ბათუმში მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, მობილიზებულია პოლიცია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. „სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს და ვუერთდებით მათ მოთხოვნებს“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ამ წუთებში აქციის მონაწილეები იკრიბებიან თბილისშიც, რუსთაველის გამზირზე, სადაც დაგეგმილია აქცია სახელწოდებით – „დავიბრუნოთ ქვეყანა“. აქციებზე “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ. დღესვე, 17:00 საათზე …

აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში დღეს აქცია გაიმართება – „პროპორციული არჩევნებისთვის“

დღეს, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. აქციის ორგანიზატორები, გუშინ, ბათუმში მოქალაქეებს ურიგებენ ფლაიერებს და მოუწოდებენ, რომ 17 ნოემბერს ერთად შეიკრიბონ აჭარის მთავრობის სახლთან, რათა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ გამოვიდეს და პასუხი მოსთხოვონ „მატყუარა ქართულ ოცნებას“. ბათუმში …

რა ხდებოდა აჭარის მთავრობასთან დღეს [ფოტოამბავი]

აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს. დაკავებული არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი – რეზო ხარაზი, “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივას წევრი” გია ხალვაში, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი ბეგლარ ფუტკარაძე და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ალექსანდრე მილორავა. აქციას აჭარის მთავრობის სახლთან დღეს, დილის ცხრა საათიდან მართავენ. „აჭარის მთავრობა არის „ოცნების“ გაგრძელება და ჩვენ ვითხოვთ პასუხს …

აჭარის მთავრობის სახლთან 4 პირი პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს – შსს

ბათუმში, აჭარის მთავრობის აპარატის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აქციას ენმ-ს წევრები მართავენ. რამდენიმე მათგანმა მთავრობის სახლის შესასვლელი გადაკეტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებმა ისინი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავა, რაც გულისხმობს  პოლიციელის  მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით, ან …

ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქციის დასრულებამდე 3 თვე დარჩა

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია უკვე მერვე თვეა, რაც მიმდინარეობს. ყველაზე აქტიური მომხმარებლები საჩუქრად სასაუბრო დროსა და დეპოზიტებს იღებენ. აქციის ფარგლებში უკვე 700 მომხმარებელს დაერიცხა 5 ლარიანი სასაუბრო დრო, ხოლო ყველაზე აქტიურ 20 მომხმარებელს ბანკმა 100 ლარიანი დეპოზიტი გადასცა. აქციის მთავარი პრიზი 500 ლარიანი დეპოზიტია, რომელთა იღბლიანი მფლობელებიც წლის ბოლოს გამოვლინდებიან. საბოლოო საჩუქარს წლის განმავლობაში …

„გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები ოზურგეთის სასამართლომ გააფრთხილა

ოზურგეთის სასამართლომ „გააღვიძე ოლიგარქის“ ანუ შეკვეთილში გამართული აქციის ხუთივე მონაწილე სამართალდამრღვევად მიიჩნია. ოზურგეთის სასამართლოს თავმჯდომარე ბიძინა სტურუამ მათ სახდელის სახით გაფრთხილება მისცა. „ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხეს,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი. ის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს იცავდა. „ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი …

„რუსეთუმეებო ყარხართ“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

საქართველოს პარლამეტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლას აქციით აპროქტესტებენ ბათუმშიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ ტრანსფარანტებით: „ რუსეთუმეებო ყარხართ“, „შველა ევროპაშია“, „სირცხვილია“. See more     გავრილოვმა ასამბლეას დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართა. შესვენების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ დაიკავა ტრიბუნა და თქვა, რომ არ მისცემდა გავრილოვს სხდომის წაყვანის შესაძლებლობას. …

„ნუ აგვიკრძალავთ საარსებო წყაროს“ – კვადროციკლების მესაკუთრები აქციას აგრძელებენ

ავტორი: ნანა ცეცხლაძე, ნესტან ზოიძე  ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან, კვადროციკლების მესაკუთრები აქციას აგრძელებენ. „ვითხოვთ რეგულაციებს“, „ვინ დაიცავს ჩვენს უფლებებს“, „ნუ აგვიკრძალავთ საარსებო წყაროს“ – ამ წარწერებს ბულვარის შესასვლელთან გაშლილ კარვებზე ნახავთ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შიმშილობენ და საპროტესტო აქციას არ შეწყვეტენ, სანამ მთავრობა მათ ხელსაყრელ პირობებს არ შესთავაზებს. ისინი არ არიან თანახმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე – …

სოლიდარობა პანკისს – ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია იგეგმება

სოლიდარობა პანკისს! – დღეს, 21 აპრილს ბათუმში, ევროპის მოედანზე აქციაა დაგეგმილი. საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ ევროპის მოედანზე დღეს, 19:00 საათიდან შეიკრიბებიან. პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, …

რატომ შეწყვიტეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ, ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ისინი ამ წუთებში ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთი ოპერატორის, ლაშა ჯოყილაძის განმარტებით, გაფიცვა მხოლოდ დროებით შეწყვიტეს: „მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ საშუალება მივცეთ ახალ მენეჯმენტს განიხილოს ჩვენი პრობლემები, თუ სიტუაცია ისევ შევა ჩიხში, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გამოვიდეთ გარეთ და გავაგრძელოთ გაფიცვა“. ოპერატორები აცხადებენ, რომ ხელფასის …

ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ

დღეს, 27 მარტს, საქართველოს პრემიერ – მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეაბილიტირებული ბათუმის თეატრის გახსნაზე შეძახილების ფონზე შევიდნენ. თეატრთან აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა. „კორუფცია! კორუფცია!“ – სკანდირებდნენ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები. მათ აქციაზე ის ბანერები მიიტანეს, რომელზეც აჭარაში დაწყებული, მაგრამ დაუმთავრებელი პროექტები იყო გამოსახული. „თეატრის წინ აქცია იმიტომ გავაკეთეთ, გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ …

21 პროექტი, რომლებიც ენმ-ის განცხადებით, მთავრობამ ვერ დაასრულა [ვიდეო]

დღეს, 27 მარტს, აჭარის მთავრობის სახლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ასევე, მათ მიერ შექმნილმა „აჭარის ალტერნატიული მთავრობის“ წარმომადგენლებმა, აქცია გამართეს. აქციაზე გამოფენილი იყო იმ 21 პროექტის ფოტო, რომლებიც, მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა. See more   „ეს ფოტოები ასახავს ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ პროექტებს აჭარაში. ამ პროექტებზე მთლიანობაში დახარჯულია ასი მილიონი ლარი …

„არა ბეტონის ზღვას“ – სოლიდარობის აქცია თბილისში [ფოტო]

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმში მიმდინარე აქციის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, იმავე მოთხოვნით – „შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა“. აქციაზე ფოტოები „ტფილისის ჰამქარის“ წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა გადაიღო.

აქცია ქოლგების ქვეშ ძველი ბათუმის დასაცავად [ფოტო]

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმში, ვარდების სკვერში აქცია გაიმართა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ბათუმში ათეულობით ადამიანი გამოვიდა აქციაზე, რათა თავისი პოზიცია გამოეხატა. აქციაზე გაჟღერდა სამი მთავარი მოთხოვნა: [checklist] შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთანარსებული ზონალური საბჭო  რივიერას ტერიტორიაზე ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვას მაღლივი კორპუსების მშენებლობა და ეს ტერიტორია ისევ დაბრუნდეს ისტორიული ზონის დაცვის საზღვრებში  ბათუმის მერმა ნავსადგურის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვას არ მოაწეროს ხელი გზშ-ს ანგარიშის გარეშე[/checklist]   ამავე თემაზე: შეწყდეს ძველი ქალაქის ნგრევა – მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქციას აანონსებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლეთა აქცია

დღეს, 16 თებერვალს, კიდევ ერთი აქცია გაიმართა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. ამჯერად აქციას ცოტა მონაწილე ჰყავდა, მაგრამ აქვე დაანონსეს კიდევ უფრო ხალხმრავალი აქცია, რომელიც შემდეგში აჭარის ტელევიზიასთან გაიმართება. ბენო ჭელიძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი და მის თანამოაზრეები აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერს ითხოვენ და დებატებში იწვევენ ზაალ მიქელაძეს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრს. იმ შემთხვევაში, თუ ზაალ მიქელაძე …

„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა” – კვირას აქცია ბათუმსა და თბილისში გაიმართება

17 თებერვალს, კვირას, დღის 2 საათზე, ბათუმში, ვარდების სკვერში გაიმართება აქცია „შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა”. აქციის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია „შენებისა და ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმის ნგრევისა და ჩაბეტონების” გააპროტესტება. “ისტორიული ძველი ქალაქი თითქმის დანგრევის პირასაა, ხოლო სანაცვლოდ ვიღებთ უსახურ და ფუნქციურად დაბალხარისხიან ნაგებობებს, ცათამბჯენებს, უჟანგბადობას და ამასთანავე უამრავ სირთულეს, …

ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს

ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს და ლარში განთავსებულ დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს. ფინკა ბანკის 6 სახის დეპოზიტი მომხმარებლების მიზნებზეა მორგებული. საინტერესო პირობები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისათვის. ფინკა ბანკის დეპოზიტებზე, მაქსიმალური ვადის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ასე გამოიყურება: [checklist] შემნახველი დეპოზიტი ლარში – ნომინალური 7% (ეფექტური 7.23%). მომხმარებელს შეუძლია თანხის განკარგვის სრული …

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – ბათუმში აქცია გაიმართა

დღეს, 29 იანვარს, ბათუმში, ვარდების სკვერში მორიგი აქცია -„არა ქიმიურ ტერმინალს“ – გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ არ დაუშვას ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 7 თებერვალს იწყებენ ბალავრის ჩასხმას პორტში. კითხვები უამრავია, პასუხები არ არის გაცემული. აქ გვაქვს საქმე ვიწრო ინტერესებთან, რომელსაც მთელი ქალაქი უნდა შეეწიროს. ბატონ მერს …

„გთხოვთ, მოგვცეთ არსებობის საშუალება“ – გარემოვაჭრეები ბათუმის მერს მიმართავენ

დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან ის გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, რომელთა დახლები წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო. ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. „დასაქმების ადგილის არარსებობის გამო იძულებულნი ვართ, შვილების გამოსაკვებად აუცილებელი თანხა გამოვიმუშაოთ ქუჩაში ვაჭრობით. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ყოველ დღე ქუჩაში დგომა არ არის ჩვენი არჩევანი, …

შშმ პირები პასპორტსა და პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებენ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, პასპორტსა და პირადობის დამასატურებელ მოწმობას უფასოდ აიღებენ. „არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ“. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების სააგენტო ფეისბუკგვერდის საშუალებით ავრცელებს.  

აქცია ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად

დღეს ბათუმში, ანბანის კოშკთან, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე მოქალაქეებმა რუსეთის აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს ერთიანი მტრის წინაშე. “დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეა და რადგანაც ჩვენ ბევრი უკრაინელი მეგობარი გვყავს, და ზოგადად, ძალიან დადებითად ვართ უკრაინელები და ქართველები ერთმანეთის მიმართ განწყობილნი, ჩავთვალეთ საჭიროდ გამოვსულიყავით და ერთგვარი მხარდაჭერა გამოგვეხატა ჩვენი ერთად შეკრებით უკრაინელების …

1200 ვაქცინა ამოწურულია – გრიპზე უფასო აცრის აქცია ბათუმში დასრულდა

საღამოს ხუთი საათისთვის საოჯახო მედიცინის ცენტრს ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციისთვის ასამდე პირმა მიაკითხა. მათ შორის იყვნენ როგორც ხანდაზმულები, ასევ, მიიყვანეს ჩვილებიც. აქ მომუშავე ექთანმა გვითხრა, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება აცრების მიმართ შეიცვალა და ახლა ადამიანები მოტივირებულები არიან მსგავსი საშუალებები, მით უმეტეს თუ მისი მიღება აქციის ფარგლებში უფასოდ შეუძლიათ, აუცილებლად გამოიყენონ: „ხუთი წლის წინ …

უფასო კონსულტაციებისა და სკრინინგის აქცია ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში

14 ნოემბერს, მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრის ექიმები 9:00 საათიდან 16:00 საათამდე უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. გარდა ამისა, შაქრიანი დიაბეტის რისკჯგუფის მქონე პაციენტებს (ჭარბი წონა, დამძიმებული მემკვიდრეობა) ჩაუტარდებათ სკრინინგი, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში (საჭიროების შემთხვევაში, გლუკოზა-ტოლერანტული ტესტი). უფასო კონსულტაციებითა და სკრინინგით სარგებლობისთვის მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ შემდეგ ნომერზე: +995 555 77 44 00. …

პაციენტის აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს კიბეზე

სტატია წაშლილია აქციაში მონაწილე პირის მოთხოვნით. თავად ეს პირი თვლის, რომ მას აქცია არ გაუმართავს ჟურნალისტებისთვის, იმის მიუხედავად, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მისულმა თავად ჩართო ფეისბუქლაივი.

“ოცნების ქალაქში” საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების მოწყობას ითხოვენ

”ოცნების ქალაქის” დასახლებაში მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების მოწყობას ითხოვს. აქ მცხოვრებლებმა დღეს, 25 ოქტომბერს, აქცია გამართეს და  ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს. “დასახლებაში არ არსებობს საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც შეუძლებელს ხდის ადგილზე მცხოვრები 800-მდე ბავშვის სკოლებსა თუ ბაღებში გადაადგილებას. ასევე, არ არსებობს დასახლებაში გარე განათება, რაც ღამის საათებში სასწრაფო დახმარების გამოძახების დროს დაგვიანების პრობლემას ქმნის,” – განაცხადეს აქციის …

„ბათომის“ 4 მოთხოვნა ბათუმის მერიასა და საკრებულოს აქციაზე – „არა ჩაბეტონებას“

ბათუმში, ევროპის მოედანზე „ბათომის“ ორგანიზებთ გამართულ აქციაზე, საზოგადოების წევრებმა ოთხი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს. „ბათომი“ ქალაქის მერიას და საკრებულოს მიმართავს: [checklist] დადგინდეს „ძველი ბათუმის“ ისტორიული საზღვრები, კვლევის შედეგად არსებულ საზღვრებში; ამ დოკუმენტის საბოლოოდ დამტკიცებამდე შეწყდეს აღნიშნულ საზღვრებში დემონტაჟისა და მშენებლობის ნებართვების გაცემა; მწვანე კონცხზე მდებარე ნაკვეთს, რომელსაც საკრებულომ მოუხსნა სარეკრეაციო ზონის სტატუსი, დაუბრუნდეს ეს სტატუსი; აღნიშნულ …

„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ევროპის მოედანზე [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა აქცია – „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ მიმდინარეობს. აქცია საზოგადოება „ბათომის“ ორგანიზებით იმართება. „ბათომმა“ აქცია, 3 ოქტომბერს დააანონსა. ამავე დღეს „ბათომმა“ ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. „მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი …

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ [ფოტო]

მარიხუანას ლეგალიზაციის საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, რომლის ორგანიზატორიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაა:

ქართველმა მძღოლებმა სარფში თურქულ მანქანებს ავტომაგისტრალი გადაუკეტეს

ქართველი მძღოლების ერთმა ნაწილმა, რომლებსაც თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრები გადაჰყავთ, სარფში, დღეს 19 ივლისს, გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მიერ ავტომაგისტრალი ამ დროისთვის [12:00 სთ] გადაკეტილია. მძღოლებმა, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, აქცია ათი დღის წინ, ბათუმში თურქეთის საკონსულოსთანაც გამართეს. მათი თქმით, თურქეთში პოლიციამ ისინი უსამართლოდ დააჯარიმა და ავტომანქანები ჩამოართვა. ამასთან, ქართველ მძღოლებს თურქეთში არასათანადოდ ეპყრობიან, ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოში კი …

პირადობის მოწმობა არასრულწლოვნებისთვის უფასოდ – აქცია ერთი დღით

18 წლამდე პირები იუსტიციის სახლში დღეს რეგისტრაციის შემთხვევაში პირადობის მოწმობას ათ სამუშაო დღეში უფასოდ მიიღებენ. მსურველებმა განაცხადი დღეს, ექვს საათამდე უნდა შეავსონ იუსტიციის სახლში. აქცია მხოლოდ ერთი დღით მოქმედებს და ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს, უკავშირდება.  

“გამოდით” – მსვლელობა ბათუმის ქუჩებში და აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები სოლიდარობას უცხადებენ სარალიძეების ოჯახს და თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მოთხოვნებს უერთდებიან. ევროპის მოედანზე აქციის დაწყებამდე მსვლელობა გაიმართა ბათუმის ქუჩებში, ისმოდა შეძახილები: “გამოდით!” – ასე აქციის მონაწილეები ბათუმელებს მოუწოდებდნენ შეერთებოდნენ აქციას. __________________ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. …

უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გასინჯვები არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს, 12:00 საათიდან – 16:00 საათამდე ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრსა [ბარათაშვილის ქ. 30] და პირველ პოლიკლინიკაში [ტბელ აბუსერიძის ქ. 2], ბათუმის ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული კარდიოლოგები ჩაატარებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და გასინჯვებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისის თვის ყოველ ხუთშაბათს ოჯახის ექიმები და …

მოსწავლეთა აქცია ევროპის მოედანზე

დღეს, 22 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ქვეყანაში სხვადასხვა ძალადობას აპროტესტებენ. „ბათუმის სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით, ბავშვებმა, აქტივისტებმა, გადავწყვიტეთ გაგვემართა ეს აქცია საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო. ვგულისხმობ იმას, რომ, თვე არ გადის თითქმის, რომ არ გაჟღერდეს ინფორმაცია – ვიღაც ქალი მოკლეს, ვიღაც მამაკაცი მოკლეს და ა.შ. დღითი დღე იზრდება …

ბათუმის პორტის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

ბათუმის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ რახიმმა, განცხადება დაწერა თანამდებობის დატოვების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს. ადმინისტრაციის განმარტებით, ამის მიზეზი პორტის თანამშრომლების ჯანმრთელობის გაუარესება გახდა, რომლებმაც ოთხი დღის წინ დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებდნენ. როგორც პორტის ადმინისტრაცია იუწყება, თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია და შიმშილობა შეწყვიტეს.   პორტის …

ბათუმის პორტში მოშიმშილე ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის პორტში ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი მაღალი არტერიული წნევის გამო გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მეორე მოშიმშილეს გადაყვანის მიზეზი გულის არეში ტკივილები გახდა. ბათუმის პორტის თანამშრომლებმა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია, ოთხი დღის წინ დაიწყეს. ისინი პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებენ. …

აქცია პირადობის მოწმობის უფასოდ მისაღებად

იუსტიციის მინისტრის ბრძანების მიხედვით, გაკრვეული კატეგორიის ადამიანები პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უფასოდ მიიღებენ. აქცია პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება. უფასოდ პირადობის მოწმობას მიიღებენ ის მოქალაქეები, ვისაც პირველ ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი და ამ დრომდე არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ნებისმიერი სრულწლოვანი ადამიანი, ვისაც აქამდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა. უფასოდ პირადობის მოწმობას აიღებენ ისინიც, ვისაც პირველ მარტამდე …

Exit mobile version