„ამოტუმბვა ძვირი დაჯდება, ვის გადავახდევინო“ – პენსიონერი ბათუმიდან, სადაც კანალიზაცია ისევ არაა

„კი ამოტუმბავენ, მაგრამ შარშან 130 ლარი დამიჯდა, ახლა უფრო ძვირი დამიჯდება… წამალს ვერ ვყიდულობ, პენსიონერი ვარ, სიმსივნით დაავადებული,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 73 წლის ნაზი თაფაქიძე. ის აეროპორტის გზატკეცილზე ცხოვრობს. მისი სახლის ეზოში მოწყობილი „შამბოდან“ რამდენიმე დღეა კანალიზაცია ეზოში გადმოდის. ამ დასახლებაში კანალიზაციის სისტემა წლებია არ არსებობს. „ოცნებას“ მოსახლეობასთან არც ეს დაპირება არ შეუსრულებია – პირიქით, …

რატომ ყარს საბაგიროსთან სანაპირო? – ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ვერაფერს შეცვლიან

„ისეთი სუნია, სული მეწვის, ცუდად ვარ. მიდით გააშუქეთ, რაღაცა ქენით“, – დაგვირეკა მოქალაქემ რედაქციაში. მან დაჟინებით მოითხოვა ბათუმის საბაგიროსთან ჟურნალისტის მისვლა. „არა, ახლა მინდა, ახლა მოდით, მერე არ მინდა“, – საქმე ისაა, რომ ბათუმში, საბაგიროს მიმდებარედ, სანაპიროზე პერიოდულად გაუსაძლისი სუნია. მოიჯარეები, რომლებიც იქ მუშაობენ, კომერციულ საქმიანობას ეწევიან, აცხადებენ, რომ „კანალიზაციის სუნს“ ზღვაში გამავალი მილი იწვევს …

ბათუმში კანალიზაციის სატუმბო სადგურებში ტუმბოები დაზიანდა

ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, საკანალიზაციო მასების სატუმბო სადგურებში ტუმბოები დაზიანდა, მათი დაუყოვნებლივ შეკეთებისთვის კი 232 ათას 475 ლარია საჭირო. ტუმბოებს კომპანია გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე შეაკეთებს, რისთვისაც შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა. „სატუმბო სადგურებში სრული ფუნქციონირებისათვის საჭირო 8 ტუმბოს ნაცვლად ფუნქციონირებს 4 ტუმბო, რომლებიც არასაკმარისია ქალაქში წარმოშობილი საკანალიზაციო მასების სრულყოფილად გადასატუმბად… არსებული არასაკმარისი …

16 მილიონი ლარი წყალმომარაგებისთვის მწვანე კონცხზე, სადაც კანალიზაცია არ არის

მწვანე კონცხსა და მახინჯაურში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისთვის ახალი ქსელი მოეწყობა. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ 16 მილიონი ლარით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ამ დასახლებებში არ არის საკანალიზაციო [წყალარინების] ქსელი. მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში, ასევე ბათუმს შემოერთებული ჩაქვის ტერიტორიის ნაწილში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მეხუთე …

როგორ იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება იგეგმება. ეს პროგრამა [ე.წ. V ფაზა] ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაფართოებას ითვალისწინებს ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე. ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ადლიის გამწმენდი ნაგებობის წარმადობის გაზრდისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტთან დაკავშირებით სკოპინგის ანგარიშით გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა. პროექტი ითვალისწინებს როგორც უშუალოდ …

აჭარის რომელ სოფლებში უნდა აშენდეს წელს წყლისა და კანალიზაციის სისტემები

აჭარაში 2024 წელს, 24-საათიანი წყალმომარაგებით უკვე ისარგებლებენ სოფლები: მილისი [ქედა], უჩხითი [ქედა], ქოსოფელი [ქედა], კირნათი [ხელვაჩაური], კობალეთი [ხელვაჩაური], ცეცხლაური [ქობულეთი], ოჩხამური [ქობულეთი], ჯიხანჯური [ქობულეთი], ქვედა კვირიკე [ქობულეთი] და მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება [ქობულეთი]. ამის შესახებ „ბათუმელებს“ კომპანია „აჭარის წყლის ალიანსში“ განუცხადეს. სამუშაოები ამ სოფლებში, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების [კანალიზაციის] სისტემების მოწყობასაც ითვალისწინებს. აჭარის სოფლებსა და …

ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა – „ბათუმის წყალი“

ბათუმის ზღვაში, საცხოვრებელი კომპლექსის „მაგნოლიის“ მოპირდაპირედ, ზღვაში წყლის ჭავლი ამოდის. ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გუშინ განათავსა. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ზღვაში საკანალიზაციო მილი გასკდა, რაც იწვევს ზღვის წყლის დაბინძურებას. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ბათუმელები“ კომპანია „ბათუმის წყალს“ დაუკავშირდა. კომპანიის განცხადებით, ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა. „ამ დროისთვის არანაირ დაზიანებას ადგილი არ აქვს. შერიფ ხიმშიაშვილის 6 ნომერში …

აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსმა“ ხელახლა გამოაცხადა. დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 30 მაისია. სოფლების და დაბების ჩამონათვალი, სადაც ქსელის მშენებლობისთვის 37 მილიონზე მეტი ევრო უნდა დაიხარჯოს ნახეთ ამ ბმულზე წინა ტენდერი, რომელიც 2022 წელს იყო გამოცხადებული, …

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა დაბინძურებული წყალი „ჭაობში“ ჩაშვებამდე წინასწარ მექანიკურადაც გაიწმინდება. პროექტის მიხედვით: ასეთი ტიპის ჭაობებში ყველაზე მეტად გამოიყენება მაკროფიტები [წყლის მცენარეები]: ლელი, ლაქაში და სამგვერდა წყლის წაბლი. ასევე ძალიან პატარა ზომის მრავალწლოვანი მცენარეები, მაგალითად, წყლის …

რატომ ყარს ახალი ბულვარი და რატომ არ აქვს პასუხი მერიას

შუაგული ზღვის სეზონის მიუხედავად, ახალი ბულვარის ბოლოსკენ ზოგჯერ პრომინადი თითქმის ცარიელია. მიზეზი მძაფრი, უსიამოვნო სუნია, რომელიც პერიოდულად ადლიის დასახლებასა და მათ შორის, ტურისტული ბათუმის ახალი ბულვარის ნაწილში გასეირნებასაც კი, უსიამოვნოს ხდის. „რა სუნია?“, „რატომ ყარს?“ – ამ შინაარსის კითხვებს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ტურისტებს შორის გაიგონებთ ახალ ბულვარში სეირნობისას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არის დღეები, როცა …

53 მილიონი ევრო ახალი სესხი – სამინისტრო ბათუმში კანალიზაციის მოწყობაზე

ვერც ბათუმის მერიაში და ვერც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ვერ გვითხრეს კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება კანალიზაციის სისტემის მოწყობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე. უწების ცნობით, თბილისში ამ საკითხზე უკვე გაიმართა სამთავრობო მოლაპარაკები და „გერმანულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული პროექტის თაობაზე“. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა KfW-ს ზემოთ აღნიშნული პროექტის დაფინანსების თხოვნით. ამ ეტაპზე დონორის მხრიდან უკვე …

„მინიმუმ 5 წელი დასჭირდება“ – უბნები ბათუმში, სადაც კანალიზაცია არ არის

„მინიმუმ 5 წელი დასჭირდება, მაგრამ ჯერ არავითარი ხელშეკრულება არ არის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის მერის მრჩეველმა, ზაურ ფატლაძემ. მას ვკითხეთ ბათუმისთვის შემოერთებულ ტერიტორიაზე კანალიზაციის და სასმელი წყლის სისტემის მოწყობის შესახებ. ამ დრომდე არათუ კახაბერსა და მახვილაურში, არამედ ზღვასთან ახლოს – ადლიაში, ანგისაში, აეროპორტის დასახლებაში, ახალ ბულვარში აშენებულ მრავალსართულიან კორპუსებშიც კი, კანალიზაციის სისტემა არ არსებობს.  ამ …

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

„ჩვენი კორპუსის მთლიანი ეზოს ქვემოთ შამბოა მოწყობილი. სამწუხაროდ, კანალიზაციის სისტემა ისევ არ გვაქვს,“ – ამბობს ბათუმში, ანგისის დასახლებაში მცხოვრები ბეგლარ შალიკაშვილი და მესამე სართულის აივნიდან მრავალსართულიანი კორპუსის ეზოსკენ გვახედებს. „ეზო მოპირკეთებულია, ქვემოდან კი კანალიზაცია ადგილზე რჩება“, – გვიხსნის ბეგლარი. ეს კორპუსი არაა ერთადერთი ანგისის და ადლიის დასახლებაში, წლების წინ ბათუმს შეერთებულ ტერიტორიაზე – ახალი ბულვარიდან …

რატომ იხარჯება ქვაფენილის აყრაში 8 მილიონი, როცა ადლიაში კანალიზაცია არ აქვთ – ჩიქოვანი განმარტავს

„მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ნაწილდება,“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, როცა მას ვთხოვეთ განემარტა, როგორ ანაწილებს პრიორიტეტებს, როცა ქალაქში ქვაფენილის აყრასა და ხელახლა ასფალტის დაგებაში 8 მილიონი იხარჯება, ხოლო ქალაქის დასახლებებში – ადლიაში, აეროპორტის უბანში, კახაბერში, მახვილაურში, გონიოში, კვარიათში – კანალიზაციის სისტემაც კი არ აქვთ?  მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ადლიაში ან ანგისაში არ მოუთხოვია კანალიზაციის სისტემა? …

მოსალოდნელია ზემოქმედება გარემოზე – ხულოში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე გზშ მომზადდება

დაბა ხულოში კანალიზაციის ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ] დაექვემდებარა. „გამწმენდი ნაგებობის სპეციფიკის, წარმადობის და მოსახლეობასთან დაშორების მანძილის ([60 და 100 მეტრი)] გათვალისწინებით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზემოქმედება გარემოს სხვადასხვა კომპონენტზე, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას და შეფასებას“ – აღნიშნულია საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის ბრძანებაში. დოკუმენტების მიხედვით, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა …

ხულოში კანალიზაციის ახალ გამწმენდ ნაგებობას ააშენებენ

დაბა ხულოში კანალიზაციის და ჩამდინარე წყლების ახალ გამწმენდ ნაგებობას ააშენებენ. პროგრამა, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშომლობის ფარგლებში, ევროკავშირისგან დამატებით დაფინანსებით ხორციელდება. დაგეგმილი საქმიანობისთვის საჭირო იქნება თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასება [გზშ], ეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. შესაბამისი სკრინინგის განაცხადით სამინისტროს „აჭარის წყლის ალიანსმა“ უკვე მიმართა. დაბა ხულოში, პროექტის ფარგლებში, იგეგმება მთლიანი საკანალიზაციო …

აჭარის სოფლები, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემას ააშენებენ – დაიხარჯება 37 მილიონი ევრო

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად 37 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯება. ამ დასახლებებისთვის შესაბამისი პროექტები უკვე მზადაა და მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, არსებული გეგმით, 2021 წლის აგვისტოში ტენდერი დასრულებული უნდა იყოს და ამავე წლის შემოდგომაზე მშენებლობაც უნდა დაიწყოს. …

ხულოს, ქედისა და ქობულეთის სოფლები, სადაც კანალიზაციის გაკეთებას იწყებენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, ასევე, ქედის სოფელ ტიბეთასა და ქობულეთის დაბა მუხაესტატეში წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობა იგეგმება. სამუშაოები აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ამ ეტაპზე 50 მილიონი ევროა გამოყოფილი. თუმცა, ამ სამ სოფელში, როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ გვითხრეს, სამუშაოები არა ამ თანხით, არამედ, ცალკე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 800 …

კომპანია „სანტექსერვისი“ ბათუმშია-სანტექნიკური პრობლემების მარტივი გადაწყვეტა 24/7

ხშირად უმნიშვნელო სანტექნიკური პრობლემა თქვენთვის ან ახლო მეზობლისთვის შეიძლება მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალში გადაიზარდოს. თუ დროულად და საფუძვლიანად არ აღმოვფხვრით არსებულ დაზიანებას, ის განმეორებით აუცილებლად იჩენს თავს და, შესაბამისად, მანამდე გაწეული ძალისხმევა წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. თუ თქვენ ცხოვრობთ ბათუმში ან მიმდებარედ – სანაპირო ზოლში, ხართ ფიზიკური ან იურიდიული პირი და გჭირდებათ უმოკლეს ვადაში კვალიფიციური სანტექნიკური მომსახურება, …

კანალიზაციის ახალი სისტემა ახალი პრობლემებით „ჭაობის“ უბანში

ბათუმში, ლადო ასათიანის ჩიხში მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკანალიზაციო სისტემის შეცვლის მიუხედავად, მთელს ქუჩაზე არის აუტანელი სუნი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებმა გასულ კვირას წერილობით მიმართეს ქალაქის მერიასაც, მაგრამ მათთვის ამ დრომდე პასუხი არ გაუციათ. „ბათუმის წყლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლადო ასათიანის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში ჩატარდა წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და სახლების დაერთებას ახალ ქსელში ეტაპობრივად …

რატომ დგება ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე

კანალიზაციის სატუმბი სადგურები ბათუმში შეუფერხებლად მუშაობს -გვითხრეს „ბათუმის წყალში“. რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის N2 სატუმბ სადგურში, ამავე კომპანიის განცხადებით, ოთხიდან ორი ტუმბო მუშაობდა, დიდი იყო მუშა ტუმბოების დაზიანების რისკიც, რაც ქალაქის დიდი ნაწილის კანალიზაციის წყლით და ფეკალიებით დატბორვას  გამოიწვევდა. „შესყიდვების გვერდზე განთავსებულ დოკუმენტაციაში რა პრობლემებზეც იყო საუბარი, ის პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას. ეს ტუმბოები შეაკეთეს“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ …

ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე

ბათუმის სატუმბო სადგურში, რომელიც საკანალიზაციო სისტემაშია ჩართული, ოთხი ტუმბოდან ორი დაზიანებულია. „ბათუმის წყლის“ განცხადებით, მთელი დატვირთვა მოდის ორ ტუმბოზე, რის გამოც შესაძლოა დაზიანდეს მუშა ტუმბოები, რაც ქალაქის დიდი ნაწილის კანალიზაციის წყლით დატბორვას  გამოიწვევს. „სატუმბო სადგურზე 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს ოთხი ზედაპირული ტუმბო, საკანალიზაციო სისტემიდან სატუმბო სადგურში ხშირად შეედინება მექანიკური დაბინძურება, რაც იწვევს ტუმბოების ხშირ დაზიანებას. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ამა წლის პირველ მარტს, …

Exit mobile version