„ეშინიათ თამამი და პროფესიონალი მასწავლებლების“ – წულუკიანის სიძულვილის ენა

„თქვენ ხართ სამარცხვინო“, „რა ვუთხარი იმ სისტემას, ვინც პედაგოგობის უფლება მოგცათ“, „ბავშვთან არ უნდა მიუშვა“, „თქვენ საშიში ხართ არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ იმ ბავშვებისთვის, ვისთანაც გიმუშავიათ“, – ეს არის იმ ფრაზების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა მიმართა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, გიორგი [გოტა] ჭანტურიას პროპაგანდისტული მედიის ეთერში, როცა მან მასწავლებლის და აქტიური …

აჭარიდან ასლან აბაშიძის გაქცევას „წულუკიანის კომისია“ ნაცმოძრაობის დიქტატის დამყარებად აფასებს 

დღეს, 2 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო, ე.წ. „წულუკიანის კომისიის“ დასკვნა განიხილეს. „წულუკიანის კომისიის“ დასკვნაში 2004 წელს აჭარიდან აბაშიძის მოსკოვში გაქცევა შეფასებულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის დიქტატის დამყარება“. „2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს – „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ …

რას ამბობდა წულუკიანი გერმანიაზე 2020 წელს და რას ამბობს დღეს – „გერმანელების წყალობით ვდგავართ ჩვენ ფეხზე“ 

„ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის, სად ხართ მედია?“ – კითხულობდა თეა წულუკიანი 2020 წელს. დღეს, ამ განცხადებიდან 5 წლის შემდეგ, იგივე თეა წულუკიანი ანტიგერმანული და ანტიდასავლური რიტორიკითაა დაკავებული და გერმანიის ყოფილს ელჩს ღიად ადანაშაულებს საქართველოს მთავრობისთვის „დავალებების მიცემაში“. ე.წ. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი – ივანიშვილის დიქტატურის დამყარების გზაზე – საკუთარ თავთან …

როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია წულუკიანის ე.წ. კომისიის მორიგი სამიზნეა. გახარია ამ კომისიაზე მეორედ დაიბარეს, კომისიაზე პირველად ყოფნისას კი წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ რატომ გახსნა მან შს მინისტრობისას ხაშურში, სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს საგუშაგო ოსური მხარის გაფრთხილების გარეშე. წულუკიანი ირწმუნება, რომ საგუშაგოს გახსნა არ იყო შეთანხმებული სუს-თან, არც …

წულუკიანმა ომბუდსმენს ჰკითხა, დასანქცირებულებს რატომ არ იცავს და „ლომჯარიას კადრებზე“ მიუთითა

„ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ იყაროთ ჯავრი? – ჰკითხა დრეს ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. სახალხო დამცველმა დღეს პარლამენტში წარადგინა 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა იგი „დაუბალანსებელი“ ანგარიშისთვის გააკრიტიკეს და ლევან იოსელიანს უსაყვედურეს, რომ ის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციელების უფლებების დარღვევაზე არ საუბრობს. …

რა მიზანი აქვს ანწუხელიძის გმირობის გაუფასურებას? – ინტერვიუ

„რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში?… ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, ანტიკონსტიტუციური და ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, სადაც აგვისტოს ომის თემას კვლავ განიხილავენ. პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეროვნული გმირობის გაუფასურება ქვეყნის ღალატის ტოლფასია. რა მიზანი აქვს ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების მცდელობას და იმის …

„ცხინვალზე ცეცხლის გახსნა რას ემსახურებოდა“ – წულუკიანი გენერალ ყურაშვილს

დღეს, 28 მარტს, თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ დაიბომბა ქართული მხრიდან ცხინვალი, თუ იქ საცეცხლე წერტილი არ იყო და ეს შეკითხვა გენერალ მამუკა ყურაშვილს დაუსვა.მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქი ცხინვალი არ დაუბომბავთ და ეს რომ ასე ყოფილიყო, მოწინააღმდეგ მხარე ამ ფაქტებს წინ დაუდებდა სასამართლო დავებში.გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადებით, კადრებში სავარაუდოდ ლაპარაკია კუსირეთი-კვერნეთის მიმართულებაზე …

წულუკიანის უწყება სამინისტროს შენობას ღობავს, რემონტზე კი 2,2 მილიონს ტენდერის გარეშე ხარჯავს

საქართველოს კულტურის სამინისტრო თბილისში, სანაპიროს ქუჩა №4-ში მდებარე შენობის გარე პერიმეტრის შემოღობვას და დაწყებული სარემონტო სამუშაოების დასრულებას შემჭიდროებულ ვადებში გეგმავს, რისთვისაც 2,2 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. სამინისტროს განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აგრომშენსერვისმა“, რომელიც სამინისტროს შენობის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, „ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება“. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს შენობის რემონტი მაქსიმუმ 2023 წლის 12 …

„ცენზურის და ნგრევის მინისტრი“ – აქცია ბათუმში წულუკიანის წინააღმდეგ

„ჩვენ ვქმნით დღევანდელ კულტურას და არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს კულტურა მოთვინიერებული და დაცენზურებული“ – აცხადებენ ხელოვანები, რომლებმაც დღეს, 20 სექტემბერს, ცენზურისა და საქართველოს კულტურის მინისტრის პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია გამართეს ბათუმში, ევროპის მოედანზე. „ბათუმელებთან“ საუბარში მსახიობი თინა ლაღიძე ამბობს, რომ ხელოვანები თავისუფალი ადამიანები არიან და სურთ აზრის და შემოქმედების თავისუფლება. „წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ვინმემ …

ქართველი ჩინოვნიკების ამერიკული დიპლომები მგლის თავზე სახარების წაკითხვას ჰგავს – ინტერვიუ

„შეიძლება ადამიანი გაუშვა ევროპაში, ამერიკაში განათლების მისაღებად, წააკითხო წიგნი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა მაინც ჰგავდეს მგლის თავზე სახარების წაკითხვას, რადგან მგელი მაინც გაიხედავს ტყისკენ“, – ამბობს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ის „ბათუმელებთან“ პრესტიჟული დიპლომებისა და ადამიანური ღირებულებების განსხვავებაზე საუბრობს და იმაზე, თუ რატომ ვერ გადავაბარებთ მაგალითად გერმანულ ან ამერიკულ უნივერსიტეტებს მოქალაქეების აღზრდას საქართველოში და „ვერ ვუსაყვედურებთ …

წულუკიანი ყველა ხელოვანის კარზე დააკაკუნებს, თანაც ორჯერ – ინტერვიუ

ტოტალური კონტროლი და განსხვავებული აზრის დევნა – ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე სულხან სალაძე მინისტრ თეა წულუკიანის პოლიტიკას კულტურის სფეროში. ის „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ რის მიღწევა სურს წულუკიანს და რამდენად შესაძლებელია ეს. ბატონო სულხან, რა დაემართა კულტურის სფეროს მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი გახდა მინისტრი? პირველი, რასაც ძალიან მარტივი დაკვირვებითაც ვხედავთ, …

საქართველოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ფეხბურთში – ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი დაიხარჯება

2023 წლის ივლისში საქართველოში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი  იგეგმება ფეხბურთში. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ჩემპიონატი საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება, რის გამოც, დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. „ჩემპიონატი უეფას ეგიდით იმართება. ეს არის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი, ფინალიც იქნება საქართველოში, ამიტომ ინფრასტრუქტურაც უნდა იყოს უეფას სტანდარტების. …

ივანიშვილი ცოცხალია, ჯანმრთელია და დიდხანს იქნება ბედნიერად – წულუკიანი ჩანაწერებზე

რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს, 26 აპრილს, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვეს ჟურნალისტებმა კომენტარი. კითხვას, ადასტურებს თუ არა ჩანაწერი, რომ ივანიშვილი კვლავ არის ხელისუფლების ჩრდილოვანი მმართველი, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა: „რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად …

წულუკიანის ქმარი: გადა..ვით ერთმანეთს თქვენ, ზელენსკიმ, მიშამ და ზევიდან მაგ ელჩმა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარი ნუგო კაკულია ფეისბუქზე სტატუსით ეხმიანება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას და თბილისში გამართულ აქციას: „ხალხი, რომელიც დღეს აქციის ორგანიზატორები არიან, რომლებმაც საქართველოში ბრძოლის მესამე დღეს ბრძოლის ველი დატოვეს და გაიქცნენ, ხალხი, რომლებმაც ჩვენი შვილებისგან 40 კილომეტრში დაგვიტოვეს მტერი ! და რომლებსაც ომი ტრაკის ჩვენება გონათ! მინდა ვკითხო, …

ქუთაისის ოპერის თეატრი დირექტორმა დატოვა – წულუკიანმა მას გადადგომისკენ აპრილში მოუწოდა

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა პოსტი დატოვა. ყოფილი დირექტორის თქმით, სამსახურიდან ნებაყოფლობით გათავისუფლების შესახებ განცხადება ახალ წლამდე დაწერა. საპარლამენტო არჩევნებში თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს პარტიიდან – “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”. ამ პარტიაში „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი დეპუტატები წევრიანდებოდნენ. საარჩევნო კამპანიის დროს მარჯანიშვილი ოპერის დირექტორად მუშაობდა. გასული წლის აპრილში ერთ-ერთ შეხვედრაზე კულტურის …

წულუკიანი ისტორიულ მეჩეთებზე: მზად ვარ, ეს უნიკალური მემკვიდრეობა აღვადგინოთ

დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტარმა ტარიელ ნაკაიძემ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებზე ისაუბრა და კულტურის მინისტრს, მათ შენახვა-რესტავრაციასთან დაკავშირებულ გეგმებზე ჰკითხა. „თქვენ გასაოცარი ფოტოები გვაჩვენეთ, თუ თქვენთვის ეს პოლიტიკურად მისაღები იქნება, მე მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად ეს მეჩეთები მოვინახულო… მზად ვარ, რომ ეს უნიკალური ხის კულტურული მემკვიდრეობა, თუ კი ეს კიდევ შესაძლებელია და …

„ქართული ოცნების ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი“ – წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, სავარაუდოდ სუს-ის გავრცელებულ ფაილებზე დასმულ შეკითხვაზე ამბობს, რომ ეს ღალატის ფაქტია „ქართულ ოცნებაში“. „ქართული ოცნების პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი, ამიტომ ის პოლიტიკური ავანტიურა, რაც არის წამოწყებული, მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის – იყავით ფრთხილად, იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან და მე …

ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება – წულუკიანი

დღეს, 12 ივლისს,  ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა: „ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება, თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, არ უნდა გეზიზღებოდეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი განცხადებით, როცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ შეიძლება იყოს სირთულეები, „რომ ორი ამ დონის, ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს უნდა იყოს ვინმეს მიერ შესმენილი, რომ …

მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს – წულიკიანი მინისტრად დანიშვნის შემდეგ

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა „ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, მან ნდობისთვის მადლობების გადახდა მოქმედი პრემიერ-მინისტრით, ირაკლი ღარიბაშვილით დაიწყო. „მინდა, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის გამოვუცხადო მადლობა. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა პოლიტსაბჭოს წინა შემადგენლობას, რომელთანაც დაახლოებით გვიანი ზაფხულის-ადრეული შემოდგომის პერიოდიდან მიმდინარეობდა კონსულტაციები სამინისტროს გაყოფაზე და …

„იქ რაც შენდება, მიუღებელია“ – წულუკიანი ბულვარში 16 სართულის მშენებლობაზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, თეა წულუკიანი ბათუმის ბულვარში 16 სართულის მშენებლობასთან დაკავშირებით თავისი კოლეგის, ალეკო ელისაშვილს  განცხადებას გამოეხმაურა. „როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის, არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი“ – განაცხადა ელისაშვილმა. ამ შეფასების პასუხად თეა წულუკიანმა თქვა, რომ მისთვის მიუღებელია, როცა მათი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს უწოდებენ „მექრთამეს“: „აქ ორი …

ყოველ ერთ თვეში მოხვალთ და ანგარიშს ჩაგვაბარებთ – წულუკიანი მინისტრის მოადგილეს

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში ცვლილება მოითხოვა. მისი თქმით, ბაღების ავტორიზაციის პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს. გადავადების მოთხოვნის გამო ეკა დგებუაძეს შენიშვნა მისცა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა. მისი თქმით, სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს, რატომ ვერ …

რა იქნება თეა წულუკიანის „ახალი სუნთქვა“ სკოლებსა და განათლების სისტემაში

„რთულია კავშირის დამყარება წულუკიანსა და განათლებას შორის“, – ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი ადამიანი ფეისბუქში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას. გამოითქვა სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად, ითქვა, რომ წულუკიანის ამ სისტემასთან დაკავშირება სხვა არაფერია თუ არა მისი პოლიტიკური გავლენების შესუსტება. იყო კითხვები იმაზეც, ხომ არ დააქვეითეს წულუკიანი პარლამენტში გადაყვანით, თუ პირიქით – ის „სისტემაში …

წითელი ყელსახვევი წულუკიანისთვის – აქცია დახეული ჯინსებით ბათუმის იუსტიციის სახლში

დღეს, 24 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა ბათუმში, იუსტიციის სახლთან, აქცია გამართეს. ისინი დახეული ჯინსებით მივიდნენ იუსტიციის სახლში და წითელი ლენტები/ყელსახვევები შემოახვიეს კიბეს და კარს. აქტივისტები ასე გამოეხმაურნენ თეა წულუკიანის კრიტიკას სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მიმართ. წულუკიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელს ციხეში პატიმრების მონახულებისას დახეული ჯინსი ეცვა და „ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ …

წულუკიანის „სამხილი“ ომბუდსმენის წინააღმდეგ და ფეისბუქის რეაქციები

დღეს, 21 იანვარს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ციხეში იმყოფებოდა პატიმართან შესახვედრად, ჩაცმულობისა და ქმედებების გამო გააკრიტიკა. წულუკიანის უწყებამ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრის ვიდეოც გამოაქვეყნა, როგორც „სამხილი“. „სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონიშნულია წითელი ისრით; ის მიირთმევს პატიმრის მიერ მომზადებულ ყავას, ეწევა მის სიგარეტს, მიირთმევს პატიმრის …

პატიმრების სასამართლოში გადასაყვანად 29 ახალი ავტომანქანა იყიდეს

პატიმრების სასამართლოში, ასევე სამედიცინო კლინიკებში გადასაყვანად პენიტენციურ სამსახურს 29 ახალი ავტომანქანა გადასცეს. ტრანსპორტის ნაკლებობაზე „ბათუმელები“ აქამდეც წერდა, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც ბევრჯერ იყო შემთხვევა, როცა ბრალდებულის წარმოდგენას ბადრაგის სამსახური უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა. „პირველად იქნა შეძენილი სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით და პროფესიონალური საავტომობილო ციფრული რადიოსადგურით აღჭურვილი ავტომანქანები, მათ შორის, შშმ პირებზე ადაპტირებული. მიმდინარე …

იუსტიციის სამინისტროს განმარტება 17-ათასლარიან ბილეთზე: წულუკიანმა ბიზნესკლასით იფრინა

იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრმა განმარტება მოგვაწოდა თეა წულუკიანის ნიუ იორკში ვიზიტის შესახებ, რისთვისაც მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთში ბიუჯეტიდან 17 118 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯა. სამინისტროს განმარტებით, თეა წულუკიანმა ბიზნესკლასით იმგზავრა. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის #211 დადგენილების თანახმად (მუხლი 3, მე-14 პუნქტი) იმ შემთხვევაში, თუ ფრენის ხანგძლივობა 5 საათზე მეტია, შესაძლებელია ბიზნესკლასის ბილეთის …

17 118 ლარი – თეა წულუკიანის ნიუ იორკში ჩაფრენის და უკან დაბრუნების ხარჯი

17 118 ლარი და 90 თეთრი – ეს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ნიუ იორკში ჩაფრენის და უკან დაბრუნების ხარჯია. მგზავრობის ეს საფასური მინისტრ წულუკიანის გასული წლის ყველაზე ძვირადღირებული მივლინების ნაწილია: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში, იუსტიციის მინისტრის ხუთდღიანი მივლინებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 24 517 ლარი და 40 თეთრი დაიხარჯა. საჯარო ინფორმაცია მინისტრის ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯების …

რატომ არღვევს იუსტიციის სამინისტრო კანონს დემონსტრაციულად

პარასკევს, 12 ივლისს, „ბათუმელებმა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უწყება გვპასუხობს 2018 წლის 17 დეკემბერს გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე. სამინისტრომ 6 თვის დაგვიანებით გვაცნობა იმის შესახებ, თუ რა თანხა დახარჯა გასულ წელს უწყებამ იუსტიციის მინისტრის მივლინებებზე ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. წერილი დათარიღებულია 2019 წლის 10 ივლისით. წერილს ხელს აწერს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ნათია …

პრეზიდენტი კვირიკაშვილისა და პატარაძის გადადგომის შესახებ

„პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა, ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას რატომ მიდიხარ, ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორეს მხრივ არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო, იმიტომ, რომ გარკვეული მოლოდინის შექმნა, იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ემსახურება საზოგადოებას ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არის განჭვრეტადი დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების …

არამეგობრული შეხვედრა, რომელიც მინისტრის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო არამეგობრული გახდა

ავტორი: ესმა გუმბერიძე 2018 წლის 7 მაისს იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შედგენასთან დაკავშირებულ შეხვედრიდან მინისტრის [თეა წულუკიანი] წასვლის შემდეგ, რომელმაც კანონის თანაავტორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა გარდა სამოქალაქო საზოგადოების ვერც ერთი წარმომადგენლის რეკომენდაციები ვერ მოისმინა, ყოველ შემთხვევაში იმ შეხვედრაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ შეხვედრაზე არსებული ატმოსფერო კიდევ უფრო არამეგობრული გახდა. შეხვედრას …

შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის ჩანასახის ეპოპეა: 7 მაისის შეხვედრა

ავტორი: ესმა გუმბერიძე 2018 წლის 7 მაისს იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შედგენასთან დაკავშირებულ შეხვედრას შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტები და არასამთავრობოების წარმომადგენლებიც ვესწრებოდით. ეს მართლაც რომ „დასწრება“ იყო და არა – „მონაწილეობა“. ამ შეხვედრის შესახებ სფეროში მომუშავე აქტივისტებისგან შევიტყვე და არა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წყაროდან. ჩვენი პლატფორმის სახელით რეკომენდაციებიც დროულად …

ჩაბუქის „ღია წერილი ქართველ ქალებს“ – წულუკიანს, ჩიჩუას, ლომჯარიას, ბესელიას, ჯაშს, გვენეტაძეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი განცხადებას ავრცელებს – მისი ადრესატები სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი გადაწყვეტილების მიმღები ქალები არიან. ჩაბუქი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, სამართალდამცავებმა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი ფეთულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია „ფეტოსთან“ თანამშრომლობს, თურქეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაციაა და ჩაბუქის ექსტრადირებას ითხოვს.ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი …

Exit mobile version