მიწის უფასოდ რეგისტრაცია აღარ გაგრძელდება – რა ცვლილებები შედის კანონში

მიწის უფასო [სისტემური] რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღარ გაგრძელდება, ხოლო მიწის აღიარების კომისიებს მუნიციპალიტეტებში უფლებამოსილება ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, ახალი წლიდან, თვითნებურად დაკავებული მიწის სპორადული წესით [მიმართვის საფუძველზე] რეგისტრაციას საჯარო რეესტრი გააგრძელებს. რეგისტრაციის ფასი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. „ოცნების“ პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს [გარდა თვითმმართველი ქალაქებისა] 2027 წლის პირველ იანვრამდე შეუჩერდებათ უფლებამოსილება აღიარონ …

როდის დაბრუნდებიან ქობულეთის სოფლებში მიწის ამზომველები

„წავიდნენ სოფლიდან ამზომველები ისე, რომ ჩემთან არ მოსულან,“ – ამბობს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქე. ადამიანები სხვადასხვა სოფლიდან გვიყვებიან, რომ საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მათ სოფლებში მუშაობა უკვე დაასრულეს, ყველა მიწის ნაკვეთი კი, რაზეც განცხადება დაწერილია, არ შეუსწავლიათ. მოქალაქეები, რომლებიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ, ამბობენ, რომ სისტემური რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს განცხადებით 2023 წელს მიმართეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში …

მახუნცეთში მიწის უფასოდ აზომვის შედეგები გამოქვეყნდა – რეესტრი

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები. მახუნცეთში აზომვითი სამუშაოები მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ჩატარდა. „ქედის მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ 2024 …

მიწის უფასო რეგისტრაცია ხელვაჩაურში იანვრიდან, შუახევში კი, ივნისიდან დაიწყება – რეესტრი

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის ფარგლებში „მასშტაბური საველე-საკადასტრო სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 2024 წლის იანვრიდან, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში – 2024 წლის ივნისიდან არის დაგეგმილი“. ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმელებს“ დღეს, 8 დეკემბერს მოგვაწოდა. აღსანიშნავია, რომ აჭარის არცერთ სოფელსა თუ თემში მიწის უფასოდ აზომვა არ დაწყებულა იმ გეგმა-გრაფიკით მითითებულ პერიოდში, რაც საჯარო …

ღორჯომში, აგარაში, თხილვანასა და დეკანაშვილებში მიწის უფასოდ აზომვის მონაცემი გამოქვეყნდა

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საჯაროდ გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის, აგარას, თხილვანასა და დეკანაშვილების  ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები. მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში განცხადებით მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის. რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო …

დიოკნისში და საციხურში მიწის უფასოდ აზომვითი სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ამჯერად საჯაროდ გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის დიოკნისისა და საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები. მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 17 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში განცხადებით მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის. რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის …

მიწის უფასოდ აზომვა რიყეთშიც დასრულდა – შედეგები 28 აგვისტომდე უნდა გადაამოწმოთ

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ამჯერად საჯაროდ გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები. მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 28 აგვისტომდე უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში განცხადებით მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის. რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე რიყეთში …

დიდაჭარაში მიწის აზომვა დასრულდა – შედეგების გადამოწმება რეესტრში შეიძლება

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 10 აგვისტომდე უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის. რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს, 10 …

2023-24 წლებში საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწას ქულების მინიჭებისას არ გაითვალისწინებენ 

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილებით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას. შესაბამისი ცვლილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებაში …

საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას

ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის პროცესი 2023 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდი კლიმატური პირობები“ დაასახელეს. ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდებოდა, თუმცა 23 მაისის მდგომარეობით, ამ სოფლებში საველე სამუშაოები, ანუ მიწის ნაკვეთების აზომვა, …

მოითხოვე მიწის უფასოდ აზომვა წინასწარ – როდის იწყება აჭარაში სისტემური რეგისტრაცია

ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის თებერვალში არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდ კლიმატურ პირობებს“ ასახელებენ. „ბათუმელებს“ დღეს საჯარო რეესტრში უთხრეს, რომყება სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდება. აღნიშნულ თვეებში მიწის უფასო რეგისტრაცია უნდა დაიწყოს აჭარის სხვა სოფლებშიც. რეესტრში ირწმუნებიან, რომ გეგმა-გრაფიკს მიყვებიან და ამ სოფლებში …

სოფლებში ამბობენ, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში დაპირების მიუხედავად არ დაიწყო

აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, უფასო რეგისტრაცია 2023 წლის საჯარო რეესტრის შეცვლილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხულოში, სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებსა და ქობულეთში, სოფელ დაგვაში ამ წლის დასაწყისში, თებერვალში უნდა განხორციელებულიყო. სხალთის თემს ეკუთვნის სოფელი წაბლანა. როგორც წაბლანელები ამბობენ, მიწის უფასო რეგისტრაციით დაინტერესებულები არიან და შესაბამისად, ამ თემაზე კითხვებს ხშირად სვამენ ხულოს მერიაში, საკრებულოში თუ მერის წარმომადგენელთან სხალთაში, …

სასამართლო მოვიგე, მაგრამ არჩილ ჩიქოვანი მიწის დათმობას მთხოვს – 80 წლის კაცი

„აღსრულების ფურცელი ჩემთვისაა მარტო?“ – კითხვას სვამს მოქალაქე შოთა დევაძე, 80 წლის კაცი, რომელმაც ორჯერ მოუგო სასამართლო ბათუმის მერიას, მაგრამ სამართალს ვერ აღწევს – ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს, აღმასრულებელი კი დუმს. მოქალაქე შეხვედრია ბათუმის მერსაც, თუმცა არც მას შემდეგ შეცვლილა რამე. დავის საგანია მიწის ნაკვეთი ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, სადაც …

რომელ სოფლებში დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2023 წელს – განახლებული გრაფიკი

აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, ანუ უფასო რეგისტრაცია, 2023 წელს 40-ზე მეტ თემში და მათში შემავალ სოფლებში დაიწყება. მიწის უფასო რეგისტრაცია სახელმწიფომ 2022 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელში უნდა დასრულდეს. უფასო რეგისტრაცია არ ეხება თვითმმართველ ქალაქებს, მათ შორის ბათუმს. საჯარო რეესტრმა ადრინდელი გეგმა-გრაფიკი შეცვალა, შესაბამისად, აჭარის მუნიციპალიტეტებში მიწის უფასო რეგისტრაცია 2023 წელს უნდა დაიწყოს: …

რა შემთხვევაში გადაიხდის გლეხი 600 ლარს დაკავებული მიწის რეგისტრაციაში?

თვითნებურად დაკავებული მიწის დასარეგისტრირებლად გლეხმა 600 ლარი უნდა გადაიხადოს. პირადობისა და პასპორტების დამზადების მომსახურების გაძვირებასთან ერთად, იუსტიციის სახლში მიწის სპორადული რეგისტრაციის საფასურიც 600 ლარი გახდა. ამ საფასურის გადახდა მაშინაა საჭირო, თუ გლეხს არ სურს დაელოდოს სისტემურ [უფასო] რეგისტრაციას და მიწის დაკანონება ეჩქარება – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, სად, როდის განხორციელდება სისტემური რეგისტრაცია. ეს პროცესი …

მიწის უფასო რეგისტრაცია ახალშენში, ბობოყვათსა და დაგვაში თვის ბოლოს დაიწყება

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში, ასევე, ქობულეთის სოფლებში: ბობოყვათსა და დაგვაში მიწის უფასო რეგისტრაცია, როგორც საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2022 წლის 24 აგვისტოდან დაიწყება. რეესტრის ინფორმაციითვე, „რეესტრი შესულია და მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია აჭარის შემდეგ სოფლებში: დანდალოში, წონიარისში [ქედა], დღვანში, უჩამბაში, ჭვანაში [შუახევი], ასევე ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო]. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო …

ივლისში აჭარის 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – როგორ დავესწროთ აზომვას

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია 2022 წლის ივლისის თვეში დაიწყება. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო არა, მაგრამ უმჯობესია მიწის მფლობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი დაესწროს აზომვის პროცესს. 2022 წლის ივლისში საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება: დანდალოში და წონიარისში [ქედა] დღვანში, უჩამბასა და ჭვანაში [შუახევი] ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო] მოქალაქეებს, …

„მამაპაპისეული მიწის რეგისტრაციისთვის გვიჭერენ“ – 6 ოჯახი კურორტ საირმეს მეზობლად

„მიჭერენ იმის გამო, რომ ჩემი მამაპაპისეული მიწა საჯარო რეესტრმა დამიკანონა. თუ არ მეკუთვნოდა და ჩემი არ იყო, რატომ დამირეგისტრირა მაშინ რეესტრმა?“ – კითხულობს ბაღდათში მცხოვრები ციური ფიფია. მას გასულ კვირას ჩააბარა პროკურატურამ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ციური ფიფიას ბრალად ედება „თაღლითობის ჩადენა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია“. ციური ფიფიას გარდა, პროკურატურა თაღლითობას ბაღდათში, კურორტ საირმესთან ახლოს …

რომელ სოფელში როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია – გრაფიკი

მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2022 წლის ივლის-აგვისტოში ხუთი მუნიციპალიტეტის 12 თემში და მათში შემავალ სოფლებში უნდა დაიწყოს. 2022 წლის ივლისში საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება: დანდალოში, წონიარისში [ქედა] დღვანში, უჩამბასა და ჭვანაში [შუახევი] ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო] 2022 წლის აგვისტოში კი: ბობოყვათსა და დაგვაში [ქობულეთი] ახალშენში [ხელვაჩაური] საკადასტრო აზომვითი სამუშაოები აჭარის სხვა თემებში/ სოფლებში …

მიწის უფასო რეგისტრაციაზე დამატებით 300 ამზომველი იმუშავებს – სააგენტო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრში დამატებით 300 ამზომველი დასაქმდება. „მიწის ნაკვეთების ამზომველთა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ფაზაში კანდიდატები უკვე შეირჩა. მოხდება მათი პროფესიული გადამზადება და სერტიფიცირება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საკადასტრო აგეგმვითი სამუშაოების გასამარტივებლად, ამზომველებს უახლესი გეოდეზიური აპარატურით უზრუნველყოფს, რაც მონაცემთა მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს განაპირობებს“, – …

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – მინისტრის ბრძანება

უფასო რეგისტრაციას მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის წესი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის აზომვიდან, ნაკვეთის რეგისტრაციის ჩათვლით საჭირო ყველა სამუშაოს სახელმწიფო აფინანსებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, უკვე განისაზღვრა ის გეოგრაფიული არეალები [59 მუნიციპალიტეტი], სადაც სისტემური რეგისტრაცია 2022-2024 წლებში უნდა განხორციელდეს. ამ ჩამონათვალშია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიც. „ამ ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა …

მიწის რეგისტრაცია იანვრიდან ფასიანი გახდა

მოქალაქეების მიერ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ფასიანი გახდა. ამასთან, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე 2022 წლის 1-ელ იანვრამდე წარდგენილ განცხადებებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება უსასყიდლოდ [საზღაურის გარეშე]. მიწის რეგისტრაცია საქართველოში ორი წესით მიმდინარეობს. სისტემური და სპორადული წესით. [highlight color=”green”]სისტემური წესით[/highlight] მიწის რეგისტრაციის ადგილებს იუსტიციის სამინისტრო განსაზღვრავს და ამ ადგილებში კერძო ნაკვეთების რეგისტრაცია მოქალაქეებისთვისაც …

მიწის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა გახანგრძლივდა – ახალი ცვლილება

მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან ცვლილების რეგისტრაციის მომსახურების ვადები საჯარო რეესტრმა გაახანგრძლივა. პანდემიის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სპეციალური დროებითი წესით მუშაობს. სააგენტოს სერვისებით სარგებლობა კი, მოქალაქეებს თუ იურიდიულ პირებს დისტანციურად ან წინასწარ დაჯავშნით შეუძლიათ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანებით, დღეიდან, 31 მაისიდან, საჯარო რეესტრს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 1 თვის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის …

საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწა ოჯახის სოციალურ ქულებზე არ აისახება 2023 წლამდე

საქართველოს კანონში შესული ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის  პირველ იანვრამდე პერიოდში მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია გავლენას არ მოახდენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს უძრავ ქონებას [მიწას] მოქალაქე სპორადული წესით დაირეგისტრირებს საკუთრებაში, თუ სისტემური რეგისტრაციით. დღემდე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ ახდენდა …

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია არც წელს დაიწყება

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში ამ ეტაპზე არ დაიწყება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2021 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები განსაზღვრა. ამ ბრძანებაში არ არის მაღალმთიანი აჭარა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, დაიწყება თუ არა 2021 წელს აჭარის რომელიმე მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია და არის თუ არა გაწერილი გეგმა-გრაფიკი, რომლითაც სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, …

როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია, რაზეც მთავრობამ შარშან განაცხადა

საქართველოს მთავრობამ გასული წლის მაისში განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავდა. დაიწყება თუ არა მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში 2021 წელს, ამ დრომდე უცნობია. „ზუსტდება ის არეალები, სადაც წელს სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. ამიტომ, კონკრეტული რეგიონები ჯერ არ ვიცით“, – გვითხრეს იუსტიციის სამინისტროში. თითქმის იგივე უთხრეს „ბათუმელებს“ …

ვინ [ვერ] დაირეგისტრირებს მიწას გომისმთაზე – საჯარო რეესტრის განმარტება

გომისმთაზე საკუთრების რეგისტრაცია რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი, მათ შორის, გათვალისწინებულია შემთხვევა, როცა უძრავი ქონების მფლობელად ტექნიკური ინვენტარიზაციის ცნობა არქივშია დაცული 2004 წლის 4 ოქტომბრამდე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 17 აგვისტოს დაიწყო. საჯარო რეესტრმა „ბათუმელებს“ წერილობით მოგვაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესის შესახებ. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის …

გომის მთაზე მიწის რეგისტრაცია დაიწყო – რას ითხოვს ხალხი და ვის არ დაუმტკიცებენ ქონებას

გომის მთის ცენტრში, იქ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებლად შენიშნავთ დიდ ტრაფარეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას წელს რომ გამოუკრავს. „უკანონო მშენებლობა დაჯარიმდება“ – წერია აქ. თუმცა გომის მთაზე ჯერ არავის დაუდგენია, რა არის კანონიერი და რა – უკანონო. თვალის მოვლება საკმარისია იმის აღსაქმელად, რომ თუკი ყველგან სახლი აშენდება, სადაც ახლა რკინის ბოძებია ჩასხმული, ნისლებზე ყურებას ან …

აჭარის მთაში ფერმერების მხოლოდ 35% მიიღებს მიწის სუბსიდიას – 200 ლარს

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა რეგისტრირებული მიწის თითოეულ ჰექტარზე 200-ლარიან სუბსიდიის გაცემას გეგმავს, თუმცა, არსებული მონაცემებით, გლეხების უმეტესობა აჭარაში ამ სუბსიდიას ვერ მიიღებს. აჭარის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30-35 პროცენტს აქვს მიწა რეგისტრირებული, როგორც საკუთრება. სუბსიდიის მისაღებად კი, მოქალაქეს, მინიმუმ, 2 500 კვ/მ მიწა მაინც უნდა ჰქონდეს საკუთრებაში დარეგისტრირებული [ამ ფართობის ნაკვეთის შემთხვევაში სუბსიდია 50 ლარია]. მთავრობამ ასევე …

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება“. მიწის სისტემური რეგისტრაცია ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. …

სახელმწიფო პროექტით მიწაზე საკუთრების რეგისტრაციის წესი 2020 წლის იანვრამდე იმოქმედებს

სპეციალური წესი, რომელიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ითვალისწინებს, 2019 წლის პირველი ივლისის ნაცვლად, 2020 წლის პირველ იანვრამდე იმოქმედებს. კანონის მოქმედების დროის გახანგრძლივებაზე შესაბამის დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი 2019 წლის 12 ივნისს მოაწერა და ძალაში 18 ივნისს შევიდა. პროექტის ფარგლებში, მიწის მფლობელს შეუძლია პირადობისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის საფუძველზე …

მიწის გამარტივებული რეგისტრაცია შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს

მიწის გამარტივებული რეგისტრაცია შესაძლოა მომავალი წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს უკვე მიმართა. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის პირველ აგვისტოს ამოქმედდა, რაც მიწის გამარტივებული ფორმით რეგისტრაციას გულისხმობს. იმდროინდელი ცვლილებით, პროგრამა 2018 წლის პირველ ივლისს უნდა დასრულდეს. მიწის რეგისტრაცის გამარტივებული ფორმის მიხედვით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილეა და დოკუმენტების, მათ შორის, …

საკუთრებად ყველაზე მეტი მიწა სახელმწიფო პროგრამით ხელვაჩაურში დარეგისტრირდა

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის მასშტაბით, ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით 2016 წლის აგვისტოდან დღემდე აქ სულ 2 994 საკუთრებაა დარეგისტრირებული. საკუთრების რეგისტრაციის ოდენობით, ხელვაჩაურის შემდეგ ქობულეთისა და ბათუმის  მუნიციპალიტეტები მოდის. 19 აპრილის მონაცემებით, ქობულეთში – 2 952,  ბათუმში კი 1847 საკუთრებაა დარეგისტრირებული. რაც …

გადავა თუ არა მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაში

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო აზომვითი ნახაზების დაფინანსება შეწყვიტა. 2018 წლამდე, ორკომპონენტიანი პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად  კერძო კომპანიების მიერ აზომვით ნახაზებს ქონების მართვის სააგენტო აფინანსებდა, 2018 წლის იანვრიდან კი, აზომვითი ნახაზების საფასური არ ფინანსდება. საკუთრების დასარეგისტრირებლად ნახაზების მომზადებაში თანხას მოქალაქეები იხდიან. საჯარო რეესტრის …

მიწის რეგისტრაცია უფასოდ კიდევ 7 თვე გაგრძელდება

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2016 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო, შვიდ თვეში დასრულდება. ორკომპონენტიანი პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც  საპილოტეა და მიწის სისტემურ რეგისტრაციას გულისხმობს, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო  და ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 12 გეოგრაფიულ არეალში [11 სოფელსა და ერთ მუნიციპალიტეტში] ხორციელდება. საპილოტე პროექტის ფარგლებში, მასშტაბებიდან გამომდინარე ყველაზე მეტ მიწის ნაკვეთს სახელმწიფო სისტემურად შუახევის მუნიციპალიტეტში დაარეგისტრირებს. …

როგორ მივიღოთ ინფორმაცია მიწის რეგისტრაციაზე

„წინასაარჩევნოდ გვითხრეს, დაგიკანონებთ მიწებსო და შევიტანეთ რეესტრში აზომვითი ნახაზები. მას შემდეგ პასუხს ველით“, – გვითხრა ესმა ცეცხლაძემ. ის მახვილაურში ცხოვრობს, რომელიც ამჟამად ბათუმის ტერიტორიაა. ესმას ოჯახი 20 წელია ყოფილი მეურნეობის მიწებს იყენებს. მისი თქმით, რეესტრისგან თვეების განმავლობაში, კონკრეტულად კი გასული წლის სექტემბრის შემდეგ, ცხელ ხაზზე დარეკვის დროს, მხოლოდ ასეთ პასუხს იღებს: „მიმდინარეობს მონაცემების მოძიება“. ესმა …

Exit mobile version