ოპოზიცია ბათუმში 300-ზე მეტ ოქმს სასამართლოში ასაჩივრებს

გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმის #79-ე ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების 300 – მდე ოქმს სასამართლოში ასაჩივრებს. ბათუმის საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, უშანგი მიქელაძის ინფორმაციით, ბათუმში ჯამში 11 665 ბათილი ბიულეტენი დაფიქსირდა, 3478  ბიულეტენი კი დაკარგულად ითვლება: „ამ ბიულეტენების ბედი რომ ვიცოდეთ, არჩევნების შედეგი გვექნებოდა სხვა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივად შევიტანოთ  სარჩელი. მართალია, აქედან რომელიმე შემაჯამებელი …

საია სასამართლოში მოითხოვს ბათუმის 14 ოქმის გაბათილებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის 6 მაჟორიტარული და 8 პროპორციული უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვს, ორგანიზაციამ შესაბამისი საჩივრებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. „ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ #19 უბანზე, სადაც ვითხოვდით შედეგების გადათვლას, რამდენიმე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ კომისიის წევრებს, ზოგი კი არ დაკმაყოფილდა, რასაც სასამართლოში ვასაჩივრებთ.“ საიას …

ვის არ ესმის შშმ პირების ხმა – ფორმალურად ადაპტირებული არჩევნები არასტანდარტული პანდუსით

გაორმაგებულ სოციალურ პაკეტს, ადაპტირებულ გარემოს და დასაქმებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე [შშმ] პირებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ თითქმის ყველა პარტია დაჰპირდა, არჩევნებში მათი მონაწილეობისთვის სრულფასოვანი ადაპტირებული გარემოს შექმნაზე კი პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი პარტია იყო  – „ქართული ოცნება“, რომელიც შმმ პირებს იმავეს ოთხი წლის წინ, 2016 წელსაც ჰპირდებოდა. როგორ შესრულდა ეს დაპირება და რა …

რა თქვა რიჟვაძემ ბათუმის მე-19 უბნის შესახებ, რომელიც საჩვენებლად გადათვალეს

„ქართული ოცნების“ ხმები მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა არანაირად არ შეცვლილა ოპოზიციის და, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები…“ – განაცხადა დღეს, 6 ნოემბერს მოწყობილ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ. მან დღევანდელი ბრიფინგზე ბათუმის მე-19 საარჩევნო უბანზე ისაუბრა. ეს ის უბანია, რომლის ხელახლა გადათვლასაც ბათუმის საოლქო კომისია დათანხმდა. 75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო კომისიამ ხმები გადათვალა მხოლოდ  იმ უბანზე, სადაც „ნაციონალურმა …

აჭარაში 89 შემაჯამებელი ოქმი შესწორდა – პარლამენტის პროპორციული არჩევნები

აჭარის 6 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნები 373 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. პარლამენტის პროპორციული წესით არჩევნების 373 შემაჯამებელი ოქმიდან კი, ჯამში 89 ოქმია შესწორებული – ზოგიერთ უბანზე 1-ელ ნოემბერს, ზოგი კი შემდგომ, საუბნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებით ან/და შესაბამისი ოლქების განკარგულებებით. „ბათუმელებმა“ ამ 373 უბანზე პარლამენტის პროპორციული სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმი გადაამოწმა, რომლებიც ცესკოს ოფიციალურ …

თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციაზე: დაძრწიან და დახეტიალობენ სოფლებში

„რაც შეეხება აქციებს, ეს არის ქუჩის აქციები… ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამ ყველაფერზე, დაძრწიან და დახეტიალობენ მათ შორის სოფლებში. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ ნუ დააყენებენ მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. ჩვენ არანაირი კონსულტაციის გამართვას „ნაცმოძრაობასთან“ არ ვაპირებთ,“ – აღნიშნა დღეს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ქართული …

შემაჯამებელ ოქმებში არეულობა და ქაოსი კომისიის წევრების ბრალია?

დისბალანსი და არეულობა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ბათუმის საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა ციალა შავაძემ საუბნო კომისიების წევრების დაღლილობით ახსნა. „ბოლო დღეებშიც კი მოგვიწია დატრენინგებული წევრების ჩანაცვლება“, – გვითხრა მან. განკარგულებების მიხედვით კი, რაც ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული,  სინამდვილეში ბოლოს კომისიის წევრი 23 ოქტომბერს ჩაანაცვლეს. იმ განკარგულებების მიხედვით, რაც ვებგვერდზეა ატვირთული, ბათუმის 120 [სპეცუბნების …

„რუსთაველზე მოქალაქესთან ხელისუფალს არასდროს გაუმარჯვია“ – ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა საერთოდ არ შეიმჩნიოს ის საპროტესტო აქციები, რომელიც არჩევნების შემდეგ იმართება ან ორ დღეში – 8 ნოემბერს ჩატარდება. მურმან დუმბაძეს იმის სჯერა, რომ ამჯერად ივანიშვილმა არჩევნების გაყალბებით მოსახლეობის და პოლიტიკური ძალების უპრეცედენტო გაერთიანება შეძლო, რაც უშედეგოდ ვერ ჩაივლის. „მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამისთვის“, – თქვა ჩვენთან ინტერვიუს …

როგორ ითვლის ცესკო ხმებს – ინტერნეტის რეაქცია

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო უბნების ოქმები ქართულ ინტერნეტში განხილვის მთავარი თემაა. შეცდომებს ოქმებში მთავრობის წარმომადგენლები „ადამიანურ შეცდომებს” აწერენ, ოპოზიცია კი შეგნებულ გაყალბებებზე საუბრობს. შემაჯამებელი ოქმების რიცხვებში დიდ ცდომილებებს სოციალურ ქსელში სახალისო ქარდების ტალღა მოჰყვა.                                         …

ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომელი თანამდებობას ტოვებს

ცესკოს ტოვებს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ივანე ბურდული. მან სამსახურიდან წასვლის თაობაზე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სახელზე განცხადება დღეს, 6 ნოემბერს, დაწერა. განცხადება ივანე ბურდულმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზეც გამოაქვეყნა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ივანე ბურდულმა თანამდებობის დატოვების მოტივად არჩევნების გაყალბება დაასახელა. „მთავარი მიზეზი სამსახურიდან წამოსვლის არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ტოტალურად გაყალბდა“, – განაცხადა …

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ოქმში რეალურზე 2263 ხმით მეტი დაფიქსირდა

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ხმები დღეს, 5 ნოემბერს, ხელმეორედ გადათვალეს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ამ საარჩევნო უბნის ოქმი ხელახალი გადათვლის შედეგებით. ირკვევა, რომ თითქმის ყველა პარტიისათვის მიცემული ხმების რაოდენობა ოქმში არასწორადაა მითითებული. ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ხმების გადათვლას ესწრებოდა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე, რომელიც „გაუგებარს“ უწოდებს სიტუაციას. ბათუმის #19 საარჩევნო …

თუ ეს გაუვიდათ, შეიძლება კონსტიტუციაც შეცვალონ ივანიშვილი მომდევნო 10 წელი რომ იყოს

„ქართული ოცნების“ ყოფილი და ახლა უკვე ოპოციის ერთ-ერთი ლიდერი, არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ საქართველო ფორმითაც ავტორიტარიზმის გზას დაადგება, თუ ხელახლა არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება. არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებას შეძლებს, რადგან უახლოეს პოლიტიკურ წარსულში ოპოზიცია ასე ერთიანი არასდროს ყოფილა. რა ტაქტიკით აპირებს ოპოზიცია შედეგზე გასვლას? – „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა. ოპოზიცია ემზადება …

75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო მხოლოდ იმ უბანს გადათვლის, სადაც ენმ იგებს

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისია მხოლოდ მე-19 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს გადათვლის ხელახლა. ასეთია საოლქო კომისიის გადაწყვეტილება არაერთი გაუგებარი ლოგიკით შედგენილი შემაჯამებელი ოქმების და იმ დარღვევების ფონზე, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ. ხმების გადათვლის მოთხოვნით შედგენილი ათობით საჩივრის დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიამ კატეგორიული უარი თქვა. „თქვენ იმიტომ თანხმდებით მარტო მე-19 უბანზე ხმების გადათვლას, რომ იქ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, რატომ …

ბათუმში ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის – „ხელისუფლება ნახავს ხალხის ძალას“

ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ დღეიდან სტრატეგიას ცვლიან და ნაცვლად ყოველდღიური აქციებისა, კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილი დიდი აქციისთვის იწყებენ მზადებას. „მივიღეთ გადაწყვეტილება და ვცვლით ჩვენს სტრატეგიას. ამ ხელისუფლებასთან ამ მეთოდით ბრძოლა არ გამოდის როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ყველა უმსგავსო ნორმებს მიმართავენ, რომ როგორმე „გააპრავონ“ ეს გაყალბებული არჩევნები. …

თორნიკე რიჟვაძე: იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ კანონგარეშე ქმედებაზე

დღეს, 4 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციას, რომელზეც ინციდენტის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ. „არაერთი ანალოგი კეთდება სხვადასხვა რევოლუციურ სცენართან, რაც ღიმილისმომგვრელია. ამავე დროს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც სამართალდაცველებმა, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა როგორც გასულ დღეებში, ასევე დღესაც, თავისი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ …

ბათუმში დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომიდან გააძევეს

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის #79 ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა აქციის ფონზე, დაძაბულად მიმდინარეობს. სხდომიდან, რომელზეც 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილ საჩივრებს განიხილავენ, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ „მომავლის არჩევანის“ წარმომადგენელი, თენგიზ სურმანიძე გააძევა. ეს ორგანიზაცია არჩევნებს აკვირდებოდა. გაძევების საბაბი გახდა ხმამაღალი შელაპარაკება თენგიზ სურმანიძესა და ციალა შავაძეს შორის. „ეს რა არის, ვირუსია? კოვიდია? ყველას რომ …

შესწორებული ოქმები

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისია იმ შემაჯამებელი ოქმების გასწორებას ცდილობს, რომლებშიც დისბალანსი ფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები საოლქოში დაიბარეს და ახსნა-განმარტებების დაწერა მოსთხოვეს. საუბნო კომისიის წევრებს, ძირითადად ხელმძღვანელებს, აწერინებენ რა შეეშალათ და რატომ, რა უნდა ეწეროს კონკრეტულ გრაფაში, რომ ხარვეზი გასწორდეს, შემდეგ კი ამ ახსნა-განმარტების საფუძველზე საოლქო კომისია გამოსცემს განკარგულებებს, რომელთა საფუძველზეც ოქმებს ასწორებენ. „ძირითადად ტექნიკური …

კობახიძე საოლქოებთან საპროტესტო აქციებზე: არჩევნები ჩატარდა სათანადოდ

„ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი არ არის რაიმეს დაზუსტება, პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების… გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებდნენ, ეს იყო სრული ფარსი,“ – აღნიშნა ახლახან [21:20 საათი] მოწყობილ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ. ის საოლქო-საარჩევნო კომისიების წინ ამ წუთებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და დასძინა, რომ „რეალურად არჩევნები ჩატარდა სათანადოდ“. ირაკლი კობახიძე …

„მონებო“ – საპროტესტო აქცია ბათუმში, საარჩევნო ოლქთან [LIVE]

ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ ამ წუთებში [21:00 სთ] საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. „მონებო, მონებო!“ – სკანდირებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობასთან. დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს 31 ოქტომბრის არჩევნების პროცესზე დაწერილი საჩივრები, ადგილზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა საოლქო კომისიის კარი ახლა ჩაკეტილია. …

„გადაღლილობის ნიადაგზე მოხდა“ – უბნები, სადაც კომისიის წევრებს მათემატიკა დაავიწყდათ

„დაძაბული სამუშაო გარემო“ და „გადაღლილობის ნიადაგზე“ – ამ ფრაზებს თითქმის ყველა საუბნო კომისიის თავმჯდომარის, ან მდივნის ახსნა-განმარტების წერილში ნახავთ. საუბარია საარჩევნო უბნებზე, სადაც შეცდომა შეცდომაზე დაუშვეს, თან ხშირად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და შეადგინეს ისეთი შემაჯამებელი ოქმები, რომლის ნახვამაც ბევრს გაუჩინა კითხვა: როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლება? რატომ დაუშვეს შეცდომები საუბნო საარჩევნო კომისიებმა, სადაც მინიმუმ …

ხელახლა დაითვალოს უბნები, რომელთა ოქმებშიც დისბალანსია – არასამთავრობოები

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მეტიც, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო.“  – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების  განცხადებაში, რომელიც დღეს, 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. შეფასებას ხელს 25 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათ შორის არიან: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა …

ოპოზიცია ბათუმში კვირას საპროტესტო აქციას აანონსებს

დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიცია აპროტესტებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. აქციაზე მოსახლეობას მიმართეს სხვადასხვა პარტიის ლიდერებმა. ოპოზიციის განცხადებით, ისინი არ შეეგუებიან არჩევნების გაყალბებას და იბრძოლებენ იმისთვის, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. კვირას, 8 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილი აქციის პარალელურად, საპროტესტო …

ოპოზიციის აქცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში 3 ნოემბერს ოპოზიციამ აჭარის მთავრობის წინ აქცია გამართა. ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ამავე თემაზე: ბათუმში ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს [LIVE]

ბათუმში ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს [LIVE]

დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია აპროტესტებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. ოპოციზიური პარტიების განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია. დღეს, 3 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თბილისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს …

აჭარაში ოპოზიციამ ჯამში 97 615 ხმა მიიღო, „ოცნებამ“ კი – 82 687

აჭარაში ჯამში 14 928 ხმით მეტი მიიღო მთლიანობაში ოპოზიციამ, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“. უსკო-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 97 615-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი [54,1%], ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 82 687-მა [45.9]. საკუთარი არჩევანი აჭარის რეგიონში სულ 180 302-მა ადამიანმა დააფიქსირა. ბათუმის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 12 227-ით მეტი ხმა ოპოზიციის ხმები – …

ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზეც უარს ამბობს

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში ოპოციზიამ განაცხადა, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. „არჩევნების შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას. დარღვეულია მთავარი კონსტიტუციური უფლება – უმრავლესობამ აირჩიოს ხელისუფლება. ამის გათვალისწინებით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი …

„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ მათი პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და გამართავს მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მანამ, სანამ არჩევნები ბათილად არ გამოცხადდება. პატრიოტთა ალიანსი არ უერთდება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს და აქციების გამართვას ცალკე, დამოუკიდებლად გეგმავს. „ჩვენი პარტია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ოპოზიციასთან ერთად ჩვენ არაფერს განვიხილავთ, ეს ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, …

99 უბანზე 9 676 ბიულეტენი გააბათილეს – გიორგი კირთაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბათუმის 121-ე საარჩევნო უბნიდან 99 უბნის ოქმი გადაამოწმეს. უმაღლეს საბჭოში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის მტკიცებით, 99 ოქმის მიხედვით 9 676 ბიულეტენია გაბათილებული. „ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს  პროპორციულ არჩევნებზე, 3 170 ხმა მოპარეს ნაციონალურ მოძრაობას. ეს ნიშნავს, რომ ლევან ვარშალომიძეს 1 794 ხმა მოპარეს. ეს ნიშნავს, რომ აჭარის  უმაღლეს …

“ჩვენს საუბნო კომისიის წევრებს საოლქო ძველი რიცხვით სთხოვს ოქმებზე ხელის მოწერას” – ენმ

დღეს, 2 ნოემბერს, უმაღლეს საბჭოში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ საუბნო კომისიის წევრებთან ერთად ბრიფინგი გამართა. კირთაძის თქმით, საუბნო კომისიის წევრებს იბარებენ საოლქო კომისიაში და სთხოვენ, რომ ხელი მოუწერონ ე.წ. შესწორების ოქმებზე. გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე 99 უბნის ოქმი წარმოადგინა. მისი თქმით, ოქმების მიხედვით 9 676 ბიულეტენი გააბათილეს. შედეგად ენმ-მ 8 170 ხმა დაკარგა. „ეს …

რა მოხდა ქობულეთში, სადაც ცოტნე ანანიძეს საოლქომ 22 ხმა დაუმატა?

22 ხმით ცოტნე ანანიძემ ქობულეთში არჩევნები მოიგო. ხმების დათვლა ქობულეთში გუშინ საღამოს დაასრულეს და აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული არავინ იყო – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცოტნე ანანიძეს ზუსტად 50 პროცენტი ჰქონდა, მეორე ადგილზე კი, ელგუჯა ბაგრატიონი გავიდა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მან უსკოს მონაცემებით, ამომრჩევლის ხმების 36.6 პროცენტი მიიღო. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ამომრჩევლის ხმების 50 %-ს …

შემაჯამებელი ოქმი კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის გარეშე სხვა დარღვევები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა არ აქვს, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. გარდა ამისა, აღნიშნული ოქმის მიხედვით, ამ უბანზე 17:00 საათისთვის ხმა მიცემული ჰქონდა მხოლოდ 62 ამომრჩეველს, დარჩენილ სამ საათში კი, 323 ამომრჩეველი მისულა [სულ 385], რაც სავარაუდოდ, ამომრჩევლების მობილიზებაზე მიუთითებს. აღნიშნული ოქმის შესაბამის გრაფებში არ არის მითითებული უბანზე მისული ამომრჩევლების, …

ანზორ ბოლქვაძე 46%, მიშა ბოლქვაძე 32% – მთიან აჭარაში არჩევნების მეორე ტური იქნება

ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს #30 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია ყველა უბანი. წინასწარი მონაცემებით, „ოცნების“ კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე პირველი ტურის შედეგად ვერ გახდება საქართველოს პარლამენტარი და გაიმართება მეორე ტური. ანზორ ბოლქვაძის კონკურენტი ამ ოლქში მიშა ბოლქვაძეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მთავარ კონკურენტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: ანზორ ბოლქვაძე, „ქართული ოცნება“ – 46,26% მიშა ბოლქვაძე, „ნაციონალური …

ვარშალომიძე 37%, კონცელიძე 40% – ბათუმში არჩევნების მეორე ტური იქნება

ცესკოს მონაცემებით, ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია ყველა უბანი. წინასწარი მონაცემებით, მთავარ კონკურენტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: რესან კონცელიძე, „ქართული ოცნება“ – 40,97% ლევან ვარშალომიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 37,3%  მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. ამ შემთხვევაში არც ერთ კანდიდატს არ აქვს მიღებული ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე …

თორნიკე რიჟვაძე: წაბლანაში არჩევნები არ ჩავარდნილა

„ყველამ უნდა იცოდეთ, რომ გუშინ იქ არჩევნები არ ჩავარდნილა. გაიხსნა საარჩევნო უბნები და ყველას ჰქონდა საშუალება, თავისუფალ გარემოში მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში,“- აღნიშნა დღეს, პირველ ნოემბერს, თორნიკე რიჟვაძემ წაბლანაში არჩევნების ბოიკოტის შესახებ. საუბარია ხულოს ორ საარჩევნო უბანზე, სადაც არცერთი ამომრჩეველი არ მივიდა. „რაც შეეხება ზოგადად გარკვეული ჯგუფის, თუ კონკრეტული სოფლის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მე …

ვფიქრობთ აჭარის მთავრობის ერთპიროვნულ ფორმირებაზე – თორნიკე რიჟვაძე

„უკვე შეგვიძლია წინასწარი მონაცემებით დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დღეის მდგომარეობით, ვიფიქროთ ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებაზე… მოსალოდნელი მეორე ტურები, რომელიც გაიმართება სხვადასხვა ოლქში, კიდევ უფრო გაამყარებს უმრავლეობას აჭარის უმაღლეს საბჭოში,“ – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ. ის ასევე „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია. დღეს, პირველ …

„ფონი რევოლუციურია, ჩვენ მარტო ბიულეტენებით რეჟიმის შეცვლას ვერ შევძლებთ“ – ოპოზიცია

ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრა გამართეს და 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგი განიხილეს. იქნება თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მეორე  ტურში – ამ საკითხებზე ოპოზიცია ჯერ შეჯერებული არაა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციის შეკრებას არ ესწრებოდა „ლელოსა“ და „გრიჩის“ წარმომადგენლები. თუმცა, როგორც სპიკერებმა განმარტეს, ოპოზიცია  ერთიანია ხმების დაცვის …

Exit mobile version