ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. მას საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ნივთის დაზიანებას ედავებიან. დაკავებული თურქეთია მოქალაქეა. მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურა.
Tag Archives: დაკავება
„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე
„მე ვთვლი, რომ ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ტიკარაძე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს. 12 იანვარს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტიკარაძემ სატელეფონო საუბარში …
„ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია“ – შსს
კახეთში, ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია და სთხოვდა მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 …
Continue reading “„ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია“ – შსს”
შუახევში მერიის თანამშრომელი დააკავეს
სუს-ის ინფორმაციით, დღეს, 5 დეკემბერს, შუახევში, ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით მერიის თანამშრომელი დააკავეს. „ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დააკავეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე, ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, „ემიგრანტთა საცხოვრისის პროგრამით“ უზრუნველყოფილი 50-ათასლარიანი თანადაფინანსების მისაღებად, ახალი, საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს …
მარნეულის მე-4 სკოლის დირექტორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს – სუსი
სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს მარნეულის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელსაც ქრთამის აღება ედება ბრალად. „დაკავებულია მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის აღებისთვის, გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 ამერიკული დოლარი გამოართვა“ – აცხადებს სუსი. მათივე ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დააკავეს 4 პირი 661 163 ლარის მითვისებისთვის
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 4 პირი დააკავეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტზე. „გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა პირებმა, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ის ხელმძღვანელებმა, 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 632 130 ლარს. შესრულებული სამუშაოებისთვის …
Continue reading “დააკავეს 4 პირი 661 163 ლარის მითვისებისთვის”
კახეთში „ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
შს სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში სამი პირი დააკავეს, რომლებიც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა – გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ სამივე …
Continue reading “კახეთში „ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”
გრანტის სახით გამოყოფილი თანხის მითვისების ფაქტზე კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 4 პირი პასუხისგებაში მისცეს. ამავე წყაროს ცნობით, დაკავებულნი არიან შპს „ელიტმშენისს“ და კოოპერატივი „რკ ქართული ბოსტნეულის“ ხელმძღვანელი პირები. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ წევრს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. „დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების, 167 918 ლარის ფიქტიური დღგ-ს აქტივის შექმნისა …
ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურამ ბრალი წაუყენა – ბაკურიანის სასტუმროების საქმე
შპს „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მათი ინფორმაციით, კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა. ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო …
Continue reading “ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურამ ბრალი წაუყენა – ბაკურიანის სასტუმროების საქმე”
ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საქონლის ჩაბარება და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა სრულ მოცულობაზე და უზრუნველყო მიმწოდებელი კომპანიისთვის სრული სატენდერო ღირებულების გადარიცხვა. აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, …
Continue reading “ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს”
„ბაკურიანში 5 სასტუმრო თვითნებურად ააშენა“ – შპს „კრისტალ ჯგუფის“ უფროსი დააკავეს
დღეს 8 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფის“ კომერაციული დასახლების ქვეშ გაერთიანებული, შპს „ბაკურიანი ბიზნეს-ჯგუფის“და შპს „ჰოტელს მენეჯმენტ ჯგუფის“ დამფუძნებელმა პირმა, ბორჯომში, დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო …
Continue reading “„ბაკურიანში 5 სასტუმრო თვითნებურად ააშენა“ – შპს „კრისტალ ჯგუფის“ უფროსი დააკავეს”
ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით თბილისში დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბრალდებულმა მეგობარ ქალს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი …
Continue reading “ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს”
ბახმაროში კოტეჯების უკანონოდ მშენებლობის გამო 2 პირი დააკავეს
სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბახმაროში, სახელმწიფო მიწაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობის გამო 2 პირი დააკავეს. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში, ხშირია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, თვითნებურად გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკავებულია 2 პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის სარგებლობაში გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის …
Continue reading “ბახმაროში კოტეჯების უკანონოდ მშენებლობის გამო 2 პირი დააკავეს”
464 496 ლარის მითვისების ფაქტზე ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. „აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით კი დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს ბარათის გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით, გამოიტანა და …
Continue reading “464 496 ლარის მითვისების ფაქტზე ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს”
თუ ბორკილებს დასჯის გამო ადებს პოლიცია დაკავებულს, ეს არაადამიანური მოპყრობაა – ინტერვიუ
„როცა დაკავებული ადამიანი იზოლირებულია და მისი გაქცევის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამ დროს ხელბორკილების გამოყენება უტოლდება შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ მოპყრობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იოსებ ედიშერაშვილი. იგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსია და ბორკილების დადების პრაქტიკაზე ვესაუბრეთ: ხომ არ ჩანს „ოცნების“ პოლიციის განზრახვა, სასტიკად და დამამცირებლად მოექცეს განსაკუთრებით პროევროპულ პროტესტთან დაკავშირებულ ადამიანებს? მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კალაძის ბანერზე …
კალაძის საარჩევნო ოფისთან ძალადობისა და საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 3 პირი დავაკავეთ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავეს. შს სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ. „გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ …
ზუგდიდელ აქტივისტს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუქზე კომენტარისთვის
ზუგდიდელ არტისტსა და აქტივისტს, როსტევან [როსტო] ზარანდიას დღეს, 9 ივლისს, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ზუგდიდელი აქტივისტების ინფორმაციით, როსტევან ზარანდიას ზუგდიდის მერიის პიარსამსახურის ხელმძღვანელმა, მაგდალინა თოდუამ უჩივლა ფეისბუქზე კომენტარისთვის – „ფოჩო“ და „ტვენგე“, რაც მეგრულად „სულელს“ და „შტერს, ბატს“ ნიშნავს. დღეს, 9 ივლისს, ზუგდიდელმა აქტივისტმა, მარიამ სიჭინავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ფეისბუქზე ჩართვაში აღნიშნა, …
Continue reading “ზუგდიდელ აქტივისტს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუქზე კომენტარისთვის”
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილი (ზარალა) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს
შს სამინისტრომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის (ზარალა) დაკავებაზე განცხადება გაავრცელა. შსს-ს განცხადებით, გიორგი რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ. სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი …
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა) დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (იგივე „ზარალა“). შსს-ს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილი სსკ-ის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია. რამიშვილი ევრონიუსი-საქართველოს დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. გარკვეულ პერიოდში გიორგი რამიშვილი ბათუმის კონცხზე ბიძინა ივანიშვილის …
Continue reading “ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა) დააკავეს”
4 პატიმრობა და 3 დაჯარიმება ერთ დღეში – პროტესტთან დაკავშირებული დაკავებებისა და ჯარიმების სერია
დღეს, 30 მაისს, თბილისში დააპატიმრეს 1 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და 3 აქტივისტი, ხოლო 3 აქტივისტი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების დედა, დააჯარიმეს. საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული დაკავებისა და დაჯარიმების სერია ასე გამოიყურება: 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს თორნიკე სხვიტარიძეს, რომელიც სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმაა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა. 12-დღიან პატიმრობაში გაუშვეს აქტივისტი ლიკა ლორთქიფანიძე, რომელსაც „ოცნების“ …
„რის გამო მაკავებთ?“ – ბათუმში აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს
26 მაისს, ღამით, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავა. მისი დაკავების ვიდეოკადრები აქციაზე მყოფმა მოქალაქემ გადაიღო. „რის გამო მაკავებთ?“ – კადრებში ჩანს, როგორ ეკითხება დაკავებისას ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს, თუმცა იგი პასუხს ვერ იღებს, ისე აიძულებენ პოლიციის მანქანაში ჩაჯდომას. „ბათუმელები“ შს სამინისტროდან ელოდება ინფორმაციას, რის საფუძველზეა დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილი. ამჟამად ბათუმის …
Continue reading “„რის გამო მაკავებთ?“ – ბათუმში აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს”
თამარ კურატიშვილი და კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს პლაკატით -„ანწუხელიძე უკვდავია“
„ანწუხელიძე უკვდავია“ – ამ პლაკატით იდგა დღეს, 28 მარტს, თბილისში, პარლამენტის გვერდით, ტროტუარზე, აქტივისტი თამარ კურატიშვილი, როცა ის პოლიციელებმა დააკავეს. დაკავების მომენტი ნათლად ჩანს „ნეტგაზეთის“ პირდაპირ ჩართვაში. ვიდეო კადრებში ასევე ჩანს კიდევ ერთი ქალის, ლილუ შაველაშვილის დაკავებაც. პირველადი ინფორმაციით, ორივე მათგანი პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით არიან დაკავებული. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. დღეს 28 მარტს, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური …
ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს – ენმ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ვარშალომიძე დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საქმესთან დაკავშირებით ლევან ბეჟაშვილის კომენტარს ავრცელებს. „წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან. ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე …
Continue reading “ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს – ენმ”
„პოლიციელებს უთხრა არ ვენდობი სისტემასო და დააკავეს“ – რას ედავებიან ქუთაისელ აქტივისტს?
„ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“- დაუწერია ქუთაისელ აქტივისტს, მირიან ბერულავას ფეისბუქში, ვიდრე მას 1-ელ თებერვალს ადმინისტრაციული წესით დააკავებდნენ. აქტივისტის, მირიან ბერულავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 თებერვალს გაიმართება. პირველ თებერვალს, როცა პოლიციამ თბილისში აქტივისტების სახლების ჩხრეკა და გამოკითხვისთვის პოლიციაში გადაყვანა დაიწყო, კრიტიკული ფეისბუქპოსტების ავტორი და ქუთაისელი …
განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში ერთ პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე …
Continue reading “განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში ერთ პირი დააკავეს – შსს”
ბათუმის აქციების მედროშე სამთვიან პატიმრობაში დატოვეს
მუჰაჯირების შთამომავალი თემურ ქათამაძე, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 3-თვიან პატიმრობაში დატოვა. „დღეს, 18 იანვარს, განიხილებოდა საკითხი გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყოფილიყო თუ არა ბატონი თემური დაკავებული. შემჭიდროვებული ვადები ჰქონდა სასამართლოს ამ ტიპის საქმეების განსახილველად და სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თემურ ქათამაძე …
Continue reading “ბათუმის აქციების მედროშე სამთვიან პატიმრობაში დატოვეს”
რეჟიმის პოლიცია და პროკურატურა ცდილობს მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას – TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განცხადება გაავრცელა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავების შესახებ. „რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობლის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა …
Continue reading “რეჟიმის პოლიცია და პროკურატურა ცდილობს მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას – TI”
ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე და სხვა დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
დღეს, 14 იანვარს, 12-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ახალგაზრდა აქტივისტები – ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე. აღნიშნული პირები ბათუმში 13 იანვარს დააკავა პოლიციამ ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობდა. დღეს გაიმართა პარტია „დროას“ აქტივისტის შუშანა მაცაბერიძისა და მოქალაქე გიორგი კაკალაძის სასამართლოც. ყველა პირი ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული და გამოძიება მათ პოლიციის კანონიერი …
„ბათუმელების“ ოპერატორს, გურამ მურვანიძეს, სასამართლომ 8-დღიან პატიმრობა მიუსაჯა
დღეს, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გურამ მურვანიძეს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დააკავეს. ის ადმინისტრაციული მუხლით დაaკავეს და მას გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. თუმცა, „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების …
Continue reading “„ბათუმელების“ ოპერატორს, გურამ მურვანიძეს, სასამართლომ 8-დღიან პატიმრობა მიუსაჯა”
ბესელია და დგებუაძე უკვე რამდენიმე წლია ატერორებენ ბათუმის მოქალაქეებს – ირაკლი კუპრაძე
დღეს, 13 იანვარს, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ განცხადება გააკეთა ბათუმში დაკავებულ პირებსა და იმ რეპრესიების შესახებ, რასაც „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა. „ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების სხვა ურთულეს, უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო დასახიჩრება, დარბევა და უკანონოდ დაკავება …
ბათუმში პოლიციამ მინიმუმ რვა ადამიანი დააკავა 12 იანვარს
დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულნი არიან: გიორგი კირთაძე ელენე ხოშტარია გიორგი კაკალაძე ელიზბარ ჩხიკვაძე ლუკა ნაცვლიშვილი შუშანა მაცაბერიძე გურამ მურვანიძე ლევან ხორავა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ ფოთში ჰყავთ გადაყვანილი. „გიორგი კირთაძეს ხელწერილით გამოუშვებენ, როგორც გვითხრეს და …
Continue reading “ბათუმში პოლიციამ მინიმუმ რვა ადამიანი დააკავა 12 იანვარს”
„ბათუმელების“ დამფუძნებელთან ადვოკატს არ უშვებენ – „მივმართეთ გენერალურ ინსპექციას“
დღეს 12 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. დაკავებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელმეორედ დააკავეს. ამჯერად უცნობია, რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ მზია ამაღლობელი. მისი ადვოკატი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ მას დაკავებულთან შესვლის საშუალებას აძლევენ. „დაკავებულთან არ გვიშვებენ ადვოკატებს, ამიტომ მივმართეთ …
ბათუმში 13 დაკავებულიდან პოლიციის განყოფილება ოთხმა პირმა უკვე დატოვა
11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული 10 ადამიანიდან 5 დაკავებული 12:42 საათზე გამოუშვეს. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები სტიკერის გაკვრისთვის დააკავა, რომელზე ეწერა – „იფიცება საქართველო“. პოლიციის სამმართველო დატოვეს ციალა ქათამიძემ, ნანა შავაძემ, თეონა ბერიძემ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, რომელიც პოლიციამ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა. იზოლატორში რჩებიან: თათია აბულაძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი …
Continue reading “ბათუმში 13 დაკავებულიდან პოლიციის განყოფილება ოთხმა პირმა უკვე დატოვა”
მოსამართლემ მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე გადაიტანა – საია სისხლის სამართლით დაკავებულებზე
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე. ამასთან, ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს, არ მიცემულა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი საიას არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, გამოუძიებელი რჩება პოლიციის ძალადობის შემთხვევები, მათ შორის, 2023 წლის მარტსა და 2024 წლის აპრილ-მაისში, საპროტესტო აქციების …
ბათუმში საპროტესტო აქციაზე 1 პირი დააკავეს
დღეს, 9 დეკემბრის ღამეს [00:14 საათი], აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ერთი პირი დააკავეს. აქცია პრაქტიკულად იშლებოდა, როდესაც დაიძაბა სიტუაცია. ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განმარტებით, დაკავებულმა პირმა პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „დაკავებულია 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფისთვის. მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ“, – უთხრა ირაკლი დგებუაძემ „ბათუმელებს“. ბათუმში უკვე მე-12 ღამეა იმართება საპროტესტო აქცია. ბათუმის აქციაზე ადმინისტრაციული წესით …
Continue reading “ბათუმში საპროტესტო აქციაზე 1 პირი დააკავეს”
მეტროსადგურებთან პოლიცია მოქალაქეებს უკანონოდ ართმევს აირწინაღებს, ნიღბებს, სხვა ნივთებს – საია
საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] ინფორმაციით, მეტროსადგურებთან პოლიციელები ხვდებიან მოქალაქეებს და ართმევენ აირწინაღებს, ნიღბებს და სხვა ნივთებს. როგორც მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან პოლიციის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს უთხრეს, ისინი „ზედაპირულ დათვალიერებას ახორციელებენ“. საია განმარტავს, რომ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება …