2 სასტუმრო, აპარტოტელები – ხალხმა არ იცის, რის გაკეთებას გეგმავენ ბეშუმსა და შქერნალში

„ერთი კაციც კი არ იყო ინფორმირებული ჩემი იალაღიდან ეგრეთ წოდებულ საჯარო განხილვაზე, საჯარო მოხელეები მიიყვანეს მხოლოდ შეხვედრაზე… მერიის წარმომადგენელმაც კი არ იცოდა, რომ განიხილებოდა დოკუმენტი, რაც ჩვენთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხვალ კანონი იქნება,“ – გვიყვება ჯემალ საგინაძე. ის ხულოში ცხოვრობს და გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, შქერნალის უბანში იალაღი აქვს. საუბარია გოდერძის უღელტეხილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის …

რიყეთი-კურორტ გოდერძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთი-კურორტ გოდერძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. „თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა; დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“ – აცხადებს გზების …

რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძსა და ახლო მდებარე სოფლებში

აჭარაში, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნა. რა ღირს დასვენება წელს კურორტზე? გოდერძიზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო „ამბასადორი გოდერძია“. ნომრების ღირებულების გასარკვევად სასტუმროს მიღება-განთავსების მენეჯერს, ირაკლი იაკობაშვილს ვესაუბრეთ. „საახალწლო პერიოდში, რა თქმა უნდა, ფასები გაზრდილია. ორადგილიანი ნომრის ღირებულება იწყება 250 დოლარიდან. ერთადგილიანი ნომრის ღირებულება საახალწლო პერიოდში 230 დოლარია, შარშან 170 დოლარი იყო. საახალწლო …

გოდერძსა და გომარდულში ახალი საბაგირო გზების და სასრიალო ტრასების მოწყობაა დაგეგმილი

კურორტ გოდერძიზე და გომარდულში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახალი სასრიალო ტრასებისა და საბაგირო გზების მოწყობას გეგმავს. ამასთან, გოდერძიზე დაგეგმილია არსებული და ახალი საბაგირო გზების ერთმანეთთან „წრიულად“ დაკავშირება: ზანკები-ჭანჭახი-[გოდერძის უღელტეხილი / მეტეო – ახალი გზა]-ზანკები. სპორტულ-ტურისტული სასრიალო ტრასებისა და საბაგირო გზების სადგურების შერწყმის, ასევე ახალი საბაგირო გზების დასხდომის სადგურების ნიშნულების განსაზღვრაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

ბაზრობა, პარკინგი, ავტოსადგური გოდერძიზე – რაში ხარჯავს აჭარის მთავრობა 4,5 მილიონს

ხულოში, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე, აჭარის მთავრობა თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 4 597 900 ლარით გამოაცხადა. ტენდერს თან ახლავს შესაბამისი პროექტები და მშენებლობისთვის თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაცია. პირობის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან …

სოფელ დიაკონიძეებიდან კურორტ გოდერძამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ84-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 მარტის მდგომარეობით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ1-კმ84 (ბათუმი[ანგისა]- ხულოს სოფელი დიაკონიძეები) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხულოს მერიის ინფორმაციით, მეწყერი 6 მარტს, …

თოვლი არის, მაგრამ გზა არა და შუქიც ქრება – რა ხდება კურორტ გოდერძიზე

მაღალმთიან აჭარაში ბოლო დღეებია გადაუღებლად თოვს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ხდება კურორტ გოდერძიზე, რამდენად ახერხებენ კურორტამდე მისვლას მომხმარებლები, ჰყავთ თუ არა სტუმრები საოჯახო სასტუმროს მფლობელებს მეზობელ სოფელში და ა.შ.? ლერი გელაძეს საოჯახო სასტუმრო „ალავერდი“ აქვს გოდერძისთან ახლოს მდებარე სოფელ დანისპარაულში. მისი თქმით, სოფელში თოვლის სიმაღლე მინიმუმ 3 მეტრია. „ალავერდში“ სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავდა დამსვენებლები და კარგი მუშაობაც …

შეზღუდვები ქედა-ხულო-გოდერძის გზაზე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ88 [ქედა-ხულო] მონაკვეთზე: აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოხსნილია [20 თებერვლის 16:00 საათიდან]. „რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ88-კმ106 [ხულო-კურორტი გოდერძი] მონაკვეთზე …

ბათუმი-ხულო-გოდერძის მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 16 თებერვლის მონაცემებით, დიდთოვლობის გამო, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. კერძოდ: ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 [პაქსაძეები (ხულო)-კურორტი გოდერძი] მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 [ქედა-პაქსაძეები(ხულო)] მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით: ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 [ქედა-პაქსაძეები(ხულო)] …

ხულო-კურორტ გოდერძის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების [თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა] გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის კმ88-კმ106 [ხულო-კურორტი გოდერძი] მონაკვეთზე ამ დროისთვის [15 თებერვალი, 15:05 სთ.] აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“ – აცხადებს დეპარტამენტი. მთავარი ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17 თებერვალს შენარჩუნებული იქნება თოვა, …

როგორ მიმდინარეობს სეზონი და რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე

„მხოლოდ გზის პრობლემა გვაქვს ხულო-გოდერძის მონაკვეთზე, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა. გზა რომ იყოს, ხალხიც იქნება“, – გვითხრა ზაურ კოჩალიძემ. ის ხულოს სოფელ რიყეთის მკვიდრია და ოჯახის წევრებთან ერთად კურორტ გოდერძიზე მუშაობს. ზაურის ძირითადი საქმე საკუთარი ჯიხურიდან თხილამურებისა და  სრიალისთვის აუცილებელი თუ დამხმარე საშუალებების გაქირავება და ინსტრუქტორობაა. „ჩვენთან მთელი დღით თხილამურების, ბათინკების, ხელჯოხებისა და ჩაფხუტის დაქირავება 30 …

რა ელის მრავალწლიან ნაძვებს – აჭარის მთავრობა კურორტ გოდერძიზე ნაკვეთებს ყიდის

აჭარის მთავრობა კურორტ გოდერძიზე 10 ნაკვეთს, ჯამში 4651 კვ. მეტრს ყიდის. აუქციონის პირობების მიხედვით, შემსყიდველმა ათივე ნაკვეთზე კოტეჯის ტიპის სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება უნდა აიღოს. გასაყიდი ათი ნაკვეთიდან ექვსი მრავალწლიანი ნაძვებითაა გაშენებული. გამყიდველმა კარგად იცის, რომ მშენებელი აქ სასტუმროს მშენებლობას მრავალწლიანი ხეების შენარჩუნებით ვერ შეძლებს და დანაკლისის შესავსებად ერთგვარი პირობა აქვს ჩადებული. აჭარის მთავრობა ითხოვს ამ …

გოდერძიზე სეზონის გასახსნელად თოვლს ელოდებიან

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე სეზონის გასახსნელად თოვლის მოსვლას ელოდებიან. როგორც „ბათუმელებს“ მთის ტრასების სააგენტოში განუცხადეს, სამთო კურორტი სეზონის გასახსნელად მზადაა, მთავარია თოვლი მოვიდეს. „კურორტი აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რაც მთას სჭირდება – ბურანით, კვადროციკლით, თოვლსატკეპნით თუ სხვა დამატებითი ტექნიკით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კურორტ „გოდერძიზე“ მდებარე ყველა სასტუმრო და კოტეჯი წინასაახალწლოდ …

აჭარის ნაკრებში ძირითადად ხულოელი მოთხილამურეები ვართ – ახალი ინვეტარი გვჭირდება 

ოთხგზის საქართველოს ჩემპიონი სათხილამურო სპორტში, 18 წლის მარი ჩოგაძე ხულოს სოფელ ქედლებიდანაა. სათხილამურო სპორტში საქართველოს ჩემპიონობისთვის მარიმ ბოლოს 2022 წელს იასპარეზა. მარი გვიყვება, რომ 6 წლის იყო, როცა თხილამურებზე პირველად დადგა. ის ამ სპორტით მამამ დააინტერესა, რომელიც მაშინ სათხილამურო სპორტის ტრენერი იყო. მარიმ თხილამურებზე სრიალი სოფლის მცირე სათხილამურო ტრასაზე ისწავლა მამის და სხვა ტრენერების დახმარებით. …

„მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა“ – დეპარტამენტის პასუხი „გოდერძის“ გზაზე

„უკვე დაწყებულია ტექნიკის მობილიზაცია და იმ კვირიდან კომპანიამ სამუშაოები უნდა განაახლოს,“ – გვიპასუხეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ ბათუმი – ახალციხის გზის შესახებ, სადაც   მოსახლეობას უკვე გავლაც კი უჭირს. ეს კურორტ „გოდერძისკენ“, ასევე, „ბეშუმისკენ“ მიმავალი გზაა. წლებია ხელისუფლება ამ გზის მოწყობის დაპირებას გასცემს და ტენდერებსაც ატარებს, თუმცა ზამთარშიც, აქტიური სათხილამურო სეზონის დროს, ტრანსპორტირება უგზოობის …

„აქ გავლა შეუძლებელი გახადეს“ – კურორტ „გოდერძისკენ“ მიმავალი გზა | ვიდეო

„გზაზე გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადეს… რეაბილიტაციის დაწყებამდე ამხელა პრობლემები არ იყო… მოხრეშვას ვითხოვთ და იმასაც არ აკეთებენ,“ – ამბობს ხულოში, სოფელ რიყეთში მცხოვრები გიგლა ანთაძე. ეს კურორტ „გოდერძისკენ“, ასევე „ბეშუმისკენ“ მიმავალი გზაა. წლებია ხელისუფლება ამ გზის მოწყობის დაპირებას გასცემს, ტენდერებსაც ატარებს და სამუშაოებსაც, თუმცა მოქალაქე აღწერს, რომ შედეგი საპირისპიროა. „გზაზე ვეღარ დავდივართ საერთოდ,“ – ამბობს …

როცა გარეთ 2 მეტრი თოვლია – ამბები გოდერძიდან და დანისპარაულიდან | ფოტო/ვიდეო

„კურორტი რომ არა, ნამდვილი ციხე იყო და იქნებოდა კიდევ აქაურობა,“ – ამბობს ეთერ პაპიძე და შეშის ღუმლის პატარა სარქველიდან ცეცხლის ალს აყოლებს თვალს. ღუმელზე ეთერს სტუმრებისთვის ყავა ჭიქებით შემოუდგამს. გარეთ თოვლის სიმაღლე უკვე 2 მეტრია, ქარბუქია, თოვს შეუჩერებლად, თუმცა მასპინძელს მზერაშიც ეტყობა, რომ ეს არ ანაღვლებს, სურსათიც აქვს და სანოვაგეც. არც პირველი ზამთარია ასეთი, როცა …

კურორტ გოდერძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შეიძლება 

კურორტ გოდერძიზე სეზონი გაიხსნა, თუმცა კურორტამდე მისვლა ძალიან ჭირს. ერთ-ერთი ტუროპერატორის – „Kila Travel“  წარმომადგენლის, გიორგი კიკვაძის თქმით, „ბათუმიდან კურორტზე ასასვლელად 8-9 საათია საჭირო. შესაბამისად, გზა ძალიან დამღლელია“. გიორგი კიკვაძის თქმით, კურორტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე თუნდაც წინა წელს. „რადგან კურორტი ბათუმთან ახლოსა, მოთხოვნა დიდია. მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ უარი ვთქვით ამ მომსახურებაზე. …

კურორტ გოდერძიზე კოტეჯებისთვის 5 ნაკვეთი აუქციონზე იყიდება

ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ხუთ ნაკვეთს ყიდის კოტეჯების განთავსების პირობით. სამინისტრომ ელექტრონული აუქციონები უკვე გამოაცხადა. აუქციონის პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრეებმა ამ ნაკვეთებზე კოტეჯები უნდა განათავსონ. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი თითოეული ნაკვეთის ფართობი 429 კვ.მ-დან 637 კვ.მ-დეა. გაყიდვის საწყისი ფასიც, შესაბამისად, 83 ათასიდან 123 ათასამდე ლარი. ხუთივე ნაკვეთზე კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობების …

კურორტ გოდერძის ბუნებრივი აირი წელს პირველად მიეწოდება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კურორტ გოდერძიზე წელს პირველად აინთება ბუნებრივი გაზი. ადიგენი-გოდერძის 36 კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა რვა თვეს მიმდინარეობდა. პროექტის ღირებულება 11.5 მილიონი ლარია. „ახალაშენებულ გაზსადენს მიეცემა „აღმოსავლეთ-დააცლეთის“ მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელი ფუნქცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში, აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროს იქნება გამოყენებული“-ნათქვამია მტავრობის პრესრელიზში. ამავე წყაროს ცნობით, გაზიფიცირების მიმდინარე …

კურორტ გოდერძიზე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

28 დეკემბერს კურორტ გოდერძიზე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, სადაც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას ფესტივალის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქვეყნებს. „ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შეფმზარეულების მიერ მომზადებული შვედური მაგიდა, ბავშვების განწყობაზე კი სპეციალური აქტივობებია დაგეგმილი“, – ნათქვამია ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. კონცერტი 13:00 საათზე დაიწყება. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებისთვის კურორტ გოდერძიზე, ასევე …

როდის მიიღებს ზამთრის კურორტები ტურისტებს – თოვლი გოდერძიზე [ფოტო]

დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს მთის კურორტზე თოვს. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ კურორტებზე ზამთრის სეზონის გახსნა თოვლის საფარზეა დამოკიდებული. „თითქმის ყველა კურორტზე თოვს… თუ ასე გაგრძელდება, სეზონი შესაძლოა, ვთქვათ, გუდაურში 10 დეკემბერსაც გაიხსნას ან 15 დეკემბერს. სტუმრების მისაღებად ყველა კურორტი მზადაა. მთავარია, ისეთი თოვლი, რომ სათხილამურო ტრასებზე სრიალი შეიძლებოდეს“, – გვითხრეს კომპანიაში. დღეს თოვს …

კურორტ გოდერძიზე 27,3 მილიონი ლარის პროექტები შეფერხებულია – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის დადასტურება წარმოებდა აკრედიტირებული აუდიტორების დასკვნების საფუძველზე, თუმცა აუდიტის განცხადებით დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში, დასკვნებში ფაქტობრივი მონაცემები ფიქსირდება. „კურორტ გოდერძიზე“ გაფორმებული 19 ხელშეკრულებიდან, 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 7 შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობები არ სრულდება, რაც 27 300 000 ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტების შეფერხებას …

აჭარის მთავრობა კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთსა და შენობას ყიდის

მთავრობა  ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში [კურორტი გოდერძის ტერიტორია] მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს [344 კვ.მ ] და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას [52,37 კვ.მ], პირობებიანი ელექტრონული აუქციონით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 20 000 ლარია, ბიჯი – 500 ლარი. აუქციონის ერთ-ერთი პირობაა გადაცემულ ტერიტორიაზე საპირფარეშოს მოწყობა, არაუგვიანეს 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ამოქმედება. ობიექტს პროფილი …

ქალს 316 ათასად ღირებული ქონების დათმობას მთავრობა 20 ათასად აიძულებს

„ჩემს მიწაზე მთავრობამ სახლის აშენების უფლება არ მომცა და ახლა ცდილობს კაპიკებში ჩაიგდოს ხელში ჩემი მიწა,“ – ამბობს ლელა გობაძე. მას მიწის ნაკვეთი – 2 ათასი კვადრატული მეტრი – ხულოში, „გოდერძიზე“ აქვს. პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა იქ კურორტი მოეწყო და სათხილამურო ტრასა გაიყვანეს. ლელას მიწის ნაკვეთი ტრასას ესაზღვრება. 2016 წელს ლელა გობაძის მიწის ნაკვეთს …

კურორტ გოდერძიზე ახალი წყალსადენი უნდა აშენდეს – Goderdzi Resorts-ი სავარაუდო ფასს ადგენს

„კურორტ გოდერძის სრული განაშენიანების შემდეგ არსებული წყლის მარაგი საკმარისი აღარ იქნება, ამიტომ დამატებით საჭიროა აშენდეს ახალი წყალსადენის მაგისტრალი და სამარაგო რეზერვუარი ორი 500 კუბური მეტრი ტევადობით, საქლორატოროებთან ერთად, რაც გათვალისწინებულია კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმით,“ – აცხადებს შპს Goderdzi Resorts-ი. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. კომპანია კურორტის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ხულოში, სამთო-სათხილამურო კურორტის [ზანკა] წყალსადენის …

კურორტ გოდერძიზე ხელოვნურ ტბას მოაწყობენ

კურორტ გოდერძიზე ხელოვნური ტბა უნდა მოეწყოს. ტბის ფართობი დაახლოებით 3 ათასი კვ/მ იქნება, რომელიც ზამთარში შესაძლოა გაიყინოს და მასზე ციგურებით ისრიალონ, ხოლო ზაფხულში – წყლის ველოსიპედით ისეირნონ. ტბის ირგვლივ 13 კოტეჯი აშენდება. ეს იმ კომპანიის ვალდებულებაა, რომელსაც კურორტზე 5000 კვ/მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ 85 250 ლარად აუქციონის გარეშე მიჰყიდა. „ზუსტად რამდენ კვადრატულ მეტრს შევარჩევთ ხელოვნური …

კურორტ გოდერძიზე სასტუმრო კომპლექსი 3 708 000 ლარად გაიყიდა – მყიდველი ედნარ პაპუნაიშვილია 

მოქმედი სასტუმრო „მეტეო“, კოტეჯები და რამდენიმე მიწის ნაკვეთი კურორტ „გოდერძიზე“აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიამ, ამჯერად პირობიანი აუქციონით იყიდა. ამ სასტუმროში ნომრები დეკემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე დაჯავშნილია. გაყიდვის ერთ-ერთი პირობა ამ ჯავშნების შენარჩუნებაა. პატარაძის მეგობარი, ედნარ პაპუნაიშვილი, კურორტზე კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს, მისმა კომპანიამ შპს „გთემ გროუპმა“ 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის …

სეზონის გახსნა “გოდერძიზე” – დასწრების მსურველებს ბათუმიდან უფასოდ წაიყვანენ 

28 დეკემბერს კურორტ “გოდერძიზე” ზამთრის სეზონი ოფიციალურად იხსნება. გახსნაზე დასწრების მსურველებს ბათუმიდან  ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა შეუძლიათ. სეზონის გახსნის  ოფიციალური ნაწილი დღის ორ საათზეა დაგეგმილი, რომელზეც ფოლკლორული ანსამბლი “ბერმუხა” გამოვა. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ მსურველებს საშუალება ექნებათ საბაგიროთი გაისეირნონ. კურორტზე ბავშვებისთვის გასართობი პროგრამებია დაგეგმილი. განწყობის შექმნაზე კი მუსიკალური ჯგუფები იზრუნებენ. კურორტის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ მუსიკოს …

გოდერძიზე სეზონი 28 დეკემბერს გაიხსნება

კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სეზონის გახსნისთანავე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო. კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200-მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის. კურორტ “გოდერძიზე” დასვენების ფასებისა და სერვისის  შესახებ ინფორმაციას იპოვით აქ. რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – …

თოვლიანი დღე კურორტ გოდერძიზე [ფოტო]

კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია. კურორტი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს. ამჟამად კურორტის ტერიტორიაზე 6 კოტეჯი დგას, თითოეულში ერთდროულად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯში ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება 100 ლარადაა შესაძლებელი, ოთხადგილიანის ფასი კი – 150 ლარია. ამავე თემაზე: რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე

რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – სეზონი ერთ კვირაში იხსნება

კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გოდერძიზე ყველა პირობაა შექმნილი გართობისა და დასვენებისთვის. ტურისტებს გოდერძიზე ღამის გასათევად რამდენიმე ვარიანტი აქვთ. შეუძლიათ კურორტის ტერიტორიაზე კოტეჯებში დარჩნენ, უღელტეხილზე სასტუმროში დაბინავდნენ ან სოფელ დანისპარაულში, საოჯახო სასტუმროებში განთავსდნენ. კურორტის ტერიტორიაზე 6 კოტეჯი დგას, თითოეულში ერთდროულად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯში, ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება …

აუქციონები კურორტ გოდერძიზე სეზონური კომერციული ობიექტების განსათავსებლად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კურორტ გოდერძიზე მდებარე 16 ნაკვეთის იჯარით გაცემაზე პირობებიანი აუქციონები გამოაცხადა. პირობა სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციების განთავსებაა, რომლის ნიმუშსაც მომავალ მოიჯარეს სამინისტრო სთავაზობს. ნაკვეთები იჯარით 2019 წლის 30 აპრილამდე გაიცემა. საწყისი საიჯარო ქირა 200-265 ლარია თვეში. ნაკვეთები ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში, სოფელ დანისპარაულში [ზანკა] მდებარეობს. მსუბუქი კონსტრუქციების დანიშნულება ტურისტების მომსახურება იქნება – აქ …

„ძირითადად ბათუმში ვიქნები“ – კურორტ „გოდერძის“ უფროსის ახალი მოადგილე

„შეთავაზება მას შემდეგ მივიღე, როცა ხულოს მერის მოადგილის პოსტი დავტოვე“, – გვითხრა ლაშა ბოლქვაძემ, რომელიც შპს „Goderdzi Resorts“-ის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. ეს კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და კურორტ „გოდერძის“ განვითარებას კურირებს. „ბათუმელებმა“ ლაშა ბოლქვაძეს ჰკითხა, როდის მიიღო შეთავაზება და ვისგან. მისი თქმით, შეთავაზება კომპანიის დირექტორისგან – მალხაზ მახარაძისგან მიიღო. ლაშა ბოლქვაძე ბოლო 4 წლის განმავლობაში …

ხულო არჩეული მერის გარეშე და 217 მილიონზე მეტი ლარის პროექტები

ხულოს მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, 217-ზე მეტი მილიონი ლარის საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მერია თავადაც ახორციელებს გარკვეულ პროექტებს, ითანხმებს სხვა პროექტებს, გასცემს ნებართვებს ან თანხმობას. მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, ასევე, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება-არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღება. მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალმილიონიანი პროექტების ფონზე ხულოს არჩეული მერი, გოჩა მელაძე, 17 ოქტომბერს გაურკვეველ ვითარებაში გადადგა. ამ თემაზე: რა სჭირს გოჩა …

კურორტ გოდერძიზე კვადროციკლის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კურორტ გოდერძიზე 10 ივლისს, საღამოს, უბედური შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირი დაშავდა. მთის კურორტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანიის თანამშრომელი იყო, ის კურორტის საბაგიროზე მუშაობდა. „რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის არის ცნობილი, ისაა, რომ ჩვენი ორი თანამშრომელი, რომლებსაც დასრულებული ჰქონდათ სამსახურეობრივი მოვალეობა, კვადროციკლით მოდიოდნენ ჭანჭახის მთიდან, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ეს ფატალური შედეგი …

Exit mobile version