მთავარი,სიახლეები

ენმ: აჭარაში ჩვენს დამკვირვებლებს უბნებიდან აძევებენ, დაიწერა ხუთი საჩივარი

28.11.2018
ენმ: აჭარაში ჩვენს დამკვირვებლებს უბნებიდან აძევებენ, დაიწერა ხუთი საჩივარი

აჭარაში ენმ-ის წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ 12:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბათუმის მე-17, 72-ე და მე-13 უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენლები გამააძევეს.

„კიდევ ხუთ უბანზე იყო ჩვენი დამკვირვებლების გამოძევების მცდელობა, თუმცა ვერ შეძლეს. ეს ყველაფერი სჭირდებათ საარჩევნო კომისიებს იმისთვის, რომ მოხდეს ე.წ. კარუსელის დატრიალება, რაც უკვე დაფიქსირდა  ბათუმის 30-ე უბანზე, სადაც ერთ-ერთ ამომრჩეველს თავისი გვარის გასწვრივ სამაგიდო სიებში ხელი უკვე მოწერილი დახვდა,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

მისი თქმით, იყო რამდენიმე უბანზე შემთხვევა, როდესაც მარკირებული ამომრჩევლები, რომლებიც ხელმეორედ ცდილობდნენ ხმის მიცემას, უკან გააბრუნეს.

მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელისუფლება მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლებს არჩევნების გაყალბებას, რადგან უბანზე მიმდინარე პროცესები გადაიცემა „იუთუბის“ ლაივში:

„აქედან გამომდინარე, ყველა დარღვევა ან დარღვევის მცდელობა იქნება დაფიქსირებული და აღკვეთილი. ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ პირადობის მოწმობებს, რომ არ ჰქონდეს ვადა გასული, ემთხვეოდეს მონაცემები და ამომრჩევლის ფოტოსურათი“.

ქამადაძის თქმით, ამ დროისთვის ხუთი საჩივარია დაწერილი დამკვირვებლების გამოძევებასთან და სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: