მთავარი,სიახლეები

ღვიძლის ტრანსპლანტაცია აჭარაში რეგისტრირებულ პაციენტს 100 000 ლარით დაუფინანსდება

30.08.2019
ღვიძლის ტრანსპლანტაცია აჭარაში რეგისტრირებულ პაციენტს 100 000 ლარით დაუფინანსდება

2020 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას ზრდის. ბათუმში დარეგისტრირებული თითოეული პაციენტისთვის დაფინანსება განისაზღვრება  70 000 ლარით, დამატებით 30 000 ლარს კი ბათუმის მერია გამოყოფს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული თითოეული პაციენტისთვის კი სამინისტრო ტრანსპლანტაციას დააფინანსებს 100 000 ლარით.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ღირებულება საშუალოდ 120 – 125 ათასი ლარია. თანხის ნაწილს პაციენტები თავად იხდიან.

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაცია 7 პაციენტს დაუფინანსა – ჯამში 455 000 ლარით. თითოეული პაციენტისთვის გამოყოფილმა თანხამ 65 000 ლარი შეადგინა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 2016 წლიდან აფინანსებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: