„ეს სიველურეა“ – რა დაგიჯდებათ პლაჟზე სრულად გაშიშვლება საქართველოში

2026 წლის ზაფხულს აჭარაში, შავი ზღვის საკურორტო სანაპიროებზე მინიმუმ სამი შემთხვევა მოხდა, როდესაც სლავური წარმოშობის კაცები პლაჟზე სრულად გაშიშვლდნენ და ამან კონფლიქტი გამოიწვია. ერთ შემთხვევაში პლაჟზე მყოფმა ქალმა აიძულა კაცს ჩაცმა პოლიციის გამოძახების მუქარით, მეორე შემთხვევაში პოლიცია გამოიძახეს, მესამე შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა გონიოში. კაცს, რომელიც პლაჟზე სველი საცურაო კოსტუმის გამოცვლისას გაშიშვლდა, გონიოელმა მოზარდებმა – …

ბულვარში ჯიხური 81 ათას ლარად გასხვისდა, პლაჟები კი აუქციონზე ისევ გაიტანეს – ამჯერად ფასდაკლებით

ადგილების გადანაწილება ბათუმის ბულვარში ჯერ არ დასრულებულა. გარდა იმისა, რომ ბულვარის ადმინისტრაციამ განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ფასდაკლებით გამოიტანა ადგილები, რომლებიც ვერ გასხვისეს, ზოგიერთ კომერციულ ობიექტზე 3 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებებიც გააფორმა. მაგალითად, 3 წლის ვადით გაუსხვისებია ჯიხური ძველი ბულვარის ტერიტორიაზე გამაგრილებელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სარეალიზაციოდ. საწყისი ფასი 12 000 ლარი იყო, ელექტრონულ ვაჭრობაზე ფასი 81 840 …

ახალ ბულვარში პლაჟი აღარაა, რა ელის ბათუმის სანაპიროს? – ინტერვიუ პროფესორთან

„თუ არ შეიტანეს ინერტული მასალა სანაპიროზე და პლაჟი ხელოვნურად არ გაამაგრეს, რა თქმა უნდა, სანაპირო ხაზი გაირეცხება… მაგალითად, ადლია-ანგისის მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ადგილია, შეიძლება, 5-7 წელიწადში ბეტონის ბორდიურებამდეც კი წაირეცხოს სანაპირო,“ – ამბობს გეომორფოლოგი ზურაბ ჯანელიძე, მას ბათუმის სანაპიროს პრობლემაზე ვესაუბრეთ: ბათუმის ახალ ბულვარში, ვრცელ მონაკვეთზე პლაჟი აღარ დაგხვდებათ. ბათუმში სანაპირო ზოლს პერიოდულად ამაგრებენ …

ბულვართან პლაჟები მაღალი კონკურენციის პირობებში გაასხვისეს – გონიოში კი აუქციონები მეტწილად ჩაიშალა

ბათუმის ბულვარის გასწვრივ მცირე ზომის მიწის ნაკვეთები პლაჟზე მაღალი კონკურენციის პირობებში გაასხვისეს, გონიო კვარიათში, მახინჯაურში და მწვანე კონცხზე კი აუქციონები უმეტესად ჩაიშალა. ბათუმის მერიამ გონიოში, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე მცირე ზომის ადგილები კომერციული საქმიანობებისთვის საიჯარო წესით გასასხვისებლად 3 ივნისს გაიტანა ელექტრონულ აუქციონზე. გასხვისდა მხოლოდ რამდენიმე მათგანი, უმეტესწილად აუქციონები არ შედგა იმის გამო, რომ მონაწილეობა …

კომერციული ობიექტების დაშლა გონიო-კვარიათის სანაპიროზე – მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა მეპატრონეებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებას ატყობინებს, რომ გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟს იწყებს. მანამდე მესაკუთრეები გავაფრთხილეთ, რომ თუ ადგილების გათავისუფლებას თავად არ უზრუნველყოფენ, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთო. კომერციული ობიექტების მეპატრონეებს ბულვარის ადმინისტრაციასთან ძირითადად 4-თვიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული. მათი უმეტესობა გასული წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანაპირო მათ გასული წლის ოქტომბრიდან უნდა …

ბათუმის სანაპიროს დასუფთავება ქალაქის ბიუჯეტს დამატებით 80 ათასი ლარი დაუჯდება

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებამ“ დამატებით 80 ათასი ლარის ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გააფორმა კერძო პირებთან ტექნიკისა და ოპერატორების დაქირავებაზე. „სანდასუფთავების“ ინფორმაციით, ამის აუცილებლობა გამოიწვია შტორმმა, რის შედეგადაც პლაჟზე დიდი რაოდენობით ნატანი [ასევე, „მძიმე ხეები და ტოტები“] დაგროვდა, მის გასატანად კი, „სანდასუფთავების“ და ადრე, ტენდერით დაქირავებული ტექნიკა საკმარისი არ აღმოჩნდა. „აღნიშნულ სამუშაოებს ვაწარმოებდით ელექტრონული ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულების …

ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონები გამოაცხადა – გონიო-კვარიათის პლაჟზე კონკურენცია მაღალია

ბათუმის ბულვარში კომერციული ფართობების საიჯარო წესით გასასხვისებლად ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრონული აუქციონები გამოაცხადა. ნაწილი უკვე დასრულებულია ნაწილი 11 ივნისს უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის უკვე გასხვისებულია რამდენიმე მიწის ნაკვეთი როგორც ბათუმის ცენტრში ასევე, გონიო-კვარიათის პლაჟზე, მათ შორის მცირე ზომის რამდენიმე მონაკვეთი უალკოჰოლო სასმელების სარეალიზაციოდ , სუვენირებისთვის განკუთვნილი ჯიხურები და ასე შემდეგ. გასხვისების ვადა რიგ შემთხვევებში 2026 წლის …

ჩაქვში ზღვა მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და ასხვისებენ

დაბა ჩაქვში 5727 კვ.მეტრი ფართობი ზღვაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და მის გასხვისებას საიჯარო წესით გეგმავენ. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას ბრძანებით ირკვევა, რომ დაბა ჩაქვში, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ, ზღვის გასხვისება მიწის ნაკვეთად, 15 წლის ვადით, 2024 წლის აგვისტოში გადაწყვიტეს. რეესტრის მონაცემებით, ზღვა მიწის ნაკვეთად 2023 წელს, ანუ მას შემდეგ …

ზღვაში ხრეშის შესატანად წელს 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებისთვის წელს 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაცხადა. ზღვის სანაპიროზე შესატანად ხრეშს ამჯერადაც მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ. ვინაიდან შტორმის დროს ზღვა ბათუმის სანაპიროს ანგრევს, ხრეშის ხელოვნურად შეტანაც პერიოდულად აუცილებელია. გასულ წელს ზღვაში 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, მიმდინარე …

რას ითხოვენ პლაჟის მოიჯარეები და როგორია აჭარის მთავრობის პასუხი – ვიდეო

„ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, 3-წლიანი ხელშეკრულებებით გადასცეს პლაჟი. თუმცა დავიშალეთ იმ პირობით, რომ ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაელაპარაკება,“ – ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც პლაჟის მოიჯარეების დახურულ შეხვედრას დაესწრო აჭარის მთავრობაში. დღეს, 11 მარტს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბათუმის სანაპირო ზოლზე დასაქმებულმა, პლაჟის მოიჯარეებმა საპროტესტო აქცია …

რატომ ვერ აღადგინეს ახალ ბულვარში სანაპირო – პროექტში ბათუმი 15,6 მილიონს ხარჯავს

ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენის სამუშაოები 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გრძელდება. სამუშაოების დასრულების ვადამდე ერთი თვით ადრე, კერძო კომპანიასა და ბათუმის მერიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დასრულების ვადა 3 თვით გააგრძელეს. სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოებში ბათუმის ბიუჯეტიდან 15,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და …

როგორ მიიტაცა 3 თვეში ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან სანაპირო

ბათუმის კონცხზე, იახტკლუბის მიმდებარედ არსებული პლაჟის ნაწილი ზღვამ უკვე მიიტაცა. ფოტოებზე, რომლებიც „ბათუმელებმა“ 2023 წლის ოქტომბერში და 2024 წლის 13 თებერვალს გადაიღო, ნათლად ჩანს, თუ პლაჟის რა ნაწილი წარეცხა ზღვამ 3 თვეში. აკვაპარკის მიმდებარედ არსებულ წყლის სატუმბი სადგურის შენობასთან პლაჟის ნაწილი დღეს წყლითაა დაფარული. ნაწილობრივ ზღვაშია თვითონ სატუმბი სადგურიც, საიდანაც ბათუმის დელფინარიუმი მარაგდება ზღვის წყლით: …

„მოუთვინიერებელი“ ზღვა და ნაპირდაცვა ბათუმის გენგეგმაში – რას ითხოვს სააგენტო მერიისგან

2024 წელს ბათუმი ისევ გენგეგმის გარეშე ხვდება. ამ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო და 1 235 371 ლარიც დახარჯულია. დოკუმენტის მომზადებაზე კი, ქალაქის მერიას ხელშეკრულება 2 495 700 ლარზე აქვს გაფორმებული „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“. ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებით ამჯერად სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის მომზადების ეტაპია, რასთან დაკავშირებითაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 25 …

ბათუმში „სან რემოს“ შენობა და პირსი დაანგრიეს | ფოტოამბავი

ბათუმში რესტორან „სან რემოს“ შენობა და პირსი უკვე დანგრეულია. ამ ადგილზე ახალი შენობისა და პირსის მშენებლობაა დაგეგმილი. ტერიტორია ბათუმის მერიას იჯარით აქვს გაცემული. 2023 წლის 9 დეკემბერს, პლაჟზე დემონტაჟის და მშენებლობის სამუშაოები შეიძლება ითქვას, ერთად მიმდინარეობდა [გრძელდება დემონტაჟი, პარალელურად ეწყობა სამშენებლო ღობე, პლაჟზე შეაქვთ ლოდები, პერიოდულად იკეტება ბულვარში ფეხით მოსიარულეთა სასეირნო ბილიკი…] „სან რემოს“ პირსი …

ბათუმის პლაჟი ხელოვნურ კვებაზეა – ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 2,3 მილიონი დაიხარჯება

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში დაფინანსებულია პროგრამა, რომელიც პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებს ითვალისწინებს. ამ პროგრამის ფარგლებში მდინარის კალაპოტიდან ზღვის სანაპიროზე ინერტული მასალა უნდა შეიტანონ. ეს აუცილებელია ბათუმში პლაჟის შესანარჩუნებლად. დღეს არსებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამა 2024-2027 წლებს მოიცავს და ყოველწლიურად პლაჟის ხელოვნური კვებისთვის 2 მილიონ 300 ათასი ლარია გაწერილი, ჯამში – 9,2 მილიონი ლარი. პროგრამა …

საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ

ბათუმის კონცხიდან ამოსაღები ჭარბი ნატანი [ქვიშა-ხრეში] მახინჯაურის სანაპირო ზოლში პლაჟების ხელოვნურად შექმნას მოხმარდება. ასეთია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს გადაწყვეტილება. პროექტით დაგეგმილია ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან დაგროვილი ჭარბი აკუმულაციური უბნებიდან მასალის ამოღება და მახინჯაურის სანაპირო ზოლზე დაყრა. ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას …

ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]

ბათუმში დღეს, 22 ოქტომბერს, სითბოა და ზღვის და მზეზე გარუჯვის მოყვარულებიც პლაჟზე არიან. ზღვის  წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია. ბათუმში მზიანი ამინდი ორშაბათსაც შენარჩუნდება. სამშაბათიდან კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ვრცლად: როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან  

3,5 მილიონი სჭირდება ნატანის ამოღებას, რომელიც ბათუმის კონცხთან პლაჟს საფრთხეს უქმნის

ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ზღვაში თავმოყრილი 43 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია ამოსაღები და გასატანი. ამ სამუშაოებისთვის კი 3,5 მილიონი ლარია საჭირო. ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა …

„გადაჭედილია შეზლონგებით სანაპირო“ – რა ღირს ამ ზაფხულს ბათუმის პლაჟზე დასვენება

„გადაჭედლია შეზლონგებით მთელი პლაჟი, ადგილი უნდა მოძებნო, რომ დაჯდე,“ – ამბობს ია ქათამაძე, რომელსაც პლაჟზე ვესაუბრეთ. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც შეზლონგით არ სარგებლობს და ზოგჯერ თავისუფალი ადგილი ზღვასთან ახლოს არ უწევს. სანაპიროსთან ახლოს მოიჯარეებს უკვე ჩაუმწკრივებიათ რამდენიმე რიგად ასობით შეზლონგი. შეზლონგებს შორის გავლა შესაძლებელია, მაგრამ წამოწოლა და მით უმეტეს კომფორტულად დასვენება რომ შეუძლებელია, ამას …

ბათუმის ახალ ბულვარში, პლაჟზე, ბეტონის შენობა ააშენეს – ეს კანონით დაუშვებელია

ბათუმის ახალ ბულვარში, ხიმშიაშვილის #13-ის მიმდებარედ, პირდაპირ პლაჟზე არსებული მსუბუქი კოსტრუქციის კედლები ბეტონით ამოაშენეს, რაც კანონით დაუშვებელია. პლაჟზე მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობაა შესაძლებელი მერიასთან შეთანხმებით. სამუშაოებს შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპი“ აწარმოებს, ეს კომპანიაა ამ ტერიტორიის მოიჯარეც. მერიასთან შეთანხმების მიხედვით, აქ ახალ პირსს აშენებენ, არსებული პირსი გასულ წელს შტორმის შედეგად დაზიანდა და  სახიფათო გახდა. პირსის სამშენებლო …

„ივერია ბიჩმა“ პლაჟი უნებართვოდ ჩაკეტა, ბულვარმა გაახსნევინა

ბათუმის სანაპიროზე, ალი და ნინოს სკულპტურასთან ახლოს „ივერია ბიჩმა“ პლაჟი უნებართვოდ შეღობა. დღეს, 13 აგვისტოს დილას, პლაჟზე რკინის ჯებირები იყო განთავსებული და გადაადგილება შეზღუდული. მოქალაქეები, რომლებსაც სანაპიროზე გავლა სურდათ ზღვაში შედიოდნენ და ისე სძლევდნენ ბარიერს. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბულვარის მონიტორებმა შეღობილი პლაჟი აღმოაჩინეს, „ივერია ბიჩს“ მისი გახსნა მოსთხოვეს. ამ დროისთვის პლაჟზე ღობე …

სანაპირო და დამცავი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის [ფოტო]

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. პლაჟის ხელოვნურ კვებას [ხრეშის შეტანას] ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც აქ ქვის ლოდებით სპეციალური ნაგებობა მოეწყო და რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ახალი ბულვარის გასწვრივ პლაჟის ხელოვნურად შესაქმნელად ხრეშის შეტანის სამუშაოებისთვის თანხა …

„ალიანსმა“ პლაჟი შემოღობა და შემდეგ ღობე მოშალა

შპს „ალიანს პალასმა“ ბათუმის პლაჟზე, კომპლექს „მაგნოლიას“ მიმდებარედ, იჯარის წესით ათვისებული ტერიტორია შემოღობა. კომპანიის ეს ქმედება ადგილზე მოსახლეობამ გააპროტესტა, ვიდეო გადაიღეს და ფეისბუქზე გაავრცელეს. ადგილზე მისვლის შემდეგ „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენელმა უთხრა, რომ პლაჟის ჩახერგვა დაგეგმილი არ ჰქონიათ და ღობე მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერიტორიის საზღვრების დასაზუსტებლად, ასევე კომპანიის რეკლამის განსათავსებლად გაავლეს. ღობე მოშლილი დაგვხვდა. გვითხრეს …

გამოცვლილი ქვაფენილი და ახალი პლაჟი შშმ პირებისთვის – კიდევ რას აკეთებენ ბულვარში

ბათუმის ბულვარი მიმდინარე სეზონზე შშმ პირებისთვის კიდევ ერთ ადაპტირებულ პლაჟს მოაწყობს. ბულვარის ინფორმაციით, ადაპტირებული პლაჟი იქნება როგორც რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირედ, სადაც ადრეც იყო, ასევე გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, მოპირდაპირედ. აქ შესაბამისი სამუშაოები [ადაპტირებული საშხაპეების მოწყობა და სხვა] უკვე დაწყებულია. „შშმ პირებისთვის განკუთვნილი ტივტივა ეტლები, რაც გვაქვს, ამ ორ ლოკაციაზე გადანაწილდება და მათით სარგებლობა …

ვის აქვს და ვის უნდა საკუთარი პლაჟი ბულვარში 

ბათუმის სანაპიროზე პლაჟის კონკრეტული მონაკვეთის გრძელვადიანი იჯარით მიღების მსურველები ისევ რიგში დგანან. პლაჟს ითხოვენ კომპანიები, რომლებსაც ბათუმის სანაპირო ზოლში მოქმედი სასტუმროები აქვთ ან აშენებენ. პლაჟის ათვისება სურთ მათაც, ვინც სარესტორნო და სხვა ტიპის კომერციულ ობიექტებს ფლობს ზღვასთან ახლოს. „ჩემი შენობის წინ პლაჟი ჩემს განკარგულებაში უნდა იყოს, რომ სტუმარს კომფორტი შევთავაზო, ან მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს პლაჟის გამართულობა“, …

სასტუმრო „ლე მერიდიანმა“ დაასწრო „ამბასადორს“ და 3380 კვ/მეტრ პლაჟს ითხოვს ბულვარში

სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, თავისი შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიას ითხოვს გრძელვადიანი იჯარით, არანაკლებ 15 წლით. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართა. მერიაში საკითხი განიხილეს და შესაბამისი განკარგულების პროექტიც მოამზადეს. ამ პროექტის განმარტებით ბარათში მერია წერს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს შპს „ბათუმი თაუერის“ განცხადება. „ლე მერიდიანთან“ ფუნქციურად დაკავშირებული სივრცის …

ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]

დღეს, 31 მაისს, ბათუმის პლაჟზე უკვე არიან ზღვისა და მზეზე გარუჯვის მოყვარულები. ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

ინვესტორმა სანრემოსა და პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა

შპს „ხიდი 2006“-მა რესტორან „სანრემოსა“ და მასთან არსებული პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა. ცვლილების მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა და  გზების დეპარტამენტის უარია [ეს დეპარტამენტი კურირებს ნაპირდაცვის საკითხებსაც]. „სანრემოს“ შენობა და  მისი მიმდებარე ტერიტორია „ხიდი 2006-ს“ 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით, რესტორან „სანრემოს“  შენობისა და პირსის რეკონსტრუქცია მხოლოდ არსებული მასშტაბით, ხიმინჯების რაოდენობის …

როგორ ამაგრებენ ბათუმის სანაპიროს ახალი ბულვარიდან აეროპორტამდე [ფოტო]

ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე ნაპირგამაგრების სამუშაოები გრძელდება. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები, სავარაუდოდ, 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ნაპირგამაგრების სამუშაოების [ქვის ლოდების დალაგება, რკინაბეტონის ჯებირი] პარალელურად დაწყებულია პრომინადის მოწყობაც. პლაჟის გასწვრივ თავის დროზე მოწყობილი სასეირნო ბილიკი აქ …

სამი მაშველი, რომლებმაც 350 ადამიანი გადაარჩინეს

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამი მაშველი დააჯილდოვა. იგორ აზნაურაშვილს, ანრი ნემსაძეს და მანუჩარ წულუკიძეს სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საპატიო სიგელები გადასცეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამივე მაშველმა გასულ წელს ჯამში 350 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის …

მიიღებს თუ არა ბათუმის პლაჟი ლურჯ დროშას, საერთაშორისო ეკოლოგიურ ნიშანს

„ბათუმის ბულვარის“ მოწვევით ბათუმში გარემოს საგანმანათლებლო ფონდის – Foundation for Environmental Education-ის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ შაფერი ჩამოდის. იგი შეხვედრას 7 მარტს სასტუმრო „რედისონში“ გამართავს. ორგანიზაცია გარემოს მიმართულებით ხუთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობს, ესენია: ეკოსკოლები – ECO-SCHOOLS; ახალგაზრდა რეპორტიორები გარემოსთვის – Young Reporters for the Environment; სწავლება ტყეების შესახებ – Learning About Forests; ლურჯი დროშა – BLUE …

ბათუმის ბულვარი პლაჟზე ადაპტირებულ საშხაპეს და გასახდელს დადგამს

ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ პლაჟზე ადაპტირებული საშხაპისა და გასახდელის დამზადება-მონტაჟისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 22 741 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას ბულვარი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოაცხადა. საშხაპე და გასახდელი პლაჟზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დამონტაჟდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 6 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება. ბულვარის ადმინისტრაცია წელს პლაჟზე დამატებით …

მერია: კოლონები უნდა ამოიღოს – „ევრო პარკი“ ბუნგალოს აკვაპარკთან უნებართვოდ გეგმავდა

ბათუმის პლაჟზე, აკვაპარკის მიმდებარედ უნებართვო სამუშაოები შპს „ევრო პარკმა“ დაიწყო. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებამ კომპანია უნებართვო სამშენებლო სამუშაოების გამო გააფრთხილა. კომპანიამ მითითებულ ვადაში პლაჟიდან ხიმინჯები უნდა ამოიღოს და ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული  ჯარიმა დაეკისრება. „ჩვენ ვაწარმოეთ მოკვლევა, გვაინტერესებდა რაიმე ნაბართვა იყო თუ არა გაცემული, გავიდა თუ …

მთელი დღეები ზღვაზე

ზღვაზე გასარუჯად დაწოლილი და მობანავე ხალხის გარდა ხშირად შეხვდებით მათ, ვისი საქმეც პლაჟზე სამსახურია და ბანაობისთვის დრო ნაკლებად აქვთ. ცხელი სიმინდი, რეზინის ფეხსაცმელები ზღვისთვის, ხილი, ცივი ყავა, წყალი, ფერად-ფერადი „კამერები” და ინდური სამოსაც კი – ბევრი რამ იყიდება პლაჟზე. აქ მომუშავეები მთელ დღეს ზღვაზე ატარებენ. უმრავლესობა გადაღებას არ თანხმდება, თუმცა მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც სიამოვნებით …

„ბათუმის ბულვარმა“ პლაჟზე ადაპტირებული ხის ბილიკების დამონტაჟება დაიწყო

ბათუმის ბულვარში სანაპიროზე ხის ტრანსფორმირებადი ადაპტირებული ბილიკების მონტაჟი დაიწყო. როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია „ბათუმელებთან“ ამბობს,  ხის ბილიკები  პლაჟზე ხუთ ადგილას მოეწყობა: სასტუმრო „კოლიზეუმის“, რესტორან „აჭარულის“, დელფინარიუმის მოპირდაპირედ, ასევე მელიქიშვილისა და თავდადებულის ქუჩების მოპირდაპირედ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადაპტირებული ბილიკები ზღვამდე ჩადის და არის ეტლით მობრუნების შესაძლებლობაც. „სამომავლოდ ვგეგმავთ, პლაჟის უფრო დიდ ნაწილზე დაიგოს ადაპტირებული ბილიკები,“- ამბობენ ბულვარის …

ბათუმის მერი პლაჟზე დაგეგმილ რესტორანზე: „იქ არ არის არავითარი ჩიხირთმა და ჩახოხბილი“

პლაჟზე დაგეგმილი სარესტორნო ინფრასტრუქტურა ბათუმში განსჯის საგანი ბევრჯერ გახდა. ამ თემას სოციალურ ქსელშიც ხშირად ეხმაურებიან. „ამ აჟიოტაჟის შესახებ“, როგორც თვითონ ამბობს, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემაც იცის. ის მიიჩნევს, რომ კითხვებს არასწორი მისამართიდან სვამენ: „ბათუმის მერია განიხილავს კონკრეტულ არქიტექტურულ პროექტს. პროექტზე ნებართვის მიცემა ერთია და იმ კონცეფციის მიღება ან არ მიღება, თუ რამდენად მისაღებია მისთვის ზღვის …

Exit mobile version