ბათუმში, გორგასლისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე, შპს „ნეოპოლი“ 14-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ახალი მშენებლობა ამ ადგილზე ოთხი ერთსართულიანი ბელეტაჟის, ერთი სამსართულიანი სახლისა და ერთი ორსართულიანი სახლის დანგრევას ითვალისწინებს. მათ შორისაა ისტორიული, კრამიტით გადახურული სახლებიც. მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაშია დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილზე მშენებლობის უფლება კომპანიას მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს თანხმობით …
Continue reading “14-სართულიანი კორპუსი 4 ბელეტაჟის ნაცვლად ძეგლის დაცვის ზონაში”