ნეტგაზეთი • RU

კერძო და სახელმწიფო ინვესტიციები აჭარაში

 

აჭარაში გასულ წელს 276,5 მილიონი აშშ დოლარის კერძო და 234,9 მილიონი ლარის სახელმწიფო ინვესტიცია განხორციელდა. მონაცემები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, რომელიც თავის „ტრადიციას“ არ ღალატობს და არ ასაჯაროებს იმ ინვესტორებს (როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს), რომლებმაც აჭარის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები დააბანდეს; ამასთან, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, არ იძლევა იმ მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალსაც, რომლებიც მიმდინარეობს რეგიონში ან დასრულდა გასულ წელს.

 

სამინისტროს მიერ „ბათუმელების“ წერილის პასუხად გამოგზავნილი დოკუმენტით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ აქვთ ინფორმაცია 2015 წელს აჭარის ვტონომიურ რესპუბლიკაში დაგეგმილი და განსახორციელებელი ახალი ინვესტიციების [მნიშვნელოვანი პროექტების] შესახებ.


კერძო პირდაპირი ინვესტიციები


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელდა 276,5 მილიონი აშშ დოლარის კერძო პირდაპირი ინვესტიცია, საიდანაც 182,4 მილიონი დოლარი იყო უცხოური, ხოლო 94,1 მილიონი – ადგილობრივი. გასულ წელს აჭარაში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციები კი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 42 პროცენტითაა გაზრდილი.

 

აჭარაში შარშან განხორციელებული კერძო ინვესტიციები მუნიციპალიტეტების მიხედით პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა: ქედა – 1%, ხულო – 6, შუახევი – 7, ხელვაჩაური – 7, ქობულეთი – 8 და ბათუმი – 71%. რაც შეეხება ეკონომიკურ სექტორებს: მრეწველობა – 1%, სოფლის მეურნეობა – 4, ენერგეტიკა – 18, მშენებლობა – 32, ტურიზმი – 43, და სხვა დარგები – 2%.
უცხოური ინვესტიციების უმეტესი ნაწილი განხორციელდა ტურიზმის (57%), ენერგეტიკისა (26.9 %) და მშენებლობის (12 %) დარგებში.

 

რაც შეეხება ინვესტორ ქვეყნებს, 2014 წლის მონაცემებით ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნებია: თურქეთი (35.5%), ინგლისი (28.5%), ნორვეგია (20.4%), შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (8,5%), ხოლო სხვა დანარჩენი ქვეყნები – 7,1%.


 

სახელმწიფო ინვესტიციები

 

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების პორტფელის (სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების) ღირებულებითმა მოცულობამ 2014 წელს შეადგინა 234 918 274 ლარი, რომლის ძირითადი ნაწილი მოდის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე – 55%, შემდეგ პოზიციაზეა გარემოს დაცვა – 16%, განათლება, კულტურა და სპორტი – 9%, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 8%, შენობების მშენებლობა/რეკონსტრუქციამ შეადგინა მთლიანი პორტფელის 3%, სოფლის მეურნეობამ – 3%, ხოლო დანარჩენი 6% მოდის სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე.

 

შარშან რეგიონში განხორციელებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსების წყაროების 63% საბიუჯეტო სისტემის სხვადასხვა დონის (სახელმწიფო, რესპუბლიკური, ადგილობრივი) ბიუჯეტებიდან გამოყოფილი ასიგნებებია, ხოლო 37% – საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (აზიის განვითარების ბანკი – ADB, ევრობანკი – EBRD, მსოფლიო ბანკი – WB) ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების რეგიონის ტერიტორიული ერთეულების ჭრილში განაწილებას, განხორციელებული ღონისძიებების 45% მოდის ქობულეთის მუნიციპალიტეტზე (ძირითადად, პროექტი – ქობულეთის შემოვლითი გზა), 21% – თვითმმართველ ქალაქ ბათუმზე, 18% – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტზე, 8% – საერთო რეგიონულ პროექტებზე, ხოლო დანარჩენი 8% – ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებზე.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.