15 თებერვალს სარფსა და ბათუმში საპროტესტო აქცია და მარში გაიმართება

15 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იმართება საპროტესტო მარში – „ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!“. „დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსული სცენარით ახორციელებს რეპრესიებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამკაცრებს კანონმდებლობას და ცდილობს, ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ მოაქციოს! თუ არ გავაპროტესტებთ, საქართველო გადაიქცევა პუტინის რუსეთის ანალოგიურ დიქტატურად, სადაც: დაპატიმრებები და რეპრესიები გახდება ყოველდღიურობა! სიტყვის …

კვირას ბათუმში ხულოელების პროევროპული მსვლელობა იგეგმება

ხულოელები ბათუმში საპროტესტო მსვლელობას აანონსებენ. პროევროპული მსვლელობა 26 იანვარს, კვირას, 18 საათზე დაიწყება. შეკრების ადგილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ბულვარის მხრიდან. “მსვლელობით უნივერსიტეტიდან “ბათუმელების” ოფისთან გადავინაცვლებთ რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, საბოლოოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივალთ, სადაც უკვე ორი თვეა უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. მსვლელობის მონაწილეები ვუერთდებით ქართველი ხალხის მოთხოვნებს: საქართველოში ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები; …

ბათუმის აქციების მედროშემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც პოლიციამ ორჯერ დააკავა, დღეს, 17 იანვარს, შიმშილობა დაიწყო. თემურ ქათამაძე გუშინ, 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს. ამჯერად პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს. თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს. „ბათუმელები“ მის ადვოკატს …

პოლიცია ბათუმში მოქალაქეებს აქციის გამართვის საშუალებას არ აძლევს, ხელს უშლის ჟურნალისტებსაც

მე-19 დღეა, რაც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დღეს, 16 დეკემბერს, პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობა. ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია საპროტესტო აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლას სთხოვდნენ. პოლიცია არც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს აძლევს მუშაობის საშუალებას და აიძულებს, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ. აქციის მონაწილეების …

„ლექტორებო, თქვენ გახსოვთ სპეცრაზმის მიერ ნაცემი სტუდენტები, გამოდით“ – ბსუ-ს სტუდენტი

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მათე ცენტერაძე ამავე უნივერსიტეტის ლექტორებს მიმართვას და მოუწოდებს, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს. „ბსუ-ს ლექტორებო, თქვენ გახსოვთ 7 ნოემბერი, თქვენ გახსოვთ სპეცრაზმის მიერ ნაცემი სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში, თქვენ გახსოვთ სისტემის მსხვერპლი ორსული გოგონა, რომელსაც გამეტებით სცემეს. დღეს ამის უფლება არავის არ უნდა მივცეთ. ამიტომ, მოუწოდეთ სტუდენტებს, გამოვიდნენ გარეთ, გამოვიდნენ და თქვენთან …

ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია 18:00 საათზე დაიწყება

დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციას მასწავლებლებიც შეუერთდებიან. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. გუშინ საქართველოს 5 ქალაქში მასობრივი პროტესტი მოჰყვა ამ განცხადებას. თბილისში ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუსთაველზე ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. …

„არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში

დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბერს ჩატარებული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები გამოაცხადა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად, შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობს ოპოზიციაც, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი, რომლებიც ამ მოპარული არჩევნების შედეგად გახდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, რა თქმა უნდა, …

18 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“

18 მაისს ბათუმში განახლდება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ახალგაზრდები კვლავ მოუწოდებენ საზოგადოებას გაერთიანებისკენ. „ბათუმი ყოველთვის დგას იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორია იწერება. ჩვენ ერთად, ჩვენი ერთობით ვწერთ ამ ისტორიას. მარტიანელები გელოდებით ხვალ, 18 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსთაველის ქუჩაზე. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საქართველოს ჩვენი ერთობა. მარტიანელებს გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად. ჩვენ უარს …

რუსული საკრუიზო გემის დასაცავად აჭარაში 550 პოლიციელი იყო მობილიზებული

რუსული საკრუიზო გემის დასაცავად ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზებული ჰყავდა როგორც აჭარის, ასევე დამატებით გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები. ბათუმში გემის დასაცავად დამატებით მობილიზებული იყო სულ 550 პოლიციელი. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დამატებით პოლიციელების მობილიზება გამოწვეული იყო „ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო გემის – „ასტორია გრანდეს“ შემოსვლის საწინააღმდეგო, საპროტესტო აქციის გამართვის …

პოლიციელები მიჭერდნენ, ირაკლი დგებუაძე კი მცემდა, წიხლი ჩამარტყა თვალის არეში – გენრი დოლიძე

რუსული გემის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, როგორ იძალადა მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და როგორ აგინა უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით. კიდევ ერთი დაკავებული, ხათუნა ბერიძეც აცხადებს, რომ [ირაკლი] დგებუაძემ მასაც აგინა დედის მისამართით. აქ ნახეთ: ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა გენრი დოლიძე ასევე საუბრობს ერთ-ერთ პოლიციელზე, რომელიც დაკავებულებს ეუბნებოდა, …

23 ადამიანი დააკავეს რუსეთიდან შემოსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე ბათუმში

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 31 ივლისს, ბათუმში 23 ადამიანი დააკავეს რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქციაზე. „ასტორია გრანდე“ უკვე მეორედ შემოვიდა ბათუმის პორტში, გემზე ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. საპროტესტო აქცია გუშინ, საღამოს 12 საათზე იყო დაანონსებული, ამიტომ პოლიციამ გუშინვე გადაკეტა ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორია და პოლიციის გაძლიერებული კორდონი დაახვედრა მოქალაქეებს. პოლიციამ აქციის მონაწილეთა დაკავება ღამით დაიწყო. …

მოქალაქეები ბათუმში რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

დღეს, 27 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან შემოსულ საკრუიზო გემთან საპროტესტო აქცია გაიმართება. „ბათუმელები“ აქციის რამდენიმე ინიციატორს ესაუბრა, ერთ-ერთი თაზო მახარაძეა. მისი თქმით, რუსეთიდან გემი არც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს და არც მანამდე არ უნდა შემოსულიყო საქართველოში, რადგან რუსეთი ოკუპანტია. „ველოდებით ადამიანებს და ვაპირებთ საპროტესტო პერფორმანსს. რა თქმა უნდა, ეს გემი არ უნდა შემოსულიყო …

ევროკომისიის მოთხოვნების შესრულება და სააკაშვილის გათავისუფლება – აქცია ბათუმში

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმში, მთავრობის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. აქციის მოთხოვნები იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება მთავრობის მიერ და პროტესტი, ხელისუფლების რუსული კურსის წინააღმდეგ. „ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას ყოფს და აპირისპირებს. მას უნდა, რომ გაათითოკაცოს და დაქსაქსოს საზოგადოება, მაგრამ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ერთობით და მოქმედებით. ივანიშვილი ანგრევს …

აქცია ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ – ფოტორეპორტაჟი ევროპის მოედნიდან

დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ. მოქალაქეები მოითხოვენ პარლამენტმა უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. საქართველოში …

ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია – საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ძველი ბულვარიც ცენტრალურ ნაწილში, კოლონადებთან ბათუმელებმა,  იმ მაღლივი მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც კომპანია „ამბასადორ ბათუმს“ აქვს დაგეგმილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშვებელია 16-სართულიანი შენობის აგება ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ფაქტობრივად ერთადერთი რეკრეაციული ზონაა ამ ქალაქისთვის. საპროტესტო აქცია საზოგადოება „ბათომის“ ორგანიზებით გაიმართა. ბათუმელი ნატალია ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ბულვარში მაღალი შენობების მშენებლობა დაუშვებელია, …

„მიშა ჩამოდი“ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი – რატომ დატოვა „ლელომ“ აქცია ბათუმში

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დატოვეს „ლელოს“ მომხრეებმა. ამის მიზეზი გახდა აქციაზე გამოტანილი ფურცლები წარწერით – „მიშა ჩამოდი“ და შეძახილები აქციაზე  – „მიშა!“ „მიშა!“ აქციის დასრულების შემდეგ ბათუმში, „ლელოს“ ოფისში ბრიფინგზე აჭარაში „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მოწოდება „მიშა ჩამოდი“ მათთან შეუთანხმებელი და მოულოდნელი იყო. მისი თქმით, „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან …

„დაიცავი შენი ხმა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [LIVE]

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „დაიცავი შენი ხმა“ – ასე ეწოდება აქციას, რომელზეც მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას …

უმუშევრების საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 6 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია იმართება. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები: მძღოლები, მუსიკოსები, კაზინოს თანამშრომლები, თურქეთში დასაქმებული ქალები და სხვა პირები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევარი დარჩნენ, ითხოვენ საბანკო ვალდებულებების უპროცენტოდ გადავადებას, აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას და უმუშევროპის კომპენსაციის შენარჩუნებას. დაგვახრჩო ვალებმა, გაგვეცით პასუხი – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან[LIVE]

„დღეს ჩვენც ლუკა ვართ“ – მოსწავლეების პროტესტი და სოლიდარობა ბათუმში

დღეს, 20 დეკემბერს, საღამოს 18:30 საათზე, ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. „არა სუიციდს!“, „ერთად ლუკასთვის“, „დროა ქუჩაში გამოსვლის“ – ამ და სხვა სლოგანების ფონზე მოსწავლეებმა გააპროტესტეს ძალადობრივი სისტემა, რამაც 15 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“ – ეწერათ მოზარდებს პლაკატზე. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია მათი ხმა ისმოდეს ძალადობის წინააღმდეგ, რადგან მომავალში …

კარავი აჭარის მთავრობის სახლთან – მოქალაქე ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს, ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ნოდარ ბერიძე. მან დღეს, 23 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე სკვერში პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა. ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებებიდან ამ დრომდე არ მიუღიათ დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ნაგავსაყარი საფრთხეს არ შეუქმნის სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას. „სოფლის მოსახლეობა, ვინც 500 მეტრის რადიუსში …

„არა ცათამბჯენებს რივიერაზე!“ – მორიგი საპროტესტო აქცია კვირას გაიმართება

კვირას, 15 სექტემბერს, საზოგადოება „ბათომი“ და, ასევე, ბათუმის მცხოვრებთა ერთი ნაწილი რივიერას ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. აქცია – „არა ცათამბჯენებს რივიერაზე!“, „არა ბათუმის ჩაბეტონებას!“ –  მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, „ვარდების სკვერში“, 17:00 საათზე დაიწყება. აქტივისტების განცხადებით, ბათუმი არ დათმობს საკუთარ ისტორიას და იდენტობას. ისინი მოითხოვენ შეჩერდეს პროექტი, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას …

6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები კლინიკის წინ აქციას მართავენ

დღეს, 4 აპრილს, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრთან 6 წლის საბა კიწმარიშვილის მშობლები და ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი ბავშვის გარდაცვალების მიზეზად არასწორ მკურნალობას ასახელებენ. გარდაცვლილი ბავშვის დედა თამარ ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი 2018 წლის 25 დეკემბერს მაღალი ტემპერატურით მიიყვანეს აღნიშნულ საავადმყოფოში, სადაც, მისივე თქმით, 31 დეკემბრამდე ბავშვს დიაგნოზი …

საპროტესტო აქცია ბათუმში მუშების დაღუპვის გამო

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის ევროპის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში დაღუპული მუშების გამო საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შექმნას ეფექტური მექანიზმი, რომელიც დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას. მარიამ მუთიძე, სამოქალაქო აქტივისტი: „დღევანდელი აქციის გზავნილია, გვქონდეს ისეთი შრომითი კოდექსი, რომელიც იქნება ადამიანის უსაფრთხოების გარანტი. შეთანხმებული მოქმედება მთავრობასა და ბიზნესს შორის, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე გადის, უნდა დამთავრდეს და …

ბათუმში ევროპის მოედანზე მუშების დაღუპვის გამო აქცია გაიმართება

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გუშინ თბილისში დაღუპული მუშების – დათო აბესაძისა და ედვარდ ვარიშოვის პატივსაცემად აქცია გაიმართება. აქცია სამოქალაქო აქტივისტების მიერ იმართება, რომლის მიზანი დაღუპული მუშების სახელით, შრომის უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრების მოთხოვნაა. საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება. გუშინ, 31 მარტს, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის II და III კორპუსებს შორის მიწა ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწამ ორი მუშა მოიყოლა, მათი …

ბათუმში ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

ამ წუთებში [15:30] ბათუმში, „ვარდების სკვერში“, იმ მოქალაქეების საპროტესტო აქცია იმართება, რომლებიც ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან. ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების განმარტებების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი ქიმიური ტერმინალის ფუნქციონირებაში საფრთხეებს ხედავს. მათი აზრით, ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გადაზიდვაც დახურული წესით უნდა მოხდეს, მაინც გამოიწვევს ჯანრთელობისთვის საშიში გარემოს შექმნას ქალაქის მცხოვრებლებისთვის. „ჩვენთვის ის განმარტებები, …

ფოტორეპორტაჟი საპროტესტო მსვლელობიდან, რომელიც ბათუმში სამი ახალგაზრდის დაკავებას მოჰყვა

დღეს, 12 მაისს, ბათუმში, „ევროპის მოედანზე“, ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გუშინ თბილისში, ღამის კლუბებში სპეცრაზმელების შეჭრას და ახალგაზრდებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებდნენ. აქცია ნახევარი საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

„ეს არის აქცია ძალადობის წინააღმდეგ და არა ნარკოტიკების პროპაგანდა“

„დღევანდელ აქციაზე ჩვენ გვინდოდა იმის თქმა, რომ პოლიციის ქმედება არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში, დაკავებაში. დღეს, 11:00 საათზე, ჩვენ შევიკრიბებით კლუბ „ბაქანში“, რომ ყველას ვაჩვენოთ, ეს არის ძალადობის საწინააღმდეგო აქცია და არა ნარკოტიკების პროპაგანდა. ცეკვით, ერთად ყოფნით ვაჩვენოთ ყველას, რომ კლუბური ცხოვრება არ არის ნარკოტიკების პროპაგანდა“ – ამბობს ზურა აბზიანიძე, ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე. დღეს, …

ბათუმში პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა [ფოტო, ვიდეო]

მემედ აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობის დროს, პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა. ესენი არიან მარიამ ბეჟანიშვილი, კობა სურმანიძე და გიორგი ბოლქვაძე. აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით სკანდირებენ – „მოძალადეები“. „სისტემა უნდა დაინგრეს“, „სიჩუმე დანაშაულია“, – გაიძახიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. ასევე ისმის შეძახილები: „ძირს მოძალადე პოლიცია“. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ჩანს როგორ აკავებენ აქციის მონაწილეებს: საპროტესტო აქცია „ევროპის მოედანზე“ …

უსინათლოები „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წინააღმდეგ

დღეს, 17 ივლისს, აჭარაში მცხოვრები უსინათლოები უსინათლოთა კავშირის წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.  ისინი უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონების უსინათლოებისთვის გადაცემას და ამ ქონებით მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციის „უსინათლოთა ხმას“ ხელმძღვანელის ალექსანდრე წეველიძის თქმით, უსინათლოთა მოთხოვნებს კავშირის ხელმძღვანელობა გულგრილად ეკიდება. „ჩვენ კავშირის ხელმძღვანელს მივმართეთ წერილობით და ჩვენს მოთხოვნებზე კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება მოვთხოვეთ, თუმცა მათი …

შს მინისტრი: აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ აჭარის პოლიციაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ მინისტრმა „იმედთან” ჩართვისას განაცხადა. მინისტრი არ ადასტურებს ბათუმში გამართული აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციელები ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ მოქალაქეების მიმართ: „ზედაპირულად ეს სიტუაცია უკვე გავიარე, მაგრამ დეტალურად გავერკვევი ყველა იმ ნიუანსში და პრეტენზიაში, …

არმაზ ახვლედიანი: არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს აწყობდათ ეს აქცია

11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ „ბათუმელები“ პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა. ბატონო არმაზ, ხედავთ თუ არა გარკვეულ ძალებს ამ აქციის უკან? დღეს გაკეთდა განცხადებები, სადაც მთავრობა მიუთითებს “ნაციონალური მოძრაობის“ როლზე, რომელმაც გუშინ სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს, თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების ეს მითითება? სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა საქართველოში, რომ ხელისუფლება  მის საწინააღმდეგოდ მიმართულ ნებისმიერ მკვეთრ ქმედებას აბრალებს …

აქცია შეწყდა – პოლიცია აქციის მონაწილეებს ეძებს, მერია ქუჩას ასუფთავებს

აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან დასრულდა. სპეცრაზმი სხვადასხვა უბანში გადანაწილდა, პოლიცია აქციის მონაწილეებს ეძებს, რომელთაც 11 მარტს ღამით და 12 მარტს, გამთენიისას დაარბიეს პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია, დააზიანეს შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, ბორდიურები, ფილაქანი, დაწვეს პოლიციის და სამოქალაქო პირთა მანქანები. ამ დროისათვის აქციის ადგილას მობილიზებულია ბათუმის სახანძრო სამსახური, სპეცტექნიკა და სანდასუფთავების თანამშომლები, რომლებიც ქუჩას ასუფთავებენ. ადგილზე …

ბათუმში აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა

ამ წუთებში ბათუმში, პოლიციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა. ისმის სროლის ხმა. სპეცრაზმთან ერთად, გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანებიც. სპეცრაზმი გამაფრთხილებელ ნიშანს აძლევს აქციის მონაწილეებს დასაშლელად. აქცია პოლიციის შენობასთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს მიმდებარე ტერიტორია, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და კერძო პირების ავტომანქანებს, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა. ამ წუთებში უკვე …

უმაღლესი საბჭოს წევრს სახეში ქვა მოხვდა

„უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა აუცილებლად საოპერაციოა, რადგან ძალიან დიდი ქვა მოხვდა სახეში, საფეთქლის ქვემოთ, რენტგენი გადაუღეს და სახის ძვალი აქვს გახეტილი. სხვა დაშავებული იყვნენ საავადმყოფოში, ძირითადად პოლიციელები არიან“-გვეუბნება სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრის, დავით ბაციკაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ დამტვრეულია ირაკლი ჭეიშვილის და ცოტნე ანანიძის …

„ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან ბათუმი ასე ისტერიულად არ ავლენს თავს“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ამბობს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქცია პროვოკაციას ჰგავს: „ეს არის ტიპიური პროვოკაცია. შეიძლება იყო რამდენიმე გულწრფელი ადამიანი, რომელიც მართლა რაღაცის გამო იყო აღშფოთებული, მაგრამ რა სახეც მიიღო შემდეგ ამან, ეს არის ტიპიური პროვოკაცია. 90-იან წლებში მოხდა მსგავსი ფაქტი, როცა შს სამინისტრო დაარბიეს გოგებაშვილის ქუჩაზე, მაშინაც იყო იგივე მოტივები, კუთხურობაზე …

„პლაზასთან“ დაკავებული მოქალაქე გათავისუფლების შემდეგ დეტალებზე საუბრობს

ჯიმი ვარშანიძემ, რომლის დაჯარიმებაც ბათუმში, 11 მარტს განვითარებული მოვლენების გაცხადებული მიზეზი გახდა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში პოლიციის მიერ მის დაკავებაზე ისაუბრა: „მოვდიოდით მე და მამაჩემი სასაფლაოდან, გავაჩერე პლაზას წინ, „ირინას აფთიაქში“ ავდიოდი და ავარიული ჩართული მქონდა, ძრავა არ მქონდა გათიშული და რომ დავბრუნდი, უკან მომადგა პატრულის მანქანა. ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე რომ გავეშვი. როცა …

Exit mobile version