112-ის ყოფილი უფროსი განათლების სამინისტროში დანიშნეს

112-ის ყოფილი უფროსი გიორგი არსოშვილი განათლების სამინისტროში დანიშნეს. ის დღეს, 1 ივნისს წარადგინეს სამინისტროს ერთ-ერთი სსიპის, „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ უფროსად. 112-ის ხელმძღვანელად მუშაობის გარდა, გიორგი არსოშვილი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე პოლიციის პოლკოვნიკია, მისი პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კი სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკია. გიორგი არსოშვილის …

სამინისტრომ სასკოლო ფორმების შეძენა-რეალიზაციისთვის ახალი შპს შექმნა

განათლების სამინისტრომ კიდევ ერთი ახალი შპს – „საგანმანათლებლო რესურსები‘‘ დააფუძნა, რომლის ფუნქციაც სასკოლი ფორმების შეძენა და შემდგომი რეალიზაცია იქნება. შპს-ს მიხეილ ყუფარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც პარლამენტის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მუშაობდა. „ახალ სტრუქტურულ ერთეულს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება, სასკოლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მომავალი სასწავლო წლიდან …

„მეშვიდეკლასელებს უკვე ქურდულ ვარსკვლავებს უხატავენ ხელებზე“ – რას წერს გორელი პედაგოგი სკოლაზე

„ჩემი 27-წლიანი პედაგოგობა გორის მე-10 საჯარო სკოლაში დასრულდა!“ – ასე იწყებს ირმა ამბარდნიშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოსტს და სამსახურიდან წასვლის მიზეზად ბევრ პრობლემასთან ერთად სკოლებში ქურდული მენტალიტეტის გავრცელებას ასახელებს. პედაგოგის თქმით, „მეშვიდეკლასელებს უკვე ქურდულ ვარსკვლავებს რომ უხატავენ ხელებზე“, სისტემასთან ერთად მშობლებიც დამნაშავეები არიან. პედაგოგის თქმით, სკოლებში დანიშნული არაპროფესიონალი დირექტორები „დაქალოჩკებით“ დაკომპლექტებულ დისციპლინური კომისიით მხოლოდ პედაგოგების …

კომპანიამ, რომელმაც „ოცნების“ მინისტრს 260 ათასი ლარი გადაუხადა, 628 ათასის დაკვეთა უტენდეროდ მიიღო

საქართველოს განათლების სამინისტრომ 628 ათას ლარზე ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელმაც „ოცნების“ კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს მრჩევლობაში ხელფასის სახით 260 ათასი ლარი გადაუხადა ერთი წლის განმავლობაში. კომპანია, რომელსაც განათლების სამინისტრომ ტენდერის გარეშე მისცა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, შპს „თიხარტია“, რომლის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მმართველიც ნინო [ზუზუ] ნოდიაა. ნინო ნოდია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი დღის“ წამყვანია. ის, …

აჭარის მთავრობა კულტურის სამინისტროს ქმნის – ოთხის ნაცვლად ხუთი სამინისტრო აჭარაში

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და ახალი, კულტურის სამინისტრო დაემატება. ინფორმაცია აჭარის მთავრობის აპარატში დაგვიდასტურეს. აქ მიიჩნევენ, რომ „ახალი სამინისტროს ფორმატში შესაძლებელი იქნება დარგობრივი პოლიტიკის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება.“ – ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარაში ოთხის ნაცვლად ხუთი სამინისტრო და მინისტრის მოადგილის ხუთი ახალი თანამდებობა იქნება ვაკანტური. სამინისტროს დაჭირდება შესაბამისი დეპარტამენტები, სამსახურები და …

ვინ არიან განათლების მინისტრის ახალი მოადგილეები

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ,  ოთხი ახალი მოადგილე დაინიშნა. თავად ამ თანამდებობაზე 2 ოქტომბერს დანიშნეს. განათლების მინისტრი ამ პოსტზე დანიშვნამდე მოსამართლედ მუშაობდა. მის პირველ მოადგილეს, გიორგი მოდებაძესაც სასამართლოში მუშაობის გამოცდილება აქვს. 2024 წელს, მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე გიორგი მოდებაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი იყო, 2016 წლიდან 2024 წლის აპრილამდე სასამართლოს სამდივნოს უფროსად მუშაობდა, 2016 წლამდე კი …

რატომ არ გამოცხადდა სახელმძღვანელოების გრიფირება? – რას ამბობს განათლების სამინისტრო

მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტრომ დღეს, 23 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ 2024 წელს საერთოდ არ გამოცხადებულა გრიფირება. „სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი. მოგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი საერთოდ არ გამოცხადებულა. …

102 ათასი ლარი ფურშეტზე, 97 ათასი წამყვანებს და მუსიკოსებს – მასწავლებლის ეროვნული დღის ხარჯები

განათლების სამინისტრომ არჩევნების გამო „მასწავლებლის ეროვნული დღე“ სექტემბერში გადმოიტანა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, 14 აგვისტოს ბრძანებაშია ნათქვამი. გასულ წელს, ეს ღონისძიება 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღნიშნეს, წელს კი 13 სექტემბერს გაიმართება. „ვინაიდან, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, გამონაკლისის სახით, წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება 13 სექტემბერს“, – წერია …

600 ათასი ლარიდან რა თანხა მოხმარდა პედაგოგებს, რას მალავს განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. მასწავლებლების დაჯილდოებაზე აქედან მხოლოდ 100 ათასი ლარი დაიხარჯა, დანარჩენი თანხა კი კონცერტსა და საღამოს ორგანიზებას მოხმარდა. 2024 წელს, წინასაარჩევნოდ, განათლების სამინისტრო თანხების გაორმაგებას აპირებს და როგორც გასულ წელს დააანონსა, „მასწავლებლის ეროვნული დღისთვის“ ერთ მილიონ ლარს დახარჯავს. „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროსგან 2023 წელს გამოითხოვა …

ააყვირეს ის პედაგოგებიც კი, რომლებსაც არაფერზე ხმა არ გაუღიათ – მენტორი მასწავლებელი ხელფასებზე

„დამაკლდა და რომ არ გავბრაზდე და ძალიან ბევრი არ ვიყვირო, ამიტომ მიმატებენ ამ 200 ლარს, რომელიც იბეგრება და ხელზე ავიღებ სადღაც 156 ლარს. ტყუილი არის პრობლემა“, – ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის მენტორი პედაგოგი ნათია მანია. მას „ბათუმელები“ მასწავლებლების ახალ სახელფასო ფორმულაზე ესაუბრა, რომელმაც პედაგოგების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ხელისუფლების მიერ დაანონსებული …

ეს გამოიწვევს დიდ დაპირისპირებას სკოლებში – დისკუსია ახალ სახელფასო ფორმულაზე | ვიდეო

„რატომ ვარ ამ დღეში მე, როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც ამ სისტემაში ვარ და მინდა განვვითარდე. ჩავაბარე ყველა გამოცდა, რაც სახელმწიფომ დამიწესა, წარვადგინე პროფესიული პორტფოლიო, ყველაფერი გავაკეთე, რაც კი ამ სქემის ფარგლებში მევალებოდა. და უცებ, ამ „სამართლიანი ფორმულით“, როგორც სამინისტროში უწოდეს, მე მაკლდება ხელფასი მომატების ნაცვლად“, – ამბობს დაწყებითი განათლების წამყვანი მასწავლებელი, მინდია ფუტკარაძე. რატომ გამოიწვია …

16 წლის გივიკო მეზღვაურობაზე ოცნებობს, მაგრამ სწავლის ფული არ აქვს – ვიდეო

„სამნი დავრჩით, მე დედა და პატარა და. მამა არ მყავს. ახლა ბათუმთან ახლოს, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობთ. დედა მუშაობს, მაგრამ სრულიად არ შეუძლია ოჯახის გატანა. წინა ზაფხულს და ზამთარშიც, სკოლის პერიოდში ვმუშაობდი, მაქსიმალურს ვაკეთებდი, ოჯახში რაიმე უნდა შემეტანა, რომ საჭმელი გვქონოდა. ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა და რისკზეც დავდექი, რამდენიმე საგანში ლამის საშემოდგომო გამომყვა, ბოლოს მოვუკელი სამუშაოზე …

„აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს 29-ში აქციაზე წასვლას” – განცხადება სამუსიკო სკოლაში | ვიდეო

„აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს 29 აპრილს თბილისში გამართულ მიტინგზე წამსვლელთა ტრანსპორტირებას. მსურველები ჩაეწერეთ ინდირა ლაზიშვილთან,“ – ეს განცხადება ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის სამივე სართულზე, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დღეს, 26 აპრილს იყო გამოკრული. სამუსიკო სასწავლებელში მისულ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ განცხადება დირექციამ გამოაკრა. „ჩვენ პედაგოგები [მიგვყავს]. თუ მშობელი ხართ და თბილისში გინდათ წასვლა …

რა წერია დოკუმენტში, რომელსაც სამინისტრო განათლების ეროვნულ მიზნებს უწოდებს

დღეს, 26 თებერვალს, განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ იწყებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის პროექტის განხილვას. თუმცა, როგორც განათლების სისტემაში მყოფი ადამიანების ნაწილი გვეუბნება, დოკუმენტი სრული სახით ჯერ არ უნახავთ. განათლების სამინისტროს, ფეისბუქის გვერდზეც წერენ დაინტერესებული ადამიანები, თუ სად არის განთავსებული სრული დოკუმენტი. თუმცა სამინისტრო მათ კომენტარებს არ პასუხობს. არც ის მიუთითებია სამინისტროს, დაინტერესებულ პირებს …

რატომ ვერ წავიდა ბავშვების ნაწილი სკოლაში – რას ამბობენ მოსწავლეების გადამყვან კომპანიაში

15 იანვარს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა სკოლების გარკვეულ ნაწილში ბავშვები სასწავლო პროცესს ვერ დაესწრნენ, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მათი ტრანსპორტით მომსახურება ვერ უზრუნველყო. „ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორს ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ გუშინ ბავშვები ტრანსპორტს არ მიუყვანია სკოლაში, თუმცა რატომ – ზუსტი მიზეზი მათთვის უცნობია. „თოვლია და ალბათ მაგიტომ არ მოვიდა ტრანსპორტი“, – …

„ახალი სკოლის მოდელი“ სამინისტროსგან არ ყოფილა სათანადოდ მხარდაჭერილი – რას ამბობს კვლევა

გამოქვეყნდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასება. კვლევა განათლების სამინისტროს დაკვეთით, „საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა“ ჩაატარა. კვლევაში შეფასებულია მესამე თაობის ესგ-ს და ახალი სკოლის მოდელის სკოლებში დანერგვის პროცესი. კვლევის მიხედვით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის და ახალი სკოლის მოდელის შემქმნელთა მოსაზრებით, რეფორმის განხორციელების გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას წარმოადგენდა ამ რეფორმის ლეგიტიმაციის ნაკლებობა. ეს გულისხმობს იმას, …

როგორი ქართველის შექმნა სურს სამინისტროს – ჯანაშია ამილახვრის რეფორმაზე

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ აპირებს შეცვალოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და დანერგოს ახალი, ეროვნული შეფასების სისტემა. პრეზენტაციის დროს მინისტრმა თქვა – „ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას“. რას ნიშნავს „ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული“ განათლების სისტემა და რატომ გააჩინა უამრავი კითხვის ნიშანი მინისტრის გამოსვლამ? – ამ თემაზე …

ვისაც სრული დატვირთვა არ აქვს, მას ხელფასი საათების მიხედვით გაეზრდება – ამილახვარი

დღეს, 12 დეკემბერს, განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ის შეეხო მასწავლებლის პროფესიულ სქემასაც. ამილახვრის თქმით, სქემა კი არ გაუქმდება, არამედ გაუმჯობესდება. „მასწავლებლები ამბობენ, რომ სქემაში იმიტომ ერთვებიან, რომ სჭირდებათ მაღალი ხელფასი. ჩვენ ეს ორი პროცესი გვინდა გავყოთ და ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა და ცალკე – კარიერული განვითარება. ყველა პედაგოგს განესაზღვრება ღირსეული ანაზღაურება სტატუსის …

სკოლებში ახალი, ეროვნული შეფასება უნდა დაბრუნდეს – ამილახვარი

დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოს განათლების მინისტრმა განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზენტაცია გამართა. გიორგი ამილახვრის თქმით, სამომავლოდ სისტემა გადავა მასწავლებლის მოსმენასა და უკუკავშირზე. მინისტრის თქმით, სკოლებში უნდა დაბრუნდეს ეროვნული შეფასება. „ეს მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, სისტემისთვის. ამიტომ დაწყებული გვაქვს აქტიურად პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში ჩვენ გვინდა პირველ ეტაპზე შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომლებიც სისტემას …

ღირსების გარეშე გაკვეთილზე შესვლის აზრს ვერ ვხედავ – სამინისტროსთან მოშიმშილე პედაგოგი

„ღირსების გარეშე გაკვეთილზე შესვლის ან ამ ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ“ – ამბობს პედაგოგი მაია ეკალაძე, რომელიც განათლების სამინისტროს წინ მეორე დღეა შიმშილობს. დღეს მას ორჯერ დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა მასწავლებელი ამბობს, რომ მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს სიმართლის დასაცავად. „ბათუმელები“ მაია ეკალაძეს ესაუბრა. ქალბატონო მაია, როგორც ვიცით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც …

ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ამილახვარი

დღეს, 24 ნოემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის ახალი ფორმულა 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. „2024 წლის ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა. ეს 6 თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება ოთხჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი. სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, მასწავლებლებს …

რომელ მასწავლებლებს ეზრდებათ ხელფასები – სამინისტროს განმარტება

დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა. ის შეეხო საჯარო სკოლებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების საკითხსაც. მინისტრის თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ, განათლების მინისტრმა მასწავლებლებს წარუდგინა ხელფასის გაანგარიშების ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებული იქნება საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე. „2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, გაიზრდება 500 …

ხელფასი გასამმაგდეს – რა პრობლემებს ხედავს სკოლაში „ოცნების“ მხარდამჭერი პედაგოგი 

65 წლის ნაზიბროლა მიქელაძე დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელია. ის განათლების სამინისტრომ „მასწავლებლის ეროვნულ დღეზე“ დააჯილდოვა. ნაზიბროლა მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და პარტიის წევრია. ნაზიბროლა მიქელაძე ხულოში, სხალთის საჯარო სკოლაში ასწავლის. ქალბატონო ნაზიბროლა, ვინ წარგადგინათ სამინისტროს მიერ დაწესებულ პრიზზე და სხვა კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა, მაგალითად, „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ თუ ყოფილხართ როდისმე …

მოსწავლეებს უფლებების დაცვაზე ვესაუბრები და ჩემს თავს ვერ ვიცავ – დირექტორი სკოლის მიღმა

„შესაძლოა, სამეურვეო საბჭოს არც მე ავერჩიე დირექტორად, მაგრამ ჩავთვლიდი, რომ სკოლას მიეცა არჩევანის უფლება, თუ მას წარუდგენდნენ ორ კანდიდატს მაინც. სკოლებს არ ჰქონდათ არჩევანი, ეს დამცირებაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ტარიელ ქათამაძე, რომელსაც საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. მას ამჯერად ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორობა სურდა. ტარიელ ქათამაძე ჩაქვის # 1-ელი საჯარო სკოლის დირექტორი …

როდის ეყოლება სკოლებს სერტიფიცირებული დირექტორები

15 სექტემბერს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა. ამ დროისთვის საჯარო სკოლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ. მიმდინარე წელს სკოლის დირექტორობის მსურველებმა სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარეს. გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ 755 პირი გადავიდა. განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ბრძანება სერტიფიცირებული დირექტორების შესახებ. „ბათუმელებმა“ აჭარის განათლების სამინისტროს ჰკითხა, …

„ეს სიყალბეა“ – რატომ შექმნა სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ანალოგი

საქართველოს განათლების სამინისტრომ 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოაცხადა და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ანალოგი კონკურსი დააარსა. სამინისტროს ცნობით, „ღვაწლმოსილი პედაგოგები“ ჯილდოს სახით სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშნის გარდა 10 ათას ლარსაც მიიღებენ. რატომ დასჭირდა სამინისტროს უკვე არსებული მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ანალოგის დაწესება? – მასწავლებლების ნაწილმა სამინისტროს ინიციატივას სიყალბე უწოდა, ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ჯილდოს დაწესების მიზანი …

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა შესაძლოა ახალშენში გადავიდეს – 10,6 მილიონი რემონტისთვის

ბათუმის N5 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 10,6 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტერიტორია, სადაც სკოლის შენობა დგას, ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის №58-ში მდებარეობს და მისი ფართობი 6 039 კვადრატული მეტრია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „სკოლის შენობის კონსტრუქციული მდგრადობა 2021 წლის სექტემბერში შეისწავლეს. რეკომენდაციები შენობის გამაგრების საჭიროების შესახებ აისახა სკოლის რეაბილიტაციის პროექტში. …

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა შესაძლოა ორთაბათუმში გადავიდეს – 4,9 მილიონი რემონტისთვის

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების დაწყების შემთხვევაში სად გაგრძელდება სასწავლო პროცესი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ ვარიანტად ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმის სკოლა განიხილება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 926 650 ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „ამჟამად, სკოლაში სწავლობს 1 124 …

სკოლის დირექტორობის მსურველებიდან გასაუბრების ეტაპი 76%-მა გადალახა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი. მეორე ეტაპი ანუ გასაუბრება აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა. გასაუბრების ეტაპზე დირექტორობის მხოლოდ 755 მსურველი გადავიდა. სამინისტროს განცხადებით, დირექტორობის მსურველებს შეუძლიათ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იხილონ მინისტრის ბრძანება და გადაამოწმონ მიღებული შედეგები. „შედეგების გასაცნობად პირმა უნდა გამოიყენოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული უნიკალური …

მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსი აღარ მიენიჭებათ – სამინისტრო

განათლების სამინისტრო იმ კომისიის საქმიანობას აჩერებს, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტროს განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. „მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება. საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის …

არ აქვს აზრი ნაყიდი პორტფოლიოების ატვირთვას – მასწავლებელი

გუშინ, 21 აპრილს, დაახლოებით 150 მასწავლებელი განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს შეხვდა. მასწავლებლები ამ შეხვედრას რამდენიმე კვირა დაჟინებით ითხოვდნენ. მასწავლებლების პროტესტი სქემაში შესული ცვლილებების დაგვიანებით დამტკიცებამ გამოიწვია, რის გამოც პედაგოგები ფორსმაჟორში აღმოჩნდნენ. მათი თქმით, მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტის – პორტფოლიოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ვეღარ ასწრებენ. პედაგოგებმა მინისტრთან პორტფოლიოს საკითხის გარდა სკოლებში არსებულ კორუფციაზე, მასწავლებლის პენსიაზე, უმოქმედო …

სკოლა 11 მოსწავლით – როგორ იცლება ხულოს სოფელი პაქსაძეები ბავშვებისგან

„ძალიან რთულია, როცა ერთი მოსწავლე გიზის კლასში და ასე გრძელდება წლები“, – გვეუბნება სოფელ პაქსაძეების ქართული ენის უფროსი მასწავლებელი, თეონა გელაძე. ის ამ სკოლაში 20 წელია ასწავლის. ამბობს, რომ სკოლა ბავშვებისგან ნელ-ნელა დაიცალა. ცარიელდება სოფელიც. ცხრაკლასიან სკოლაში ამჟამად მხოლოდ 11 ბავშვია შემორჩენილი. პირველკლასელი კი სკოლას მესამე წელია აღარ ჰყავს. „20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი. წლების …

20 დღე მოგვცეს პორტფოლიოს წარსადგენად, ეს არის დისკრიმინაცია – პედაგოგი

„გამოცდა ჩავაბარე ივლისში და ახლა 10 აპრილს მოვიდა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის – პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. 20 დღე გვაქვს იმისთვის, რომ პორტფოლიო შევკრათ და წარვადგინოთ, ეს არის დისკრიმინაცია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის ქართულის წამყვანი მასწავლებელი მანანა მიქავა. მასწავლებლებმა ფეისბუქში კამპანიაც კი წამოიწყეს, რომ განათლების სამინისტროს ამ ფორმით მაინც მიაწვდინონ ხმა. …

პოლიციიდან განათლებაში – მინისტრის მოადგილის ქონება და შვილები კერძო სკოლაში

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, თავის პირველ მოადგილედ დანიშნა. გელა გელაძე განათლების სისტემაში 2018 წელს მივიდა, მანამდე ის ძალოვან უწყებებში მუშაობდა, 2016-2018 წლებში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 2012-2016 წლებში კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში უფროსის მოადგილედ. წინა წლებშიც გელა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. განათლების სამინისტროში გელაძის საკურატორო …

გადავიწვებით, კლასის დამრიგებელს აუცილებელია ჰყავდეს დამხმარე – მასწავლებელი

„არა მარტო ხელფასი უნდა გაიზარდოს, არამედ აუცილებელია, დამრიგებლის მხარდამჭერი მექანიზმი შეიქმნას სკოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავიწვებით“, – ამბობს ნინა ინაიშვილი, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი და დამრიგებელი. ის „ბათუმელებთან“ იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს სისტემა კლასის დამრიგებლებს აყენებს. ქალბატონო ნინა, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რის წინაშეც დგანან კლასის დამრიგებლები და რა იწვევს ამ …

Exit mobile version