თბილისი და მოსკოვი ერთ ენაზე საუბრობენ მეორე ფრონტის თემაზე – სალომე ზურაბიშვილი

„ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს,“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 მარტს, პარლამენტში გამოსვლის დროს. „რაც არ უნდა ეცადოთ და …

საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი – პრეზიდენტი უკრაინის ომის წლისთავზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ორბელიანის რეზიდენციაში გაიმართა უკრაინისადმი სოლიდარობის ღონისძიება. რეზიდენციაში სტუმრებს შორის იყვნენ უცხო ქვეყნის ელჩები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას და მწუხარება გამოხატა საქართველოს მთავრობის ქცევაზე. „ამ მოცემულობაში არ შემიძლია არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ …

ზურაბიშვილი მხატვრის დევნას ეხმაურება: „სხვა ეპოქას გვახსენებს“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეხმაურება მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ ქურდობის მუხლით გამოძიების დაწყებას. „20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს, ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს“, – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე სალომე ზურაბიშვილი. საუბარია 4 თებერვალს მომხდარზე, როცა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის …

ანსამბლი „ბერმუხა“ ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბერმუხას“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. „დღევანდელ დღეს, როცა ძალიან ბევრი საუბარია ევროპაზე, ზოგიერთს რაღაცნაირად წინააღმდეგობაში მოჰყავთ ტრადიციები და ევროპა – ვითომც, თუ ევროპაში შევალთ, ამ ტრადიციებს დავკარგავთ. ეს პირიქითაა! ჩვენი ადგილი მრავალფეროვან …

რა წერია მთავრობის სარჩელში, რომლითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში უჩივლა

„საპარლამენტო მმართველობის სისტემაში სახელმწიფოს მეთაურის სტატუსისა და უფლებამოსილებების განმსაზღვრელ კონსტიტუციურ ნორმებს ახასიათებს სიმბოლიზმის მაღალი ხარისხი,“ – სარჩელშიც საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვა პრეზიდენტის უფლებამოსილებების სიმბოლურ ხასიათს, რაზეც „ქართული ოცნება“ 14 მარტს საუბრობდა, მაშინ მმართველ პოლიტიკურ ძალას პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში არ მოეწონა და კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უკვე უჩივლა საკონსტიტუციო სასამართლოში. პლენუმმა …

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მან ხარაგაულის ოფიციალური გვერდიდან პრეზიდენტი დაწყევლა

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქპოსტზე ხარაგაულის საკრებულოს ოფიციალური გვერდიდან დაწერილი შეურაცხმყოფელი ტექსტის ავტორი თვითონ არის. „შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალე და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე. დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე, შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე, ყოველ შენს გამოსვლაზე, სისულელეებს აბრეხვებ, დაოკდი რა… ოცნებას და ბიძინას დილა …

მთავრობის მიერ გაფუჭებული საქმეები – რა შეეძლო პრეზიდენტს და არ გააკეთა

„ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე. ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მთავრობამ მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯები, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული და რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეზოლუციაში. სალომე ზურაბიშვილმა ჩამოთვალა კონკრეტული საკითხები, რომლებიც, მისი აზრით, აზიანებს ქვეყნის მომავალს ევროინტეგრაციის გზაზე და „ქართული ოცნება“ ამას შეგნებულად …

„არ უნდა გადავყვეთ ივანიშვილს“ – პრეზიდენტს მთავრობამ ევროპაში ვიზიტები შეუჩერა

„მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 10 ივნისს, მან განაცხადა, რომ ბრიუსელში იმყოფება და საქართველოს მთავრობამ მას ოფიციალური ვიზიტის გაგრძელებაზე უარი უთხრა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას საშუალება არ მისცეს დაიცვას საქართველოს პოზიცია ევროკავშირის კანდიდატის …

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტს იწყებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. „ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი,  პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები“, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში. …

რომ არა უკრაინა, ეს დღე ასე მალე არ დადგებოდა – ზურაბიშვილი ევროკავშირის კითხვარზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 11 აპრილს, საქართველოსთვის გადმოცემულ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რომ არა უკრაინა, ეს დღე ასე მალე არ დადგებოდა. „დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდებოდით რამდენიმე წელი. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას, ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ, ცხადია, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, მაგრამ კიდევ უფრო …

ქალი, რომელიც 9 აპრილს მღეროდა, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ სითბოსთის. მე ყოველთვის ვგრძნობ ადამიანებისგან გაგებულ სითბოს, სიყვარულს… ვეცდები ეს ჯილდო ვატარო ღირსეულად, ვიყო ისეთი შვილი, როგორსაც იმსახურებს ეს დალოცვილი, მადლიანი ქვეყანა, “ – უთხრა დღეს, 9 აპრილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა ლელა ვეფხვაძემ, ქალმა, რომელმაც 9 აპრილი ყველას დაამახსოვრა სიმღერით „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…“ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, …

9 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულ პირებს შორის 6 უკრაინის მოქალაქეა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა 7 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

ზურაბიშვილი ტვიტერზე „რენოს“ საქართველოში ეპატიჟება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ ავტომწარმოებელ კორპორაცია „რენოს“, რომელმაც რუსეთში შეაჩერა საქმიანობა, საქართველოში ეპატიჟება. ზურაბიშვილმა ტვიტერზე „რენოს“ განცხადება გაავრცელა რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ და კომპანია საქართველოში მოიწვია. Renault is welcome in Georgia https://t.co/xaQkJTbAIf — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 24, 2022 ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს პრეზიდენტი კომპანიას, რომელმაც რუსული ბაზარზე  საქმიანობა შეაჩერა, საქართველოში ეპატიჟება. „რენოს“ …

„ზურაბიშვილი ოცნების გუნდის წევრი არც ყოფილა“ – „ოცნების“ დეპუტატები ბათუმში

„პრემიერმა განმარტა“ – გვიპასუხეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, რომლებსაც ვკითხეთ, რამდენად სამართლიანი იყო მათთვის კრიტიკა ამჯერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ცილისწამებაა სინამდვილეში. დღეს, 15 მარტს, პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია“ – ეს შეფასება უკვე დადო ორგანიზაცია IDFI-მ და თავის …

ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ისტორია გვკარნახობს – პრეზიდენტი

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. მან მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც  თავიანთი ქმედებებით სცოდავენ. „დღეს კი ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც, სცოდავს ქვეყნის წინაშე. უმრავლესობა თანხმობის ძიების მაგივრად ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, …

სალომე ზურაბიშვილი მთავრობას: საზოგადოება თქვენზე ფხიზელი და მამაცია

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მოხსენებით მიმართავს. „ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება, რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, ონკოლოგიური საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც  ერთმორწმუნე ერის ეკლესიები, მოხუცთა და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების თავგანწირული ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოსა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობას და გვერდში დგომას იწვევს. …

მე ვარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა

„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით,“ – მიმართა დღეს, 4 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში, სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას. „ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის, ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით …

მხარდაჭერა არა დროშების გადმოფენა, არამედ მკაფიო განცხადებებია – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც სამინისტრო უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების შესახებ წერს. განცხადებაში სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლეზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გამოფენაც არის მოხსენიებული, პრეზიდენტის სხვა აქტივობაზე კი არაფერი წერია. სამინისტროს ეს პოსტი საკუთარ გვერდზე გააზიარა სალომე ზურაბიშვილმა მინაწერით:  „საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის …

„დავსახეთ პრიორიტეტები, რაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ“ – მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

„ჩვენ საქართველოს პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. იცით, რომ ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ევროსაბჭოს აქვს ძალიან ცხადი, მტკიცე და ერთიანი პოზიცია. დარწმუნებულები ვართ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვისაც. ჩვენ ვართ პარტნიორები და თანამშრომლობა გვაკავშირებს ერთმანეთთან“, – განაცხადა დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში, სალომე ზურაბიშვილთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასასრულს. სამუშაო შეხვედრაზე მიშელმა ზურაბიშვილი სპეციალურად მიიწვია …

ახალი პერსპექტივა იქმნება უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ – ზურაბიშვილი

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ისაუბრა ბრიუსელიდან: „დღეს მსოფლიო მოვლენების ცენტრში უკრაინა და იქ განვითარებული მოვლენებია, ასევე სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მიმდინარე მოვლენები და ახალი გარემოება ამ ქვეყნის ახალ პერსპექტივას განაპირობებს მომავალში, მაგრამ ამისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ყველანი” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა  რამდენიმე …

„პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. “ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული სოლიდარობა უკრაინისადმი. უკრაინისთვის და სრულიად ევროპისათვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდითაა”. Talked with President @ZelenskyyUa and reiterated Georgia’s full solidarity with the people …

ქართველი ერი შოკირებულია, დიდება უკრაინას – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა twitter-ზე რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა. „ქართველი ხალხი შოკირებულია რუსეთის აგრესიის გამო უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ. დიდება უკრაინას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში. ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს მთავრობას. ომის დაწყებას ტვიტერზე …

რატომ უხდის მადლობას მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს

„მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის,“ – წერს ფეისბუქში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს აღარ უბრუნებს. „საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას …

ზურაბიშვილის პასუხი სააკაშვილის განცხადებაზე – სადაა გარანტია, რომ არ წაგიყენებენ ბრალს

„უადგილო, მიუღებელი, ანაქრონული და უშედეგო,“ – ასე აფასებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მე-3 პრეზიდენტის ღია წერილს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ მასაც შეიძლება წაუყენონ ბრალი. დღეს, 21 თებერვალს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ, გააჟღერა პრეზიდენტის პოზიცია სააკაშვილის წერილზე. „ასევე, ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე უსამართლო ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?! …

ზელენსკიმ ქართულ ენაზე გადაუხადა მადლობა ტვიტერზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ქართულად ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერას უკრაინისადმი და მას მადლობას უხდის. „მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერისა და უკრაინასთან ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას!“ — წერს ზელენსკი ტვიტერზე. მადლობელი ვარ 🇬🇪 პრეზიდენტის @Zourabichvili_S მხარდაჭერისა და 🇺🇦 ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად …

იმ კადრების გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია – ზურაბიშვილი სააკაშვილზე

დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. „ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა, დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაკავება …

„იმედი მაქვს, პოლარიზაცია დასრულდება“ – პრეზიდენტის კომენტარი ხმის მიცემის შემდეგ

ავტორი: ევა ართმელაძე  დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ხმა მისცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. „მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ წინა საარჩევნო პერიოდში, დასრულდება, იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს. თუ არა – ხეირობს მხოლოდ ერთი, ჩვენი მეზობელი“ –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან. მან აღნიშნა, რომ ხმა …

არა და არასოდეს – პრეზიდენტის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  დღეს, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. „ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება. არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. …

ჩვენ არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში – სალომე ზურაბიშვილი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს ბათუმის სამიტის დეკლარაციას. ხელმოწერის ცერემონია დღეს, 19 ივლისს, პეტრას ციხეზე გაიმართა. დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამი ქვეყნის შეთანხმების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რატომ მოეწერე შეთანხმებას ხელი პეტრას ციხეზე: „იმ ადგილას, სადაც იმართებოდა ბრძოლები, ახლა, თქვენი აქ ყოფნის შედეგად, პეტრას ციხე გახდა …

3 ქვეყნის პრეზიდენტი ბათუმში – საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც 3 ქვეყნის პრეზიდენტი ესწრება – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობაა. მეორე პანელზე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების …

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა დღეს, 19 ივლისს გაიმართა. დღესვე დაგეგმილია შარლ მიშელის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” დასასწრებად. საერთაშორისო კონფერენციას ასევე დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი …

პრეზიდენტს იმ 6 ტაძარს ახსენებენ, რომლებსაც საპატრიარქო კათოლიკეებს არ უბრუნებს

„საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდობის ცენტრმა“ ქვეყნის პრეზიდენტს 18 ივნისს მიმართა და ქართველი კათოლიკე ახალგაზრდების სახელით სალომე ზურაბიშვილს შეახსენა იმ „6 ტაძარის შესახებ, რომლებსაც საპატრიარქო დღემდე არ უბრუნებს კათოლიკეებს“. კათოლიკე ახალგაზრდების სახელით გავრცელებულ წერილში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ პრეზიდენტს არასდროს გახსენებია ქვეყანაში მცხოვრები კათოლიკეები. „ბათუმელები“ დაუკავშირდა წერილის ავტორებს და ჰკითხა,  გამოეხმაურა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის …

პრეზიდენტი რურუას შეწყალებაზე: მზად ვარ მივიღო სკანდალური გადაწყვეტილება

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყევტილებას ვღებულობ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა უნდა გაუხსნას იმას, რომ ყოველგავრი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს,“ – განაცხადა დღეს, 19 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების საკითხზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების აქტს მას …

დამნაშავე უნდა დაისაჯოს – პრეზიდენტი 14 წლის გოგოს ტრაგიკულ გარდაცვალებაზე

„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად, ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა! დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“- განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა. პოლიციამ 14 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23 წლის ნ.ტ …

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის არჩევა შესთავაზა აჭარის უმაღლეს საბჭოს. განკარგულება პრეზიდენტმა დღეს, 23 დეკემბერს, გამოსცა. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა უყაროს კენჭი. თუ პრეზიდენტის კანდიდატს ზედიზედ ორჯერ უმაღლესი საბჭო მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტს ამ ორგანოს დათხოვნის უფლება აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევასთან ერთად უმაღლესმა საბჭომ უნდა …

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესარჩევად „გაერთიანებულ ოპოზიციას“ არ შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს თორნიკე რიჟვაძეს, გუშინ კი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ „ქართულ ოცნებას“ შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძეს აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებზე ესაუბრა. გუშინდელ შეხვედრაზე კი, სალომე ზურაბიშვილს დავით გაბაიძემ უთხრა, რომ თორნიკე რიჟვაძე მისი რჩეულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. აჭარის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტმა კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში …

Exit mobile version