„გაუნათლებელი საზოგადოება, მონების საზოგადოებაა“- სალომე ზურაბიშვილი „ოცნების რეფორმაზე“

დღეს, 31 იანვარს, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე დისკუსია გაიმართა სლოგანით – „დაიცავი განათლება“, სადაც განათლების ექსპერტებმა ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რასაც „ქართული ოცნება“ ე.წ რეფორმით უქმნის უნივერსიტეტებს. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული „რეფორმა“ რუსეთში დაიწერა და ის მიმართული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. „ყველამ ვიცით სად და როგორ დაიწერა ეს „რეფორმა“ …

„მზია საქართველოს მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია“ – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

დღეს, 14 ოქტომბერს, ბრიუსელში ევროპარლამენტში მიმდინარეობს კონფერენცია – „თავისუფლება ციხის კედლებს მიღმა: სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერ მოძრაობას“. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა ვიდეომიმართვით: „დღეს მსურს გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები მზია ამაღლობელზე – ქალზე, რომელიც იმ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რომელიც დღეს საქართველოში დიქტატურის, რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მზია …

ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ ტერორი საქართველოში უკვე ახალ სიმაღლეებს აღწევს. „მმართველმა პარტიამ წარმოადგინა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, მათ წევრებს კი სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასაც უკრძალავს. ქუჩის დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ზომები კი სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდება“ – წერს სალომე ზურაბიშვილი. უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით …

სალომე ზურაბიშვილი – „ეს ფარსი მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული“

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროვოკაციას უწოდებს თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან რომელიმე ადმინისტრაციული შენობის დაკავების მცდელობას. „არანაირი სადღაც შევარდნა, გამოვარდნა, რაც ახლა ტარდება, არ შეიძლება რომ არსებობდეს, თუ ეს არ არის პროვოკაცია. მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, არაფერში არავინ არ მკითხა, გამოვედი სასახლიდან, რამეთუ ლეგიტიმურ პრეზიდენტს არ სჭირდება შენობა, მას სჭირდება ხალხის ლეგიტიმაცია,“ – …

„თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის“ – ზურაბიშვილი მაია სანდუს ულოცავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს, რომლის პროევროპულმა პარტიამ არჩევნებზე, წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების 50.14% მიიღო. „ბრავო! თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. პროევროპული საქართველო თქვენ გვერდით დგას და მისი წინააღმდეგობა რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ურყევია“ – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. …

„კანონის დარღვევას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება?“ – სალომე ზურაბიშვილი ჩიმაევზე

„წარმოუდგენელი უტიფრობა! და ასეთ აშკარა კანონის დარღვევას და ტირაჟირებას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება და მართვის უფლების ჩამორთმევა? თუ კადიროვობა ინდულგენციაა!“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს UFC-ის ჩემპიონი,  წარმოშობით ჩეჩენი ხამზატ ჩიმაევი. ამ კადრების მიხედვით ის საქართველოში ავტომანქანით გადაჭარბებული სისწრაფით გადაადგილდება. UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი საქართველოში რამდენიმე დღის …

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიაზე – „აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან“

10 სექტემბერს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ — ასე ეწოდებოდა სხდომას, რომელზეც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელ თინა ხიდაშელსა და ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარ, ლუკ კოფის მოუსმინეს. „ბათუმელები“ გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტს, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა:  „უნდა გავიხსენო, რომ 100 წლის წინ, კონგრესის …

„კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სინდისის 8 პატიმრის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. „კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი დღეს: 8 პროევროპული მომიტინგე დღეს დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის გაჩუმების აშკარა მცდელობაა. ეს არის სახელმწიფოს მიერ მართული რეპრესიები, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 2 …

„ჩვენ წინ იწერება სისტემური სიცრუის ქრონიკა“ – ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

დღეს, 1-ელ აგვისტოს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება. სალომე ზურაბიშვილი სასამართლო სხდომიდან ფეისბუქზე წერს, რომ ამ პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ბრალდების და ბრალდებების სრული კოლაფსი“. „ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ასაბუთებს ადვოკატი, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება“, ურთიერთსაწინააღმდეგო, …

“თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება ამ უსამართლობაში მონაწილე ყველა ადამიანის განაჩენი” – ზურაბიშვილი

დღეს, პირველ აგვისტოს, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. სასამართლო დარბაზში შესვლამდე, მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. “მთავარი რამ, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება განაჩენი არა მზიასი,  არამედ იქნება განაჩენი ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობს/მონაწილეობდა პირველი დღიდან ამ უსამართლობაში და რომელიც პასუხისმგებელი იქნება …

„ეს დღე ყველას ლუსტრაცია იქნება“ – სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის ბოლო პროცესზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს, რომელიც პირველ აგვისტოს გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი დღე. „ბათუმელები“ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „1 აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი. იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ. იმაზე, თუ როგორ …

სალომე ზურაბიშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დააჯარიმეს 5 000 ლარით. „აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე. იგი ჯარიმის ქვითარს აზიარებს, რომელზეც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაჯარიმებულია 5 000 ლარით, 2025 წლის 3 მარტს რუსთაველის გამზირზე „შეკრებისა და მანიფესტაციების“ კანონის დარღვევისთვის. …

თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება, რომელიც დღეს, 30 მაისს მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ზურაბიშვილის აზრით, დგებუაძის ლოყის გაწითლებაზე ამდენი მსჯელობა ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. „ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: „პოლიციელ“ დგებუაძის სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა. საკუთარი ოჯახისა და გვარის …

სალომე ზურაბიშვილი: 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა რუსიფიკაციას

დღეს, 6 მაისს, ბრიფინგი გამართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი გამოეხმაურა „მეგობარი აქტის“ მიღებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და საქართველოში მიმდინარე უახლეს ამბებს. „წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც ქვეყანაშია. ეს თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა ოფიციალურ დოკუმენტში. ეს არის სურათი ჩვენი დღევანდელი ქვეყნის და კიდევ უფრო …

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ მის სახლთან სროლა იყო – „ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 3 მაისს, გამთენიისას, მის სახლთან დაპირისპირება და სროლა იყო. „სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია… ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრების წინ სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4:20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემ სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი …

„მზია ამაღლობელის საკითხიც დგას წინა პლანზე“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ უცხოეთში წერილი დააგზავნა, სადაც ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნებია გაჟღერებული. მათ შორისაა: არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება, საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება და ახალი არჩევნების მოთხოვნა. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დღეს, 24 აპრილს განაცხადა ბრიფინგზე. „ასევე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პატიმრების გათავისუფლება. ეს უკვე დიდხანს გრძელდება. მიუღებელია, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ კიდევ ვთვლით ჩვენს თავს …

რეჟიმის მიზანია ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 23 აპრილს, ბრიფინგზე განაცხადა. „ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი – ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ და ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული. მაგრამ მთავარი რაც არის – ეს …

სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება მზია ამაღლობელის 100-დღიან უკანონო პატიმრობას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის 100-დღიან უკანონო პატიმრობას პლატფორმა X-ზე ეხმიანება. „100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო დაპატიმრებიდან. ის თავისუფალი პრესის სიმბოლოდ იქცა იმ პირობებში, როცა რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება“ – წერს ზურაბიშვილი. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის …

სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 26 მარტს, ლატვიის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს შეხვდა. „ძალიან სასიამოვნოა საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან შეხვედრა რიგის სასახლეში. კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ“ – დაწერა რინკევიჩმა X-ზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, დღესვე უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართება ლატვიის სეიმის სპიკერთან, სეიმის …

ზურაბიშვილმა ლიეტუვაში სინდისის პატიმრებსა და მზია ამაღლობელის საქმეზე ისაუბრა

დღეს, 25 მარტს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილმა გამოსვლისას ისაუბრა სინდისის პატიმრებზე, მათ შორის, მზია ამაღლობელის საქმეზე. „ჩვენ დღეს ვართ ერი რეპრესიების ქვეშ. ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მიჰყავთ პოლიციაში და მათ გაყალბებულ ბრალდებებს უყენებენ. ახლა, როცა აქ ვდგავარ, საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანის [ანდრო ჭიჭინაძის და სხვა დაკავებულების] სასამართლო …

„ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები. მადლობა მზია“ – სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელზე

„მინდა განსაკუთრებულად მივმართო მზია ამაღლობელს, მას ვუთხრა დიდი მადლობა, იმისთვის რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც დღეს გააკეთა, როცა შეწყვიტა შიმშილობა. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები, ჩვენ გვჭირდება მაგარი პიროვნებები ცოცხალი. არ გვჭირდება მსხვერპლი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა, ეს შემართება გაიტანა საზღვრებს მიღმა. ძალიან ბევრი ადამიანი მას …

„მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ – სალომე ზურაბიშვილი

„მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ – ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე. დღეს, 18 თებერვალს, შიმშილობის 38-ე დღეს, მზია ამაღლობელმა კვების აღდგენა გადაწყვიტა. მისი წერილი „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო საზოგადოებას. „ბათუში, ოცნების …

„არ არსებობს მაგალითი, როცა სრულად იზოლირებულმა რეჟიმმა გააგრძელა თავისი მმართველობა“- ზურაბიშვილი

„დღეს საქართველოში დასრულდა პოლიტიკური ცხოვრება, რამეთუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი თავისთავად აღარ არის პოლიტიკური სივრცე, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება დაცული აღარ არის, არც გამოთქმის უფლება, არც შეკრების უფლება აღარ არის დაცული და ჩვენ ამას ვხედავთ,“ – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 5 თებერვალს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის წევრი …

მზია ამაღლობელია დღეს საქართველო – სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში ახალგაზრდებს მიმართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმისსახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ ახალგაზრდებთან მივიდა. მან ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა: „ბათუმელებო თქვენთან ვარ იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სოლიდარობა და პატივისცემა. ბათუმში იმიტომ, რომ აქედან დაიწყო ერთგვარად პროტესტი. თქვენ ხართ წყარო ამ პროტესტის, ვინც დღემდე მოდის და ძალიან რთულ პირობებში. მე მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, …

„მზია ამაღლობელი არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე რეპრესიების წინაშე“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება მზია ამაღლობლის საქმეს. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, უკვე 18 დღეა შიმშილობს ციხეში პროტესტის ნიშნად. იგი მხოლოდ წყალს იღებს. „გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი. ის არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე რეპრესიების წინაშე, რომელიც ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას საქართველო რუსეთში გადაათრიოს“ – წერს სალომე ზურაბიშვილი …

ზურაბიშვილი: მზია ამაღლობელს ვერ დააშინებენ, ის ძალიან ძლიერია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. როგორც ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის ორგანიზებულ დისკუსიაში Fire Side Chat განაცხადა, მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება მიმართავს სისხლის სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ კოდექსს, მოსახლეობის დაშინებაა. „[მზია ამაღლობელის] პატიმრობა სიგიჟეა. ეს შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელი. ისინი უმეტეს შემთხვევაში არ იყენებენ ადმინისტრაციულ …

მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, ის ყველას მოუწოდებს, არ დანებდნენ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება”ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წერილს, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. “მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა და შეურაცხყოფილმა ქალმა ჟურნალისტმა, “ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ის ყველას მოუწოდებს, არ დათმონ, არ დანებდნენ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. მზია ამაღლობელი დღეს გავრცელებულ წერილში წერს, რომ მისი დაკავება რეპრესიული და ძალადობრივი …

„არ არსებობს ორი მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება“ – ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 11 იანვარს, სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში იმყოფება. ზუგდიდის ცენტრში, სადაც საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, მან მოსახლეობას მიმართა. „მოხარული ვარ, რომ ზუგდიდში იწყება, ასე ვთქვათ, ჩემი რეგიონული ტური. ეს ჩემთვის არის დიდი ბედნიერება და ეს არის ძალიან სწორი, ჩემი აზრით. ზუგდიდი არის ის ადგილი ბოლოს და ბოლოს, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან. …

„მონობა ცუდად მთავრდება“ – ზურაბიშვილი მოსამართლეზე, რომელმაც 11 პირი პატიმრობაში დატოვა

„ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა, იცოდეთ, ცუდად თავდება! კაფკა როგორც ჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ“ – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი, დღეს 10 იანვარს, მოსამართლე ჯაჭვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 …

ბრძოლა გაგრძელდება, სანამ საქართველო არ მიაღწევს ახალ არჩევნებს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოში ბრძოლა დემოკრატიისთვის გაგრძელდება ახალ არჩევნებამდე. „კვლავაც ერთგულად ვემსახურები ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ამჯერად ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს ორბელიანის საპრეზიდენტო სასახლის სულისკვეთებას. ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება და გაგრძელდება მტკიცედ, სანამ საქართველო არ მიაღწევს ახალ არჩევნებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პირველი …

„ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო… ესეც ვერ გათვალეთ“ – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ვერ გათვალეს მათ, ვისაც საპროტესტო მუხტის განელების იმედი ჰქონდათ და საკუთარი ხალხის ხასიათის გაუთვალისწინებლობა, არავის ეპატიება. „ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო… ესეც ვერ გათვალეთ! ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები …

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს დატოვებს

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეს ტოვებს და ოპოზიციაში გადადის. პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება დღეს, 29 იანვარს გააკეთა ორბელიანების სასახლის ეზოში. დღეს საქართველოში არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იმართება. სალომე ზურაბიშვილმა ამ ინაუგურაციას პაროდია და არალეგიტიმური პროცესი უწოდა. „იქით არის სიცარიელე, აქ საზოგადოებაა. იქით ჩაკეტილები არიან და ჩვენ ვართ გარეთ, რადგან არაფრის გვეშინია, …

„ზურაბიშვილს ვერ დააკავებენ, ვერ წავლენ ამაზე“ – ინტერვიუ თამარ ჩუგოშვილთან

„ჩემმა ბებია-ბაბუამ, მშობლებმა ქვეყანა რუსული ოკუპაციის გამო დატოვეს. მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი მედიასთან. ის ერთადერთი ხელისუფალია, რომელსაც დღეს ხალხი აღიარებს, თუმცა ემუქრება „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ და რაზეა დამოკიდებული პროტესტის ძალა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერს [„ქართული ოცნება“], იურისტს, თამარ …

„მე მხარდაჭერა მჭირდება ახლა, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ხალხთან ერთად“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს დატოვების საკითხი არ დგას. „საქართველოს დატოვების საკითხი არ დგას. მე აქ ვარ. და როგორც ვახსენე, არ მინდა, ვგულისხმობ ვხედავ… არა მიზეზს, მაგრამ რაღაც მინიშნებებს, რომ შეიძლება გავხდე… არ ვიცი, ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც მათ აღიარეს, რაც ემიგრაციაშია და გავიგე, რომ დღეს ასევე შესაძლებელია …

ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს მიმართა და თქვა, რომ საქართველოს მათგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება

დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცებაზე ისაუბრა. „ეს არის ძალიან მშვიდობიანი მოძრაობა და მასშტაბური სამოქალაქო დაუმორჩილებლობაც“, – განაცხადა მან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას. „მმართველი პარტია რუსულ გზას დაადგა. ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს – ერთი …

„სიღრმისეული განხილვა პრეზიდენტ ტრამპთან“ – გასული კვირის დაიჯესტი

მოამზდა ნათია კაპანაძემ ____ გასულ კვირას საქართველოს ევროპული კურსის დაცვა უკვე უფრო სტრატეგიულად და ინსტიტუციურად გაგრძელდა. სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, ექიმების, მუსიკოსების, თეატრალების განცხადებები სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხალხის სამსახურში დაბრუნების წინაპირობად იქცა. 28 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში პროტესტი არ წყდება. საქართველოს მოქალაქეები მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. დემონსტრაციების დაწყებიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა …

Exit mobile version