ბათუმისა და მთლიანად აჭარის სანაპირო ზოლში იყო და არის ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია ან არ არის რეკომენდებული. „ბათუმელებმა“ ასეთი ადგილების ჩამონათვალის განახლება სცადა, თუმცა კომპეტენტურ უწყებას ვერ მივაგენით. შესაბამისად, ვერც ის დავადგინეთ, ვინ არის პასუხისმგებელი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე – ვინ უნდა განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები და ვინ უნდა მიაწოდოს მათ ინფორმაცია, თუ რატომ არის აკრძალული …
Tag Archives: ზღვა
ოზურგეთის მერია „ურსას“ 30 ათას ლარს გადაუხდის ურეკში ზღვის სეზონის გახსნაზე
ოზურგეთის მერიას ურეკში ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიება აქვს დაგეგმილი, სადაც ჯგუფი „ურსა“ იმღერებს. მერია კონცერტისთვის ჯგუფს ბიუჯეტიდან 30 ათას ლარს გადაუხდის – ექსკლუზიურად, გამარტივებული შესყიდვით. „შესყიდვის საჭიროება განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური გაფორმების უზრუნველსაყოფად… ჯგუფ „ურსას“ მოწვევა დაიგეგმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც“ – …
Continue reading “ოზურგეთის მერია „ურსას“ 30 ათას ლარს გადაუხდის ურეკში ზღვის სეზონის გახსნაზე “
ბათუმში იპოვეს ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი
ბათუმში, ზღვაში იპოვეს ახალგაზრდა კაცის ცხედარი. ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 23 წლის ახალგაზრდა ზღვაში 5 ივლისს შევიდა და გამოსვლა ვერ შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაში მეგობართან ერთად შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ
ბათუმში მაშველები ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები წუხელ დაიწყო და არ შეწყვეტილა. ზღვაში გაუჩინარებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. კაცი ზღვაში გუშინ, 5 ივლისს საღამოს შევიდა. 5 ივლისს ზღვაზე შტორმი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად.
„ნაკლებად მირეკავენ, ალბათ ამინდების ბრალია“ – რა ღირს ამ ზაფხულს ბინა და სასტუმრო ბათუმში
„ფასი 50 ლარი მიწერია იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე დიდი ხნით იქირავებს ბინას, თორემ ისე 120 ლარად ვაქირავებ დღიურად ივლისიდან,“ – ამბობს ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე ბათუმში, რომელსაც კაჩინსკების ქუჩაზე, ახალ ბულვართან ახლოს სტუდიოს ტიპის ბინა აქვს. თუ ბინის მესაკუთრეებს, ან უძრავი ქონების აგენტებს დაუკავშირდებით, ნახავთ, რომ ბინები ბათუმში ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე საიტებზეა მითითებული. ბინის მესაკუთრეები …
ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორს“ 65 წლით დამატებით 43,3 ჰექტარს გადასცემენ ზღვაში
სახელმწიფოს მიერ ორი თვის წინ ბათუმთან, ზღვაში ნაკვეთად დარეგისტრირებული ტერიტორია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ აღნაგობის უფლებით 1 ლარად გადაეცემა, 65 წლით. კომპანია ხელოვნურ ნახევარკუნძულებსა და კუნძულს აშენებს. ამ პროექტისთვის ადრე 1,3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გამოიყო ზღვაში. ამჯერად, „ამბასადორისთვის“ დამატებით გადასაცემი ტერიტორიის ფართობი კი 43,3 ჰექტარია. „მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ამბასადორი …
ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს
ზღვაში ტერიტორიების ნაკვეთებად რეგისტრაცია გრძელდება. წყლით დაფარულ ტერიტორიებს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებად სახელმწიფო ირეგისტრირებს, შემდეგ კი სარგებლობაში გასცემს, მათ შორის კერძო კომპანიებზე. რისთვის არეგისტრირებს სახელმწიფო ზღვაში ნაკვეთებს ცალკე საკადასტრო ერთეულებად? – თუ წყლით დაფარულ „ნაკვეთებს“ და მათ მიმდებარე ტერიტორიებს დავაკვირდებით, პასუხი მარტივია – ეკონომიკური საქმიანობის, ძირითადად, ამა თუ იმ კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. დაახლოებით ერთი თვის …
Continue reading “ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს”
ბათუმის სანაპიროზე მაშველები ზღვაში კაცს ეძებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბათუმში, ზღვაში მაშველები ეძებენ კაცს, რომელიც ზღვაში შევიდა და არ გამოსულა. შემთხვევა დღეს, 14 ოქტომბერს მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავებიც. _____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
შავი ზღვის ძლიერ სიმღვრივეზე აჭარის გარემოს დაცვა დუმს
20-21 სექტემბერს აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის წყლის ძლიერი სიმღვრივე შეინიშნებოდა. ზღვის ბიოლოგის, ეკოლოგის, არჩილ გუჩმანიძის თქმით, მან 20 სექტემბერს სიმღვრივის მაჩვენებელი სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლა და დაადგინა, რომ შავი ზღვა ასეთი მღვრიე არასოდეს ყოფილა. სპეციალისტის განმარტებით, სიმღვრივის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ უქმნის საფრთხეს შავი ზღვის ეკოსისტემას. „ბათუმელები“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს პრესცენტრს გუშინ, 22 სექტემბერს დაუკავშირდა …
Continue reading “შავი ზღვის ძლიერ სიმღვრივეზე აჭარის გარემოს დაცვა დუმს”
13 დღეა ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ
ბათუმში დაკარგული მოზარდი ამ დრომდე ვერ იპოვეს. მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვრის ღამეს, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. მოზარდის პირადი ნივთები, ჩანთა და ტელეფონი, ოჯახის წევრებმა ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს. დაკარგულის ძებნა ზღვაში მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოზარდის ძებნა ისევ გრძელდება. დაკარგული მოზარდის მშობლის ინფორმაციით, გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს რაიმე ხელჩასაჭიდი …
ბოლო სამ წელში 23 მოზარდი დაიღუპა წყალში – ჯანმოს თქმით, ბავშვებისთვის ცურვის პროგრამები აუცილებელია
2024 წელს პირველ ივლისამდე საქართველოს წყლებში (ზღვა, მდინარე, ტბა) 26 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის 4 დაღუპული არასრულწლოვანია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში მაშველებმა წყალში 40 ადამიანი გადაარჩინეს. გუშინ, 13 აგვისტოს, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, ზღვაში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. დახრჩობა პრევენციული ტრაგედიაა, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის …
რატომ ყარს საბაგიროსთან სანაპირო? – ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ვერაფერს შეცვლიან
„ისეთი სუნია, სული მეწვის, ცუდად ვარ. მიდით გააშუქეთ, რაღაცა ქენით“, – დაგვირეკა მოქალაქემ რედაქციაში. მან დაჟინებით მოითხოვა ბათუმის საბაგიროსთან ჟურნალისტის მისვლა. „არა, ახლა მინდა, ახლა მოდით, მერე არ მინდა“, – საქმე ისაა, რომ ბათუმში, საბაგიროს მიმდებარედ, სანაპიროზე პერიოდულად გაუსაძლისი სუნია. მოიჯარეები, რომლებიც იქ მუშაობენ, კომერციულ საქმიანობას ეწევიან, აცხადებენ, რომ „კანალიზაციის სუნს“ ზღვაში გამავალი მილი იწვევს …
ბანაობისთვის აკრძალული ადგილები აჭარის სანაპიროზე
აჭარაში, ზღვის სანაპირო ზოლში არის გარკვეული ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ასევე არის ადგილები, სადაც ბანაობა არ არის რეკომენდებული. ბათუმში ბანაობისთვის აკრძალულ ადგილებს წელს ბარცხანის სანაპიროც დაემატა, სადაც ხელოვნურ კუნძულს აშენებენ. მშენებლობის გამო კი აქ პლაჟი უკვე აღარც არსებობს. მშენებლობის მიუხედავად ბარცხანის სანაპიროზე მაინც ბანაობენ. „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ელოდება ინფორმაციას, …
Continue reading “ბანაობისთვის აკრძალული ადგილები აჭარის სანაპიროზე”
ბათუმში მესამე დღეა ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ
მესამე დღეა ბათუმში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას უშედეგოდ ეძებენ. 17 წლამდე მოზარდი ზღვაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაკარგულის ძებნა ისევ მიმდინარეობს.
„მოუთვინიერებელი“ ზღვა და ნაპირდაცვა ბათუმის გენგეგმაში – რას ითხოვს სააგენტო მერიისგან
2024 წელს ბათუმი ისევ გენგეგმის გარეშე ხვდება. ამ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო და 1 235 371 ლარიც დახარჯულია. დოკუმენტის მომზადებაზე კი, ქალაქის მერიას ხელშეკრულება 2 495 700 ლარზე აქვს გაფორმებული „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“. ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებით ამჯერად სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის მომზადების ეტაპია, რასთან დაკავშირებითაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 25 …
რა სამუშაოები ეკრძალება 18 წლამდე მეზღვაურს გემზე – მთავრობამ ჩამონათვალი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი“ დაამტკიცა. ახალი დადგენილებით გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია: „ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა; საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა; ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება; ამწისა და …
დაუცველი სანაპირო ბათუმში და დამცავი კედელი, რომელსაც ზღვა შლის | ფოტო
ბათუმში 27 ნოემბერს შტორმმა ახალ ბულვართან სანაპირო ზოლი კიდევ ერთხელ დააზიანა. ამ შტორმის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაპირის ნგრევა ზღვის მიერ ძველი ბულვარის მიმართულებით ისევ გრძელდება. რა მდგომარეობა იყო უშუალოდ სანაპიროზე შტორმის მეორე დღეს, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: რა ხდება შტორმის შემდეგ ბათუმის ბულვარში | ფოტოამბავი ამჯერად კი, ფოტოებით გვინდა გაჩვენოთ ის დამცავი ნაგებობა, …
Continue reading “დაუცველი სანაპირო ბათუმში და დამცავი კედელი, რომელსაც ზღვა შლის | ფოტო”
საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ
ბათუმის კონცხიდან ამოსაღები ჭარბი ნატანი [ქვიშა-ხრეში] მახინჯაურის სანაპირო ზოლში პლაჟების ხელოვნურად შექმნას მოხმარდება. ასეთია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს გადაწყვეტილება. პროექტით დაგეგმილია ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან დაგროვილი ჭარბი აკუმულაციური უბნებიდან მასალის ამოღება და მახინჯაურის სანაპირო ზოლზე დაყრა. ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას …
Continue reading “საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ”
ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]
ბათუმში დღეს, 22 ოქტომბერს, სითბოა და ზღვის და მზეზე გარუჯვის მოყვარულებიც პლაჟზე არიან. ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია. ბათუმში მზიანი ამინდი ორშაბათსაც შენარჩუნდება. სამშაბათიდან კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ვრცლად: როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
როდის დაიწყება დანგრეული სანაპიროს ლითონის ხიმინჯებით გამაგრება, რაშიც 15,6 მილიონი იხარჯება
ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიანი ზოლი ფოლადის ხიმინჯებით [შპუნტებით] უნდა გაამაგრონ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გზას“ მერიის სამმართველომ ავანსად 4,6 მილიონი ლარი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გადაურიცხა. თუმცა, ტერიტორიაზე სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის. ამავე ტენდერის ფარგლებში უნდა აღადგინონ სანაპიროზე სასეირნო ბილიკიც და ინფრასტრუქტურა. ხელშეკრულება ჯამში 15 658 999 ლარზეა გაფორმებული. „ამ ეტაპზე კომპანია …
ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა – „ბათუმის წყალი“
ბათუმის ზღვაში, საცხოვრებელი კომპლექსის „მაგნოლიის“ მოპირდაპირედ, ზღვაში წყლის ჭავლი ამოდის. ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გუშინ განათავსა. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ზღვაში საკანალიზაციო მილი გასკდა, რაც იწვევს ზღვის წყლის დაბინძურებას. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ბათუმელები“ კომპანია „ბათუმის წყალს“ დაუკავშირდა. კომპანიის განცხადებით, ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა. „ამ დროისთვის არანაირ დაზიანებას ადგილი არ აქვს. შერიფ ხიმშიაშვილის 6 ნომერში …
Continue reading “ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა – „ბათუმის წყალი“”
ბათუმი ზღვიდან – 12 ფოტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს სანაპირო ზოლი სუფთაა. უკრაინაში კახოვკის ჰესის დანგრევის შემდეგ, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, სააგენტომ თქვა, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ჩაატარებს. „კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები“, – ამბობს …
„ბანანს“ აღარ ვაქირავებთ“ – ვინ ამოწმებს კატერებს, სკუტერებს, პარაშუტებს?
„ბანანს“ აღარ ვაქირავებთ“ – ბათუმის სანაპიროზე საცურაო „ბანანის“ გაქირავებას 16 წლის ლუკას ტრაგედიის შემდეგ ერიდებიან. აქ საცურაო „ბანანს“ იშვიათად, ან კუთხეში გადანახულს თუ იპოვით და პირდაპირ შემოგთავაზებენ, რაც ღირს კატარღით გასეირნება: ერთი საათით გნებავთ, თუ ნახევარი საათით? იქ, სადაც კატერებს აქირავებენ – სანაპიროს მისადგომთან და იახტკლუბში, არ სურთ ისაუბრონ პრობლემებზე, რაც 16 წლის ბიჭის დაღუპვის …
Continue reading “„ბანანს“ აღარ ვაქირავებთ“ – ვინ ამოწმებს კატერებს, სკუტერებს, პარაშუტებს?”
16 წლის ლუკას ცხედარი გონიოში, სანაპიროზე იპოვეს
16 წლის ლუკა აბულაძე, რომელსაც მაშველები მეოთხე დღეა ზღვაში ეძებდნენ, გონიოს სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ლუკას ნათესავებმა დაუდასტურეს. ნათესავების ინფორმაციით, ლუკა თავის მეგობრებთან ერთად ზღვაში ე.წ „ბანანით“ საცურაოდ გაიყვანეს, თუმცა მოზარდები ნაპირიდან მოშორებით, ზღვაში ჩამოსვეს ბანანიდან, რის გამოც ლუკამ ნაპირზე გამოსვლა ვერ მოახერხა. ახლობლების ინფორმაციით, ლუკას მეგობრებმა მაშველების დახმარებით გამოაღწიეს ნაპირზე, ლუკა კი ზღვაში …
Continue reading “16 წლის ლუკას ცხედარი გონიოში, სანაპიროზე იპოვეს”
16 წლის ბიჭს მესამე დღეა ზღვაში ეძებენ – „უცხო პირს ბავშვები ზღვაში უჟილეტოდ გაუყვანია“
მესამე დღეა, რაც 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში დაიკარგა. როგორც ლუკას ბიძა, თენგიზ აბულაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ლუკა და მისი სამი მეგობარი ზღვაში ე.წ. წყლის ბანანით უცნობმა პირმა, ჟილეტების გარეშე შეიყვანა. „4 ივლისის შემდეგ დაკარგულია ბავშვი. როგორც ვიცი, მეგობრებთან ერთად იყო ზღვაში, თუმცა დამცავი ჟილეტები არ ეცვათ. ბავშვები „ბანანის“ ჩაბმაში დახმარებიან მეპატრონეს და შემდეგ ეს ოთხი …
ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია
აჭარის ზღვის სანაპიროზე არის ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა ოფიციალურად არის აკრძალული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა უმეტეს ადგილებში მაინც ბანაობენ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სარფშია, ზღვაში მდებარე კლდეებთან. ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად აქ ერთ-ერთ დიდ ლოდს: [red_box]ზღვაში ბანაობა აკრძალულია:[/red_box] სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში კვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც …
Continue reading “ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია”
ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. სააგენტოს ინფორმაციით, უწყება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითაც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. იკვლევენ ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენას მძიმე მეტალებსა და ორგანულ დამაბინძურებლებზე. „ევროკავშირის …
Continue reading “ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო “
ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება დასრულდა – მოაწყობენ თუ არა პლაჟს
ბათუმის სანაპიროზე, აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ, ხრეშის შეტანის პროცესი დასრულდა. მოაწესრიგებენ თუ არა სანაპირო ზოლს წელს საბანაო სეზონისთვის და მოაწყობენ თუ არა საპლაჟე ინფრასტრუქტურას? – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას არ გეგმავენ და ქალაქის მერიას მივმართოთ. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზღვის მიერ დანგრეული/დაზიანებული ინფრასტრუქტურის …
Continue reading “ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება დასრულდა – მოაწყობენ თუ არა პლაჟს”
10 თევზიდან 4-ში მიკროპლასტმასა აღმოჩნდა – კვლევა თურქეთში
თურქეთში, მარმარილოს ზღვის აღმოსავლეთით მდებარე იზმიტის ყურეში, მკვლევრებმა გამოიკვლიეს თევზის 12 სახეობა, რომელთა უმრავლესობა საკვებად მოიხმარება. კვლევის თანახმად, მიკროპლასტმასა აღმოჩნდა იზმითის ყურეში ყოველი 10 თევზიდან ოთხის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, მათ შორის, წითელ კეფალსა და სკუმბრიაში – ამის შესახებ თურქული მედია წერს. პლასტმასა ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. ერდოღანის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგიის განყოფილების მკვლევარი ულგენ აიტანი განმარტავს, რომ …
Continue reading “10 თევზიდან 4-ში მიკროპლასტმასა აღმოჩნდა – კვლევა თურქეთში”
ზღვას ბათუმის სანაპიროზე დრონებით ათვალიერებენ – რა გაირკვა აფეთქების შემდეგ
ბათუმის სანაპიროზე გემების და სხვა მცურავი საშუალებების გადაადგილება დროებით შეზღუდულია. როგორც ბათუმის ნავსადგურის სადისპეტჩერო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, შეზღუდვა უკავშირდება გუშინდელ ფაქტს, როცა ბათუმის სანაპიროზე, პლაჟთან ახლოს, სავარაუდოდ ნაღმი აფეთქდა. „ჯერჯერობით შეჩერებულია ყველანაირი მოძრაობა ზღვაში. როგორც ვიცით, მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიული წყლების შემოწმება დრონებით და დასრულების შემდეგ გვეტყვიან პასუხს. თუ სხვა რაიმე სახიფათო არ არის ზღვაში, მაშინ …
Continue reading “ზღვას ბათუმის სანაპიროზე დრონებით ათვალიერებენ – რა გაირკვა აფეთქების შემდეგ”
როგორი იქნება კაფეები ბათუმის ბულვარში – გამარჯვებული ესკიზები
ბათუმის ბულვარს ესკიზები და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები ზღვისპირა ზოლში ახალი კაფეების ასაშენებლად მზად აქვს. კაფეებს თავად ბულვარის ადმინისტრაცია მოაწყობს და შემდგომ იჯარით გასცემს. ახალი დიზაინის მიხედვით, პლაჟის გასწვრივ დღეს არსებული კაფეები უნდა ჩაანაცვლონ. როდის დაიწყება ეს პროცესი და გააფრთხილეს თუ არა ახლანდელი მოიჯარეები, ბულვარის ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს. ახალი დიზაინის კაფეები ბულვარის განაშენიანების გეგმითაა გათვალისწინებული. ეს გეგმა …
Continue reading “როგორი იქნება კაფეები ბათუმის ბულვარში – გამარჯვებული ესკიზები”
რა ხდება ბათუმის სანაპიროზე, რომელსაც ხელოვნურად კვებავენ | ფოტო
ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. ათიათასობით ტონა ხრეში აეროპორტისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ, იმ ადგილებში შეიტანეს, რომელიც ზღვამ შტორმის დროს დაანგრია. სანაპიროს ხელოვნური კვება დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც სხვა ადგილები წაირეცხა. სანაპირო ზოლს ზღვა ამჯერად ახალ ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარედ ანგრევს: პროექტის ფარგლებში ზღვაში, ჭოროხის დელტიდან ამოღებული 413 ათასი კუბური მეტრი …
Continue reading “რა ხდება ბათუმის სანაპიროზე, რომელსაც ხელოვნურად კვებავენ | ფოტო”
ბათუმში ზღვაში წუხელ გაუჩინარებული კაცი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს
ამ დრომდე არ უპოვიათ კაცი, რომელიც წუხელ, პირველ ნოემბერს, ბათუმის სანაპიროზე, ზღვაში გაუჩინარდა. პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში „პიერ ბათუმის“ პირსიდან გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ პირსიდან გადახტა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძებნისა და სამაშველო ღონისძიება.
ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
დღეს, პირველ ნოემბერს, საღამოს, ბათუმში, ყოფილ „პიერ ბათუმის“ პირსიდან, ზღვაში ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სანაპიროსთან იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ პირსიდან გადახტა. „მე იქვე ახლოს ვმუშაობ, ვიღაც კაცი მოვიდა და გვითხრა, რომ კაცი ზღვაში გადახტა და ვეღარ ამოყვინთა. იქვე მდგომ ქალს და კაცს ხელში ამ ადამიანის …
ბათუმში ახალ პირსს აშენებენ – ძველი ზღვამ დაანგრია [ფოტო]
ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ახალ პირსს აშენებენ. აქ არსებული პირსი წელს შტორმის შედეგად დაზიანდა და სახიფათო გახდა. პირსის სამშენებლო ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობილია. აქ განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა ქალაქ ბათუმის მერიის მიერაა გაცემული 2022 წლის ივლისში და ის 2023 წლის 13 მაისამდეა ძალაში. დაფაზე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს პირსის რეკონსტრუქცია, თუმცა აქ არსებული პირსი, რომელიც …
Continue reading “ბათუმში ახალ პირსს აშენებენ – ძველი ზღვამ დაანგრია [ფოტო]”
პლაჟზე ჩასასვლელები – ახალი ბულვარი [ფოტოამბავი]
ახალ ბულვარში, დაახლოებით 400 მეტრ სიგრძეზე, სასეირნო ბილიკი სანაპიროს გასწვრივ გადაღობილია. უსაფრთხოების მიზნით ბილიკის ამ ნაწილზე გავლა არარეკომენდებულია, თუმცა ხის კიბეებით თუ კუსტარულად, აქ არაერთი ზღვაზე ჩასასვლელია მოწყობილი. ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის და სასეირნო ბილიკის ეს ნაწილი [პირსიდან ჟილინის არხის შესართავის ჩათვლით მონაკვეთში] შტორმმა 2022 წლის 5 თებერვალს დაანგრია. ზღვის სეზონის დაწყებამდე „ბათუმელები“ არაერთხელ შეეცადა …
Continue reading “პლაჟზე ჩასასვლელები – ახალი ბულვარი [ფოტოამბავი]”