მთავარი,სიახლეები

მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა – რა ვითარებაა სოფლებში

21.12.2016
მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა – რა ვითარებაა სოფლებში

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, გამოიდარა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით არც ერთ სოფელში სწავლის პროცესი არ შეჩერებულა, ასევე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

„ძირითადი პრობლემა გვაქვს გზებზე,  ყველა სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ერთ დღეში ვერ მოვასწრებდით. დღესაც და ხვალაც გაიწმინდება გზები, ძირითადად დარჩენილია  სხალთა-ფუშრუკაულის მიმართულებით არსებული მაგისტრალი, მეკეიძეები, ქედლები რიყეთისა და დიოკნისის; ხიხაძირის ხეობას რაც შეეხება, დარჩენილია მხოლოდ სკვანასა და კალოთის მიმართულება და ესეც  გაიწმინდება,“ – აცხადებს გამგებელი.

ბესიკ ბაუჩაძის თქმით ხულოს მუნიციპალიტეტის არც ერთ სკოლაში  და საბავშვო ბაღში სწავლის პროცესი არ შეჩერებულა და ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში ზვავსაშიში ვითარება არ არის.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ზოგან -10  გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდა, ელექტროენერგია ყველა სოფელს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება: „ამ დროისთვის წაბლანაში, ინწკირვეთში, ნაღვარევსა და  ზემო ხევის ცენტრებში შემავალი გზები იწმინდება,  აღნიშნულ სოფლებში თოვლის საფარი სამ მეტრს აღწევს, ამიტომ ტექნიკასაც უჭირს მუშაობა, მაგრამ  ყველა  სოფელთან  დამაკავშირებელი გზა  სრულად  ხვალ  გაიწმინდება.“

გამგებლის ინფორმაციით  შუახევში არც ერთ სკოლაში და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, ამ დროისთვის არც ზვავსაშიში ვითარება ფიქსირდება.

ხულო, სოფელი თხილვანა, თეიმურაზ ქამადაძის ფოტო

ხულო, სოფელი თხილვანა, თეიმურაზ ქამადაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: