მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარი პლაჟზე ადაპტირებულ საშხაპეს და გასახდელს დადგამს

17.02.2019 •
ბათუმის ბულვარი პლაჟზე ადაპტირებულ საშხაპეს და გასახდელს დადგამს

ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ პლაჟზე ადაპტირებული საშხაპისა და გასახდელის დამზადება-მონტაჟისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 22 741 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას ბულვარი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოაცხადა.

საშხაპე და გასახდელი პლაჟზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დამონტაჟდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 6 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.

გასახდელი და საშხაპე შშმ პირთათვის / ვიზუალი / ტენდერის დოკუმენტებიდან

ბულვარის ადმინისტრაცია წელს პლაჟზე დამატებით არაადაპტირებულ სამ გასახდელსა და ხუთ საშხაპესაც განათავსებს, რისთვისაც ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 7 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 ათასი ლარია.

კონკრეტულ ტერიტორიას, თუ სად უნდა განთავსდეს ადაპტირებული და არაადაპტირებული საშხაპეები და გასახდელები, გამარჯვებულს ბულვარის ადმინისტრაცია მოგვიანებით განუსაზღვრავს. ტენდერში გამარჯვებულმა საშხაპის დაერთება წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს.

ბათუმის ბულვარი 2019 წლის ზღვის სეზონისთვის პლაჟზე გადასასვლელ ხის ბილიკებსაც შეისყიდის.

პლაჟზე ხის ბილიკები მოეწყობა – გადაადგილება ეტლითაც იქნება შესაძლებელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: