„გაიზარდოს დამსაქმებელთა მოტივაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებისთვის“-კვლევა

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამა დასაქმების ხელშეწყობასაც გულისხმობს, თუმცა არ არსებობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების აღრიცხვის ერთიანი ბაზა. სხვადასხვა უწყებას ამის შესახებ მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია გააჩნია. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ვებგვერდზე, ვორქნეტში რეგისტრირებული ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის სამუშაო ადგილის პოვნა ძალიან რთულია. სოციალური სააგენტოს ძალისხმევის მიუხედავად, დამსაქმებლები უარს ამბობენ კრიმინალური წარსულის …

„12 წლის შემდეგ ექიმთან პირველად ვარ“

„35 წლის ვარ, ექიმთან გამოკვლევებზე 12 წლის შემდეგ პირველად ვარ. ექიმთან ვიზიტი, კონსულტაცია თითქოს არ ღირს ძვირი და ხელმისაწვდომია, მაგრამ ვერ იმეტებ საკუთარი თავისთვის. კონსულტაციას ექოსკოპია, დანიშნულება და წამლები მოყვება, რასაც ვეღარ წვდები“, – ამბობს ყოფილი პატიმრის მეუღლე, ნინო (სახელი შეცვლილია) რომელსაც 25 აპრილს უფასოდ ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების …

ბავშვები, რომლებიც კინოთეატრში პირველად მივიდნენ – „დემოკრატიის ინსტიტუტის” აქცია

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა. ეს კი, გარდა დასაქმების ხელშეწყობის, იურიდიული და სამედიცინო მხარდაჭერისა, გულისხმობს ბენეფიციართა წამახალისებელ, გასართობ და კულტურულ აქტივობებში ჩართვასაც. 26 აპრილს „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბენეფიციართა შვილებისთვის სასიამოვნო საღამო მოაწყო. 20-მდე პატარა ბათუმის სამხატვრო სკოლაში …

რა უნდა შეიცვალოს ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამებში – რეკომენდაციები

დანაშაულის მიმართ ტრადიციული, კონსერვატიული მიდგომა უპირველეს მიზნად ისახავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის იზოლირებას, ლიბერალური მიდგომა კი გულისხმობს, რომ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებას, რომელმაც ვერ უზრუნველყო დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორების შემცირება (როგორებიცაა: სიღარიბე, უმუშევრობა და სხვ). ლიბერალური მიდგომის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესი გულისხმობს არა სამართალდამრღვევის გამოსწორებას, არამედ მისი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის …

როგორ უბრუნდებიან საზოგადოებას დიდ ბრიტანეთში ყოფილი პატიმრები [კვლევა]

არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“-ის (ASB) 2017 წლის კვლევაში „ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია: საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“ დაწვრილებითაა განხილული, თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში პენიტენციური სისტემები. მათ შორის ინგლისისა და უელსის სისტემა. კვლევის მიხედვით, ინგლისსა და უელსში ყოფილი პატიმრების რეინტეგრაციაში აქტიურად არიან ჩართულები სათემო რეაბილიტაციის კომპანიები. ასე ეწოდება კომპანიებს, რომლებიც ყოფილ პატიმრებს ვაკანსიებს და საჭიროებებზე მორგებულ სარეაბილიტაციო სერვისებს …

თუ ხისგან რაიმეს დამზადებას აპირებთ, დაურეკეთ ყოფილ პატიმარს 

ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მცხოვრები 29 წლის გიორგი ვარდია ხის ოსტატია. ამზადებს ნებისმიერი ტიპის ავეჯს, საეკლესიო ნივთებს, თუმცა ხეზე მუშაობა არ კმარა ოჯახის სარჩენად და როცა შეკვეთები არ აქვს, გიორგი კაფელსაც აგებს შეკვეთით, ელექტრიკოსობასაც ითავსებს, ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. ყოფილ პატიმარს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და პენსიონერი მამა ჰყავს. გიორგის პატარა კუთხე სახელოსნოსთვის შინ …

დასაქმება, ბინა და განათლება – რას სთავაზობენ ნორვეგიაში ყოფილ პატიმრებს [კვლევა]

ნორვეგიული ციხეები ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ საპატიმრო დაწესებულებად მიიჩნევა მსოფლიოში. აქვთ ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამებისა და განაჩენის გამოტანის ეფექტური პრაქტიკა. პენიტენციური სისტემის გამართულობასა და ეფექტურობაზე მიუთითებს ის, რომ ნორვეგიაში განმეორებითი დანაშაულის ყველაზე მცირე მაჩვენებელია მსოფლიოში. არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“-ის (ASB) 2017 წლის კვლევაში „ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია: საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“ დაწვრილებითაა განხილული, თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს …

ხელსაქმით გაყვანილი 7 წელი საპატიმროში

„ქუთაისში სადაც დასაქმება მოვინდომე, ხელფასი ყველაგან 300 ლარია, როგორ უნდა იცხოვრო ამ ხელფასით? ბაზარში ორჯერ წასვლას არ ეყოფა, თან თუ ორი მცირეწლოვანი გყავს შინ“ – ამბობს ყოფილი პატიმარი და ამით ხსნის, რომ თვითდასაქმება ურჩევნია. 62 წლის ფოთოლა ხისგან ჩარჩოებს, საქანელებს, სკამებს ამზადებს, თექაზე მუშაობს, ქსოვს, ქარგავს და ნამუშევრებს შეძლებისდაგვარად ყიდის. 7 წელი გაატარა საპატიმროში და …

„ნაციხარს როგორ უნდა ენდო, სახლში როგორ უნდა შეუშვა“ – პატიმრის გამოცდილება

„მერე რა, რომ ყოფილი პატიმარი ვარ? ხელოსანს თუ დაიქირავებს საქართველოში ადამიანი და გაიგებს, რომ ნასამართლევია, მაშინვე ეჭვი უჩნდება, მაგრამ თუ თავისი საქმის  პროფესიონალი აღმოჩნდება ნასამართლევი, უარყოფითი დამოკიდებულებაც ქრება. ამიტომაცაა საჭირო ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად და გადასამზადებლად ბევრი პროექტის არსებობა“, – ამბობს ყოფილი პატიმარი ამირან დევდარაიძე. 18 წლის აღმოჩნდა საპატიმროში, ქურდობის – 177-ე მუხლის მესამე ნაწილით გაასამართლეს. …

რა სთავაზობენ პატიმარს დანიის ციხეში

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამას დემოკრატიის ინსტიტუტი საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. როგორია ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის საერთაშორისო პრაქტიკა? ამ კითხვაზე პასუხს ASB-ის 2017 წლის კვლევა სცემს, სადაც ევროპის ხუთი ქვეყნის მაგალითია მოყვანილი. ამჯერად დანიის პენიტენციური სისტემის თავისებურებებს შევეხებით. დანიაში თავისუფლებააღკვეთილი პირი ინარჩუნებს სამოქალაქო უფლებებს, შეუძლია არჩევნებში ხმის მიცემა და აქვს გამოხატვის თავისუფლება. …

როცა ყოფილი პატიმარი ათსულიან ოჯახს არჩენს

48 წლის ბადრი გობრონიძის ათსულიან ოჯახში, სადაც ის მეუღლესთან, დასთან, დედასთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს, მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობს – თავად ბადრი და მისი და. 8 წელი სახანძრო სამსახურში მუშაობდა და ინდმეწარმეობასაც ეწეოდა. 2009-2012 წლებში კი ბადრი ციხეში აღმოჩნდა – ფინანსური გადაცდომების ბრალდებით მიუსაჯეს პატიმრობა. ერთი მუხლით რვა წელს უსჯიდნენ, მერე მუხლით – ხუთს. …

პრობაცია ევროპაში [კვლევა]

  [checklist] ნორვეგია [/checklist] ნორვეგიაში არასაპატიმრო სასჯელი შეიძლება გამოიხატებოდეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ანაზღაურების გარეშე, ან სხვა სახის აქტივობებში (მაგალითად, განათლება, სხვადასხვა უნარების ტრენინგი, სამუშაო გამოცდილების შეძენა, მკურნალობა, მედიაცია და სხვ.). ამან ხელი უნდა შეუწყოს განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას. პრობაციის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო და პროფესიული განათლების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან და ასევე მუნიციპალიტეტებთან, რაც ხელს უწყობს არასაპატიმრო …

როგორი საპატიმროები აქვთ გერმანიაში

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე თითქმის ორი წელია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანიც ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციაა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამები წარმატებულად მიიჩნევა, ეს პროგრამები არა მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ, არამედ დაპატიმრების პირველი დღიდანვე იწყება. არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ (ASB) კვლევაში ხუთი ქვეყნის გამოცდილებაა ნაჩვენები, სადაც მსგავსი პროგრამები ეფექტურობით …

ციხეები, რომლებიც სისტემაზე ადამიანების წარმოდგენას ცვლის

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ციხეები, რომლებიც სტერეოტიპულად წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულებებისგან ძალიან განსხვავდება. არის რამდენიმე მაგალითი, სადაც რკინის გისოსებს და დიდ, ნაცრისფერ დერეფნებს ვერ ნახავთ. ეს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ჰუმანური ციხეებია, სადაც ცდილობენ, რომ პატიმრებს რაც შეიძლება ნაკლები სტრესი გაჰყვეთ გათავისუფლების შემდეგ ჩაკეტილი სისტემისგან.   [checklist] ბასტოის ციხე, ნორვეგია [/checklist] ბასტოის კუნძულზე მდებარე ეს ციხე ცნობილია საკუთარი …

„იქნებ მოაწყოთ ჩემს სახლში საბავშვო სტუდია ან ბაღი და ოჯახი აღარ დამენგრევა“ 

სასამართლოს გადაწყვეტილებით 60 წლის მალხაზ ბაკურიძეს ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად 20 აპრილს შინიდან გამოსახლება ემუქრება. მალხაზ ბაკურიძის ვალი ჯამში 65 000 $ -ია. იპოთეკით დაზარალებულთა შეკრებაზე, მან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელ ქალბატონს მიმართა, რომ შემოსავალი არ აქვს. ავტომობილის მართვის უფლება ჩამოართვეს და ტაქსის მძღოლობას ვეღარ ახერხებს, გამოსახლების შემთხვევაში კი წასასვლელი არსად აქვს. ბიუროს …

„ჯერ ქმარს ვაკითხავდი ციხეში, მერე ძმას“ – საქმიანი ქალის გამოცდილება

„იმ წელს ბათუმში დიდი თოვლი მოვიდა. ჩემი მეუღლე, ძმა – ორივე დაჭერილი იყო, ორივე თბილისში იხდიდა სასჯელს, ქმარი მატროსოვზე, ძმა – გლდანში. ზუსტად იმ წელს შეეძინა დეიდაშვილს ცერებრალური დამბლით ბავშვი, იაშვილში იწვნენ. ჩავდიოდი თბილისში, ჯერ ქმარს მივაკითხავდი ციხეში, მერე – ძმას, ბოლოს პატარას დავხედავდი ბავშვთა საავადმყოფოში და გული მშვიდად მქონდა: ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი, …

როგორ განვავითაროთ მცირე ბიზნესი – ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის

ყოფილი პატიმრებისთვის არაერთი ტრენინგი ჩატარდა, მათ შორის დასაქმების მაძიებელთათვის დოსიეს მომზადებისა და გასაუბრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა ინგლისური ენის სამთვიანი კურსიც გაიარეს. ამჯერად ყოფილმა პატიმრებმა მცირე ბიზნესის განვითარების შესახებ მოისმინეს სემინარი. როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნესგეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია სახელის სწორად შერჩევა და რამდენად …

34 წლის ასაკში შეძენილი პირველი პროფესია

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ზაზა კვიკვინიას ორსართულიანი, კერძო სახლის პირველ სართულზე ავეჯის სახელოსნო აქვს მოწყობილი. ხობი პატარა მუნიციპალიტეტია და ზაზას ყველა იცნობს, ახალ ავეჯსაც ყველა მას უკვეთავს. ხელობა ყოფილმა პატიმარმა წელიწად-ნახევრის წინ ისწავლა და უკვე ერთი წელია, რაც პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა. როგორც თავად ამბობს, იმდენი შეკვეთა აქვს, რომ ხშირად სხვა ვერაფრისთვის იცლის. ზაზა გეგუთის ციხეში სასჯელს …

ქაღალდის პარკების საამქრო და სხვა საწარმოები ყოფილი პატიმრებისთვის

გურიასა და იმერეთში გაზაფხულიდან ოთხი სოციალური საწარმო გაიხსნება, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან. იდეა რეალობად ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტმა უნდა აქციოს. საწარმოები მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესსაქმიანობით იქნება დაკავებული და შექმნის გრძელვადიან სამუშაო ადგილებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც ყოფილი პატიმრები არიან, მათთვის, ვისაც დასაქმება ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირს. „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ დემოკრატიის ინსტიტუტი ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად …

პროექტი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად უკვე ორი წელია ახორციელებს აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო-სვანეთში. პროექტი კიდევ 9 თვეს, 2019 წლის ნოემბრამდეგრძელდება.ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს ბენეფიციართა რეინტეგრაციას სამედიცინო და იურიდიული დახმარების, დასაქმების ხელშეწყობის გზით. ოთხივე რეგიონის კოორდინატორები და სოციალური მუშაკები, რომლებმაც ბენეფიციარებთან: ყოფილ პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და პრობაციონერებთან …

22 წლის პრობაციონერი, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს

თითქოს არაფერია უცნაური იმაში, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლასა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ახლოს ჩვეულებრივი საცხობია, მაგრამ ეს საცხობი იმითაა გამორჩეული, რომ 22 წლის პრობაციონერის, აკაკი ბუკიას პირველი მცირე ბიზნესია. საცხობის გამართვაში მას „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ დაეხმარა. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს. აკაკი ახლა სტუდენტია, სამომავლოდ სურს საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსოს და მისი პროფესიაც ამ გეგმებს …

რისი გაკეთება შეძლო დემოკრატიის ინსტიტუტმა ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს უკვე წელიწადზე მეტია, პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და პრობაციონერებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. სამედიცინო დახმარება, უფასო იურიდიული კონსულტაციები, მცირე ბიზნესისა და, შესაბამისად, დასაქმების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წახალისება – ეს ამ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ისახავს მიზნად. არანაკლებ მნიშვნელოვანია რესოციალიზაციის მიმართულება, …

პენსიის იმედად

მარიამი (სახელი შეცვლილია) 67 წლის პენსიონერია. მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაეცვალა. ამიტომ ოჯახზე ზრუნვა და სარჩოს პოვნა თავად უწევს. მარიამის შვილი 11 წელია პატიმარია, დედა ხშირად ვერ ახერხებს შვილის ნახვას, ამის მიზეზი კი უსახსრობაა. პატიმრის ნახვას ვერც მისი მეუღლე ახერხებს. ოჯახის მარჩენალი ახლა მარიამია. ოჯახი ქალის პენსიის იმედად ცხოვრობს. მარიამს მიწის ნაკვეთი აქვს, რომელსაც რძალთან …

როგორ შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს სამსახურის პოვნა – ტრენინგი

დამსაქმებლებთან ურთიერთობა, გასაუბრებისას აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, სამსახურის მოსაძიებელ ვებ-პლატფორმებზე დოსიეს განთავსება და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა – ამ მიზნებს ისახავდა ეფექტური კომუნიკაციების ტრენინგი, რომელიც ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ჩატარდა „დემოკრატიის ინსტიტუტში“. ხშირად ეფექტური კომუნიკაციის ნაკლებობაა სწორედ ყოფილ პატიმართა უმუშევრობის მიზეზი. ხანდახან მათ, უბრალოდ, ინფორმაცია არ აქვთ თუ რომელ ვებ-პლატფორმებზე განათავსონ თავიანთი SV. ხან …

დემოკრატიის ინსტიტუტმა ბენეფიციართა შვილებს წინასაახალწლო დღესასწაული მოუწყო

14 დეკემბერს „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბენეფიციართა შვილებისთვის წინასაახალწლო დღესასწაული მოაწყო. ბავშვებს საახალწლო საჩუქრები, ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუები, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს, შემდეგ კი მათ გართობასა და გამასპინძლებაზე გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „მაკდონალდსმა“ იზრუნა. აქცია „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და  პრობაციონერების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და …

ყოფილი პატიმრები ინგლისური ენის კურსს გადიან

დასაქმება ყოფილი პატიმრებისთვის დიდი პრობლემაა, რასაც ბევრი რამ განაპირობებს: ბევრგან ინგლისური ენის ცოდნაა საჭირო, ელემენტარულ დონეზე მაინც და ხშირად ეს ამ ჯგუფისთვის დაბრკოლებას ქმნის. „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს საშუალება მისცა, ინგლისური ენის შესწავლა დაეწყოთ და მათ ენის საბაზისო კურსები შესთავაზა. პროგრამის ბენეფიციარები ახლა ენის სამთვიან …

„შევქმნი საკუთარ გვერდს და გამიცნობენ, როგორც კარგ ხელოსანს“ – სემინარი ყოფილი პატიმრებისთვის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი ბევრი სხვადასხვა კუთხით ითვალისწინებს ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებას. ამჯერად ერთ-ერთ მიმართულებაზე შევჩერდებით: ბიზნესის მართვისა და დასაქმების ხელშეწყობაზე. ზემოთჩამოთვლილი ჯგუფებისთვის ხშირად ხელოსნობა და ხელსაქმე, ხეზე, რკინასა თუ სხვა მასალებზე მუშაობაა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ზოგიც სოფლის მეურნეობას მისდევს, სხვადასხვა პროდუქტი მოჰყავს. ქალები ხშირად სუვენირებს ამზადებენ, კერავენ, ქსოვენ ან ქვილინგით …

სტაჟირების ინდივიდუალური პროგრამები ყოფილი პატიმრებისთვის

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს. პროექტის მიზანია ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახის წევრების ინტეგრაცია, სამედიცინო მხარდაჭერა, განათლება და დასაქმების ხელშეწყობა. გათავისუფლების შემდეგ პროფესიის არქონაა ყოფილი პატიმრებისთვის ხშირად მთავარი პრობლემა. ეს საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციის პროცესს ართულებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სტაჟირების პროგრამები და მცირეხნიანი, სახელდახელო ტრენინგ-სემინარები პროფესიულ საქმიანობაში დასახელოვნებლად. ხშირია შემთხვევები, როცა …

რვა წელი რუსულ ციხეში და ცხოვრება საქართველოში

36 წლის აკაკი ჭეიშვილმა, ჩვენს მიერ მონათხრობი ისტორიების რესპონდენტების მსგავსად ბევრი დაბრკოლება გადალახა, რისი გადალახვაც ყოფილ პატიმრებს უწევთ; ხეზე კვეთაც არაერთმა პატიმარმა ისწავლა ციხეში მის მსგავსად, მაგრამ აკაკი საკუთარ ქვეყანაში არ ყოფილა პატიმარი. რვაწლიანი სასჯელი მან რუსეთის ციხეში მოიხადა და საპატიმროში ზუსტად იმ წელს აღმოჩნდა, როცა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დაბომბვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, …

ყოფილი პატიმარი, რომელიც სახელოსნოში მხოლოდ ყოფილ პატიმრებს ასაქმებს

პროფესიით მხატვარ-დიზაინერია. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან 14 წელი ჰქონდა მისჯილი და საპატიმროში 7 წელი დაჰყო, პროფესია არ დავიწყებია. რამდენიმე წელია, რაც ხის საკუთარი სახელოსნო აქვს, დეკორატიულ ავეჯს, ნივთებს, ხატებს აკეთებს და სახელოსნოში მხოლოდ ყოფილ პატიმრებს ასაქმებს. თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ყოფილ პატიმრებს ყველაზე მეტად უჭირთ დასაქმება და რეალიზება. შესაბამისად, სურს ყველაზე მეტად მათ დაეხმაროს. …

„სიზმარშიც მოპედებს ვხედავ” – ხელოსანი ზუგდიდიდან

35 გიორგი თორდია ზუგდიდში ცხოვრობს და, ძირითადად, მოპედების შეკეთება-აწყობითაა დაკავებული. მთელ დღეს სახელოსნოში ატარებს და როგორც გვეუბნება, ღამით, სიზმარშიც მოპედებს ხედავს. გიორგის მთავარი გატაცება მოპედია. 2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პატიმრობიდან გათავისუფლდა, სკუტერებს აწყობს და არემონტებს. ციხეში გიორგიმ სამ წელიწად-ნახევარი გაატარა. მოპედით საქართველოში უკვე ბევრი გადაადგილდება. ეკონომიურობის, ხელმისაწვდომი ფასისა და იმის გამო, რომ ამ …

ყოფილი პატიმარი გამოსახლების მოლოდინში

60 წლის მალხაზ ბაკურიძე ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში ორსართულიან, კერძო სახლში ცხოვრობს, საიდანაც გამოსახლებით ემუქრებიან. მისი სახლი იპოთეკითაა დატვირთული და რთული სასესხო და საბანკო ოპერაციების შემდეგ, სადავო სახლის მფლობელი საბოლოოდ კერძო იპოთეკარი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი, ლორანს კრისტიან ჩხაიძე აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი მისგან სახლის სანაცვლოდ 60 000 დოლარს ითხოვს, რაც ოჯახს არ აქვს. …

არასამთავრობოები ეკა ლალიაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულად აფასებენ

ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ „ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის”. განცხადებას პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების საკითხებზე მომუშავე 24 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება. აღნიშნული ორგანიზაციები პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის ალიანსში არიან გაერთიანებული. პატიმართა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეკა ლალიაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. მათი აზრით, …

უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ფარგლებში

დღეს, 2 ნოემბერს, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დახმარებით, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ბენეფიციარ ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციაში 16-მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. ბენეფიციარები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევისა და ექიმის კონსულტაციისა, დანიშნულ მედიკამენტებსა და სათვალესაც უფასოდ მიიღებენ, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა …

მედიასა და არასამთავრობოებს პატიმრები უფასოდ ვეღარ მისწერენ

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გაგზავნილ თითოეულ წერილში პატიმრები 2 ლარსა და 40 თეთრს იხდიან. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მეასე ბრძანების ამოქმედების შემდეგ, გაზეთ „ბათუმელებში“ წერილები პატიმრებისგან თითქმის აღარ შემოსულა, მაშინ, როცა რედაქცია კვირაში 3-4 კორესპონდენციას იღებდა საპატიმროებიდან. მინისტრის ბრძანება 2017 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ამ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მოცემულია იმ ინსტანციების ჩამონათვალი, რომლებშიც პატიმრებს უფასოდ შეუძლიათ …

დაპატიმრების დროს დაკარგული მხედველობა და ზრუნვა უსინათლო ადამიანების პრობლემებზე

42 წლის ალექს წეველიძე  ციხეში გატარებული თითქმის ორი წლის შედეგად უსინათლო გახდა. ყვება, რომ 2006 წელს ეკონომიკური დანაშაულის გამო გაასამართლეს, დაკავების პროცესში საფინანსო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა იარაღის ლულა თვალში ჩაარტყა, გუგა დაუზიანდა და მხედველობა მაშინვე დაკარგა. „24 საათის განმავლობაში ციხეში 25-ჯერ გვცემდნენ. დაზიანებული თვალიდან პრობლემა მეორე თვალზეც გადავიდა და ახლა მხოლოდ შუქს ვხედავ,“ – ამბობს …

Exit mobile version