ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე ფეისბუქზე ეხმიანება მშობლების მიერ ბავშვებისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლების მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ამ ბავშვების მკურნალობის დაფინანსება არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტის საკითხია. ყოფილი მინისტრი წერს ის პრეპარატებზე, რომლითაც აღნიშნულ დაავადებას მკურნალობენ და ფასსზე, რაც შეიძლება სახელმწიფოს ამ წამლების შეძენა დაუჯდეს. „ძნელია გულგრილი დარჩე იმ ოჯახების და ბავშვების მიმართ, რომლებიც …
Tag Archives: აქცია
ოპოზიციის ალიანსი მობილიზაციის კამპანიას და 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს
ოპოზიციის ალიანსი აცხადებს, რომ იწყებს ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, რომლის ფარგლებში შეკრებებს მოაწყობს ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში. კამპანიის ფინალი, ალიანსის განცხადებით, 26 მაისს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. 35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გადაწყდა. 35 …
Continue reading “ოპოზიციის ალიანსი მობილიზაციის კამპანიას და 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს”
პროტესტის 1 წლის თავზე ბათუმში პროევროპული აქცია ისევ გაიმართება
დღეს, 28 ნოემბერს, ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში პროევროპული აქცია უწყვეტად იმართება. საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. პროევროპული აქციის მონაწილეები ბათუმში დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. შესაძლოა, გაიმართოს საპროტესტო მსვლელობაც. აქცია საღამოს 7 საათზე დაიწყება. „უკვე 1 წელია ბათუმში არც ერთი დღე არ ყოფილა პროტესტის გარეშე. ვინც ყოველდღე ვერ ახერხებთ ან …
Continue reading “პროტესტის 1 წლის თავზე ბათუმში პროევროპული აქცია ისევ გაიმართება”
ერთი ამბავი აქციიდან, სადაც მთელი წელია დავდივარ – „ვხედავდი, როგორ აბიჯებდნენ ადამიანები შიშს“
2025 წლის 28 ნოემბერს ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების რამდენიმე მონაწილეს ერთი კონკრეტული ამბის, ეპიზოდის, დიალოგის გახსენება ვთხოვეთ, რაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ ამ ერთი წლის განმავლობაში. უწყვეტი პროტესტიდან ყველას თავისი მთავარი, ერთგვარად გარდამტეხი ამბავი აქვს. „ჩაპლინის ფილმივით ვუყურებდი პროცესს ფანჯრიდან. მაშინ გავიაზრე, რომ შინაგანი რწმენა უმთავრესია… “ „მთავარია შინაგანი …
„ოცნების ეს ბანდები იწყებენ მერე ერთმანეთის ხოცვას“ – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან
„ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, საითკენ მიდის სიტუაცია. რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ამით დააანონსა, რომ იქნება კიდევ უფრო მეტად მოძალადე და არავის არ დაინდობს: არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს და საერთოდ არავის,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მას 8 სექტემბერს, თბილისში მომხდარ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ – პოლიციელების თვალწინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადეს, თავდამსხმელები კი არ დააკავეს. გიორგი …
პოლიციამ იძალადა ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტზე და საქმიანობაში ხელი შეუშალა
მელიქიშვილზე, კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირებისას, პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფესიბუქლაივში აშუქებდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს. „აქციის მონაწილეების ძირითად ნაწილს პოლიცია აწვებოდა პარლამენტის მიმართულებით და აღარ აძლევდა გადაღების უფლებას. იქ იყვნენ მედიის წარმომადგენლები და იღებდნენ როგორ გამოდიოდნენ შტაბიდან …
Continue reading “პოლიციამ იძალადა ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტზე და საქმიანობაში ხელი შეუშალა”
„კორპუსის მშენებლობა 10 წლის წინ მიატოვეს, გვაწვიმს, ყურადღებას ვითხოვთ“ – მოქალაქე
ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა #57-ში მშენებარე კორპუსის მესაკუთრეებმა დღეს, 4 სექტემბერს აქცია გამართეს. აქციის მიზეზი კორპუსია, რომლის მშენებლობის დასრულება უკვე 10 წელი შეჩერებულია. „აშენებულია 13 სართული, 19 უნდა იყოს… კორპუსს სახურავიც კი არ აქვს, გვაწვიმს. ვინც შემოვედით საცხოვრებლად წლების წინ, შემოვედით იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, გაგვიფუჭდა რემონტი. წყალი ხშირად არ გვაქვს, რადგან კორპუსი ჩაბარებული …
ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან დილის 8 საათზე შეიკრიბებიან – „არ დავუთმოთ ეს დღე რუსულ მთავრობას “
9 აპრილს ბათუმში „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები აჭარაში, მოქალაქეებთან ერთად აპირებენ, რომ ადრიანი დილიდან შეიკრიბონ 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში და ასე სოლიდარობა გამოუცხადონ პოლიტპატიმრების ოჯახებს.„მთელი დღის განმავლობაში ვიქნებით მემორიალთან და არ ვაპირებთ, ფარისევლებს და რუსული მთავრობის წარმომადგენლებს დავუთმოთ ეს ისტორიული დღე. გთავაზობთ ყველა მსურველს, დილის 8:00 საათიდან შემოგვიერთდეთ მემორიალთან და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება. ჩვენ შევძლებთ …
„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ხვალ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრთან აქცია გაიმართება
„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ამ ლოზუნგით ხვალ, 28 თებერვალს, დღის 4 საათზე თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრთან შეიკრიბებიან [მიხეილ გახოკიძის 14], სადაც თემურ ქათამაძე უკვე 42 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. თემურ ქათამაძე ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეა. „ოცნების“ მთავრობა მის ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს. თემურ …
ბათუმში აქციების მონაწილეებს სასამართლოში იბარებენ ზებრაზე გადასვლისთვის
ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილეებს გზის გადაკეტვას ედავებიან და 17 თებერვალს სასამართლოში იბარებენ. აქციების ერთ-ერთი მონაწილის, ლინდა ცინცაძის თქმით, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ედავებიან ადმინისტრაციული წესით გზის გადაკეტვის გამო, 31 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. სინამდვილეში აქციის მონაწილეები ზებრაზე გადაადგილდებოდნენ. „მხოლოდ ორჯერ გადავედი ზებრაზე და ამის გამო მიბარებენ“ – ამბობს ლინდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის …
Continue reading “ბათუმში აქციების მონაწილეებს სასამართლოში იბარებენ ზებრაზე გადასვლისთვის”
კობა ხაბაზი გამოკითხვაზე დაიბარეს – მას გზის გადაკეტვას ედავებიან
კობა ხაბაზი სასამართლოშია დაბარებული, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაცია კობა ხაბაზმა თავად გაავრცელა. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ჩამაბარეს უწყება. ხვალ, 5 თებერვალს 14.00 საათზე სასამართლოში ვარ დაბარებული. უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვაში მდებენ ბრალს. ისე სხვათა შორის, წარმოვიდგინე მე რომ გზის გადაკეტვისთვის მასამართლებენ, ის მოძალადეები, ლამის სასიკვდილოდ რომ მცემეს, რა დღეში ეყოლებათ, ალბათ საკნებში …
Continue reading “კობა ხაბაზი გამოკითხვაზე დაიბარეს – მას გზის გადაკეტვას ედავებიან”
თბილისში აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს – ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების შესახებ
დღეს, 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს. აქციაზე დააკავეს გიორგი კირთაძეც, რომელიც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, მალე გამოუშვეს. ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების შესახებაც. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. „თბილისი მოლთან“ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საქალაქო სასამართლოსკენ გადაადგილება სცადეს. მოქალაქეთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, პოლიციამ მათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება …
მზია ამაღლობელია დღეს საქართველო – სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში ახალგაზრდებს მიმართა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმისსახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ ახალგაზრდებთან მივიდა. მან ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა: „ბათუმელებო თქვენთან ვარ იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სოლიდარობა და პატივისცემა. ბათუმში იმიტომ, რომ აქედან დაიწყო ერთგვარად პროტესტი. თქვენ ხართ წყარო ამ პროტესტის, ვინც დღემდე მოდის და ძალიან რთულ პირობებში. მე მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, …
ბათუმის აქციაზე დაკავებულთაგან 5 მოქალაქე გაათავისუფლეს
16 იანვრის საღამოს ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს: ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე და მათე ცენტერაძე. მათთან ერთად გაათავისუფლეს თემურ ქათამაძეც, ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, რომელიც გათავისუფლებიდან მალევე სამტრედიის იზოლატორთან ისევ დააკავეს. ამ ამბიდან მალევე ბათუმელმა აქტივისტმა, ციალა ქათამიძემ დაწერა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მას, როცა დაკავებული იყო, უთხრა, რომ ბათუმის მედროშეს ქვეყნიდან „გააგდებდა“. …
Continue reading “ბათუმის აქციაზე დაკავებულთაგან 5 მოქალაქე გაათავისუფლეს”
ბათუმში აქციაზე დაკავებულ ძმებს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე ორ დაკავებულ პირს, ლაშა და გიორგი გაბაიძეებს 5-5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ლაშა და გიორგი გაბაიძეები ძმები არიან. ისინი 11 იანვარს აქციაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა …
Continue reading “ბათუმში აქციაზე დაკავებულ ძმებს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა”
„წადი შენს ქვეყანაში“ – რა უთხრეს პოლიციელებმა ბათუმის აქციების მედროშეს
ბათუმის აქციებზე დაკავებულმა, ბათუმის აქციების მთავარმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს დაუდასტურა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია. თემურ ქათამაძის თქმით, მას პოლიციის შენობაში უთხრეს, არ ხარ საქართველოს მოქალაქე და შენს ქვეყანაში წადიო. თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. მისი წინაპრები აჭარიდან, სოფელ ხინოდან წასული მუჰაჯირები იყვნენ, რომლებმაც შეინარჩუნეს ქართული ენა, ტრადიციები და კულტურა. თემურ …
Continue reading “„წადი შენს ქვეყანაში“ – რა უთხრეს პოლიციელებმა ბათუმის აქციების მედროშეს”
„ჩვენს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყეს“ – აჭარის ფინანსთა სამინისტროს გაფიცული თანამშრომლები
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორი გაფიცული თანამშრომლის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. ეს ინფორმაცია სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსმა, ლელა მიქელაძემ დაგვიდასტურა. მან გვითხრა, რომ 17 დეკემბერს ჩაბარდა წერილი, რომლითაც აცნობეს, რომ სამსახურში უნდა გამოცხადდეს. გარდა ამისა, მას ჩააბარეს ბრძანება მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. დისციპლინური წარმოება დაიწყეს სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, …
დღეს ბათუმში მხატვრების აქცია გაიმართება – „მხატვრები ევროპული საქართველოსთვის“
დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში მხატვრების პროევროპული აქცია იგეგმება. „მხატვრები ევროპული საქართველოსთვის!“, „მხატვრობა ცარიელი ჩარჩოა თავისუფლების გარეშე“ – ასეთია დაანონსებული აქციის სლოგანები. აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე, 17 საათზე დაიწყება. ასევე, დღეს, 22 დეკემბერს, 19 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 25-ედ გაიმართება პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. საპროტესტო აქციას პერიოდულად უერთდებიან სხვადასხვა …
Continue reading “დღეს ბათუმში მხატვრების აქცია გაიმართება – „მხატვრები ევროპული საქართველოსთვის“”
ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს
ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე „ავტომანქანებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის“ 1000 -1000 ლარით დააჯარიმეს. „ჯარიმა 1000 ლარი, შესამცირებელი ქულა 10“. განმარტება: ქალაქში, ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით“- ვკითხულობთ საჯარიმო ქვითარზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილეს ჩააბარა. …
Continue reading “ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს”
წინააღმდეგობის მოძრაობა იმ შეუქცევად პროცესამდე მიგვიყვანს, როდესაც „ოცნება“ დასრულდება – კობა ხაბაზი
„თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არის ყველაზე დიდი სისულელე. თავისუფლება გაცილებით მეტი ღირებულებაა, ვიდრე ფიზიკური ანგარიშსწორება, რომელსაც ისინი ახორციელებენ, ამით ვერავის ვერ შეაშინებენ“, – გვიხსნის კობა ხაბაზი. მის წინააღმდეგ სწორედ ეს „დიდი სისულელე“ გამოიყენეს „ახალის“ ოფისთან, როცა 50-მდე ნიღბიანი ოფისის ასასვლელთან თავს დაესხა და სცემა. ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა. ფიზიკური ანგარიშსწორება, გონების დაკარგვამდე …
„რადიკალური ლიბერალები“ ევროპელებად დავიბადეთ – ბათუმელი პედაგოგი
„ჰოდა, მე იცით რა მგონია? ჩვენ, „რადიკალური ლიბერალები“, ევროპელებად დავიბადეთ – აი, დაბადებიდანვე ასეთები ვიყავით… ვიზრდებოდით და ღრმავდებოდა ჩვენი უფლებების დაცვის და თავისუფლების ფასის სიყვარული…. ჩვენ, მილენიალები, სამწუხაროდ, ცოტანი ვართ „ლიბერალისტები“, აი, თაობა -Z კი უმრავლესობითაა წარმოდგენილი საბედნიეროდ. მათში ასე ადვილად ვერ ჩაკლავთ აზროვნების თავისუფლებას, შეუძლებელია!“ – წერს ბათუმელი პედაგოგი მაია ფაღავა. მაიას ყოველ საღამოს …
Continue reading “„რადიკალური ლიბერალები“ ევროპელებად დავიბადეთ – ბათუმელი პედაგოგი”
„შემაძრწუნებელია, რომ დემონსტრანტები ექვემდებარებიან ძალადობასა და წამებას“ – კოალიცია
„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მშვიდობიანი დემონსტრანტების, განსაკუთრებით, ბავშვების, ახალგაზრდების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობრივი, რეპრესიული ზომების საპასუხოდ“ – „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. კოალიცია აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც გმობს ადამიანის უფლებების დარღვევის საგანგაშო ფაქტებს, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. კოალიციის შეფასებით, საქართველოს …
მოსამართლემ მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე გადაიტანა – საია სისხლის სამართლით დაკავებულებზე
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე. ამასთან, ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს, არ მიცემულა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი საიას არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, გამოუძიებელი რჩება პოლიციის ძალადობის შემთხვევები, მათ შორის, 2023 წლის მარტსა და 2024 წლის აპრილ-მაისში, საპროტესტო აქციების …
საია „ტიტუშკებზე“ – არაფორმალური დაჯგუფებები თანამდებობის პირების თანხმობით მოქმედებენ
საქართველოს იურისტთა ასოციაცია [საია] მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება. საიას შეფასებით, არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები განსხვავებული აზრის მიმართ ტერორის სახელმწიფო მექანიზმის ერთ-ერთი იარაღია: „ეს არის ტაქტიკა, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო ოფიციალური ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიერ წახალისებული არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები, რომელთა მიზანიც არის ძალადობა, დაშინება საპროტესტო მოძრაობების მხარდამჭერებისა …
საჯარო მოხელეებმა მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია – აქცია აჭარის განათლების სამინისტროსთან
დღეს, 6 დეკემბერს, აჭარის განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლა და სამუშაო დღის დაწყება აქციის ფონზე მოუწიათ. აქციის მონაწილეები სამინისტროს თანამშრომლებისგან ითხოვდნენ გამოეხატათ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია და მკაფიოდ ეთქვათ, გმობდნენ თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას. ასევე ეთქვათ, ემიჯნებოდნენ თუ არა „ოცნების“ განცხადებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. „ყველა საჯარო …
პოლიციის სისასტიკე მტკიცე საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს -GCRT აქციის მონაწილეების ცემაზე
ერთად წამების წინააღმდეგ კონსორციუმი [GCRT] რომელიც აერთიანებს წამების წინააღმდეგ მებრძოლ ექვს წამყვან ორგანიზაციას საერთაშორისო დონეზე, ავრცელებს განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პოლიციის უპრეცედენტო სისასტიკე მტკიცე საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ქალაქებში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის უპრეცედენტო სისასტიკე დაუყოვნებლივ უნდა იყოს შეჩერებული. საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რათა გამოიძიოს და პასუხისმგებლობა …
სისხლის სამართლით დაკავებულია 18 პირი – დამატებითი რეპრესიები ამოქმედდა | საია
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 5 დეკემბრის მონაცემებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 18 პირი. საიას განმარტებით 4 დეკემბერს, ლეგიტიმური პროტესტის მე-7 დღეს, რეპრესიის დამატებითი საშუალებები ამოქმედდა. კერძოდ, ძალადობრივად, ღირსების შემლახავად აკავებდნენ და ჩხრეკდნენ პირების საცხოვრებელ ადგილებსა და ოფისებს, რაც მიზნად ისახავს, ადამიანების დაშინების გზით ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას. პარალელურ რეჟიმში ჩხრეკა დაიწყეს ოპოზიციური პარტიების, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ენმ-ის“ …
Continue reading “სისხლის სამართლით დაკავებულია 18 პირი – დამატებითი რეპრესიები ამოქმედდა | საია”
ბათუმში ანტირუსული მოძრაობის წევრები დახმარებას ითხოვენ – არ გვაქვს ტექნიკური რესურსი
„დაეხმარეთ ბათუმის აქციას, ვანახლებთ გუშაგების ფონდს, რადგან ბათუმში არ გვაქვს ტექნიკური რესურსი [მეგაფონი, რაცია, დინამიკი]. გიზიარებთ ანგარიშებს თბს: #GE69TB7620645061100136 საქ: #GE47BG0000000525726481 მიმღები – ლინდა ცინცაძე“, – წერენ აქციის მონაწილეები. ამ წუთებში, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხალხმრავალი აქცია იმართება. რა ხდება საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – …
მეტროსადგურებთან პოლიცია მოქალაქეებს უკანონოდ ართმევს აირწინაღებს, ნიღბებს, სხვა ნივთებს – საია
საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] ინფორმაციით, მეტროსადგურებთან პოლიციელები ხვდებიან მოქალაქეებს და ართმევენ აირწინაღებს, ნიღბებს და სხვა ნივთებს. როგორც მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან პოლიციის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს უთხრეს, ისინი „ზედაპირულ დათვალიერებას ახორციელებენ“. საია განმარტავს, რომ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება …
ამ დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს – კაცი, რომელსაც აქციაზე სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს
აქტივისტი და უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი მათ შორისაა, ვინც დაკავების და ცემის შემდეგ იზოლატორში არ შეუყვანიათ – ის იმდენად მძიმედ იყო, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა: „აქტივისტი ვარ და ხშირად ვარ აქციებზე, მაგრამ არასოდეს დავუკავებივარ. იციან, რომ არ ვაშავებ, სხვა დროს არც კი მოსულან ჩემთან. პირველი დეკემბრის ღამეს დიდი რაოდენობით გაზი გამოიყენეს, გაიფანტა ხალხის ნაწილი. …
„თუ სახლში მოგადგნენ“ – იურისტ საბა ბრაჭველის რეკომენდაციები
იურისტი, საბა ბრაჭველმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოიქცნენ აქტივისტები, თუ მათ კარზე საგამოძიებო სამსახურიდან მიადგებიან. თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე: 577 070563. სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში [გაქვთ ამის უფლება]. ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან. არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის …
Continue reading “„თუ სახლში მოგადგნენ“ – იურისტ საბა ბრაჭველის რეკომენდაციები”
საბა ბუაძე: დააკავეს „ლელოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი
„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დაკავებულები არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, „ლელოს“ წევრები. საბა ბუაძე წერს ასევე, რომ ისინი ტელეკომპანია „იმედზე“ გასული კადრების გამო დააკავეს: „იმედზე გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი.“ დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია …
Continue reading “საბა ბუაძე: დააკავეს „ლელოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი”
თეთრხალათიანების აქციას ბათუმშიც შეურთდებიან
დღეს, 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, სამედიცინო დაწესებულებების წინ, საქართველოს ყველა რეგიონში, თეთრხალათიანთა აქციები ჩატარდება გზავნილებით: ვემხრობით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. შეწყდეს დემონსტრანტების ჯანმრთელობის დაზიანება. ვგმობთ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას. ექიმების მოთხოვნაა ასევე „გასაჯაროვდეს რა გაზით ხდება დემონსტრანტების დაშლა“, ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს . ბათუმში აქციას უერთდებიან „საზღვაო ჰოსპიტალის“, „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის“ [ ბაუ] ექიმები. აქციაზე …
Continue reading “თეთრხალათიანების აქციას ბათუმშიც შეურთდებიან”
ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება
დღეს, 4 დეკემბერს, ბათუმში რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება. ბათუმის ქუჩებში დილიდან მსვლელობა მოაწყვეს სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ქალაქის პირველ საჯარო სკოლასთან შეუერთდნენ მშობლების მარშს. მშობლების მარში კი, ბათუმში, დღის 2 საათზე დაიწყო. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მშობლები პირველი საჯარო სკოლის შენობიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მივიდნენ. პარალელურად ბათუმში ქალების აქცია …
ყველა მათგანს თვალის ბუდე აქვს ჩამტვრეული და სახე დალეწილი, ვინც საავადმყოფოშია – ნიკა სიმონიშვილი
პოლიციამ ნაცემი და დაკავებული აქციის მონაწილეების – ყველას იზოლატორში გადაყვანა ვერ შეძლო. ზოგიერთის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ისინი ხელწერილის საფუძველზე პირდაპირ კლინიკებში გადაიყვანეს. დაზარალებულები იურისტმა, საიას ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა მოინახულა. იურისტის შეფასებით ყველა დაკავებულს სახე აქვს დალეწილი. ბატონო ნიკა, რამდენად მძიმე შემთხვევებთან გვაქვს საქმე – რა ინფორმაციის მიღება შეძელით დაზარალებულებისგან? პოლიციამ დაკავებულები იზოლატორში …
„დავიცვათ ჩვენი მომავალი და კონსტიტუცია“ – ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგების პეტიცია
ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგები პეტიციას ავრცელებენ. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ პეტიციის ტექსტს. „ჩვენ, ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგები, სიღრმისეულად ვაცნობიერებთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ისე მომავალი თაობების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისთვის. ჩვენი სკოლა, რომელიც დაარსდა 1904 წელს, იყო პირველი არა მარტო ბათუმში, არამედ მთელს აჭარაში, ის ყოველთვის ეწეოდა განათლების პროგრესს და …