმიანობის გარეშე”