„პოლიციამ დაარღვია კანონი, ეს საქმე უნდა განიხილოთ კონტექსტში, რატომ გამაჩერეს მეც თითქმის 48 საათი?“ – მიმართა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. ის 3 ივნისს ბათუმში, ევროპის მოედანზე დააკავეს – მირდატ ქამადაძეს და აქციის სხვა მონაწილეებს ფურცლები ეჭირათ ხელში წარწერით – „ირაყლი“. შაბათის აქციაზე დაკავებულები: მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თაზო მახარაძემ შსს-მ თითქმის …
Tag Archives: მირდატ ქამადაძე
რატომ გააპარა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი მოსამართლემ – 24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე
დაანონსებული ქუჩის აქციების და სხვა პოლიტიკური აქტივობის ნაცვლად, უკვე მერამდენე დღეა ოპოზიცია სასამართლო სხდომებს ესწრება. დღეს, პირველ ივნისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: გია აბულაძის, გიორგი კირთაძის და ლევან ანთაძის, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრის ილია ჯინჭარაძის და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის – მერაბ ვარშალომიძის საქმე განიხილა. დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმის სახით დაბარებულმა დავით …
ენმ სასამართლოში ჯინჭარაძის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს – „ამომრჩევლის მოსყიდვა დადასტურდა“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატია ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება. „ამომრჩევლის მოსყიდვა დასტურდება, ჩვენ სასამართლოში დავუდასტურებთ, რომ ადამიანების მასობრივი გადმოწერა ამ ოლქში უკავშირდება მოსყიდვას, ეს გამოჩნდა „ტვ პირველის“ მასალითაც, როცა ადამიანები ჰყვებიან, რომ ბინის მიღების სანაცვლოდ გააკეთეს …
„ოცნებას“ არ აქვს უფლება ნუგზარ ფუტკარაძის ოლქში კანდიდატი დააყენოს – ენმ გამოძიებას ითხოვს
„ორ თვეზე მეტი გავიდა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან, თუმცა საზოგადოებამ დღემდე არ იცის გამოძიების შედეგების შესახებ. არ ვიცით, ვინ არის ის ერთი კაცი, რომლის შესახებაც ისმის ჩანაწერებში და რომლის სახელითაც ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა მიმდინარეობდა“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ დღეს, 25 იანვარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ნუგზარ ფუტკარაძე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ორ …
“ვითხოვთ ელჩებთან შეხვედრას” – ოპოზიციის ბრიფინგი ბათუმში
ოპოზიციური ერთობის წევრები ბათუმში ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ. „უნდა ავუხსნათ, რამდენად დაუჯერებელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში,”- განაცხადა დღეს, 28 ნოემბერს, ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში. ოპოზიცია გეგმავს საელჩოებს მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო დროს ქვეყანაში და კონკრეტულად ბათუმში მიმდინარე პროცესების შესახებ. საუბრის მთავარი თემა საკრებულო იქნება, სადაც ძველმა …
Continue reading ““ვითხოვთ ელჩებთან შეხვედრას” – ოპოზიციის ბრიფინგი ბათუმში”
„ვინც ფულს სთავაზობდა, უკვე სტამბოლშია“- რა ირკვევა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე
„ეფექტური გამოძიება ხელისუფლებას არ სურს და ამას აჩვენებს ის გარემოებაც, რომ გამოკითხვაზე პოლიციის პირველ განყოფილებაში დაგვხვდა არა საგამოძიებო ჯგუფი, არამედ მხოლოდ ერთი გამომძიებელი, მხოლოდ გიორგი კირთაძე გამოჰკითხეს. ინტერესი რომ იყოს ეფექტური გამოძიება, მარტივად შეიძლებოდა პარალელურ რეჟიმში გამოკითხვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. ის ბათუმის საკრებულოს ახალი წევრის – „ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების …
რა ხსნარი დაღვარეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, მირდატ ქამადაძემ მძაფრსუნიანი ხსნარი პროტესტის ნიშნად დაღვარა. მირდატ ქამადაძე, თანამოაზრეებთან ერთად, ბათუმის ძველი საკრებულოს მიერ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდა და იგი ასე შეეცადა სხდომის ჩაშლას. მირდატ ქამადაძემ გვითხრა, რომ ხსნარი, რომელიც მან დღეს საკრებულოს სხდომაზე დაღვარა, ვეტერინარული პრეპარატი АСД-2Ф -ია. პრეპარატი რუსული და უკრაინული …
Continue reading “რა ხსნარი დაღვარეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე”
მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომაზე მძაფრსუნიანი ხსნარი დაღვარა – სხდომა შეჩერდა
„ხელთ მიჭირავს შპრიცი, რომელშიც არის ნივთიერება სრულიად უწყინარი, უბრალოდ აქვს ძალიან ისეთი სუნი, აქ ვეღარ გაჩერდებით… მე ვრჩები აქ“, – განაცხადა დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მირდატ ქამადაძემ და შპრიციდან ხსნარი დაღვარა დარბაზში. მირდატ ქამადაძე თანამოაზრეებთან ერთად მიიჩნევს, რომ ბათუმის ძველი საკრებულო ქალაქის ახალ ბიუჯეტს არ უნდა ამტკიცებდეს. საკრებულოს სხდომა დროებით …
Continue reading “მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომაზე მძაფრსუნიანი ხსნარი დაღვარა – სხდომა შეჩერდა”
ბათუმის საარჩევნო უბნებზე 56 საჩივარი დაიწერა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, 13:00 საათისთვის ბათუმის საარჩევნო უბნებზე ჯამში 56 საჩივარი დაიწერა. საარჩევნო დარღვევების შესახებ განცხადება გააკეთა ენმ-ს წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ. მისი თქმით, ბათუმის საარჩევნო უბნებზე გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: მე-14 უბანზე მარკირების სითხე უხარისხოა, რის გამოც ფაქტობრივად ვერ ხერხდება მარკირება. პრობლემა საჩივრის დაწერის მიუხედავად აღმოფხვრილი არ არის. 22-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება. …
Continue reading “ბათუმის საარჩევნო უბნებზე 56 საჩივარი დაიწერა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
საპროტესტო აქცია აჭარის პოლიციასთან – ადგილი გვაქვს შერჩევით სამართალთან
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრის გამო დღეს, 24 იანვარს, ბათუმში ერთი პირი – ირაკლი ფანგანი დააკავეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი და აჭარის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. ირაკლი ფანგანი „ალტერნატივას“ წარმოადგენს და აჭარის მთავრობასთან მიმდნარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. „აფხაზეთიდან დევნილი. სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, ობოლი ბავშვი, მშობლები არ ჰყავს …
Continue reading “საპროტესტო აქცია აჭარის პოლიციასთან – ადგილი გვაქვს შერჩევით სამართალთან”
„რა ვქნა, რა დავიფიცო“ – სულიკო თებიძე ენმ-ის ანტიკრიზისულ პროექტზე
„რაზე დავიფიცო, რა გავაკეთო? – მზად ვარ, ნებისმიერი საქმიანი წინადადება მივიღო, მაგრამ მათ მიერ დაყენებული ინიციატივები, ყველა იყო არაკანონიერი, ადრეც ჰქონდათ. ნებისმიერმა იურისტმა შემიფასოს, რომ მე არაკანონიერად მოვიქეცი, დავწერ განცხადებას და წავალ, მართლა გეუბნებით. არ გავაკეთებ არაკანონიერს ამ ასაკში, გამორიცხულია“, – გვითხრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ. საქმე ეხება საკრებულოს ოპოზიციის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას, …
Continue reading “„რა ვქნა, რა დავიფიცო“ – სულიკო თებიძე ენმ-ის ანტიკრიზისულ პროექტზე”
ბათუმის ენმ: ჩვენს აქტივისტს თავს დაესხნენ, თავდამსხმელი მას რუსულ ენაზე აგინებდა
ბათუმის საკრებულოში ენმ-ის წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის აქტივისტს, გიორგი დიასამიძეს უცნობი პირი თავს დაესხა. ამ თავდასხმის შედეგად გიორგი დიასამიძეს შუბლზე აქვს ნახეთქი ჭრილობა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით. მირდატ ქამადაძის თქმით, აქტივისტს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ის ენმ-ის ბათუმის ოფისიდან გამოვიდა და შეკვეთილში მიდიოდა აქციის …
Continue reading “ბათუმის ენმ: ჩვენს აქტივისტს თავს დაესხნენ, თავდამსხმელი მას რუსულ ენაზე აგინებდა”
ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენიეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა
„ზუსტად ვიცი, ტერენტი გრანელის ერთი ლექსიც არ იცი,“ – ამ სიტყვებით მიმართა ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი პატარიძეს. პატარიძე ამ დროს ბათუმში ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს აცნობდა საკრებულოს და მან ტერენტი გრანელი ისე მოიხსენია, როგორც პროზაიკოსი. პატარიძეს საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოეპასუხა და უთხრა, რომ გრანელი არა პროზაიკოსი, არამედ პოეტი …
Continue reading “ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენიეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა”
ბათუმში ფარული კადრების საქმეზე დაკავებულ სამივე პირს გირაო შეეფარდა
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან სასამართლომ სამს პატიმრობა შეუფარდა, დანარჩენს კი – გირაო. ამ საქმეზე ბათუმში დაკავებულ სამივე პირს, ინგა და ირმა ხოროიშვილებსა და ირაკლი ქასრაშვილს გირაო შეეფარდათ. დები ხოროიშვილების ინტერესს სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე იცავს, რომელიც გუშინ ჩაერთო საქმეში, როგორც ადვოკატი. მირდატ ქამადაძის თქმით, გუშინ, გვიან საღამოს გამართულ სასამართლოზე, რვიდან …
Continue reading “ბათუმში ფარული კადრების საქმეზე დაკავებულ სამივე პირს გირაო შეეფარდა”
„ეს შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ხმა დავიცვათ“
მას შემდეგ რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა პირველი კომენტარი გააკეთეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების აღიარებაზე ჯერ ვერ ისაუბრებს, რადგან არ არის ცნობილი საბოლოო შედეგები: „ბოლო წუთამდე აქტივობა იყო ძალიან მაღალი, მიუხედავად ძალიან დიდი პატივისცემისა „ედისონ რისერჩის“ მიმართ, ხუთი საათის შემდეგ სამი საათი …
Continue reading “„ეს შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ხმა დავიცვათ“”
ენმ: აჭარაში ჩვენს დამკვირვებლებს უბნებიდან აძევებენ, დაიწერა ხუთი საჩივარი
აჭარაში ენმ-ის წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ 12:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბათუმის მე-17, 72-ე და მე-13 უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენლები გამააძევეს. „კიდევ ხუთ უბანზე იყო ჩვენი დამკვირვებლების გამოძევების მცდელობა, თუმცა ვერ შეძლეს. ეს ყველაფერი სჭირდებათ საარჩევნო კომისიებს იმისთვის, რომ მოხდეს ე.წ. კარუსელის დატრიალება, რაც უკვე დაფიქსირდა ბათუმის 30-ე უბანზე, სადაც ერთ-ერთ ამომრჩეველს თავისი …
Continue reading “ენმ: აჭარაში ჩვენს დამკვირვებლებს უბნებიდან აძევებენ, დაიწერა ხუთი საჩივარი”
ოპოზიცია ბათუმის მერიას ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვაში ადანაშაულებს
დაახლოებით ნახევარ მილიონს ბათუმის მერია იმ ზარალის ასანაზღაურებლად დახარჯავს, რაც ბათუმში მცხოვრებ ადამიანებს 8 და 10 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად მიადგა. ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მერიამ საკრებულოს მიმართა. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ცვლილებას „ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად“ აფასებენ. „კონკრეტულ პროგრამებს მოაკლეს თანხა და ამ ოჯახებს მისცემენ. ჩვენ არ ვართ ზარალის ანაზღაურების წინააღმდეგი, რასაკვირველია, მუნიციპალიტეტი მოსახლეობას …
Continue reading “ოპოზიცია ბათუმის მერიას ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვაში ადანაშაულებს”
„შოუ შედგა“ – კამათი ბათუმის საკრებულოში ქუჩებისთვის სახელის შეცვლის საკითხზე
“დაჯექით, ბატონო მირდატ, დაჯექით და ისე გვესაუბრეთ,”- რამდენჯერმე მოუწოდეს საკრებულოს წევრებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, მირდატ ქამადაძეს. მან დღევანდელ სხდომაზე სულიკო თებიძეს “ბათუმელებისთვის” მიცემულ კომენტარზე პასუხი მოსთხოვა. სულიკო თებიძემ „ბათუმელებს“ 31 აგვისტოს უთხრა, რომ გრიბოედოვის ქუჩისთვის სახელის შეცვლის საკითხი ოფიციალურად საკრებულოში არ შესულა, ხოლო მოსახლეობა სახელის შეცვლის წინააღმდეგ წავიდა. „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა და დადასტურდა, რომ …
Continue reading “„შოუ შედგა“ – კამათი ბათუმის საკრებულოში ქუჩებისთვის სახელის შეცვლის საკითხზე”
ენმ-ის აზრით, კორუფციულ ნიშნებს შეიცავს ტენდერი, რომელიც „იბიარდიმ“ ავტობუსების შესაძენად ჩაატარა
ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ დღეს, 3 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მერიამ ახალ, მუნიციპალურ ავტობუსებში თვითღირებულებაზე მეტი გადაიხადა. მისი თქმით, მერია ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას არ ასაჯაროებს. „ჩვენ მივმართეთ მერიას ოფიციალურად და გამოვითხოვეთ ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულება არ მოგვაწოდეს. მოგვაწოდეს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ეს ავტობუსები შეძენილია უკრაინული კომპანია „ჩერკასკი ავტობუსისგან“. …
„ბათუმში ლერმონტოვის ქუჩას მაკკეინის სახელი ეწოდოს“ – საკრებულოს წევრის ინიციატივა
„ლერმონტოვის ქუჩას ბათუმში ეწოდოს სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი“ – ამ ინციატივით ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოდის. ინიციატივის განხილვას იგი ბათუმის საკრებულოში აპირებს. მირდატ ქამადაძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელია. „ლერმონტოვის ქუჩა იმიტომ, რომ სიმბოლურია ქუჩებისთვის სახელის დარქმევა. ლერმონტოვი არ გამოირჩეოდა ქართველების დიდი სიყვარულით, ეს ცნობილია, ხოლო მაკკეინის დამსახურება საქართველოს წინაშე ყველამ იცის. მარტო ის …
ბათუმის საკრებულოს წევრი: მერიის ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან
ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას ვერ იღებს. ეს განცხადება მან დღეს, 7 მაისს, ჟურნალისტებთან გააკეთა. „ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“ შესყიდვების გეგმასთან დაკავშირებით, მან მოგვაწოდა ინფორმაცია კოდებით, რაზეც ჩვენ წვდომა არ გვაქვს და, ბუნებრივია, ვერ მივიღეთ ის ინფორმაცია, რაც გვაინტერესებდა. ასეთივე დაშიფრული ინფორმაცია …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს წევრი: მერიის ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან”
„თუ არ არის ნეპოტიზმი, მაშინ მოგვაწოდონ თანამშრომელთა სია“ – ენმ „ბათუმის წყალზე“
დღეს, 23 აპრილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შპს „ბათუმის წყალში“ დირექტორთან, თენგიზ ქოქოლაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა ენმ-ის წარმომადგენლის, ბათუმის საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის თქმით, შეხვედრა მხოლოდ „ბათუმის წყლის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შედგა და არა დირექტორთან. „ჩვენ დირექტორისგან გვაინტერესებდა კონკრეტული პასუხები, თუმცა დირექტორი არ შეგვხვდა. ამ შპს-დან გამოვითხოვეთ ბევრი ინფორმაცია, მათ შორის საშტატო ნუსხა, თანამშრომელთა სახელობითი სია და …
Continue reading “„თუ არ არის ნეპოტიზმი, მაშინ მოგვაწოდონ თანამშრომელთა სია“ – ენმ „ბათუმის წყალზე“”
მუნიციპალური ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციის დაბლოკვას სააპელაციო სასამართლომაც დაუჭირა მხარი
ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ ვერ მიიღო. მან დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას იღებს ბიუჯეტიდან, ვალდებულია საზოგადოებას საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს. მირდატ ქამადაძეს თანამშრომლების სახელობითი სია, შრომის ანაზღაურების და ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს: „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, „ბათუმის წყალმა“, „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ“. „ბათუმის …
ენმ: მოვუწოდებთ ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გაემიჯნონ „ქართულ მარშს“
„სირცხვილია, როდესაც კოლექტიურ „კორკოტას“ დახურულ კარს მიღმა ხვდებიან ქალაქ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ისე, რომ საზოგადოებამ არ იცის, რაზე გარიგდა ეს ორი მხარე ამ შეხვედრაზე,“ – აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე. ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით მირდატ ქამადაძემ ლაშა კომახიძეს და სულიკო თებიძეს მოუწოდა, გაემიჯნონ „ქართულ მარშს,“ ასევე საზოგადოებას დეტალურად გააცნონ, …
Continue reading “ენმ: მოვუწოდებთ ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გაემიჯნონ „ქართულ მარშს“”
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი კოლეგა კანონს არღვევს
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის განცხადებით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწევა, რისი უფლებაც მას კანონით არ აქვს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მირდატ ქამადაძე ერთი კვირის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა. „მირდატ ქამადაძის მხრიდან ფიქსირდება მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები. როგორც ცნობილია, ის წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და ირკვევა, რომ …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი კოლეგა კანონს არღვევს”
ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მირდატ ქამადაძე, დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც სხვადასხვა უბნებზე 18-მა კომისიის წევრმა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქამადაძის თქმით, 18-ივე კომისიის წევრი წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. „კომისიის წევრებს მმართველი …
Continue reading “ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა”
ენმ მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე საკრებულოს განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს
მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე ბათუმის საკრებულოს მიერ 29 სექტემბერს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. პარტიამ შესაბამისი სარჩელით დღეს, 2 ოქტომბერს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამავდროულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო რეესტრში შეიტანა განცხადება – სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე საქმისწარმოების შესაჩერებლად. მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი მიიჩნევს, რომ საკრებულომ პლაჟის გასხვისებით …
ენმ: საოლქო კომისიებმა „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიებით მიიღეს გადაწყვეტილება
„ეს კადრები ადასტურებს იმას, რომ საოლქო კომისიები წინასწარ გამზადებული სიების მიხედვით აკეთებენ არჩევანს. პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალი კადრების შერჩევის ნაცვლად, საოლქო კომისია „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიით მუშაობს,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ქობულეთის და ხელვაჩაურის საოლქო კომისიების სხდომების ამსახველი ვიდეომასალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 6 სექტემბერს წარმოადგინა. საოლქო კომისიებმა თავიანთი წარმომადგენლების შერჩევა საუბნო კომისიებში გუშინ, …
ენმ: პროკურატურამ ცალკე წარმოებად უნდა გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია
დღეს, 23 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ ბრიფინგზე ხელისუფლებისგან მოითხოვა, პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია: „გუშინ, სასამართლო პროცესის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გია ხალვაშმა ცალსახად დაადასტურა სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება… შსს-ს ინფორმაციით, ამ განცხადების საფუძველზე დაწყებულია გენერალურ ინსპექციაში გამოძიება, რაც ცალსახად …
ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატი: საბჭოთა კავშირში არ ვცხოვრობთ, რომ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ
მირდატ ქამადაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ შევიდა, რაც პარტია არჩევნებში დამარცხდა და მმართველის პოზიციიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა. იგი პროფესიით იურისტია და ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას კითხვები პარტიის ლიდერებთან და მიიღო თუ არა პასუხები ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, როცა პარტიაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბატონო მირდატ, …