ოთარ დანელია აფხაზეთში დაღუპული 12 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავისაფეთქებისას დაღუპული  12  მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე,  9 აპრილს  სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამ ეტაპზე, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 43-ვე ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია. 2016 წელს კიდევ ორი სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტცხედარს …

მობილური ექსტენცია კახეთის რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები, ექსტენციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ. მეცნიერ-თანამშრომლები შეხვდნენ ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს და კონსულტაციები გაუწიეს მეფუტკრეობის, მეთევზეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით. შეხვედრების განმავლობაში  ფერმერებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია …

აგროდაზღვევა – ზარალის ანაზღაურებით უკმაყოფილო ფერმერი

ლადო მჟავანაძე სოფელ გონიოში ცხოვრობს. გასული წლის 17 ნოემბერს სეტყვამ მისი მანდარინის ბაღიც დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ციტრუსი დაზღვეული ჰქონდა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მას მხოლოდ 50 ლარს სთავაზობს. სეტყვისგან დაზიანებული ნაკვეთის შემოწმების აქტი სადაზღვევო კომპანიამ 2015 წლის 3 დეკემბერს დადო, რომლის მიხედვითაც, ზარალის ოდენობა მთლიანი მოსავლის 15 %-ით განისაზღვრა. მანამდე გაფორმებული …

პირუტყვის ვაქცინაცია ბრუცელოზზე ზაფხულში დაიწყება

ბრუცელოზთან ბრძოლის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა სახელმწიფომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად გასულ წელს შეიმუშავა. მაშინ დაავადების აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებები რეგიონების მიხედვით გაწერეს. პროგრამის მიხედვით, ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი აჭარაში, კახეთსა და თბილისში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოკვლევით გასულ წელს დაიწყო. წელს ზაფხულში კი სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვს საზღვარგარეთიდან შემოტანილი ვაქცინით აცრის. ბრუცელოზის საწინააღმდეგო …

ჩაის პლანტაციების აღდგენის მცდელობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების აღსადგენად წელს მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. პროგრამის  ფარგლებში სახელმწიფოსგან თანადაფინანსებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და იურიდიული სტატუსის მქონე პირები მიიღებენ. პროგრამის განსახორციელებლად 3 500 000 ლარია გამოყოფილი. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა წელს აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში განხორციელდება. პროგრამა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და გაველურებული ჩაის აღსადგენად მცენარის უცხო სხეულებისგან …

რძის პროდუქტი სოფლიდან ბაზრამდე

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონში“, ყველი და რძის სხვა პროდუქტები დროებით, ხილის სექციაში გაიყიდება. მიზეზი ყველის სექციის განახლებაა, რომელიც იზოლირებული იქნება. სექციას მოემსახურება ცალკე ლიფტი. ყველი და რძის სხვა პროდუქტები სექციაში ამ ლიფტით მოხვდება და ისინი მხოლოდ მაცივრებიდან გაიყიდება. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორია, შემოტანილია მაცივრები და თითო მოვაჭრისთვის თითო მაცივარია გათვალისწინებული. რძის პროდუქტების …

რძის პროდუქტები ქართულ ბაზარზე და ევროსტანდარტები

არის თუ არა ქართულ ბაზარზე არსებული რძის პროდუქტები უვნებელი; რა რეგულაციების შემოღებას ავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სფეროში; რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან  ქვეყნისთვის ამ ერთ-ერთი ტრადიციული დარგის განვითარების ხელშესაწყობად? რამდენად ინფორმირებული არიან ამ დარგში დასაქმებულები იმ მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვაზე, რასაც მათ კანონმდებლობა ავალდებულებს. გადაცემა „მთავარი …

სამინისტრო მანდარინის ექსპორტის ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაასრულა. პირველი თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 26579 ტონა სტანდარტული მანდარინი, 9252 ტონა კი გადამუშავებულია.  სამინისტროს ინფორმაციით, სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1892 925 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 925 222 ლარია. ქვეყნის ტერიტორიაზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებდა ექვსი ქარხანა: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group-ი და შპს TCF …

აჭარის მთავრობა: საქართველოდან ექსპორტირებულია 26 006 ტონა სტანდარტული მანდარინი

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 20 იანვრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 26 006 ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 8943 ტონა. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1 718 773,5 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 844 179,1 ლარია. მთავრობის მონაცემებით, სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად შემდეგ ქვეყნებში ხორციელდება: რუსეთი – 78.28% (20 358 ტონა), უკრაინა – 44. 83% (38 57ტონა), სომხეთი …

აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას სოფლის მეურნეობის პროგრამებზე

აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85  შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: თვალშისაცემია ის გარემოება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში ერთი მესამედი შრომის ანაზღაურების …

სამინისტროს ინფორმაციით საექსპორტოდ 24 603 ტონა მანდარინი გავიდა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე 24 603 ტონა მანდარინი გავიდა საექსპორტოდ, 7 135 ტონა კი გადამუშავებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იოსებ აბულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ციტრუსის დაკრეფის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია. იოსებ აბულაძის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი ციტრუსი საექსპორტოდ რუსეთის ბაზარზე გავიდა: „90 ათასი ტონა გავიდა რუსეთის ბაზარზე, შემდეგ ყველაზე მეტი უკრაინაში. ნაწილი გატანილია ბალტიისპერეთის ქვეყნებში …

როგორ გავაშენოთ თხილის ბაღი

ქართული თხილის წარმოება და საექსპორტო პოტენციალი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბაზარზე თხილის მოთხოვნამ დაინტერესება გაზარდა – მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. როდის უნდა დაირგოს თხილი, რომელი ჯიშის თხილის მოშენება არის რეკომენდებული და რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ფერმერებმა თხილის ბაღების გაშენებისას? – ამ თემაზე ,,ბათუმელები“ აგრონომ ლევან ბერიძეს ესაუბრა. ბატონო ლევან, როდის უნდა დაირგოს თხილი? …

შსს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების პროცესში ერთვება

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო კი, სუბსიდიის სახით,  1 კგ-ზე 10 თეთრს გასცემს  იმ კომპანიებზე, რომლებიც 2016 წლის პირველ თებერვლამდე ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ მანდარინს 20 თეთრად შეისყიდიან. მთავრობა ენესის ჩაბარების ღონისძიებებისთვის 2 მილიონ ლარს გამოყოფს.

28 ერთეული ტრაქტორი და 85 აგრეგატი მუნიციპალიტეტებისთვის

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია დაბა ჩაქვში შპს ,,მექანიზატორის’’ სერვისცენტრის მშენობლობის პროცესს გაეცნენ. სერვისცენტრი 48 ერთეულ ტრაქტორზეა გათვლილი. 

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში საკოორდინაციო შტაბი გახსნეს, რომელიც საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარებას შეუწყობს ხელს. შტაბის გახსნას საქართველოს და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც ესწრებოდნენ.   

მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი Agro Batumi 30 ოქტომბერს გაიხსნება

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მე-5 საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2015” ბათუმში, ყინულის სასახლეში სამ დღეს: 30- 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გაიმართება.  ფესტივალი  კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით გაიმართება.   

თხილის ბიზნესი – პერსპექტივა მაღალმთიანი აჭარისთვის

 

უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის თხილს ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით,  მეოთხე ადგილი უკავია – სპილენძის მადნების, ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების შემდეგ. თხილს გასულ წელსაც იგივე პოზიცია ეკავა. შარშან ექსპორტზე 183 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა, წელს კი [იანვარ-ივნისში] საქართველოდან უკვე 74 მილიონი აშშ დოლარის თხილია ექსპორტირებული.

მარწყვის წარმოებით მეგრული კოოპერატივები დაინტერესდნენ

 

აგროსერვის ცენტრის მარწყვის წარმოებით მეგრული კოოპერატივები დაინტერესდნენ. აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ორგანიზაციის გამოცდილება მარწყვის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებით, მარწყვის მწარმოებელი კოოპერატივების წარმომადგენლებს გააცნო.

მთავრობის ინიციატივით თხილის სექტორის განვითარების პროგრამა დაიწყო

 

  საქართველოს მთავრობის ინციციატივით, თხილის სექტორის განვითარების პროგრამა დაიწყო. პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტო.

HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში

 

 ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ დაიწყო ახალი პროექტის – „HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში“ განხორციელება. პროექტის მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა საქართველოში სასურსათო და ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში არსებული სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საშუალებით.



ბაღი და სანერგე მეურნეობა სახელმწიფოს დახმარებით

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები

სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს პროგრამისთვის – „დანერგე მომავალი”. პროგრამას სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. დაინტერესებულ ფერმერებს, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, სანერგე მეურნეობისა თუ მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისთვის გრანტს სააგენტო თანადაფინანსებით გამოუყოფს. მთიანი აჭარიდან ჯერჯერობით პროგრამაში მონაწილოების მისაღებად არც ერთი განაცხადი არ შესულა. 

1,7 მილიონი ლარი თურქულის საწინააღმდეგოდ

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 მილიონ 709 ათასი ლარი, ხოლო შესასყდი დოზა _1 709 000.

სანერგე მეურნეობის შექმნის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტის – „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის, ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის მიზანია სასოფლო სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა –  მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით. 

ტყის ინვენტარიზაცია აჭარაში – 1,6 მილიონ ლარად ჭიანჭველების ბუდეებიც დაითვლება

 

აჭარაში ტყის ინვენტარიზაციის მიზნით აჭარის სატყეო სააგენტო მაქსიმუმ 1 მილიონ 600 ათას ლარს გადაიხდის. ტყის ინვენტარიზაციის სრულფასოვნად და კვალიფიციურად განხორციელებისათვის გამოყენებული უნდა იქნას 2015 წლის სტერეო აერო ან კოსმოსური სურათები. გადაღება უნდა გახორციელდეს იმ პერიოდში, როდესაც ტყეში ვეგეტაციის პერიოდი მიმდინარეობს (სავარაუდოდ მაისი – ივლისი). კონტრაქტორმა უნდა მოახდინოს ფრინველთა და ჭიანჭველების ბუდეების, ასევე ცხოველთა საბინადრო ადგილების აღირიცხება სანიმუშო ფართობზე.

120 ათასი ლარი კალიების წინააღმდეგ

 

ავიაციის საშუალებით კალიის გავრცელების ადგილებში სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო 120 ათას ლარამდე გადაიხდის. სააგენტო შესყიდვას გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განახორციელებს.

აგროსერვისცენტრი ონლაინკონსულტაციებს იწყებს

 

აგროსერვისცენტრი ფერმერებისთვის ონლაინკონსულტაციებს იწყებს. პირველი ონლაინკონსულტაციის მოსმენა 18 მარტს, დღის 3 საათზე, აგროსერვისცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.  

ხელისუფლება და იმედგაცრუებული ფერმერები

 

 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის დარბაზში,  აგროსესხებთან დაკავშირებით ფერმერებთან დისკუსია გამართეს.

 

ყველაზე მეტი კითხვა დამწყები ფერმერების მხრიდან დაისვა. მათ  აინტერესებთან როგორი იყო ხელისუფლების და ბანკების პოლიტიკა მათ მიმართ, თუმცა, როგორც  არჩილ ხაბაძემ, ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ვერც სახელმწიფო და ვერც ბანკი დამწყებ ბიზნესს ვერ დააფინანსებს.

 

 კითხვები დაისვა სოფლის მეურნეობის სუბსიდირებასთან დაკავშირებითაც. ფერმერების ნაწილი ამბობდა რომ მათ ხელისუფლებისგან სხვა მოლოდინები ჰქონდათ

 <!** Image 1 align="middle" alt="შეხვედრა ფერმერებთან" sub="შეხვედრა ფერმერებთან" width="360" height="360" >

პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება და რძის სეპარატორები ფერმერებს აჭარაში

 

აჭარში წელს 4000 სული ფური ხელოვნურად განაყოფიერდება, ხოლო ფერმერებს 500 ცალი რძის მექანიკური სეპარატორი და 50 ცალი კარაქის დამამზადებელი აპარატი გადაეცემათ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ ღონისძიებებისთვის 310 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

მოტობლოკები და ურიკები 1,6 მილიონად

 

მოტობლოკებისა და მისაბმელი ურიკების შესყიდვაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1,6 მილიონი ღირებულების ტენდერები გამოაცხადა. ტექნიკა ფერმერებს თანადაფინანსებით გადაეცემათ. 

კაკლის, თხილისა და მოცვის ნერგები აგრომეწარმეებს

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მემცენარეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 197 ათასამდე ლარის კაკლის, თხილისა და მოცვის ნერგებს შეისყიდის. შესაბამისი ტენდერები სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. 

ახალი მარწყვი 11 თვის განმავლობაში – კოოპერატივების თანადაფინანსება აჭარაში

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს მრავალწლიანი პროგრამის განხორციელებას, რომლის შედეგადაც მარწყვის წარმოება რეგიონში სეზონურიდან  10-11-თვიან პერიოდზე უნდა გადავიდეს. იგეგმება სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებზე შესაბამისი სათბურების, მარწყვის ჩითილებისა და სამაცივრე დანადგარების გადაცემა, რისთვისაც წელს ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

საქართველოში მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაცია იწყება

 

მიმდინარე წლიდან მსხვილფეხა საქონელს მიენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მის ყურზე მიემაგრებულ საყურე ნიშანზე განთავსდება; თითოეულ პირუტყვზე გაიცემა პასპორტიც. შეიქმნება რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლის და მათი სადგომის შესახებ ინფორმაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ფერმერებს აფრთხილებს

 

აჭარის სოფლის მეურნეობის  მინისტრი, ფერმერებს მოსალოდნელი ყინვების შესახებ აფრთხილებს. მინისტრის განცხადებით,  მიმდინარე წლის 4 -5 ნოემბერს აჭარაში  ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი.  

სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამების ანგარიშს წარმოადგენს

 

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში  2014 წელს პროგრამის ,,ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ქვეპროგრამების მონიტორინგის შედეგებზე პრეზენტაცია გაიმართება.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს,  მუნიციპალიტეტების მიხედვით „ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამების ფარგლებში,  მიმდინარე საანგარიშო პერიოდისათვის განხორციელებული აქტივობების და ღონისძიებების შუალედური შეფასება.

 

პრეზენტაციას დაესწრება მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, სამინისტროს თანამშრომლები, საინფორმაციო–სკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელები, არასამთავრბო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები.

კოოპერატივი, ამერიკული მოცვი და ქართული ეკონომიკა

 

 

ეს ყველაფერი გასულ კვირას სოფელმა ბუთურაულმა გააერთიანა. შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში 3000 კვ/მეტრზე ამერიკული მოცვი ყვავის. ნაკვეთის თავში კი დიდი საინფორმაციო დაფა მიგვანიშნებს, რომ ნაკვეთი სადემონსტრაციოა და მას ადგილობრივ გლეხებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები გულშემატკივრობენ. 

ფერმერებს 360 ცალი მოტობლოკი გადაეცემა

 

დღეს ჩაქვში, აგროტექსერვისის ოფისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო ტექნიკას გადასცემენ. 

Exit mobile version