როგორ გამოიკვლიეს ხელვაჩაურში, საერთო სამარხში აღმოჩენილი რეპრესირებულთა ნეშტები

„რეპრესიების ისტორია არ ეხება მხოლოდ წარსულს, ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს თაობებზე, რეპრესირებულთა შვილებზე, შემდეგ თაობებზე. ეს ოჯახის ისტორიის ღია ჭრილობაა, როცა ახლობელი ადამიანების საფლავიც არ გაქვს,“ – თქვა ბათუმში გამართული პრეზენტაციის შემდეგ პოლონელმა ექიმმა, ლუკაშ შლეშკოვსკიმ. ლუკაშ შლეშკოვსკი ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობს. ის ექსპერტია სასამართლო მედიცინაში და უკვე 15 წელია მონაწილეობს მე-20 საუკუნის ტოტალიტარული …

„ხელოვნების მოთვინიერებასა და კონტროლს ცდილობს ყველა რეჟიმი“ – ნატაშა ლომოური

„საზოგადოების ყველაზე თავისუფალი კასტა არიან ხელოვანები. მათ შეუძლიათ ყველაზე კრიტიკულად მიუდგნენ სახელმწიფოს, მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. მწერლებს ისევ ჰყავთ ყველაზე დიდი აუდიტორია. მწერლები განსაკუთრებით უყვართ და უყვარდათ ყოველთვის. მწერლებს აღმერთებდნენ, მაღალია მათი ავტორიტეტი. მათი გამოთქმული აზრი, მათი კრიტიკა თუ შეფასება ძალიან ფასობს. ამისი ეშინია ყოველთვის ავტორიტარულ რეჟიმს. ასე იყო ადრეც და ასე არის ახლაც,“ – …

დასახვრეტთა სიები სტალინის მითითებით დგებოდა – როგორ შექმნა დიქტატორმა რეპრესიული სისტემა

„შიშმა დაისადგურა 1937-38 წლების შემდეგ საბჭოთა ადამიანში. მანამ ამ შიშის რესურსი არსებობდა, სანამ საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენდა ხალხი, რომელმაც გამოიარა ეს შიში, მანამ არსებობდა საბჭოთა კავშირი“, – დიდი ტერორის წლების და მისგან დატოვებული შიშების ეს შეფასება საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორს, გიორგი მამულიას ეკუთვნის. „სტალინის მთავარი გეგმა იყო ფიზიკურად მოესპო მისი მმართველობით უკმაყოფილო ყველა ელემენტი, …

ვინ და როგორ მუშაობს რეპრესირებულთა შთამომავლების უფლებებზე აჭარაში – ვიდეო

„1937-1938 წლებში, იმ დიდი ტერორის დროს, საქართველოში დაიღუპა 15 ათასი ადამიანი, მათ შორის ბათუმში 1050 ადამიანი. ამ ადამიანთა სია არსებობს. მაგრამ ჩვენი, „მემორიალის“ წევრების აზრით, ეს სია არ არის სრულყოფილი. მსხვერპლი გაცილებით მეტია და ამ თემაზე ვმუშაობთ. იმ 1050 ადამიანში არიან ჩემი წინაპრები – მამაჩემის მამა, მამაჩემის ბიძა და მამაჩემის ბაბუა,“ – არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ …

სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 1 პირის ნეშტს ოჯახს გადასცემენ

1937 წელს რეპრესირებული ერთი პირის ნეშტს, რომლის იდენტიფიცირებაც გასულ წელს მოხდა, ოჯახს გადასცემენ. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. სპეციალურმა კომისიამ, კი რომელიც აჭარაში აღმოჩენილ რეპრესირებულ პირთა სამარხებთან დაკავშირებითაა შექმნილი, ნეშტის ოჯახისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. ამ კომისიამ დღეს, 19 ივნისს, მორიგი შეხვედრა გამართა. კომისიის წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნენ, რომელიც ერთ-ერთი რეპრესირებულის 1937 წლის 27 დეკემბერს …

„მატარებელი როცა ჩერდებოდა, ხალხს უფლებას აძლევდნენ დაემარხათ ახლობლები“ – რეპრესიები

ქურთები აჭარაში დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ. მომთაბარე ცხოვრების წესის მიმდევარი ქურთები ზაფხულობით არდაჰანისა და ყარსის მხრიდან საძოვრებზე ერეკებოდნენ პირუტყვს აჭარის მიმართულებით. ისმაილ შამოღლი ახალსოფელში მცხოვრები ქურთია. ის სტალინური რეპრესიების პერიოდში გადასახლებაში, ყირგიზეთში დაიბადა 1953 წელს. მისი ოჯახი 1944 წელს გადაასახლეს. ისმაილ იხსენებს მამის მოყოლილ ამბებს და პირადი გამოცდილებების შესახებაც გვიყვება: „ქურთები ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას. ზაფხულობით …

„წყალს ვხედავდით და ვერ ვსვამდით“ – რამიშვილების რეპრესირებული ოჯახის ისტორია

13 წლის ასაკში, ყაზახეთის ცხელ უდაბნოში ალბათ პირველად სთხოვა ღმერთს მთელი გულით – „გთხოვ, ნუ მომკლავ ისე, რომ არ დავლიო წყალი ონკანიდან და ასი მეტრი მაინც არ გავიარო ქვაფენილზე“. მანამდე იყო ზამთრის ცივი ღამე, როცა ბათუმში, სახლში, 13 წლის მძინარე ბიჭს, შუაღამისას უცხო ადამიანები წამოადგნენ თავზე. ბიჭი, დედა და მამა, საწოლიდან პერანგისამარა წამოაგდეს და თავზე …

„უდაბნოში გავჩერდით. ვიფიქრეთ, დახვრეტა დაიწყებოდა“ – რეპრესირებული ქალის ისტორია

„სიმწრის მეტი არაფერი მინახავს. შიმშილობა, შიში – რა ვიცი, რა არ გამოვცადეთ. კოშმარივით მახსენდება ის 15 დღე, ეშელონით რომ მივყავდით შუა აზიაში. არავის არ ვუსურვებ ასე ცხოვრებას. მგზავრობა იმდენად მძიმე იყო, რომ ხალხი იხოცებოდა. ყველა გაჩერებაზე, ძირითადად, პატარა ბავშვები, გადმოჰყავდათ ვაგონებიდან და სადღაც მინდორში, სასწრაფო მანქანებით მიჰყავდათ. სად მარხავდნენ, რას შვრებოდნენ, არ ვიცი. ამ ყველაფერს …

მახსოვს ის დღე, როცა რადიომ გამოაცხადა, რომ სტალინი მოკვდა – რეპრესირებული 85 წლის ქალი

მერი ჯინჭარაძე და მისი ოჯახი 1949 წლის ზამთარში შუახევიდან, სოფელ ბარათაულიდან, ყაზახეთში გადაასახლეს. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი ახლა 85 წლისაა და „ბათუმელებთან“ იმ ზამთრის საღამოს იხსენებს, ჯარისკაცები რომ მიადგნენ სახლში და გადასახლებაში წასვლა აიძულეს. „მეტრ-ნახევარი თოვლი იყო, როცა „სალდათები“ მოვიდნენ. ღამე იყო. თავიდან მამაჩემს შეეშინდა და კარი არ გაუღო – რატომ მოვიდა ამ დროს ამდენი ხალხიო? …

იდენტობას თუ რამე გვართმევს, ეს არის რუსეთი – ისტორიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე

15 წლის ქეთევან ხიზანიშვილი ისტორიის კონკურსის  – „30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან“, გამარჯვებულია. მან პირველი ადგილი აიღო თემისთვის „მოჯადოებული წრე“, სადაც საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში არსებულ სკოლაზე გვიყვება. ქეთევანი სკოლა „ათასწლეულის“ მეათეკლასელია. ქეთევან, სანამ ამ პროექტში ჩაერთვებოდით, რა იცოდით საბჭოთა წარსულის შესახებ და როდის დაინტერესდით ამ თემით? საბჭოთა წარსულის შესახებ მესმოდა სკოლაში, სასწავლო მასალებიდან, ასევე ოჯახის წევრები …

28 კაცი და 1 ქალი – ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილ პირთა სია

ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი გახსნეს. სამარხზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოწვევით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია 24 იანვრიდან მუშაობს. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სულ ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი. ნეშტების განცალკევების შემდეგ დაიწყება მათი ანთროპოლოგიური შესწავლის პროცესი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ  …

რას ჰყვებიან შვილიშვილები ბაბუებზე – წითელი ტერორის კვალი 80 წლის შემდეგ 

მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – წინაპრები, რომლებიც არასდროს უნახავთ და რომელთა ბედსაც დღემდე მტკივნეულად განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ სტალინურ რეპრესიებს თითქმის ერთი საუკუნე გვაშორებს, ოჯახებს სისხლიანი ტერორის დროს განცდილი დღემდე ახსოვთ. ნუგზარ მგელაძე 47 წლისაა. მისი ბაბუა, მევლუდ მგელაძე ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა 1937 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს. „მამაჩემისგან ვიცი, ღამით მოსულან და წაუყვანიათ. არავითარი …

ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან

1938 წლის იანვარია ბათუმში, საღამო. რუსთაველის ქუჩაზე, ორ ოთახში, განათლების განყოფილების თანამშრომელი ხასან გოგიტიძე ცხოვრობს 20 წლის ცოლთან, ასიკოსთან და შვილებთან ერთად. უფროსი შვილი წლის და ოთხი თვისაა, უმცროსი – სამი თვის. ხასანი ეს-ეს არის დაბრუნდა სახლში და ტყავის პორტფელი კართან დადო. ოჯახი სავახშმოდ ემზადება. ვახშმის შემდეგ თეატრში მიდიან, ასიკომ საგანგებოდ ამ დღისთვის მანიკიურიც კი …

„ბათუმელები“ 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირთა შთამომავლებს ეძებს

შპს „გაზეთი ბათუმელები“ აგროვებს დოკუმენტურ და ზეპირ მონაცემებს 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ [დახვრეტილ] პირთა შესახებ. თუ კი 1937-1938 წლების რეპრესიები შეეხო თქვენი ოჯახის წევრს/ნათესავს და გაქვთ ინფორმაცია მის შესახებ, მოგონებები ამ ადამიანზე ან/და ფოტოსურათი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და გაგვიზიაროთ ინფორმაცია თქვენთვის მოსახერხებელი გზით. [checklist] მოგვწერეთ ელფოსტაზე: represiebi1937@gmail.com ან ფეისბუქზე: facebook.com/batumelebi შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 558 66 47 …

ეპარქიის წარმომადგენელი: სამარხის გათხრის შესახებ ყველა სტრუქტურა ინფორმირებული იყო

დღეს, პირველ მაისს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიდან სხდომას იღუმენია სიდონია დარჩია და ისტორიკოსი პირიმზე რურუა ესწრებოდნენ. პირიმზე რურუამ განაცხადა, რომ ორი წლის წინ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე სამარხების შესახებ, აღმოჩენისთანავე იყო ინფორმირებული მთავრობა: „იმთავითვე იყო ინფორმირებული გათხრების დაწყების შესახებ ყველა სტრუქტურა, …

ბათუმში, სავარაუდოდ, რეპრესირებულთა კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს

ბათუმში კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 1937-1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილებს ეკუთვნის. ინფორმაცია სამარხის აღმოჩენის შესახებ დღეს, პირველ მაისს, ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე გახდა ცნობილი. „ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, იმავე ტერიტორიაზე, სადაც წინა ოთხი სამარხი იქნა აღმოჩენილი, კიდევ ერთი სამარხი აღმოჩნდა. ჩვენ ამ სამარხს კირქვა მივაყარეთ, ხელი არ გვიხლია. …

ბათუმში აღმოჩენილი 150 ნეშტის დაკრძალვა გადაიდო

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მოგახსენებთ, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა დაგეგმილი იყო ა/წ 21 აპრილს. მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-ისათვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს …

„გაგვიცოცხლეს ყველაფერი და ასე გვტოვებენ“ – მოგონებები 1937 წლის რეპრესიებზე ბათუმიდან 

„ისე იქცევიან, როგორც 1937 წელს…“ „დავიწყებული გვქონდა, გაგვიცოცხლეს და ხელახლა გვიკლავენ“, „რატომ გვიმალავდნენ აქამდე?“ – ეს ფრაზები ისმოდა დღეს, 11 აპრილს, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი პირების შთამომავლები შეიკრიბნენ. „ჭოროხის პირას დახვრიტეს…“ – ყველა ისტორია ასე იწყებოდა. „ხასან დიშლიოღლი ჩემი მამამთილი იყო…,“ – გვიყვება ეთერ ბერიძე, – „მუშა კაცი …

რეპრესირებულის შთამომავალი მთავრობისგან რეაგირებას ითხოვს: ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეულია

ნოდარ შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, დიდაჭარაში ცხოვრობს. მისი ბაბუა, იუნუს შავაძე და ბაბუას ძმა 1937 წელს დაიჭირეს და, სავარაუდოდ, დახვრიტეს. ნოდარ შავაძე იმედოვნებს, რომ ბათუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში, შესაძლოა მისი ბაბუის ნეშტიც აღმოჩნდეს. მისი თქმით, ბაბუა ბათუმში დააპატიმრეს. ნოდარ შავაძე ამბობს, რომ ის ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარშიც იყო მისული, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს რომ დალაპარაკებოდა და ენახა რა …

ეპარქია აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით: იქმნება დნმ-ის ბაზები

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მორიგ განცხადებას აკეთებს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N 338-ში აღმოჩენილ სამარხთან დაკავშირებით, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. ეპარქიის განცხადებით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წლის მაისში დაიწყო და ამავე პერიოდში ამ თემის შესახებ მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი. „შესაბამისი სახელმწიფო უწყებები თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ გათხრების შესახებ, მათ გამოგზავნეს გამნაღმველები, …

იყვნენ თუ არა სამარხის გათხრისას ჩართული სპეციალისტები? – ეპარქიას პასუხი არ აქვს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი არ პასუხობს კითხვას,  იყვნენ თუ არა სამარხების გათხრის პროცესში ჩართული სპეციალისტები. იგი ამბობს, რომ ეს არ იცის და ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს 21 აპრილს, ნეშტების დაკრძალვის დღეს მოგვაწვდის. საუბარია 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილი ადამიანების ნეშტებზე, რომელთა აღმოჩენის შესახებაც ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 …

რეპრესიების დროს დახვრეტილების შთამომავლები ნეშტების იდენტიფიცირებას ითხოვენ

„აუცილებლად უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს ის სამარხი და  ეკუთვნის თუ არა ნაპოვნი ნეშტები ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ ჩვენს წინაპრებს“ – ასეთია  1937-1938 წლებში ბათუმში, სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების შთამომავლების პოზიცია.  ისინი შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებას და თითოეული ნეშტის იდენტიფიცირებას ითხოვენ: „ისინი ამას იმსახურებენ. ეს ისტორიაა, ჩვენ პასუხები გვჭირდება“ – ამბობენ რეპრესირებულების შთამომავლები. სამარხის აღმოჩენის …

ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დღეს, 5 აპრილს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანების ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტომასალაც. ნეშტები რამდენიმე თვის წინაა ნაპოვნი, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გათხრებში არ ყოფილან ჩართული არქეოლოგები, ასევე უცნობია, რა კვლევები ჩაატარა ეპარქიამ სამარხის შესასწავლად. საბჭოთა …

ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს – ეპარქია

21 აპრილს, ბათუმში, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს ნეშტებს დაკრძალავენ – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ცოტა ხნის წინ [18:00] გაავრცელა. ეპარქიის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე, გაითხარა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის …

„მემორიალი“ ხელვაჩაურში საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილების სამარხების მოძიებას ითხოვს

დღეს, 27 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 1937-1938 წლებში უდანაშაულო რეპრესირებულთა სამარხების მოძიების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. ჯგუფის ხელმძღვანელი ზურაბ ზაქარიაძე ამბობს, რომ აუცილებელია შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელიც ხელვაჩაურსა და სალიაბურში საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილ პირთა სამარხების მოძიებას დაიწყებს. „ჩვენ მოვიძიეთ მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელვაჩაურში, ასევე სალიბაურში ე.წ. ყოფილი სამთავრობო აგარაკის ტერიტორიაზე ხდებოდა …

გრიგოლ გეგელია: არ შეიძლება მოზარდების გამოყენება პოლიტიკურ მასალად

„სოციალისტური საქართველოს“ ყრილობაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის ჰიმნით დაიწყო და სტალინის და პუტინის რეჟიმის განდიდებით გაგრძელდა, წითელყესახვევიანი მოზარდებიც მონაწილეობდნენ. როდის და რატომ იყენებენ ბავშვებსა და მოზარდებს პოლიტიკური ძალები პარტიულ ატრიბუტად და ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბავშვის უფლებების კონვენცია ირღვევა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ბატონო გრიგოლ, პოლიტიკური მოძრაობის მხრიდან, რომელიც სტალინის და საბჭოთა კავშირის …

ხელვაჩაურში 1937-1938 წლებში დახვრეტილთა საფლავებს ეძებენ

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც 1937-1938 წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანების საფლავებს მოიძიებს. საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ამ პერიოდში ბათუმში 670 ადამიანი, მათ შორის 12 ქალი დახვრიტეს. კომისიამ მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. „ბათუმელებს“ ესაუბრა ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი, მწერალი რამაზ სურმანიძე, რომელიც ასევე ბათუმის საკრებულოს წევრიცაა.

კომკავშირელი, რომელსაც გადასახლების ცნობა მიჰქონდა

 

ვახტანგ მაკარაძე სოფელ ფერიაში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობს. ის ახლა 90 წლისაა. ვახტანგ მაკარაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც გადასასახლებლად გამზადებულ ოჯახებში საბჭოთა მთავრობის ავისმომასწავებელი ცნობა მიჰქონდა. 

Exit mobile version