აჭარის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში, მთავრობის სახლთან გამართულ აქციას ეხმაურება. მთავრობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს გამოვეხმაუროთ აჭარის მთავრობის სახლთან დღეს გამართულ აქციას, რომელიც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხეების გადატანა ხორციელდება კანონის ფარგლებში. მათი უმეტესი ნაწილი კერძო მესაკუთრეებსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების გზით ხდება. კომპანიებს აქვთ …
Tag Archives: აქცია
აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე საპატრულო პოლიცია მივიდა
აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს. სამართალდამცავების თქმით, აქციის მონაწილეები კანონს არღვევენ – მათ ქუჩის გადაკეტვის ნებართვა არ აქვთ. ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ. …
Continue reading “აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე საპატრულო პოლიცია მივიდა”
„ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“ – ენმ-ის საპროტესტო აქციაზე მურმან დუმბაძეც მივიდა
ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ. აქციაზე იმყოფება საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, მურმან დუმბაძეც. ის ამბობს, რომ წინააღმდეგია ხეების გლეჯვის და სწორედ ამიტომ მივიდა აქციაზე პოზიციის გამოსახატად. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. „თუ არ გამოვა ათ …
Continue reading “„ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“ – ენმ-ის საპროტესტო აქციაზე მურმან დუმბაძეც მივიდა”
აქცია მშენებლობის დასრულების მოთხოვნით
ამ წუთებში ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის დაუსრულებლობას აპროტესტებენ და პრობლემის მოგვარებაში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, დაზარალებულებმა ინვესტორს ახალ მრავალბინიან კორპუსში ბინების მიღების დაპირების სანაცვლოდ საკუთარი საცხოვრებელი ფართობები დაუთმეს, თუმცა წლები გავიდა და მშენებელი სახლის დასასრულებლად არაფერს აკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაციას დაზარალებულებმა დახმარების …
10 ოჯახი ელექტროენერგიის ჩასართავად სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს
აქცია იყო დღეს ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე, სადაც თვითნებურად ჩასახლებული 10 ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას, რადგან ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი. ეს ქუჩა ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ ახლოს მდებარეობს. აქციაზე იმყოფებოდა ადამიანის უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძე, რომლის თქმითაც, ეს ოჯახები აქ დაახლოებით შვიდი წლის წინ დასახლდნენ და მათ შორის არიან მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველები: „აქვე, ახლოს ოჯახები ცხოვრობდნენ, რომლებიც …
Continue reading “10 ოჯახი ელექტროენერგიის ჩასართავად სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს”
ბათუმში ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა
ცოტა ხნის წინ ბათუმში, ევროპის მოედანზე, გიორგი გიორგანაშვილის [ბახალას] მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით აქცია გაიმართა – სახელწოდებით „ყველა ერთისთვის“. გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისშიც, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ. თბილისში აქციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მართავს.აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ქათამაძე: “აქციის მთავარი მოთხოვნა, პირველ რიგში გიორგი გიორგანაშვილისა და ბექა წიქარიშვიილის გათავისუფლებაა. ასევე, ძალიან …
Continue reading “ბათუმში ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა”
„მოვითხოვთ უსაფრთხო ცხოვრებას“ – სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე
დღს, 10 დეკემბერს, 15 საათზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საინიციატივო ჯგუფი სოლიდარობის აქციას მართავს. „ამ შეკრებით პატივს მივაგებთ 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულებსა და თბილისში ინციდენტის შედეგად გარდაცვილილი მოსწავლეების ხსოვნას. …მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაატაროს უფრო ეფექტური ღონისძიებები, დახარჯოს უფრო მეტი რესურსი საქართველოში უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. ასევე მიგვაჩნია, რომ კანონი, რომლის …
Continue reading “„მოვითხოვთ უსაფრთხო ცხოვრებას“ – სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე”
საქართველოს რეგიონებში სილქნეტის უპრეცედენტო აქცია მიმდინარეობს
რუსთავი, ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, გორი, ხაშური, კასპი,ახალციხე, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ველისციხე, ყვარელი, კაბალი, გარდაბანი, მარნეული – ეს ის ქალაქებია, სადაც სილქნეტის საახალწლო აქცია მიმდინარეობს. [red_box]თვეში მხოლოდ 16 ლარად მომხმარებელი გაიაქტიურებს:[/red_box] 20მბ.წმ ინტერნეტს და 130-მდე სატელევიზიო არხს. ინსტალაცია უფასოა. მომხმარებელს 6 თვის მანძილზე შეუნარჩუნდება აქციის პირობები. მიმდინარე აქციის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა თემატური პაკეტის სპეციალურ ფასად გააქტიურებაც. არსებულ აბონენტებზე იმ შემთხვევაში გავრცელდება აქცია თუ აქვთ DSL – ინტერნეტი და სურთ ბოჭკოვან ინტერნეტზე გადასვლა. აქციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის 2100100 მეშვეობით მიმდინარეობს 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით.
„ეს მტვერი კი არა კვამლია“ – მაჭახლის ხეობასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა
9 ოქტომბერს სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითხოვენ. აქ კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს. „ასფალტის დაგებას ვითხოვთ, რომ მტვერში არ დავიხრჩოთ. ჩვენი ფილტვები, რომ გავესინჯოთ, ჯანმრთელი არცერთის არ იქნება. ყველას გვახველებს. ეს მტვერი კი არა კვამლია… მორწყეს დღეს, წავიდნენ, გაშრა და ამტვერდა ისევ. ახლა …
Continue reading “„ეს მტვერი კი არა კვამლია“ – მაჭახლის ხეობასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა”
„სოლიდარობა მუშებს“ – ბათუმში „აუდიტორია 115“ აქციას გამართავს
22 სექტემბერს, 12 საათზე, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები ბათუმელ მუშებთან ერთად აქცია-მსვლელობას გამართავენ 6 მაისის პარკიდან აჭარის მთავრობის სახლამდე. „8 სექტემბერს, ბათუმში, კომპანია ,,მეტრო ჯორჯიას” დაქვემდებარებულ კომპანიაში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაიღუპა 2 ახალგაზრდა მშენებელი. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლის თხოვნით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა 2 დღით შეაჩერეს სამშენებლო პროცესი, რაც ასევე იცოდა კომპანიის ხელმძღვანელობამ. დაღუპული მუშების …
Continue reading “„სოლიდარობა მუშებს“ – ბათუმში „აუდიტორია 115“ აქციას გამართავს”
პროკურატურის მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად მიიჩნია – „ბათუმის აქციის საქმე“
პროკურორების, რამაზ შავაძის და ფრიდონ ქარცივაძის მიერ დღეს, 19 ივნისს, სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები მოსამართლე ირაკლი შავაძემ დასაშვებად სცნო. საუბარია ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეო კადრების ანალიზზე, რომლითაც დასტურდება, რომ კადრებში დაფიქსირებული პირები „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულები არიან. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ ამ საკითხის განხილვა გადადო, რადგან ადვოკატები სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნებს გაცნობილი არ …
სამედიცინო მომსახურება უფასოდ – აქცია ბათუმში
9-11 ივნისს აჭარის ონკოლოგიურ ცენტრსა და რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმთა ლიგის ორგანიზებით სამედიცინო აქციები გაიმართება. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ღონისძიება ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და ბათუმის მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ უსასყიდლოდ მიიღონ მაღალკვალიფიციური ექიმების სამედიცინო მომსახურება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 9 ივნისს ადგილობრივი ექიმებისათვის ჩატარდება ტრენინგი თემებზე: ხველის თანამედროვე მენეჯმენტი და მისი მართვის პრინციპები, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის …
Continue reading “სამედიცინო მომსახურება უფასოდ – აქცია ბათუმში”
აქცია ბათუმში: ნაჭრის ჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად
დღეს, 5 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორის „თავისუფალ ჟურნალისტა სახლთან“ არსებული “ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ აქცია – “ნაჭრის ჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად”. ყოველ ერთ წუთში მსოფლიოში საშუალოდ 1 000 000 პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ და იგი გარემოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბინძურებლად მიიჩნევა. პოლიეთილენის პარკის გამოყენების საშუალო ხანგრძლივობა 25 …
Continue reading “აქცია ბათუმში: ნაჭრის ჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად”
გარემოს დაცვის დღე ბათუმში
დღეს, 5 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები მტირალას ეროვნულ პარკში გაემგზავრებიან შემეცნებითი ტურით, სადაც გარემოს დაცვის თემაზე პრეზენტაციასაც გამართავენ. ასევე დაგეგმილია ველური ბუნების დალაშქვრა, პიკნიკი და დისკუსია გარემოს დაცვის საკითხებზე. დისკუსიას აჭარის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რუსლან …
დელფინიანი „ზებრა“ გადასასვლელი ბათუმში
ბათუმში „ზებრა“ გადასასვლელები დელფინებით მოხატეს. ნახატები ევროპის მოედანთან მდებარე „ზებრაზე“ ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელზე კი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს. პროექტის ინიციატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ – ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 20-მდე „ზებრა“ გადასასვლელი მოიხატა. „ზებრა“ გადასასვლელებზე შინაგან საქმეთა …
რას ნახავთ ღამე ბათუმის მუზეუმებში
27 მაისს აქციის – „ღამე მუზეუმში“ – ფარგლებში ბათუმის ორ მუზეუმში თეატრალიზებული პერფორმანსები გაიმართება „არგონავტების“ მოტივებზე. ღონისძიებას სახელწოდებით – „ბერძნების დიდი მოგზაურობა კოლხეთში“ – ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში 20:00 საათზე, ბსუ-სა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები წარადგენენ. იმავე თემაზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმოდგენის ნახვა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც იქნება შესაძლებელი. პერფორმანსი, სახელწოდებით „მედეა“ …
აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა
10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ 18 წელს მიღწეულ იმ პირებს, რომლებიც არ ფლობენ პირადობის მოწმობას და პირველად იღებენ მას. აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, …
Continue reading “აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა”
მოსწავლეები მძღოლებს: „ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია, იარე ნელა!“
„ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია“, „სიჩქარე კლავს“ „გამიფრთხილდი, მე შენი მომავალი ვარ“- ასეთი პოსტერებით გამოვიდნენ დღეს ბათუმში, #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუჩაში და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს. აქცია, რომლის მიზანიც ავტოავარიების პრევენციაში მოსწავლეთა წვლილის შეტანა იყო, #3 საჯარო სკოლასთან არსებული კლუბის „შემოქმედთა სივრცის“ წევრებმა დაგეგმეს. „ასე გვინდოდა გამოვხმაურებოდით გახშირებულ ავარიებს, რომელიც ხშირად მთავრდება მსხვერპლით. ჩვენი სკოლა მდებარეობს …
Continue reading “მოსწავლეები მძღოლებს: „ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია, იარე ნელა!“”
“პლაზასთან“ გზა გაიხსნა
ამ დროისათვის (22:00) ბათუმის „პლაზასთან“ გზა გადაკეტილი აღარ არის, პოლიციამ გზა გახსნა და დერეფანი გააკეთა. იკლო აქციის მონაწილეების რაოდენობამაც. ბათუმის „საბაგირო გზასთან“ მობილიზებულია პოლიცია. „პლაზასთან“ აქციის პარალელურად აქცია მიმდინარეობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთანაც. დღეს აქციებზე სულ 6 ადამიანი დააკავეს. ბათუმის „პლაზასთან“ დღეს, 11 მარტს, აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ არასწორი პარკირებითვის მოქალაქე დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, …
ბათუმველოს ფასდაკლების აქცია ქალებისთვის
3-დან 8 მარტს ჩათვლით, დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, ქალები ბათუმველოს 20-ლარიან ბარათებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ბათუმველოს ბარათების შეძენა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი. ბათუმველოს სააბონენტო ბარათის შევსება გარდა ამ კონკრეტული ტურისტული-საინფორმაციო ცენტრისა, შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც. დღეის მდგომარეობით ბათუმველოს 370 ველოსიპედი და 23 ველოტერმინალი აქვს, რომლებიც ბათუმის ზღვისპირა პარკში ან ქალაქის ცენტრალურ უბნებშია …
#ჩემიფოტოძველბათუმში – ჰეშთეგი და ფოტოაქცია ძველი ბათუმის გადასარჩენად
საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბათუმი“ – ქალაქის ისტორიული ნაწილის დასაცავად ფოტოაქცია – „ჩემი ფოტო ძველ ბათუმში“ – დაიწყო. 28 თებერვალს ბათუმში პირველი ფოტოაქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა აქციის მონაწილეებს ძველი ბათუმის ქუჩებში გადაუღეს ფოტოები. აქციის მონაწილეები ფოტოებს ფეისბუქზე ათავსებენ ჰეშთეგით – #შენიფოტოძველბათუმში. „დაიცავი ძველი ბათუმი“, „ნუ ანგრევ“, „ძველი არ ნიშნავს უვარგისს“, „შევინარჩუნოთ ისტორია“ – ეს არის …
Continue reading “#ჩემიფოტოძველბათუმში – ჰეშთეგი და ფოტოაქცია ძველი ბათუმის გადასარჩენად”
აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებელი კომპანიისგან საკუთრების დათმობის სანაცვლოდ „არაადეკვატური ფასის შეთავაზება“ გააპროტესტეს. „მიწის ნაკვეთზე, კვადრატულ მეტრზე 20 ლარი, ხოლო სახლზე კვადრატულ მეტრზე 200 ლარი შემოგვთავაზეს. ასე ავუნაზღაურეთ სხვებსაცო ამბობენ, მაგრამ საინტერსოა ქედაში და ბათუმში შეიძლება ფასი ერთნაირი იყოს? კვადრატულ სოცხოვრებელს 200 ლარად ვიყიდით? – …
Continue reading “აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით”
ბათუმში გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად აქცია იგეგმება
დღეს, საღამოს 5:30 საათზე, ბათუმში, იუსტიციის სახლთან, უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ მას 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციაა. აქცია დღეს პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ დააანონსა: „თბილისის პარალელურად დღეს …
Continue reading “ბათუმში გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად აქცია იგეგმება”
„რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ – აქცია ბათუმში [ფოტო]
დღეს, 29 დეკემბერს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრმა ორგანიზაცია „იალქანმა“ ბათუმის ქუჩებში მოაწყო წინასწარ დაანონსებული აქცია-მსვლელობა – „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოებს“. როგორც აქციის ორგანიზატორმა, თიკო აბაშიძემ განმარტა, აქციის მიზანია, აჩვენოს საზოგადოებას, რომ განსხვავებული აღმსარებლობა, ეროვნულობა და შეხედულებები ადამიანებს ჰარმონიულ ურთიერთობებში ხელს არ უშლის. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში სიმბოლური საჩუქრები დაარიგეს; ისინი იყვნენ ქალაქში არსებულ სხვადსხვა სამლოცველოებში.
ზურაბ პატარაძის პასუხი აქციის მონაწილეებს
„რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ მაქსიმალურად, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი. ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვართ რეგიონის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. ამ საკითხთან დაკავშრებით ვიმუშავებთ სამინისტროსთან ერთად და დარწმუნებული ვარ, გამოვნახავთ გამოსავალს. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება მსჯელობა და იქნება ნანახი სწორი გამოსავალი.“ – განაცხადა დღეს ზურაბ პატარაძემ, ბათუმში გამართული აქციის მონაწილეთა მოთხოვნის საპასუხოდ. ზურაბ პატარაძის კომენტარი მთავრობის …
Continue reading “ზურაბ პატარაძის პასუხი აქციის მონაწილეებს”
აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან
დღეს, 23 დეკემბერს, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გამართეს ფრიდონ ხალვაშის გამზირის მეოთხე ჩიხში მცხოვრებლებმა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის მიერ მათი საცხოვრებელი ფართობების შეფასება არასამართლიანია და ითხოვენ საკითხით დაინტერესდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან შუამდგომლობის მოთხოვნით მთავრობაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს. ერთ-ერთი აქციის მონაწილე განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი …
Continue reading “აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან”
აქცია „ოცნების ქალაქში“ – „თუ დენს არ ჩაგვირთავენ, გზას ისევ გადავკეტავთ“
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების ნაწილი ამ წუთებში აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა თქმით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აქ მცხოვრებ 140-მდე ოჯახს ელექტროენერგია გაუთიშა. „თითქმის ნახევარი საათი გადაკეტილი გვქონდა ბათუმი-ხელვაჩაურის ავტომაგისტრალი. ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა გვითხრა, რომ რამდენიმე წუთში ჩაირთვება შუქი. თუ ასე არ მოხდა, ისევ გადავკეტავთ გზას… მიმდინარე გადასახადი გადახდილი გვაქვს და რაღაც ძველ დავალიანებას გვთხოვს მგონი კომპანია,“ – განაცხადა …
Continue reading “აქცია „ოცნების ქალაქში“ – „თუ დენს არ ჩაგვირთავენ, გზას ისევ გადავკეტავთ“”
აქცია გონიოში – „ოჯახები ქონების დასაკანონებლად მოსკოვში გადაამისამართეს“
გონიოში ათამდე ოჯახი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. მათი მოთხოვნაა შესაბამისი ორგანოების მიერ მოხდეს საკუთრების აღიარება და ის ფართობები, სადაც ისინი რამდენიმე წელია ცხოვრობენ, დაუკანონდეთ საკუთრებაში. საუბარია გონიოში მდებარე ორ შენობაზე სადაც დღეს 13 ოჯახი ცხოვრობს. ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „ამ შენობებში სამ ოჯახს 2008 წელს ქონება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა დაუკანონა, დანარჩენ ოჯახებს კი …
Continue reading “აქცია გონიოში – „ოჯახები ქონების დასაკანონებლად მოსკოვში გადაამისამართეს“”
„აღარ ვაძლევთ კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას“
მესამე დღეა რაც საპროტესტო აქციას მართავენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის მცხოვრებლები. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებელმა კომპანიამ, “აჭარისწყალი ჯორჯიამ” გვირაბის მშენებლობა დაიწყო, სოფელში წყლის პრობლემა გაჩნდა და მოსავლიანობა შემცირდა. ვაშლოვანელები „აჭარისწყალი ჯორჯიასგან“ კომპენსირებას ან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათ კომპანიის ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. „აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ …
Continue reading “„აღარ ვაძლევთ კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას“”
ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობას ამ წუთებში ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე ხვდება. მოსახლეობა დღეს აქციას მართავს და ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილე მურმან აბაშიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეახვედრონ. „ჩვენ მთავრობისგან პასუხს ველოდებით… თუ მთავრობის თავმჯდომარე 2-3 დღეში ჩვენთან შესახვედრად არ ამოვა, ჩვენ …
Continue reading “ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს”
„ოცნების ქალაქში“ 400-მდე ოჯახი შესაძლოა უშუქოდ დარჩეს
დღეს, 29 სექტემბერს, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებულებმა ელექტროენერგიის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ამჟამად მიეწოდებათ ელექტროენერგია, თუმცა რამდენიმე დღეში შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, რადგან საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ელექტროენერგია აქვთ გაყვანილი, კერძო მესაკუთრისაა და ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების მიზნით მიმდინარე სამუშაოების გამო, მოხდა აღებაში. აქციის ერთ ერთი მონაწილე ნუგზარ ფუტკარაძე აცხადებს: „ ოთხი წელია, …
Continue reading “„ოცნების ქალაქში“ 400-მდე ოჯახი შესაძლოა უშუქოდ დარჩეს”
საპროტესტო აქცია ყოფილი 25-ე ბატალიონის ტეროტორიაზე
საპროტესტო აქცია გამართეს დღეს ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა. ეს ტერიტორია ათეულობით ოჯახს თვითნებურად აქვთ დაკავებული. აქციის მონაწილეების თქმით, ორი დღის წინ შევიდა ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა და დაიწყო არსებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და ანძების დემონტაჟი. „აღნიშნულმა ფაქტმა ჩვენ ეჭვი გაგვიჩინა, რომ ქოხებსაც დაგვინგრევდნენ,” – გვითხრა აქციის მონაწილე მარინა ბერიძემ. კომპანია “საქრუსენერგოს” დასავლეთ საქართველოს მენეჯერის, ანდრო ცხადაძის განმარტებით, …
Continue reading “საპროტესტო აქცია ყოფილი 25-ე ბატალიონის ტეროტორიაზე”
ავტობანის მშენებლობის გამო განთიადელები გზების დეპარტამენტს დაუპირისპირდნენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის მცხოვრებლებმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების დირექციის შენობასთან ბათუმში, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ აუდიტის დასკვნას, მათ საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთების თვითღირებულების შესახებ, რომლებზეც ავტობანი გაივლის. აქციის მონაწილეების თქმით, თანხა, რომელსაც მათ დეპარტამენტი აღნიშნული მიწების სანაცვლოდ სთავაზობს, რეალურ ფასს საგრძნობლად ჩამოუვარდება, ამასთან, მათთვის ცნობილი იყო, რომ აუდიტის დასკვნით 1 კვ/მ მიწის …
Continue reading “ავტობანის მშენებლობის გამო განთიადელები გზების დეპარტამენტს დაუპირისპირდნენ”
„მეტრო მეფისგან“ კუთვნილ თანხებს ითხოვენ
საპროტესტო აქცია „მეტრო სითის“ მიმდებარედ დღეს შპს „ნინოს“ თანამშრომლებმა გამართეს. ისინი კომპანია „მეტრო მეფისგან“ შპს „ნინოზე“ გასაცემი კუთვნილი თანხის ანაზღაურებას ითხოვენ. „ჯერ კიდევ, 29 ივლისის საპროტესტო აქციაზე, თანამშრომლები [მშენებლები] აცხადებდნენ, რომ უხარისხო საჭმელს მიირთმევდნენ. მოთხოვნა კომპანიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შეუჩერა საჭმლის მიმწოდებელ ქვეკონტრაქტორ შპს „ნინოს“ ხელშეკრულება… ერთდროულად არ მოხერხდებოდა თანხის გადახდა, პირველ რიგში უნდა გადაგვერიცხა ხელფასები და ეს რომ მომხდარიყო, …
რკინიგზელები „საქართველოს რკინიგზას“ შეუსრულებელ პირობებს ახსენებენ და გაფიცვით იმუქრებიან
დღეს, 11 აგვისტოს, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის წევრებმა, სადგურ „ბათუმის“ წინ გამაფრთხილოებელი აქცია გამართეს. როგორც „ბათუმელებს“ სადგური ბათუმის რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გელა გოგელიამ უთხრა, დღეს მცირე აქციით შეახსენეს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას იმ ვალდებულებებისა და რვაპუნქტიანი შეთანხმების შესახებ, რომელიც 2014 წლის გაფიცვის დროს დაიდო. „გაფიცვიდან მერვე დღეს შემოგვთავაზეს ლამაზი სიტყვებით დაწერილი რვაპუნქტიანი …
ოპოთეკით დაზარალებულებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს
იპოთეკით დაზარალებულები დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით შეიკრიბნენ. მათი სურვილია უშუალოდ გიორგი პაპუაშვილისგან მოისმინონ პასუხი კითხვაზე, რატომ მიიღო სასამართლომ წარმოებაში სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოჯახების გამოსახლების უფლება ისევ პოლიციას ექნება. „სარჩელის ავტორი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც იპოთეკარების ანუ გამსესხებლების ინტერესებს იცავენ. მათ სურთ გაუქმდეს პარლამენტის მიერ 2013 წელს მიღებული …