მიწაზე საკუთრების რეგისტრაცია გამარტივდა

პირველი აგვისტოდან ძალაში მიწის რეგისტრაციის ახალი კანონი შევიდა, რეფორმა, რომლის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა, უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. ინიციატივამ მოქალაქეების მაღალი ინტერესი გამოიწვია, რაც პირველი თვის შედეგებითაც დასტურდება: პირველი აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შევიდა. აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები …

მიწის აზომვითი სამუშაოებისთვის სახელმწიფო 5 მილიონ ლარს დახარჯავს

2016 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მხოლოდ ახალი  სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განახორციელებს. იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვთ და  სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ 2016 წლის პირველ სექტემბრამდე. უკვე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული ნაკვეთები კი ხელახალ რეგისტრაციას …

გომის მთა – საჯარო რეესტრი კურორტზე მიწის რეგისტრაციაზე უარს ამბობს

გომის მთის სრულად დანახვას და იქედან  გურიის მთებზე გადმოხედვას მხოლოდ ადრე დილას თუ შეძლებ. შემდეგ ადამიანები და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული პატარ-პატარა ხის სახლები ნისლში ეხვევიან.  წლების წინ აქ  ყველა ნაცნობი სახე იყო, ამჯერად კი ყველაზე ხშირად ისმის კითხვა – ვისი სახლის კარი აჭრიალდა და ვინ დაუბრუნდა ნისლიან გომის მთას? „მაისის ბოლოს უკვე აქ ვართ. შუახევიდან …

დაბა შუახევში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება

საქართველოს მთავრობამ ის დასახლებები განსაზღვრა, სადაც საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება. 12 ასეთ დასახლებას შორის, დაბა შუახევიც მოხვდა. ეს დასახლებებია:  კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი). ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).  არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).  არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).  სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი).  მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).  ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი).  ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი).  ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი).   საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი).  მზისგული …

რა იცვლება მიწის რეგისტრაციისას

მიწის რეგისტრაციის შესახებ სამ ივნისს დამტკიცებული კანონპროექტი ძალაში ორ კვირაში შევა. რას მოუტანს ეს კანონი მოსახლეობას, რამდენად შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით მიწების რეგისტრაცია კანონით გაწერილ ორწლიან ვადაში განხორციელება  და რა რისკები ვერ გათვალა საკანონმდებლო ორგანომ დროულად? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტს, ნინო სიორიძეს ესაუბრა. რას ცვლის კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა …

მთავრობა კერძო სექტორს მიწების რეგისტრაციაში ფინანსური ინსტრუმენტით დაეხმარება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობაში პრაქტიკულად შემუშავებულია სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციაში. „შემუშავებული გვაქვს სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. ჩვენს გლეხებს მიეცემათ შესაძლებლობა, კვალიფიციური ამზომველის მიერ აზომილი ნახაზი …

Exit mobile version