შაბათს, 13 მარტს, ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება. „ლაშქრობა ამბასადორთან“ – ასე ეწოდება აქციას, რომელსაც მუსიკოსებიც უერთდებიან საკუთარი შემოქმედებით. აქციის მთავარი მოთხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებაა. მოქალაქეები 16:00 საათზე ბათუმის ბულვარის კოლონადებთან შეიკრიბებიან, აქედან კი „ამბასადორის“ მშენებლობის ადგილზე გადაინაცვლებენ. „მოლაშქრეები დავიკავებთ იმ სივრცეს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ და არა კერძო მენაშენეს! …
Tag Archives: აქცია
8 მარტს ბათუმში 1000 მშობლის მარში გაიმართება – „გამოდი შენი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო“
8 მარტს, საღამოს 5 საათზე, ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, საპროტესტო მსვლელობა „1000 მშობლის მარში“ მოეწყობა. ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. აქციის მონაწილეები ბათუმში, ვარდების სკვერში შეიკრიბებიან. კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, რომელმაც თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მასზე 23 წლის კაცმა …
15 თებერვალს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქცია იგეგმება
ხვალ, 15 თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლთან ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი აპირებს აქციაზე მისვლას და თავიანთი პრობლემების მოგვარების მოთხოვნას. აქციის ინიციატორის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „აქციაზე მისვლას აპირებენ ის მოქალაქეები, ვინც აჭარაში ავტობანის თუ ჰესების მშენებლობის გამო დაზარალდნენ. ასევე იპოთეკით დაზარალებულები, ვისაც სესხი ჰქონდა და პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ, თვითდასაქმებულები, რომლებმაც მხოლოდ ერთჯერადი 300 ლარი …
Continue reading “15 თებერვალს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქცია იგეგმება”
აქციის მონაწილეების და პოლიციის დაპირისპირება ბათუმში – დააკავეს 11 პირი
„დაადეთ ნარუშნიკები“, – ისმის კადრებში პოლიციელის ბრძანება, რომელიც აქციის მონაწილეს აქვს გადაღებული. 6 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, ისე როგორც თბილისში, აქცია გაიმართა „უაზრო რეგულაციების“, მათ შორის კომენდანტის საათის წინააღმდეგ. თბილისში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს. ბათუმში კი, როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილეებს პოლიციამ სცემა და, სავარაუდოდ, დააკავა კიდეც. თვითმხილველმა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, …
Continue reading “აქციის მონაწილეების და პოლიციის დაპირისპირება ბათუმში – დააკავეს 11 პირი”
ბათუმში ოპოზიცია რიჟვაძის გადადგომას ითხოვს
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციამ დღეს, 4 თებერვალს, ახალი მოთხოვნა გააჟღერა. ოპოზიციის მომხრეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომასაც ითხოვენ. დღეს დაპირისპირება მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეების მთავრობის სახლის მეორე შესასვლელთან გადანაცვლებას მოჰყვა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ თორნიკე რიჟვაძეს და მთავრობის სხვა წევრებს გადაადგილების საშუალებას. დღესვე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა ელგუჯა ბაგრატიონს „ერთიანი ნაციონალური …
Continue reading “ბათუმში ოპოზიცია რიჟვაძის გადადგომას ითხოვს”
დაუმორჩილებლობის აქცია ფიტნესკლუბთან, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს
ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“ საპროტესტო აქციაა. აქციაზე შეკრებილები ფიტნესკლუბების გახსნას ითხოვენ. „ეს არის აბსურდული შეზღუდვა. პირიქით, ადამიანებს ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესი… თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, პირველი თებერვლიდან მაინც გავხსნით ფიტნესკლუბს, როგორ და რანაირად, ამას მოგვიანებით გეტყვით,”- უთხრა ჟურნალისტებს “რეფორმერის” დამფუძნებელმა, გიორგი ფუტკარაძემ. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების პირობებში ფიტნესკლუბებს ჯერჯერობით მუშაობის უფლება არ აქვთ. „რეფორმერი” …
Continue reading “დაუმორჩილებლობის აქცია ფიტნესკლუბთან, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს”
მონა, მოღალატე – უმაღლესი საბჭოს წევრს ბათუმში აქციაზე დაუპირისპირდნენ
დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ძველი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, კოლონადებთან საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმის ბულვარის დასაცავად. მოქალაქეები „ამბასადორ ბათუმის“ მიერ ბულვარში 16- სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. აქციაზე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილიც მივიდა, რომელსაც აქციის მონაწილეების ნაწილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ. „თქვენ ხართ მონა, არ გაქვს აქ ყოფნის უფლება, წადი“, – ეუბნებოდნენ ისინი …
Continue reading “მონა, მოღალატე – უმაღლესი საბჭოს წევრს ბათუმში აქციაზე დაუპირისპირდნენ”
„შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან
პროტესტის დაწყებიდან 33-ე დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ. აქციის მონაწილეების თქმით არჩევნები გაყალბდა, „ჩვენ მათ ხმები მოგვპარეს“, ამიტომაც მთავრობა დათმობაზე უნდა წავიდეს. „ჩვენ შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – განაცხადა დღეს, 6 დეკემბერს, აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია უკვე ერთ …
Continue reading “„შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან”
დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციელებზე ძალადობისკენ მოწოდება გაავრცელა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, დღეს, 2 დეკემბერს, ფოთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს ასლან ვაშაყმაძე, რომელიც 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში პოლიციელებზე ძალადობისკენ მოუწოდა მოქალაქეებს. ფეისბუქში ძალადობისკენ მოწოდების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით [239-ე მუხლის პრიმა ერთი]. „აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციელებზე ძალადობისკენ მოწოდება გაავრცელა”
„ბუშტების აქციაზე“ აჭარის მთავრობასთან 2 პირი დააკავეს – არის ფიზიკური დაპირისპირება
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე „ბუშტების აქციაზე“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მან მთავრობის სახლთან ბუშტები გაუშვა – აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეზო ხარაზი სწორედ ბუშტების გაშვების გამო დააკავეს. არის ინფორმაცია, რომ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეა დაკავებული, მათ შორის ირაკლი ჩხვირკვია. ირაკლი ჩხვირკვია აქამდეც დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. ის 500 …
“პოლიციამ ჰელიუმის ბუშტი გაუხეთქა და დააკავა” – დეპუტატი კიდევ ერთ დაკავებულზე
აჭარის მთავრობის სახლის წინ დღეს, პირველ დეკემბერს, აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. „კითხვა დაუსვა ახალგაზრდამ პოლიციელს, მაქვს თუ არა ბუშტის გაშვების უფლებაო. ამან გააღიზიანა პოლიციელი, ნუ მელაპარაკები, ნუ შემოდიხარ კონფლიქტშიო. პოლიციელმა ჰელიუმის ბუშტი ცხვირწინ გაუხეთქა და შემდეგ დააკავა,“ – ჰყვება ოპოზიციონერი დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. აჭარის პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი, აქციის მონაწილეების …
Continue reading ““პოლიციამ ჰელიუმის ბუშტი გაუხეთქა და დააკავა” – დეპუტატი კიდევ ერთ დაკავებულზე”
რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს 20-კაციანი „ბანდა“ უწოდა და „უკადრებელს ნუ იკადრებთო“ მოუწოდა
დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მთავრობის სხდომა საყვირების ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერი აქტივისტები უკვე 20 დღეზე მეტია მთავრობასთან აქციას მართავენ. თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ აქციის მონაწილეებს „ბანდა“ უწოდა და მოუწოდა, რომ „უკადრებელს ნუ იკადრებენ“. „ალბათ არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა ვინაიდან გუშინ ერთი რიგითი, წესიერი ბათუმელი შეწუხდა ეგრეთ წოდებული მარგინალების ზღვარგადასული ეგრეთ წოდებული …
ორი პირი დააკავეს აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან
აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე აქციის ორი მონაწილე დააკავეს. აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და მის გაშვებას ცდილობდნენ, რა დროსაც, დაპირისპირებისას, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. „მეჭირა ბუშტი და რატომ მომვარდა 50 პოლიციელი?“ – ჰკითხა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აჭარის პოლიციის უფროსს კოტე ანანიაშვილს. „გაუშვი ბუშტები, არ არის პრობლემა“, – უპასუხა ანანიაშვილმა მას. თუმცა …
Continue reading “ორი პირი დააკავეს აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან”
ოპოზიციონერი „ბუშტების აქციისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ
წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით დღეს სასამართლომ ბათუმის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააჯარიმა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ჩხვირკიას ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა მოუწევს. ირაკლი ჩხვირკია დღეს პოლიციამ მას შემდეგ დააკავა აჭარის მთავრობის სახლთან, რაც მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ. ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები აცხადებდნენ, რომ …
Continue reading “ოპოზიციონერი „ბუშტების აქციისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ”
ოპოზიციონერი დეპუტატი რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს
აჭარის მთავრობის სახლის ყველა შესასვლელს ისევ პოლიციის კორდონი იცავს. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლის ყველა შესასვლელის პიკეტირებას გეგმავდნენ. თუმცა პიკეტირება არ შედგა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მას თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა ციხისძირში მცხოვრებთა პრობლემებზე სასაუბროდ უნდოდა. შეხვედრის შეთანხმება მან მთავრობის თავმჯდომარის დაცვის …
Continue reading “ოპოზიციონერი დეპუტატი რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს”
„მონის დაძახება 500 ლარით ჯარიმდება?“ – ხათუნა ბერიძის კითხვა მოსამართლეს
მოსამართლე როინ კახიძემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500 – 500 ლარით დააჯარიმა ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს მოსამართლეს არ განუმარტავს, რა ჩაითვალა ხულიგნობად, ან პოლიციის რომელ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ აქციის მონაწილეები. ხათუნა ბერიძე და საპროტესტო აქციის კიდევ ოთხი მონაწილე პოლიციამ 21 ნოემბრის საღამოს დააკავა. 21 ნოემბერს არჩევნების …
Continue reading “„მონის დაძახება 500 ლარით ჯარიმდება?“ – ხათუნა ბერიძის კითხვა მოსამართლეს”
„მოგვეცით არსებობის საშუალება“ – უსამსახუროდ დარჩენილები ბათუმში აქციისთვის ემზადებიან
„მოგვეცით არსებობის საშუალება“ – ამ მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქციას გეგმავენ პირები, რომლებიც პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩნენ და არანაირი სხვა შემოსავალი არ აქვთ. მათ მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ უმეტესობას ბანკმა ჩამოაჭრა მთავრობის ერთჯერადი დახმარება და დარჩენილი დავალიანებების გადაუხდელობის გამო ჯარიმებიც ეკისრებათ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მანანა გოგიაშვილი ამბობს, რომ მათ, ვისაც საბანკო ვალები აქვთ დახმარების თხოვნით მთავრობას …
წაბლანიდან ბათუმში აქციის გასამართად – „900 ამომრჩეველია ჩვენთან, არჩევნები არ ჩატარდება“
„900 ამომრჩეველია ჩვენს უბანზე. არც ერთი ბიულეტენი არ ჩავარდება საარჩევნო ყუთში, თუ არ გაგვირემონტებენ ბინებს“, – აცხადებენ ერას მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები. ისინი სოფელ წაბლანიდან არიან და დღეს ბათუმში სპეციალურად ჩამოვიდნენ აქციის გასამართად. რა ბინების გარემონტებას ითხოვს წაბლანის მოსახლეობა ან რატომ არის ვალდებული სახელმწიფო მათ საცხოვრებელი გაურემონტოს? – ამ კითხვის პასუხად აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, …
20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ – აქცია ბათუმში
გასული წლის 20 ივნისის მოვლენებს ბათუმშიც აქციით გამოეხმაურნენ. ევროპის მოედანზე შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციას. დღეს აქციის მონაწილეები გამოვიდნენ ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ასევე დაგმეს გასული წლის 20 ივნისს ხელისუფლების მიერ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევა. 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ სპონტანური საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მართლმადიდებელ საპარლამენტო ასამბლეის …
Continue reading “20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ – აქცია ბათუმში”
“თორნიკე რიჟვაძის მამა არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა”- დაკავებულის ძმა
“თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, პოლიციის განყოფილებაში შეგვხვდა და არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა, ჩვენ სპორტსმენები ვართ… უარი ვუთხარით და სამაგიერო ასე გადაგვიხადეს,” – აღნიშნა დღეს, 15 ივნისს, აჭარის მთავრობის სახლთან ფირუზ წულუკიძემ. ის ხულიგნობის მუხლით დაკავებული რეზო წულუკიძის ძმაა. ამავე საქმეზე ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე. მათი გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, …
Continue reading ““თორნიკე რიჟვაძის მამა არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა”- დაკავებულის ძმა”
შიმშილობა დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით – აქცია აჭარის ტელევიზიასთან
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობის, „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ კარავი გაშალა და განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს. „მოვითხოვთ, ბორდმა [აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ] დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, გადააყენოს ის და სამსახურში დააბრუნონ მისი დირექტორობის პერიოდში გათავისუფლებული ჟურნალისტები“ – განაცხადა ალექსანდრე მილორავამ „ბათუმელებთან“. მან აღნიშნა, რომ იგი ამ …
Continue reading “შიმშილობა დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით – აქცია აჭარის ტელევიზიასთან”
შსს: ბათუმში აქციაზე დაკავებულია 30 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია ბრალდებულების – ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის კონფლიქტი სხვა პირებთან. სწორედ ამ ორი ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო დღეს დილიდან საპროტესტო აქცია ბათუმში. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს …
თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია ბათუმში – „დაიწყება მასობრივი შიმშილობა“
დღეს, 27 მაისს, ბათუმის მერიის წინ მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის ყველა მონაწილე ქალია. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი კოვიდ 19-ის პანდემიამდე თურქეთში იყვნენ დასაქმებული, საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ კი, უმუშევარი დარჩნენ. „ვმუშაობდი ხოფაში, სახაჭაპურეში და კორონავირუსის გამო ვეღარ ვმუშაობ. მარტის შემდეგ უმუშევარი ვარ. სახელმწიფო ითხოვს დასაქმების საბუთს და ამის დამტკიცებას მე ვერ მოვახერხებ, რადგან თურქული მხარე ამ …
Continue reading “თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია ბათუმში – „დაიწყება მასობრივი შიმშილობა“”
ბათუმში აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები აქციას მართავენ
ამ წუთებში [20:18] აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ევროპის მოედანზე აქციას მართავენ. საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნას უკავშირდება, მას უფლებამოსილება შეუჩერეს. ბრძანებაში, რომელსაც მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დღეს მოაწერა ხელი, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“. ბრძანების …
Continue reading “ბათუმში აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები აქციას მართავენ”
აჭარის ტელევიზიის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება
დღეს, 16 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სოლიდარობის აქცია გაიმართება ბათუმსა და ქუთაისში, ხვალ, 17 თებერვალს კი – თბილისში. ბათუმში აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან დღეს, 11:30 საათზე, ტელევიზიის შენობის წინ, იმის საჩვენებლად, რომ მხარს უჭერენ აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს, რომელიც დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან არასასურველი კადრების დევნასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს. …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება”
„რივიერა ბათუმის“ შემოღობილი ტერიტორიის შესასვლელთან ხეები დარგეს
„ადამიანები და არა კედლები ქმნიან ქალაქს“, „არა ჩაბეტონებას“, „ნუ მპარავ მზეს“, „ მე ვირჩევ ხეს“ – ამ ტრანსპარანტებით დღეს, 15 თებერვალს ბათუმში შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას კომპანიას ალტერნატიული ადგილი შესთავაზოს მშენებლობისთვის: „ჩვენ არ ვართ ბიზნესის წინააღმდეგ, მაგრამ აქ არ უნდა აშენდეს, ეს ადგილი არ უნდა ჩაბეტონდეს“, – …
Continue reading “„რივიერა ბათუმის“ შემოღობილი ტერიტორიის შესასვლელთან ხეები დარგეს”
„არა ჩაბეტონებას“ – დღეს ბათუმში „რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ აქცია გაიმართება
დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში, შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ აქციაა დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 15 საათზე „რივიერას“ ტერიტორიის მიმდებარედ, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს დაიწყება. აქციის ორგანიზატორებმა ფეისბუქზე გამოაქვეყნეს რამდენიმე განმარტება იმაზე, თუ რატომ აპროტესტებენ „რივიერას“ ტერიტორიაზე ცათამჯენების მშენებლობას და დაწერეს ასევე იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც აქციაზე გააჟღერებენ. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, მშენებლობას აპროტესტებენ იმის გამო, რომ: …
Continue reading “„არა ჩაბეტონებას“ – დღეს ბათუმში „რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ აქცია გაიმართება”
არა „ ბათუმი რივიერას“ პროექტს – „ახალგაზრდა მწვანეები“ ბათუმში აქციას გამართავენ
„ახალგაზრდა მწვანეები“ ხვალ ბათუმში „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია დღის 3:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება, შემდეგ კი უშუალოდ რივიერას ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიშო ჯიბლაძის ინფორმაციით აქციას ორგანიზაცია „ბათომიც“ შეუერთდება. ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს კომპლექსის სამშენებლო პროექტის განხორციელებას,, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები …
Continue reading “არა „ ბათუმი რივიერას“ პროექტს – „ახალგაზრდა მწვანეები“ ბათუმში აქციას გამართავენ”
საკენკი პროკურატურასთან – აქცია-პერფორმანსით ბათუმში შოთაძის კანდიდატურა გააპროტესტეს
ბათუმში, აჭარის პროკურატურასთან დღეს, 18 იანვარს, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარდგენა და მისი ამ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობასთან საკენკი მიიტანეს, მათი თქმით, შოთაძის კანდიდატურის დასახელება, ხელისუფლების მხრიდან მორიგი საკენკია. „დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ნათლად ჩანს, რომ პროკურატურას ჰქონდა უხეში გადაცდომები პირადად ირაკლი შოთაძის …
„არა ჩაბეტონებას“ – ბათუმის რივიერას გადასარჩენად აქცია თბილისში გაიმართება
20 იანვარს, ორშაბათს, 11:00 საათზე, თბილისში, იუსტიციის სახლთან, სადაც ეკონომიკის სამინისტრო მდებარებს, „ახალგაზრდა მწვანეების“ ინიცატივით სოლოდარობის აქცია იგეგმება. სწორედ ეკონომიკის სამინისტრომ გასცა ბათუმი რივიერაზე პირველი 42-სართულიანი მშენებლობის ნებართვა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბათუმის რივიერას მცველებს და სოლიდარობის აქციას ვმართავთ! არა ბათუმის ჩაბეტონებას!“ – აღნიშნულია ფეისბუქზე შექმნილი ღონისძეიბის გვერდზე. ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი …
Continue reading “„არა ჩაბეტონებას“ – ბათუმის რივიერას გადასარჩენად აქცია თბილისში გაიმართება”
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში ადვოკატები შეიკრიბნენ
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში, ევროპის მოედანზე, ადვოკატები შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილებმა ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს. „ადვოკატები მივმართავთ ადვოკატთა საერთაშორისო პროფესიულ თანამეგობრობას, მათ შორის, რუს კოლეგებს და მოვუწოდებთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ, რათა ის დაუბრუნდეს თავის ოჯახს,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა. მისი თქმით, ადვოკატები დღეს საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გამოვიდნენ და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. ——————————————————– 13 …
Continue reading “ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში ადვოკატები შეიკრიბნენ”
რისთვის მიჰყავს 10 ათასი სტუდენტი „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში
10 ათასი სტუდენტის შეკრებას თბილისში დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ აპირებს. პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან შეკრიბა. სტუდენტები ბათუმიდანაც წავიდნენ. „საქართველო გახდა ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ორშაბათს, თბილისში ტარდება ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს 10 000 სტუდენტი,“ – …
Continue reading “რისთვის მიჰყავს 10 ათასი სტუდენტი „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში”
აქციის ერთ-ერთ მონაწილეს წყლის ჭავლმა თვალის მიდამო დაუზიანა
განახლება, 13:40 – სტატიის თავდაპირველი სათაური იყო “ჭავლის შედეგად ამოვარდნილი თვალი აქციის მონაწილემ საკუთარი ხელით ჩაისვა – თვითმხილველი”. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა პაციენტის სამედიცინო გამოკვლევის შედეგი, სათაური შეიცვალა. აქციის მონაწილე ზაზა ლიპარტიას გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლის დროს, წყლის ჭავლმა თვალის მიდამოში სახის ძვლები დაუზიანა. ექიმების ინფორმაციით, ზაზა ლიპარტიას ჩაუტარდა კვლევები და მის …
Continue reading “აქციის ერთ-ერთ მონაწილეს წყლის ჭავლმა თვალის მიდამო დაუზიანა”
„ჩვენს ჟურნალისტს მარჯვენა ხელი აქვს დაშავებული“ – მთავარი არხი
პარლამენტთან წუხელ აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ისევ დაშალა. ამ დროის ინფორმაციით, აქციის დაშლისას დაშავდა სამი პირი, რომლებიც ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი დაშავებული არის მთავარი არხის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი. ვასულ დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ ის დაპირისპირებისას დაეცა. სპეცრაზმმა წუხელ აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ___ სპეცდანიშნულების რაზმებმა დილიდან 5 საათისთვის კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდებარე აქცია და პიკეტირებული …
Continue reading “„ჩვენს ჟურნალისტს მარჯვენა ხელი აქვს დაშავებული“ – მთავარი არხი”
დემონსტრანტებმა მერია მოატყუეს, რომ „დააბოქლომებენ“ – უაქციოდ მობილიზებული პოლიცია
ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ პოლიციელები მართლწესრიგის გამო არიან მობილიზებული, თუმცა ვერ გვიპასუხეს, ამ შემთხვევაში რატომ გადაწყვიტა პოლიციამ წესრიგის დაცვა, როცა მერიასთან საპროტესტო აქცია არ იმართება. ბათუმის მერიასთან ასევე შეკრებილია რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში – მუხრან ვახტანგაძე. ისინი არ ამბობენ, რის გამო შეიკრიბნენ მერიასთან და აპროტესტებენ თუ …
ბათუმში მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს – საპროტესტო აქცია
აჭარის მთავრობის სახლის წინ, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე აქციის მონაწილებს კარავი არ გააშლევინეს. პოლიციის განმარტებით, სავალ გზაზე კარვის გაშლა უსაფრთხო არ იყო. საბოლოოდ პოლიციასა და აქციის მონაწილებს შორის შეთანხმება შედგა. კარავი მთავრობის სახლის წინ, ტროტუარზე გაშალეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ. ვადამდელი პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთავრობა და საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა – ეს …
Continue reading “ბათუმში მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს – საპროტესტო აქცია”