მთავარი,სიახლეები

სეზონის გახსნა “გოდერძიზე” – დასწრების მსურველებს ბათუმიდან უფასოდ წაიყვანენ 

26.12.2018 • 3833
სეზონის გახსნა “გოდერძიზე” – დასწრების მსურველებს ბათუმიდან უფასოდ წაიყვანენ 

28 დეკემბერს კურორტ “გოდერძიზე” ზამთრის სეზონი ოფიციალურად იხსნება. გახსნაზე დასწრების მსურველებს ბათუმიდან  ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა შეუძლიათ.

სეზონის გახსნის  ოფიციალური ნაწილი დღის ორ საათზეა დაგეგმილი, რომელზეც ფოლკლორული ანსამბლი “ბერმუხა” გამოვა. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ მსურველებს საშუალება ექნებათ საბაგიროთი გაისეირნონ.

კურორტზე ბავშვებისთვის გასართობი პროგრამებია დაგეგმილი. განწყობის შექმნაზე კი მუსიკალური ჯგუფები იზრუნებენ. კურორტის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ მუსიკოს ირაკლი ფაღავას და მის ბენდს GROOVEPHOENICS, ასევე ბენდს FOURTH SEASON.

სეზონის გახსნაზე წასვლის მსურველებს ბათუმიდან უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. ბათუმიდან ტრანსპორტი დილით 8:30 საათზე გავა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე ტურისტული საინფორმაციო ცენტრიდან, კურორტ “გოდერძიდან” კი 19:00 საათზე დაბრუნდება.

უფასო  ტრანსპორტის დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: 577 90 90 93 /577 90 90 91

გადაბეჭდვის წესი


ასევე: