სიახლეები

ხორბალი, შაქარი, ყავა – იმპორტირებული პროდუქტების სტატისტიკა

21.02.2015 • 2814
ხორბალი, შაქარი, ყავა – იმპორტირებული პროდუქტების სტატისტიკა

 

ზოგიერთი იმპორტირებული პროდუქტის სტატისტიკა ამ პროდუქტის ღირებულების მიხედვით

 

საქართველოში გასულ წელს შემოტანილია 151 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ხორბალი (დასათესის გარდა), ხოლო დასათესად – 512 ათასი დოლარის. ამასთან, იმპორტირებულია 6 მილიონამდე დოლარის აქტიური საფუარი; 4,2 მილიონი დოლარის მაკარონის ნაწარმი კვერცხის შემცველობის გარეშე, თბურად დაუმუშავებელი, ხოლო მაკარონის დანარჩენი ნაწარმი, სხვა ხერხით დამზადებული – 6,4 მილიონი დოლარის; გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოტანილია 5,6 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი.

 

შარშან იმპორტირებულია 11,6 მილიონი დოლარის სიმინდი (სათესლეს გარდა);  ნახევრად დამსხვრეული ან მთლიანად დამსხვრეული ბრინჯი, გაპრიალებული ან გაუპრიალებელი, მოჭიქული ან მოუჭიქავი – 5,2 მილიონი დოლარის; რაც შეეხება მზესუმზირას თესლს, შემოტანილია 3,5 მილიონი დოლარის, როგორც დამსხვრეული, ასევე დაუმსხვრეველი.

 

მზესუმზირის ზეთის, მისი ფრაქციების (არარაფინირებული ან რაფინირებული) იმპორტმა  37  მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო სიმინდის ზეთის იმპორტმა 2 მილიონ დოლარს.

 

შარშან შემოტანილი იყო ასევე 17 მილიონამდე დოლარის მარგარინი (თხევადი მარგარინის გამოკლებით). ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისა ან სისხლისაგან; მათ საფუძველზე დამზადებული მზა კვების პროდუქტები – 8,5 მილიონი დოლარის; მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისაგან – 3,8 მილიონი დოლარის; პომიდორის კეტჩუპი და პომიდორის სხვა საწებლები – 3,2 მილიონი დოლარის; მდოგვის ფხვნილი და მზა მდოგვი – 198,5 ათასი დოლარის; პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები (სოიოს საწებელას, პომიდვრის კეტჩუპის და პომიდვრის სხვა საწებლების, მდოგვის ფხვნილის და მზა მდოგვის გარდა); საგემოვნო დანამატები და შერეული საკმაზები  – სულ 15,2 მილიონი დოლარის.

 

ლერწმის ხამი შაქარი მყარ მდგომარეობაში საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატების გარეშე შემოტანილია 45,8 მილიონი დოლარის; ქიმიურად სუფთა საქაროზა მყარ მდგომარეობაში საგემოვნო-არომატული ან საღებავი დანამატების გარეშე – 17,2 მილიონი დოლარის; შაქრის საკონდიტრო ნაწარმი საღეჭი რეზინის გარდა (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს – 20,4 მილიონი დოლარის; ხოლო დანარჩენი შოკოლადის და კაკაოს შემცველი  მზა კვების პროდუქტები – 39,4 მილიონი დოლარის.

 

ქვეყანაში შემოტანილია მილიონობით დოლარის ტკბილეული, მათ შორის: მშრალი ნამცხვარი – 10,3 მილიონი დოლარის, ვაფლი და ვაფლის ობლატები – 6,9 მილიონი დოლარის; ორცხობილა, ნაფიცხარა და ანალოგიური გაფიცხებული პროდუქტები – 2,1 მილიონი დოლარის; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი (გარდა ისეთი საკონდიტრო ნაწარმისა, როგორიცაა: ხრამუნა პური და კოჭას ნამცხვარი, ორცხობილა, ნაფიცხარა და ანალოგიური გაფიცხებული პროდუქტები) – 13,7 მილიონი დოლარის.

 

2014 წელს მთლიანობაში ქვეყანაში იმპორტირებულია ყავის ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები – 14,1 მილიონი დოლარის; მზა პროდუქტები ყავის ექსტრაქტების, ესენციების ან კონცენტრატების ფუძეზე ან ყავის საფუძველზე – 5,1 მილიონი დოლარის.

 

პურის ყანა. ადიგენის მუნიციპალიტეტი [ფოტო: ბათუმელების არქივიდან]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: