„შავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, ტალღების სიმაღლე კი ორ მეტრს აღწევს“ – საგანგებოს გაფრთხილება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე ახლახანს ტურისტები გადაარჩინეს. „მაშველებმა ლაშა როშჩინმა, ავთო გელაშვილმა და კობა მჟავანაძემ სომხეთის მოქალაქეები გადაარჩინეს. ​ტურისტები ზღვაში შევიდნენ და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. უწყება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შავ ზღვაზე დღეს, 11 აგვისტოს 4-ბალიანი შტორმია. „ტალღების სიმაღლე კი 2 მეტრს აღწევს“. დღეს თითქმის …

გონიოში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი გადაარჩინეს [ვიდეო]

გონიოში მაშველებმა – ლერი შაინიძემ და ნიკა აბდულიშმა უკრაინის მოქალაქე, 20 წლის გოგო გადაარჩინეს. ​ახალგაზრდა ქალი ზღვის სანაპიროდან 15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამისა, გონიოშივე მაშველებმა – ოლეგ შავაძემ, მამუკა და მანუჩარ წულუკიძეებმა 34 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც ზღვის სანაპიროდან …

მაშველებმა ზღვაში 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ზღვაში, მაშველებმა მირიან გვიანიძემ და თორნიკე ნაგერვაძემ 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს. ​მამაკაცი სანაპიროდან ზღვაში 100 მეტრის დაშორებით იყო შესული და შველას ითხოვდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს. …

საგანგებო: აკრძალულია ბანაობა გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე

დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, სამბალიან შტორმს ელოდებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, აკრძალულია ბანაობა გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე, სადაც წითელი ალმებია აღმართული. რაც შეეხება ბათუმს, დილით ძლიერი წვიმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალული იყო. ამ დროისთვის [12:00] ზღვა მშვიდია და ბანაობა დასაშვებია.

ცხრა რჩევა ზღვაში ბანაობის დროს

1. შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი პირველი, რაც სანაპიროზე გასვლამდე უნდა გააკეთოთ, ეს ამინდის პროგნოზის შემოწმებაა. უნდა დარწმუნდეთ, რომ არ არის მოსალოდნელი წვიმა, ქარი, შტორმი და სხვა ბუნებრივი მოვლენები. ასე თქვენი სიცოცხლე უფრო დაცული იქნება. 2. ალკოჰოლი და ზღვა დაუშვებელია არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. ყველა ჯერზე როცა ასე იქცევით, თქვენი სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება. …

ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე წუთის წინ ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. შემთხვევა ნინო და ალის ქანდაკების მიმდებარედ მოხდა. „მამაკაცი დაახლოებით 25 წლამდე იქნება. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპული შუახევის მუნიციალიტეტიდანაა. ცხედარი ნაპოვნია და რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა გამოიტანეს ზღვიდან“, – გვითხრეს სამაშველოში.

გარემოს ეროვნული სააგენტო: მოერიდეთ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარატმენტი შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსურ კვლევებს აწარმოებს. ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის შემთხვევები ყოველ წელს ფიქსირდება და უმეტესად ზღვის ძუძუმწოვრის  დაღუპვის მიზეზი ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორია, რაც დაბინძურებას ან დაავადებას გულისხმობს.  ზღვის ძუძუმწოვრის ნავიგაციური ტრავმით ანუ მცურავი საშუალების (გემი, კატერი, …

რომელი დაავადებებისთვისაა სასარგებლო ზღვაში ცურვა

როგორც ექიმები ამბობენ, ზღვაში ცურვას ხასიათის გაუმჯობესების გარდა დადებითი ზეგავლენა შეუძლია იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზეც. სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ზღვის წყალში ცურვას შეუძლია გაამაგროს იმუნური სისტემა, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, დაატენიანოს კანი და ა.შ. ექიმი-ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე ამბობს, რომ ცურვა მკურნალობისა და პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ზურგისა და კისრის ოსტეოქონდროზის შემთხვევაში: „ცურვის დროს მოძრაობაშია ყველა კუნთი და …

პლაჟზე ხის ბილიკები მოეწყობა – გადაადგილება ეტლითაც იქნება შესაძლებელი

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია ბულვარში სანაპიროზე გადასასვლელი ხის საფეხმავლო ტრანსფორმირებადი ბილიკის დამზადებასა და მოწყობაში 41 902 ლარს გადაიხდის. ხის ბილიკის სიგანე, როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი იქნება და მასზე გადაადგილება შშმ პირებს, ეტლით მოსარგებლეებსაც შეეძლებათ. ხის ბილიკების საგარანტიო ვადა 1 წელი უნდა იყოს. ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ პლაჟზე, კონკრეტულ ტერიტორიას, თუ სად უნდა მოეწყოს …

როდის დაიწყება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება

მიმდინარე წელს ზღვის წყლის ხარისხის დადგენის მიზნით, წყლის 120 სინჯის ანალიზი ჩატარდება. სინჯების აღება აპრილის თვიდანაა დაგეგმილი, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმ ტენდერის შედეგზე, რომელიც აჭარის გარემოს დაცვისა ბუნებრივი რესურსების სამმართველოს აქვს გამოცხადებული. პირობის მიხედვით, ზღვის წყლის სინჯების ანალიზების ჩატარება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს. სინჯების აღება მიმწოდებელმა საკუთარი ძრავიანი მცურავი …

შავი ზღვის სანაპიროს ბიოლოგიური მონიტორინგი დაიწყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, სანაპიროს ბიოლოგიური მონიტორონგი დაიწყო. მონიტორინგი წელს პილოტური ხასიათისაა, 2019 წლიდან კი კვლევა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.   როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ გუჩმანიძე განმარტავს, ზღვის გარემოს მდგომარეობის საუკეთესო  გამომხატველი …

შსს: მაშველებმა საზღვაო სეზონზე 605 ადამიანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა 2017 წელს, მიმდინარე საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები. „მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის …

პეტრას ციხესთან, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცი იპოვეს

ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მაშველებმა გამთენიისას იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი საბანაოდ გუშინ, საღამოს შევიდა ზღვაში ჩაქვის სანაპირო ზოლში. სამძებრო სამუშაოები, რაშიც პოლიციაც იყო ჩართული, ღამით შეწყდა. სამაშველო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამაშველო სამუშაო დილით განახლდა და მაშინვე იპოვეს მამაკაცის ცხედარი ციხისძირში, ზღვის სიღმეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძოიებს 115-ე მუხლის შესაბამისად, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას …

ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა უკვე შეწყვიტეს

მაშველებმა ჩაქვში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცის ძებნის სამუშაოები უკვე შეწყვიტეს. ამ უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ ძებნა გათენებისთანავე განახლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართული იყო პოლიციაც. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ზე შებინდებისას შევიდა. შს სამინისტროში ამბობენ, რომ გაუჩინარებული პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა არ აკონკრეტებენ საქართველოს მოქალაქეა თუ უცხოელი. ამ უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

აჭარის მდინარეებში მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება

მდინარეების – მეჯინისწყლის, ბარცხანისწყლის, ყოროლისწყლის, ჩაქვისწყლის, დეხვას, აჭყვასა და კონტრიშის მიერ ჩამოტანილი „საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით“ მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება. დამჭერი მოწყობილობა დამონტაჟდება ასევე ახალ ბულვარში, ჟილინის არხის შესართავთან. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დამჭერი მოწყობილობების შესაძენად აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 180 ათას 776 ლარი გამოეყო. მოწყობილობების შეძენას …

დღეს ზღვაზე ისევ შტორმია

საშტორმო მდგომარეობა დღეს [29 ივლისი] დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნება – ამის შესახებ შს სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს ზღვაში არ შევიდნენ. ამ უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეებს რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. დღეს ბათუმში, ისე როგორც აჭარის მთელ სანაპირო ზოლში წვიმს. წვიმა შენარჩუნდება დღეს მთელი დღის განმავლობაში. ასევე ხანმოკლე წვიმები …

ბანაობა შტორმის დროს [ფოტო]

იმის მიუხედავად, რომ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია და ბანაობა აკრძალულია, ბათუმის სანაპირო ზოლში მობანავეს ბევრს ნახავთ. მაშველები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ იბანაონ, ვიდრე სამაშველო კოშკებზე მაშველები თეთრ ალმებს არ გადმოკიდებენ. ბათუმის სანაპირო ზოლზე დღეს მთელი დღე წითელი ალმებია აღმართული.      

საზღვაო ტურისტული ტრანსპორტით ზღვაში გასვლა შეჩერებულია

ბათუმის ნავსადგურში საზღვაო ტურისტული ტრანსპორტით მოძრაობა ამჟამად შეჩერებულია. ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ამის მიზეზი შტორმის შესახებ გამაფრთხლებელი განცხადებაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმის აკვატორიაში ზღვაში 3-4 ბალის შტორმია. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ცნობით, საზღვაო მოძრაობა 8 ივლისის ჩათვლით იქნება შეჩერებული.

ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

დღეს, 29 ივნისს, ზღვაში მოზარდი დაიხრჩო. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით: „15 წლის გოგოს ცხედარი მაშველებმა ბათუმში, ნაპირზე კატერით გამოიტანეს, საიდანაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის პროზექტურაში გადაიტანა.“ ჩვენი ინფორმაციით, მოზარდი საბანაოდ დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.  

აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ორი გოგო სწავლობს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 5 მეზღვაური ქალია. მათგან ერთი კადეტია, სამი – მზარეული, ერთი კი, რანგით ყველაზე მაღალი, ბათუმელი ნათია ლაბაძეა, რომელმაც საზღვაო აკადემია გასულ წელს დაამთავრა და უკვე ორჯერ იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში, ერთხელ, როგორც პრაქტიკანტი და მეორედ – როგორც კაპიტნის მესამე თანაშემწე. ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ამჟამად ორი გოგო სწავლობს, ანა ყურშუბაძე და …

აუქციონები გონიო-კვარიათის პლაჟზე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად

ბათუმის მერიამ გონიოსა და კვარიათის დასახლებებში ზღვისპირა ზოლში მდებარე 9 ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე გამოიტანა. მერია ნაკვეთებს იჯარის უფლებით გასცემს. აუქციონში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ნაკვეთები „თვითნებურად დაკავებულია მესამე პირების მიერ და იქ განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობები“. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გონიო-კვარიათში მდებარე ნაკვეთები მათ აუქციონზე წელს პირველად გაიტანეს. გასულ წელს კი ეს ნაკვეთები იჯარით „ბათუმის ბულვარს“ ჰქონდა გატანილი. …

4 გოჭი და 200 ტოლმა 110 პერსონაზე – ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზაფხულისა და ზღვის სეზონს  ღონისძიება „ქობულეთობით“  გახსნის. გამგეობაში გვითხრეს, რომ სეზონის გახსნას და „ქობულეთობას“, რომელიც 5 დღე გასტანს, უკვე წლებია ერთმანეთთან აიგივებენ; „წელსაც, დაგეგმილი აქტივობებით გავხსნით სეზონს“. სეზონი ქობულეთში წელს ოფიციალურად 28 ივნისს გაიხსნება. სეზონის გახსნის [„ქობულეთობის“] ორგანიზებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ქობულეთის გამგეობას სეზონის გახსნის ღონისძიებებისთვის 30 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, შესაბამის მომსახურებას მას …

გახდომის და გასუქების მსურველებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ზღვაზე ეპატიჟება

„ჩამოდი აჭარაში და გქონდეს გახდომის იმედი, შავი ზღვის სანაპიროზე, იარე ველოსიპედით“, ეს ლექსი ერთ-ერთია იმ ოთხი სარეკლამო ლექსიდან, რომლითაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს ზღვაზე ეპატიჟება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით თბილისში რამდენიმე ავტობუსის გაჩერებაზე (ჭავჭავაძის 44, ჭავჭავაძისა და ყიფშიძის კვეთა, სპორტის სასახლე) „ინტერაქტიული“ სასწორები დადგეს.  სასწორზე დადგომისას ადამიანებს სასწორი წონის ჩვენების  ნაცვლად …

სად არის ყველაზე სუფთა ზღვა აჭარის პლაჟზე

„აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია,“ – აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამა აპრილში დაიწყო. სამმართველოს ცნობით, საბანაო სეზონის მიმდინარეობისას თვეში სამჯერ იგეგმება წყლის შემოწმება. „სინჯებს ვიღებთ რვა წერტილში, მთელს პერიმეტრზე. ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან, რომელსაც ტენდერით აქვს ეს სამუშაო აღებული. მაისში უკვე სამჯერ …

მაშველები სეზონის წინ

წელს აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობას ორი კატერი და ერთი სკუტერი დაემატა, შესაბამისად, ახლა სანაპირო ზოლზე ხუთი კატერითა და ექვსი სკუტერით იმორიგევებენ. სანაპირო ზოლი, სადაც ბანაობა ნებადართულია, წელს არ გაზრდილა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, წინა წლების მსგავსად, კვლავაც 135 მაშველი იზრუნებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 350-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე. „გვექნება 6 სწრაფმავალი სკუტერი, 200, …

უამინდობა და შტორმი ბათუმში [ვიდეო]

ბათუმის სანაპიროსთან ამ დროისთვის შტორმის სიძლიერე 5 ბალს აღწევს. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შტორმი და უამინდობა მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ხვალ, 16 მარტს კი, ამინდის გაუარესების გამო, აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვა, ხოლო სანაპირო ზოლში ნალექი წვიმის, ან შესაძლოა თოვლჭყაპის სახით მოვიდეს.

Exit mobile version